სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

6

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 10:32-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 20:32-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი ძმა რუსებმა წამებით მოკლეს, მეორე - ხერსონთან დაეცა - უკრაინას შეწირული ძმები მაჭარაშვილები და მამა, რომელიც ოკუპანტებს ებრძვის
ერთი ძმა რუსებმა წამებით მოკლეს, მეორე - ხერსონთან დაეცა - უკრაინას შეწირული ძმები მაჭარაშვილები და მამა, რომელიც ოკუპანტებს ებრძვის

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი და­ი­ღუ­პა. 37 წლის ერ­ნესტ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 13 ოქ­ტომ­ბერს ხერ­სო­ნის ოლ­ქში მძი­მედ და­იჭ­რა, გარ­და­იც­ვა­ლა. ერ­ნეს­ტის ძმა თე­მურ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს აპ­რილ­ში შე­ე­წი­რა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოკუ­პან­ტებ­მა თე­მუ­რი წა­მე­ბით მოკ­ლეს. უკ­რა­ი­ნის მხა­რეს იბ­რძვის თე­მუ­რის და ერ­ნეს­ტის მამა ბონ­დო მა­ჭა­რაშ­ვი­ლიც...

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან-დღემ­დე რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში 28 ქარ­თვე­ლი და ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა. უკ­რა­ი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი მებ­რძო­ლე­ბის მე­მო­რი­ა­ლურ სა­იტ­ზე მა­ჭა­რაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ზე ვრცე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ერ­ნეს­ტი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი ლუ­განსკის ოლ­ქის ქა­ლაქ რო­ვენ­კი­ში ცხოვ­რობ­და. მა­ჭა­რაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში 12 შვი­ლი იზ­რდე­ბო­და, ექ­ვსი ძმა და ექ­ვსი და. რო­დე­საც 2014 წელს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი და­ი­წყო, ოჯახ­მა ლუ­განსკის რე­გი­ო­ნი და­ტო­ვა და და-ძმე­ბი სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. ერ­ნეს­ტმა მი­კო­ლა­ე­ვის რე­გი­ო­ნი აირ­ჩია, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხუ­რობ­და ქა­ლაქ ოჩა­კო­ვის ერთ-ერთ სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი იყო მი­კო­ლა­ე­ვის ახალ­გაზ­რდულ ბა­ნა­კებ­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი.

"მას ჰქონ­და სწო­რი აზ­რე­ბი და უკ­რა­ი­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ჩა­უ­ნერ­გა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას", - ჰყვე­ბი­ან მე­გობ­რე­ბი.

რო­დე­საც 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და­ი­წყო, ერ­ნეს­ტი და მისი ძმა თე­მუ­რი სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ისი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუნ­დნენ და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის რი­გებს შე­უ­ერ­თდნენ. მალე ფრონ­ტის ხაზ­ზე წა­ვიდ­ნენ.

“როცა რო­ვენ­კის და­ვიბ­რუ­ნებთ, ჩვენ შე­ვალთ იქ უკ­რა­ი­ნუ­ლი ტან­კე­ბით და შე­ძა­ხი­ლე­ბით: "დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას!“ ყვე­ლა ვირ­თხას და­ვი­ჭერთ. ყვე­ლა სე­პა­რა­ტის­ტი უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა რუ­სეთ­ში. იმა­ვე ტან­კით, ჩვენ ჩა­მო­ვაგ­დებთ ლე­ნი­ნის ძეგლს მთა­ვარ მო­ე­დან­ზე და სიმ­ბო­ლუ­რად გა­ვათ­რევთ მთელ ქუ­ჩა­ზე, რო­მელ­საც იგი­ვე სა­მარ­ცხვი­ნო სა­ხე­ლი ჰქვია. იმ ად­გი­ლას ძეგლს ამ ომში და­ცე­მულ ჩვენს გმი­რებს, რო­ვენ­კე­ლებს და­ვუდ­გამთ. ლე­ნი­ნის ქუ­ჩას ან გა­გა­რი­ნის კვარ­ტალს ძმებ მა­ჭა­რაშ­ვი­ლე­ბის სა­ხელს და­ვარ­ქმევთ“, - წერს მა­ჭა­რაშ­ვი­ლე­ბის და ილო­ნა მა­გაი-მა­ჭა­რაშ­ვი­ლი.

მათი მამა ბონ­დო მა­ჭა­რაშ­ვი­ლი სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კორ­ბო­უ­ლი­დან გახ­ლავთ. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის გავ­ლის დროს, 1977 წელს, ბონ­დო მა­ჭა­რაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნელ­ზე იქორ­წი­ნა. წყვილს 12 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა - ექ­ვსი გო­გო­ნა და ექ­ვსი ვაჟი. მათ­გან ორი თე­მუ­რი და ერ­ნეს­ტი რუსი ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას შე­ე­წირ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
0

ჯარისკაცის მამა გამახსენდა :(

მირიანი
1

დიდება გმირებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შს სამინისტრო იმ სქემის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რითაც, უწყების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა შეძლო
ავტორი:

ერთი ძმა რუსებმა წამებით მოკლეს, მეორე - ხერსონთან დაეცა - უკრაინას შეწირული ძმები მაჭარაშვილები და მამა, რომელიც ოკუპანტებს ებრძვის

ერთი ძმა რუსებმა წამებით მოკლეს, მეორე - ხერსონთან დაეცა - უკრაინას შეწირული ძმები მაჭარაშვილები და მამა, რომელიც ოკუპანტებს ებრძვის

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. 37 წლის ერნესტ მაჭარაშვილი, რომელიც 13 ოქტომბერს ხერსონის ოლქში მძიმედ დაიჭრა, გარდაიცვალა. ერნესტის ძმა თემურ მაჭარაშვილი რუსეთ-უკრაინის ომს აპრილში შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა თემური წამებით მოკლეს. უკრაინის მხარეს იბრძვის თემურის და ერნესტის მამა ბონდო მაჭარაშვილიც...

არაოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან-დღემდე რუსეთ-უკრაინის ომში 28 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში გარდაცვლილი მებრძოლების მემორიალურ საიტზე მაჭარაშვილების ოჯახზე ვრცელი ინფორმაციაა გამოქვეყნებული. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ერნესტი მაჭარაშვილი ლუგანსკის ოლქის ქალაქ როვენკიში ცხოვრობდა. მაჭარაშვილების ოჯახში 12 შვილი იზრდებოდა, ექვსი ძმა და ექვსი და. როდესაც 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ოჯახმა ლუგანსკის რეგიონი დატოვა და და-ძმები სხვადასხვა ქალაქებში გადავიდნენ საცხოვრებლად. ერნესტმა მიკოლაევის რეგიონი აირჩია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მსახურობდა ქალაქ ოჩაკოვის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში. მოგვიანებით იგი იყო მიკოლაევის ახალგაზრდულ ბანაკებში მასწავლებელი.

"მას ჰქონდა სწორი აზრები და უკრაინული ღირებულებები, რაც ჩაუნერგა ახალგაზრდა თაობას", - ჰყვებიან მეგობრები.

როდესაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ერნესტი და მისი ძმა თემური საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ. ისინი უკრაინაში დაბრუნდნენ და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რიგებს შეუერთდნენ. მალე ფრონტის ხაზზე წავიდნენ.

“როცა როვენკის დავიბრუნებთ, ჩვენ შევალთ იქ უკრაინული ტანკებით და შეძახილებით: "დიდება უკრაინას!“ ყველა ვირთხას დავიჭერთ. ყველა სეპარატისტი უკეთეს შემთხვევაში გაიგზავნება რუსეთში. იმავე ტანკით, ჩვენ ჩამოვაგდებთ ლენინის ძეგლს მთავარ მოედანზე და სიმბოლურად გავათრევთ მთელ ქუჩაზე, რომელსაც იგივე სამარცხვინო სახელი ჰქვია. იმ ადგილას ძეგლს ამ ომში დაცემულ ჩვენს გმირებს, როვენკელებს დავუდგამთ. ლენინის ქუჩას ან გაგარინის კვარტალს ძმებ მაჭარაშვილების სახელს დავარქმევთ“, - წერს მაჭარაშვილების და ილონა მაგაი-მაჭარაშვილი.

მათი მამა ბონდო მაჭარაშვილი საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან გახლავთ. საბჭოთა პერიოდში, უკრაინაში სამხედრო სამსახურის გავლის დროს, 1977 წელს, ბონდო მაჭარაშვილმა უკრაინელზე იქორწინა. წყვილს 12 შვილი შეეძინა - ექვსი გოგონა და ექვსი ვაჟი. მათგან ორი თემური და ერნესტი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ.