მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ძმის გაშვილების ამბავი იცოდა ოჯახის მოძღვარმა, რომელსაც აღსარების სახით ჩააბარეს..." - როგორ იპოვა სირაძეების ოჯახმა შვილი, რომელიც 29 წლის წინ სამშობიაროდან გაუყიდეს?
"ჩემი ძმის გაშვილების ამბავი იცოდა ოჯახის მოძღვარმა, რომელსაც აღსარების სახით ჩააბარეს..." - როგორ იპოვა სირაძეების ოჯახმა შვილი, რომელიც 29 წლის წინ სამშობიაროდან გაუყიდეს?

ბოლო წლე­ბია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის 90-იან წლებ­ში და­წყე­ბუ­ლი სქე­მა გა­ი­შიფ­რა. უკვე არა­ერ­თი ის­ტო­რია მო­ვის­მი­ნეთ რო­გორ ყიდ­დნენ სამ­შო­ბი­ა­რო­დან ბავ­შვებს უშ­ვი­ლო წყვი­ლებ­ზე. ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს კი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მათი შვი­ლი და­ი­ღუ­პა და თა­ვად დაკ­რძა­ლავ­დნენ. იმ შემ­თხვე­ვა­ში კი თუ ოჯა­ხი გარ­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლის ცხე­დარს ოჯა­ხი და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და, ექი­მე­ბი მათ გა­დარ­წმუ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

რა თქმა უნდა, არ ვამ­ტკი­ცებთ, რომ ყვე­ლა ჩვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ცხად­და, გა­ყი­დუ­ლია. თუმ­ცა ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის საქ­მემ მარ­თლაც შემ­ზა­რა­ვი მას­შტა­ბე­ბი მი­ი­ღო. თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის მიერ შექ­მნილ ჯგუფ­ში "ვე­ძებ“ თვე­ში რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი პო­უ­ლობს გაშ­ვი­ლე­ბულ შვილს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ეგო­ნათ.

ამ­ჯე­რად ზეს­ტა­ფონ­ში მცხოვ­რებ ოჯახ­ზე მო­გიყ­ვე­ბით. რო­გორ იპო­ვა თეო სი­რა­ძემ 29 წლის წინ მო­პა­რუ­ლი ძმა. ის­ტო­რია მძი­მე წა­სა­კი­თხია, ქალი ჰყვე­ბა, რომ მათ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ბევ­რი ოჯა­ხია, თუმ­ცა სი­რა­ძე­ე­ბის ოჯახს გა­უ­მარ­თლა და შვი­ლი და­იბ­რუ­ნეს, თუმ­ცა ეს გზა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა.

ეს ის­ტო­რია არ არის მხო­ლოდ ტკი­ვი­ლის, გან­შო­რე­ბი­სა და უსა­მარ­თლო­ბის შე­სა­ხებ - ესაა ის­ტო­რია სიყ­ვა­რუ­ლის, რო­მე­ლიც გზას ყო­ველ­თვის პო­უ­ლობს.

თეო სი­რა­ძე:

- დე­და­ჩე­მის მე­ო­რე შვი­ლი - ჩემი ახ­ლა­ხან ნა­პოვ­ნი ძმა, გი­ორ­გი ზეს­ტა­ფო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­ე­ძი­ნა. მე­სა­მე დღეს ექი­მებ­მა უთხრეს, რომ ბავ­შვი და­ი­ღუ­პა და სამ­შო­ბი­ა­რო­დან შინ შვი­ლის გა­რე­შე დაბ­რუნ­და. სამ­შო­ბი­ა­რო­ში უთხრეს, რომ მიც­ვა­ლე­ბულს თა­ვად მი­ხე­დავ­დნენ. სა­დღაც ერთ კვი­რა­ში იმა­ვე სამ­შო­ბი­ა­როს გი­ნე­კო­ლოგს მა­ცი­ვარ­ში მკვდა­რი ჩვი­ლი უპო­ვეს, იმ შემ­თხვე­ვის­თვის ჰქონ­და შე­ნა­ხუ­ლი, თუ ვინ­მე მო­პა­რუ­ლი ჩვი­ლის ცხე­დარს მო­ი­თხოვ­და. ამ ამ­ბის გარ­კვე­ვის შემ­დეგ, იმა­ვე სამ­შო­ბი­ა­რო­ში მო­მუ­შა­ვე ერთ-ერ­თმა პე­დი­ატრმა, რო­მე­ლიც ბა­ბუ­ას იც­ნობ­და, მო­ა­კი­თხა და უთხრა, თქვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლია და ქუ­თა­ის­შია გაშ­ვი­ლე­ბუ­ლიო.

ოჯახ­მა ძებ­ნა და­ი­წყო, იმ­ჟა­მინ­დელ პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თეს და კვა­ლი მარ­თლა ქუ­თა­ის­ზე გა­ვი­და, მაგ­რამ საქ­მე მალე შე­წყვი­ტეს, უთხრეს, რომ კვა­ლი და­ე­კარ­გათ. დე­დას და მა­მას საქ­მის და­ხურ­ვა­ზე ხელი მო­ა­წე­რი­ნეს და ასე დას­რულ­და ეს ამ­ბა­ვი. შემ­დეგ ბა­ბუა ცდი­ლობ­და თა­ვი­სი ძა­ლე­ბით მო­ე­ძებ­ნა ბავ­შვი, მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, რამ­დე­ნი­მე­ჯერ მუ­ქა­რის წე­რი­ლი დახ­ვდა, მან­ქა­ნა­ზე, სახ­ლის კარ­თან, რომ ძებ­ნის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა.

- რო­გო­რი იყო ამ პე­რი­ოდ­ში თქვე­ნი დედ-მა­მის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- თა­ვი­სი ძა­ლე­ბით ჩუ­მად მა­ინც აგ­რძე­ლებ­დნენ ძებ­ნას. შემ­დეგ დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი რომ წა­მო­ვი­ზარ­დეთ, მოგ­ვიყ­ვნენ, რომ კი­დევ ერთი ძმა გვყავ­და ქუ­თა­ის­ში. 29 წელი სულ ძი­ე­ბა­ში ვი­ყა­ვით. ჯერ მე და­ვი­ბა­დე, შემ­დეგ ჩემი მო­პა­რუ­ლი ძმა და კი­დევ ორი და-ძმა გვყავს.

გი­ორ­გი დებ­თან ერ­თად

- რო­გორ გახ­ვე­დით 29 წლის შემ­დეგ კვალ­ზე?

- მუდ­მი­ვად ვე­ძებ­დით, კარ­და­კარ დავ­დი­ო­დით. იმ პე­რი­ოდ­ში სამ­შო­ბი­ა­რო­ში მო­მუ­შა­ვე ექთ­ნებს და ექი­მებს ვე­კი­თხე­ბო­დით. შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ჯგუ­ფი "ვე­ძებ“, და­არ­სე­ბის დღი­დან თა­მუ­ნა მეხ­მა­რე­ბო­და და გზას მიჩ­ვე­ნებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ბუ­თე­ბი სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში სამი ეპი­ზო­დი გვქონ­და როცა მე­გო­ნა, რომ ისი­ნი ჩემი ძმე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ის­ტო­რია არ ემ­თხვე­ო­და. ეს ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­სა­ტა­ნი იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. ერთ დღეს "ფე­ის­ბუ­ქის" თვა­ლი­ე­რე­ბი­სას გა­მო­მიჩ­ნდა კი­დევ ერთი ის­ტო­რია, რო­მელ­მაც და­მა­ინ­ტე­რე­სა. მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი იმედ­გაც­რუ­ე­ბი­სა, ვი­ფიქ­რე, მოდი, ამა­საც ვცდი-მეთ­ქი.

- პოს­ტში რა ეწე­რა?

- ანო­ნი­მუ­რად წერ­და გო­გო­ნა, რომ მისი მე­უღ­ლე მო­პა­რუ­ლი შვი­ლი იყო. და­ემ­თხვა წელი, ქა­ლა­ქი, მხო­ლოდ და­ბა­დე­ბის თვე იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. მივ­წე­რე, თუ და­ბა­დე­ბის თვე­ში ეჭვი გე­პა­რე­ბათ, შე­მეხ­მი­ა­ნეთ-მეთ­ქი. პოს­ტის ავ­ტო­რი ჩემი ძმის ცოლი აღ­მოჩ­ნდა.

რო­დე­საც "ფე­ის­ბუ­ქის" პრო­ფილ­ზე გა­და­ვე­დი, სრუ­ლი შოკი მი­ვი­ღე. ჩემს ძმას ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი ჰყავს, ერ­თმა­ნეთს არ ჰგვა­ნან, მაგ­რამ ერთ-ერთი გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგავ­და ჩემს შვილს. თან ჩემი ძმა, ჩემს უმ­ცროს დას მი­ვამ­სგავ­სე. ამ­დე­ნი დამ­თხვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად მი­ვუ­დე­ქი, არ მინ­დო­და კი­დევ ერთი იმედ­გაც­რუ­ე­ბა. და­ვი­წყეთ მი­მო­წე­რა. რო­დე­საც ბავ­შვო­ბის ფო­ტო­ე­ბი გა­ვა­ზი­ა­რეთ, სრუ­ლი შოკი აღ­მოჩ­ნდა ჩვენ­თვის, სას­წა­უ­ლად ვგავ­დით ერ­თმა­ნეთს. ასე­ვე ჩემი ძმის, მე­ო­რე ძმი­სა და მა­მის ხე­ლის მტევ­ნე­ბი იდენ­ტუ­რი იყო.

სი­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი

ჩვე­ნი ოჯა­ხის ამ­ბა­ვი იცო­და ოჯა­ხის მო­ძღვარ­მა, რო­მელ­საც აღ­სა­რე­ბის სა­ხით ჩა­ა­ბა­რეს და იცო­და სად იყო ჩემი ძმა გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა აღ­სა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო გა­ეთ­ქვა. ეს მა­მაო ჩემი დე­დუ­ლე­თი­დან იყო. ერთ დღეს ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გიომ გვი­თხრა, რომ იმ სო­ფელ­ში ხალ­ხს იც­ნობ­და და სტუმ­რა­დაც და­დი­ო­და. აღ­მოჩ­ნდა რომ ერთი ქუ­ჩის იქით მო­დი­ო­და გიო. ასე­ვე ჩემი უმ­ცრო­სი და და გიო ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­დნენ. მოკ­ლედ, გი­ორ­გის მხრი­და­ნაც ამ მო­ძღვრის კვალ­ზე გა­ვე­დით.

ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი ერ­თად მივ­სუ­ლი­ყა­ვით მას­თან და გვე­კი­თხა, იყო თუ არა გიო ჩვე­ნი ძმა.

- გი­ორ­გის მშვი­ლე­ბე­ლი მშობ­ლე­ბი რას ამ­ბობ­დნენ?

- მამა გარ­დაც­ვლი­ლია, ამის შემ­დეგ გა­ი­გო გიომ, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი იყო, დე­დამ უთხრა. სო­ნია დე­ი­დას­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, გიო ძა­ლი­ან უყ­ვარს და ისე მიგ­ვი­ღო რო­გორც სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი.

და-ძმებ­მა დავ­გეგ­მეთ მო­ძღვარ­თან შეხ­ვედ­რა, მაგ­რამ ჩვენ­მა მშობ­ლებ­მა ვერ მო­ით­მი­ნეს და უკან მან­ქა­ნით გა­მოგ­ვყვნენ. მო­ძღვარ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვკი­თხა, აღ­მზრდე­ლი დედა, მამა, სად ცხოვ­რობ­დნენ, ის­ტო­რია სრუ­ლად და­ემ­თხვა. ბო­ლოს ვკი­თხეთ, მამა ადამ, - არ გვა­ინ­ტე­რე­სებს ვინ ჩა­გა­ბა­რათ აღ­სა­რე­ბა, უბ­რა­ლოდ, გვი­თხა­რით ნამ­დვი­ლად არის თუ არა ეს ბავ­შვი ჩვე­ნი ძმა, თუ კი­დევ სხვა გზით წა­ვი­დეთ.

გვი­პა­სუ­ხა, დიახ, ეს ბავ­შვი თქვე­ნი ძმაა, არც დნმ-ი გჭირ­დე­ბათ და არც არა­ფე­რიო. იმ დღი­დან ასე მოვ­დი­ვართ.

- თქვენ­მა მშობ­ლებ­მა რო­გორ გა­ი­გეს ეს ამ­ბა­ვი?

- თა­ვი­დან არ მინ­დო­და მეთ­ქვა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი დე­ტა­ლე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად. მიხ­ვდნენ, რომ რა­ღაც ხდე­ბო­და, მაგ­რამ ვე­უბ­ნე­ბო­დი, არ გქონ­დეთ იმე­დი, არ ვიცი, რა გა­მო­ვა-მეთ­ქი. კად­რე­ბი, რო­მელ­შიც გიოს და მშობ­ლე­ბის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რაა, იმ დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, რომ ნამ­დვი­ლად ჩვე­ნი ძმაა. მაგ­რამ გიო ამ­ბობს, მშობ­ლე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, მე­გო­ნა, ფრთე­ბი შე­მეს­ხა და გავფრინ­დიო. დე­დაც იმა­ვეს ამ­ბობს, ვიგ­რძე­ნი რომ ჩემს გულ­ში იყოო.

პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა მშობ­ლებ­თან

- რა­ტომ აირ­ჩი­ეს თქვე­ნი ოჯა­ხი, ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად?

- მა­შინ ბევ­რი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ხდე­ბო­და. ვინც ეს გა­ა­კე­თა, გი­ნე­კო­ლოგ­მა, კარ­გად იც­ნობ­და ჩვენს ოჯახს. ერ­თა­დერ­თი ეჭვი გვაქვს, რომ კარ­გი ოჯა­ხის შვილს ეძებ­დნენ და რაც ჩა­ი­ფიქ­რეს, სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნეს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს ახლა, ჩვენ ზეს­ტა­ფონ­ში ვართ, გიო ქუ­თა­ის­ში, შა­ბათ-კვი­რას ვცდი­ლობთ ერ­თად გა­ვა­ტა­როთ დრო.

- ბა­ბუა რას ამ­ბობს ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ ნა­პოვნ შვი­ლიშ­ვილ­ზე?

- დიახ, ვი­დე­ო­ში, რო­მელ­შიც ჩემი ძმა დედ-მა­მას ეხუ­ტე­ბა, შემ­დეგ ბა­ბუა ჩანს. ქუდს იხ­დის და გულ­ში იკ­რავს მო­პა­რულ შვი­ლიშ­ვილს. სხვა­თა შო­რის გიო ძა­ლი­ან ჰგავს, ფი­ზი­კუ­რად და ხა­სი­ა­თით. ერთი შა­ბათ-კვი­რა რომ შე­აგ­ვი­ან­დე­ბა გიოს ჩვენ­თან ჩა­მოს­ვლა, ბა­ბუა მა­შინ­ვე ურე­კავს. დედ­მა­მიშ­ვი­ლებს ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი იმ­დე­ნად და­ახ­ლოვ­დნენ, რომ ზოგ­ჯერ მგო­ნია, არც გვქო­ნია ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში წყვე­ტა. იმ­დე­ნად ჩვე­ნი­ა­ნია და ჩვენ­ნა­ი­რია, რომ ღმერ­თის სა­ჩუ­ქა­რია.

- თქვე­ნი ის­ტო­რია იმე­დია იმ მშობ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ეძე­ბენ შვი­ლებს. ალ­ბათ თქვენ უფრო მეტი გა­გი­გი­ათ მსგავს ის­ტო­რი­ებ­ზე.

- დიახ, ძა­ლი­ან ბევ­რია. ჩვენს ამ­ბავს დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. რო­გორც ზეს­ტა­ფო­ნი­დან, ასე­ვე ჩვე­ნი სოფ­ლი­დან ბევ­რს გა­უჩ­ნდა ეჭვი, რომ მათი შვი­ლიც გა­აშ­ვი­ლეს. და­ი­წყეს ძებ­ნა და რამ­დე­ნი­მემ იპო­ვა კი­დეც. წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და ბავ­შვე­ბით ქურ­დო­ბა და წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­დენ ჩვილს მო­ი­პა­რავ­დნენ. რო­გორც თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ამ­ბობს, არ არ­სე­ბობ­და ბავ­შვთა სა­საფ­ლაო 2005 წლამ­დე და ვინც და­ი­ტო­ვეს სამ­შო­ბი­ა­რო­ში, ვი­თომ და­საკ­რძა­ლად, ყვე­ლა ჩვი­ლი მო­პა­რუ­ლია. ჩვენს სო­ფელ­ში ერთ ოჯახს გა­მო­ა­ტა­ნეს ჩვი­ლი და­სა­საფ­ლა­ვებ­ლად, მაგ­რამ უთხრეს, რომ სა­სახ­ლე არ გა­ეხ­სნათ, გო­ნე­ბა­ში ცუ­დად დაგ­რჩე­ბა­თო. ჩვე­ნი ამ­ბის შემ­დეგ, ეჭვი გა­უჩ­ნდათ და საფ­ლა­ვი გახ­სნეს, სა­სახ­ლე­ში თო­ჯი­ნა დახ­ვდათ. ახლა ისი­ნიც ძი­ე­ბა­ში არი­ან.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჩემი ძმის გაშვილების ამბავი იცოდა ოჯახის მოძღვარმა, რომელსაც აღსარების სახით ჩააბარეს..." - როგორ იპოვა სირაძეების ოჯახმა შვილი, რომელიც 29 წლის წინ სამშობიაროდან გაუყიდეს?

"ჩემი ძმის გაშვილების ამბავი იცოდა ოჯახის მოძღვარმა, რომელსაც აღსარების სახით ჩააბარეს..." - როგორ იპოვა სირაძეების ოჯახმა შვილი, რომელიც 29 წლის წინ სამშობიაროდან გაუყიდეს?

ბოლო წლებია, რაც საქართველოში ჩვილებით ვაჭრობის 90-იან წლებში დაწყებული სქემა გაიშიფრა. უკვე არაერთი ისტორია მოვისმინეთ როგორ ყიდდნენ სამშობიაროდან ბავშვებს უშვილო წყვილებზე. ბიოლოგიურ მშობლებს კი ეუბნებოდნენ, რომ მათი შვილი დაიღუპა და თავად დაკრძალავდნენ. იმ შემთხვევაში კი თუ ოჯახი გარდაცვლილი ჩვილის ცხედარს ოჯახი დაჟინებით მოითხოვდა, ექიმები მათ გადარწმუნებას ცდილობდნენ.

რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ, რომ ყველა ჩვილი, რომელიც წლების წინ გარდაცვლილად გამოცხადდა, გაყიდულია. თუმცა ჩვილებით ვაჭრობის საქმემ მართლაც შემზარავი მასშტაბები მიიღო. თამუნა მუსერიძის მიერ შექმნილ ჯგუფში "ვეძებ“ თვეში რამდენიმე ოჯახი პოულობს გაშვილებულ შვილს, რომელიც წლების განმავლობაში გარდაცვლილი ეგონათ.

ამჯერად ზესტაფონში მცხოვრებ ოჯახზე მოგიყვებით. როგორ იპოვა თეო სირაძემ 29 წლის წინ მოპარული ძმა. ისტორია მძიმე წასაკითხია, ქალი ჰყვება, რომ მათ მდგომარეობაში ბევრი ოჯახია, თუმცა სირაძეების ოჯახს გაუმართლა და შვილი დაიბრუნეს, თუმცა ეს გზა მარტივი არ ყოფილა.

ეს ისტორია არ არის მხოლოდ ტკივილის, განშორებისა და უსამართლობის შესახებ - ესაა ისტორია სიყვარულის, რომელიც გზას ყოველთვის პოულობს.

თეო სირაძე:

- დედაჩემის მეორე შვილი - ჩემი ახლახან ნაპოვნი ძმა, გიორგი ზესტაფონის საავადმყოფოში შეეძინა. მესამე დღეს ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა და სამშობიაროდან შინ შვილის გარეშე დაბრუნდა. სამშობიაროში უთხრეს, რომ მიცვალებულს თავად მიხედავდნენ. სადღაც ერთ კვირაში იმავე სამშობიაროს გინეკოლოგს მაცივარში მკვდარი ჩვილი უპოვეს, იმ შემთხვევისთვის ჰქონდა შენახული, თუ ვინმე მოპარული ჩვილის ცხედარს მოითხოვდა. ამ ამბის გარკვევის შემდეგ, იმავე სამშობიაროში მომუშავე ერთ-ერთმა პედიატრმა, რომელიც ბაბუას იცნობდა, მოაკითხა და უთხრა, თქვენი შვილიშვილი ცოცხალია და ქუთაისშია გაშვილებულიო.

ოჯახმა ძებნა დაიწყო, იმჟამინდელ პოლიციას მიმართეს და კვალი მართლა ქუთაისზე გავიდა, მაგრამ საქმე მალე შეწყვიტეს, უთხრეს, რომ კვალი დაეკარგათ. დედას და მამას საქმის დახურვაზე ხელი მოაწერინეს და ასე დასრულდა ეს ამბავი. შემდეგ ბაბუა ცდილობდა თავისი ძალებით მოეძებნა ბავშვი, მაგრამ ძალიან რთული პერიოდი იყო, რამდენიმეჯერ მუქარის წერილი დახვდა, მანქანაზე, სახლის კართან, რომ ძებნისთვის თავი დაენებებინა.

- როგორი იყო ამ პერიოდში თქვენი დედ-მამის ემოციური მდგომარეობა?

- თავისი ძალებით ჩუმად მაინც აგრძელებდნენ ძებნას. შემდეგ დედმამიშვილები რომ წამოვიზარდეთ, მოგვიყვნენ, რომ კიდევ ერთი ძმა გვყავდა ქუთაისში. 29 წელი სულ ძიებაში ვიყავით. ჯერ მე დავიბადე, შემდეგ ჩემი მოპარული ძმა და კიდევ ორი და-ძმა გვყავს.

გიორგი დებთან ერთად

- როგორ გახვედით 29 წლის შემდეგ კვალზე?

- მუდმივად ვეძებდით, კარდაკარ დავდიოდით. იმ პერიოდში სამშობიაროში მომუშავე ექთნებს და ექიმებს ვეკითხებოდით. შემდეგ გამოჩნდა თამუნა მუსერიძის ჯგუფი "ვეძებ“, დაარსების დღიდან თამუნა მეხმარებოდა და გზას მიჩვენებდა. სამწუხაროდ, საბუთები სრულად განადგურებული აღმოჩნდა. ძიების პროცესში სამი ეპიზოდი გვქონდა როცა მეგონა, რომ ისინი ჩემი ძმები იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ისტორია არ ემთხვეოდა. ეს ძალიან მძიმედ გადასატანი იყო ფსიქოლოგიურად. ერთ დღეს "ფეისბუქის" თვალიერებისას გამომიჩნდა კიდევ ერთი ისტორია, რომელმაც დამაინტერესა. მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, ვიფიქრე, მოდი, ამასაც ვცდი-მეთქი.

- პოსტში რა ეწერა?

- ანონიმურად წერდა გოგონა, რომ მისი მეუღლე მოპარული შვილი იყო. დაემთხვა წელი, ქალაქი, მხოლოდ დაბადების თვე იყო განსხვავებული. მივწერე, თუ დაბადების თვეში ეჭვი გეპარებათ, შემეხმიანეთ-მეთქი. პოსტის ავტორი ჩემი ძმის ცოლი აღმოჩნდა.

როდესაც "ფეისბუქის" პროფილზე გადავედი, სრული შოკი მივიღე. ჩემს ძმას ტყუპი გოგონები ჰყავს, ერთმანეთს არ ჰგვანან, მაგრამ ერთ-ერთი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ჩემს შვილს. თან ჩემი ძმა, ჩემს უმცროს დას მივამსგავსე. ამდენი დამთხვევის მიუხედავად ძალიან თავშეკავებულად მივუდექი, არ მინდოდა კიდევ ერთი იმედგაცრუება. დავიწყეთ მიმოწერა. როდესაც ბავშვობის ფოტოები გავაზიარეთ, სრული შოკი აღმოჩნდა ჩვენთვის, სასწაულად ვგავდით ერთმანეთს. ასევე ჩემი ძმის, მეორე ძმისა და მამის ხელის მტევნები იდენტური იყო.

სირაძეების ოჯახი

ჩვენი ოჯახის ამბავი იცოდა ოჯახის მოძღვარმა, რომელსაც აღსარების სახით ჩააბარეს და იცოდა სად იყო ჩემი ძმა გაშვილებული, მაგრამ არ ჰქონდა უფლება აღსარების საიდუმლო გაეთქვა. ეს მამაო ჩემი დედულეთიდან იყო. ერთ დღეს ძიების პროცესში გიომ გვითხრა, რომ იმ სოფელში ხალხს იცნობდა და სტუმრადაც დადიოდა. აღმოჩნდა რომ ერთი ქუჩის იქით მოდიოდა გიო. ასევე ჩემი უმცროსი და და გიო ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. მოკლედ, გიორგის მხრიდანაც ამ მოძღვრის კვალზე გავედით.

ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დედმამიშვილები ერთად მივსულიყავით მასთან და გვეკითხა, იყო თუ არა გიო ჩვენი ძმა.

- გიორგის მშვილებელი მშობლები რას ამბობდნენ?

- მამა გარდაცვლილია, ამის შემდეგ გაიგო გიომ, რომ ნაშვილები იყო, დედამ უთხრა. სონია დეიდასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, გიო ძალიან უყვარს და ისე მიგვიღო როგორც საკუთარი შვილები.

და-ძმებმა დავგეგმეთ მოძღვართან შეხვედრა, მაგრამ ჩვენმა მშობლებმა ვერ მოითმინეს და უკან მანქანით გამოგვყვნენ. მოძღვარმა ყველაფერი გამოგვკითხა, აღმზრდელი დედა, მამა, სად ცხოვრობდნენ, ისტორია სრულად დაემთხვა. ბოლოს ვკითხეთ, მამა ადამ, - არ გვაინტერესებს ვინ ჩაგაბარათ აღსარება, უბრალოდ, გვითხარით ნამდვილად არის თუ არა ეს ბავშვი ჩვენი ძმა, თუ კიდევ სხვა გზით წავიდეთ.

გვიპასუხა, დიახ, ეს ბავშვი თქვენი ძმაა, არც დნმ-ი გჭირდებათ და არც არაფერიო. იმ დღიდან ასე მოვდივართ.

- თქვენმა მშობლებმა როგორ გაიგეს ეს ამბავი?

- თავიდან არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ რეალურად მათთან გასაუბრება მჭირდებოდა ძიების პროცესში აღმოჩენილი დეტალების გადასამოწმებლად. მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ ვეუბნებოდი, არ გქონდეთ იმედი, არ ვიცი, რა გამოვა-მეთქი. კადრები, რომელშიც გიოს და მშობლების პირველი შეხვედრაა, იმ დროს არის გადაღებული, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ ნამდვილად ჩვენი ძმაა. მაგრამ გიო ამბობს, მშობლები რომ დავინახე, მეგონა, ფრთები შემესხა და გავფრინდიო. დედაც იმავეს ამბობს, ვიგრძენი რომ ჩემს გულში იყოო.

პირველი შეხვედრა მშობლებთან

- რატომ აირჩიეს თქვენი ოჯახი, ასეთი დანაშაულის ჩასადენად?

- მაშინ ბევრი მსგავსი შემთხვევა ხდებოდა. ვინც ეს გააკეთა, გინეკოლოგმა, კარგად იცნობდა ჩვენს ოჯახს. ერთადერთი ეჭვი გვაქვს, რომ კარგი ოჯახის შვილს ეძებდნენ და რაც ჩაიფიქრეს, სისრულეში მოიყვანეს. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ახლა, ჩვენ ზესტაფონში ვართ, გიო ქუთაისში, შაბათ-კვირას ვცდილობთ ერთად გავატაროთ დრო.

- ბაბუა რას ამბობს ამდენი წლის შემდეგ ნაპოვნ შვილიშვილზე?

- დიახ, ვიდეოში, რომელშიც ჩემი ძმა დედ-მამას ეხუტება, შემდეგ ბაბუა ჩანს. ქუდს იხდის და გულში იკრავს მოპარულ შვილიშვილს. სხვათა შორის გიო ძალიან ჰგავს, ფიზიკურად და ხასიათით. ერთი შაბათ-კვირა რომ შეაგვიანდება გიოს ჩვენთან ჩამოსვლა, ბაბუა მაშინვე ურეკავს. დედმამიშვილებს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენი შვილები იმდენად დაახლოვდნენ, რომ ზოგჯერ მგონია, არც გვქონია ერთმანეთთან ურთიერთობაში წყვეტა. იმდენად ჩვენიანია და ჩვენნაირია, რომ ღმერთის საჩუქარია.

- თქვენი ისტორია იმედია იმ მშობლებისთვის, რომლებიც დღემდე ეძებენ შვილებს. ალბათ თქვენ უფრო მეტი გაგიგიათ მსგავს ისტორიებზე.

- დიახ, ძალიან ბევრია. ჩვენს ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც ზესტაფონიდან, ასევე ჩვენი სოფლიდან ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ მათი შვილიც გააშვილეს. დაიწყეს ძებნა და რამდენიმემ იპოვა კიდეც. წლები გრძელდებოდა ბავშვებით ქურდობა და წარმოიდგინეთ რამდენ ჩვილს მოიპარავდნენ. როგორც თამუნა მუსერიძე ამბობს, არ არსებობდა ბავშვთა სასაფლაო 2005 წლამდე და ვინც დაიტოვეს სამშობიაროში, ვითომ დასაკრძალად, ყველა ჩვილი მოპარულია. ჩვენს სოფელში ერთ ოჯახს გამოატანეს ჩვილი დასასაფლავებლად, მაგრამ უთხრეს, რომ სასახლე არ გაეხსნათ, გონებაში ცუდად დაგრჩებათო. ჩვენი ამბის შემდეგ, ეჭვი გაუჩნდათ და საფლავი გახსნეს, სასახლეში თოჯინა დახვდათ. ახლა ისინიც ძიებაში არიან.

წაიკითხეთ ასევე: