პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ამბობენ, ტკბილი სიბერეო, სისულელეა, რა არის ტკბილი სიბერეში?!" - ვახტანგ ტატიშვილი ოჯახზე, 97 წლის სიდედრზე, ფიზიკის მასწავლებლობასა და "ივერიაზე"
"როცა ამბობენ, ტკბილი სიბერეო, სისულელეა, რა არის ტკბილი სიბერეში?!" - ვახტანგ ტატიშვილი ოჯახზე, 97 წლის სიდედრზე, ფიზიკის მასწავლებლობასა და "ივერიაზე"

24 ნო­ემ­ბერს 81 წლის გახ­დე­ბა, გა­სულ კვი­რას კი ოჯა­ხის შექ­მნის 50 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღი აღ­ნიშ­ნა. მომ­ღე­რა­ლი, შო­უ­მე­ნი, ბავ­შვე­ბის (და არა მარ­ტო მათი) საყ­ვა­რე­ლი "ჯუჯა“ ვახ­ტანგ ტა­ტიშ­ვი­ლი ამ­ჯე­რად ambebi.ge -ს სტუ­მა­რი. ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი პრო­ფე­სი­ა­ზე, გან­ვლილ მუს­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ზე, ოჯახ­სა და მე­გობ­რებ­ზე გულ­წრფე­ლად გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ახ­ლა­ხან მე და ჩემს ცოლს - ნინო ბოლ­ქვა­ძეს ერ­თად ყოფ­ნის 50 წელი შეგ­ვის­რულ­და... თა­ვის დრო­ზე შე­მიყ­ვარ­და ეს გოგო და ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნე. სხვა რომ შემყვა­რე­ბო­და, მა­შინ იმას მო­ვიყ­ვან­დი... უცხო ენე­ბი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ არ უმუ­შა­ვია, ლა­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სახ­ლში ზის და ოჯახს უვ­ლის... მშვე­ნი­ე­რი, კარ­გი ნორ­მა­ლუ­რი ოჯა­ხი გვაქვს, 2 შვი­ლი გვყავს და 6 შვი­ლიშ­ვი­ლი... ჩვე­ნი ცოლ­ქმრო­ბის 50 წლის იუ­ბი­ლე სახ­ლში აღ­ვნიშ­ნეთ. ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი, ნა­თე­სა­ვი, ძმის­შვი­ლი, ბი­ძაშ­ვი­ლი გვეწ­ვია. ერთი ძმა­კა­ციც არ მყო­ლია, მხო­ლოდ ოჯა­ხი და ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი ვი­ყა­ვით. ნუგ­ზარ კვა­შალს კი ვუ­თხა­რი, მაგ­რამ არ ეცა­ლა.

მე და ნუგ­ზა­რი (მარ­თა­ლია, ჩემ­ზე 10 წლით უმ­ცრო­სია) თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად დავ­ქორ­წინ­დით. ის 20 წლის იყო, მე 30-ის, ცო­ლე­ბი რომ მო­ვიყ­ვა­ნეთ. ამი­ტომ, ახლა, სულ რა­ღაც 3 თვე­ში, მას და მის მე­უღ­ლეს ერ­თად ყოფ­ნის 50 წელი უს­რულ­დე­ბათ. ასე რომ, ჩვენ ამ ფაქტს შემ­დეგ შეგ­ვიძ­ლია კონ­ცერ­ტიც კი მი­ვუ­ძღვნათ. ვნა­ხოთ, რო­გორ იქ­ნე­ბა საქ­მე.

- "ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე 97 წლის სი­დედრთან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ...

- კი, ჩემი სი­დედ­რი მა­რია ცოტა ხან­ში 98 წლის გახ­დე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი სი­დედ­რი მყავს... გას­ტრო­ლებ­ზე რომ დავ­დი­ო­დით, ჩემს ცოლს გუ­რი­ა­ში, კერ­ძოდ, ოზურ­გეთ­ში მას­თან ჩაჰ­ყავ­და ხოლ­მე ბავ­შვე­ბი. ფრი­ად კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მა­რია ჩემი სი­დედ­რი რო­მაა, ისე­ვე, რო­გორც მე­უღ­ლით ვარ კმა­ყო­ფი­ლი.

- პო­პუ­ლა­რუ­ლი სიძე რომ ჰყავს, ქალ­ბა­ტონ მა­რია ალ­ბათ ამა­ყობს?

- მა­გის გა­მო­სა­ხა­ტად არას­დროს ეცა­ლა, მუდ­მი­ვად თა­ვის საქ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. უფრო სხვე­ბი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ ხოლ­მე, - კარ­გი სიძე გყავ­სო.

- კონ­ცერ­ტე­ბი ახ­სე­ნეთ და ამ ეტაპ­ზე გაქვთ ხოლ­მე კონ­ცერ­ტე­ბი?

- ხში­რად არა, მაგ­რამ გვაქვს ხოლ­მე. ამ სა­კი­თხებს ძი­რი­თა­დად ჩვე­ნი მე­ნე­ჯე­რი აგ­ვა­რებს. ვმარ­თავთ კონ­ცერ­ტებს ბავ­შვე­ბის­თვი­საც, არის საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტე­ბი, ზოგი ფა­სი­ა­ნია. მთა­ვა­რი ის არის, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის კმა­ყო­ფი­ლია და ვართ ასე, ჩვენს ჭიას ვა­ხა­რებთ. გან­სა­კუთ­რე­ბით გვი­ხა­რია, როცა ბავ­შვე­ბის­თვის გა­მოვ­დი­ვართ და მათ გა­ხა­რე­ბულ სა­ხე­ებს ვხე­დავთ...

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სცე­ნა­ზე გაქვთ გა­ტა­რე­ბუ­ლი...

- ასე გა­მო­ვი­და... კონ­ცერტს რომ ვი­წყებთ, დარ­ბაზს ასე ვე­სალ­მე­ბით - გა­მარ­ჯო­ბა ბავ­შვე­ბო და ყო­ფი­ლო ბავ­შვე­ბო. სცე­ნის გა­რე­შე არც მი­ცხოვ­რია და დღემ­დე სცე­ნა­ზე ვარ... თუმ­ცა მა­ნამ­დე ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად და­ი­წყო. სხვა პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბით ვი­ყა­ვი გარ­თუ­ლი და და­ვე­უფ­ლე კი­დეც. ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­ხდი და სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი­დი. პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ სიმ­ღე­რამ მე­ტად გა­მი­ტა­ცა...

ბავ­შვო­ბა­ში კი სულ ვმღე­რო­დი, ეს იყო სა­ბავ­შვო ბაღი, სკო­ლა, მერე ინ­სტი­ტუ­ტი. წლე­ბი სიმ­ღე­რით გა­ვა­ტა­რე...

...სკო­ლა­ში სა­მუ­შა­ოდ როცა მი­ვე­დი, დიდი ბი­უ­როკ­რა­ტია სუ­ფევ­და. ბევ­რი კლა­სი მყავ­და და ყო­ველ დღე აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, თი­თო­ე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მის და­წე­რა. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს სულ გეგ­მა იყო ყვე­ლა­ფერ­ში შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი - ეს ბი­უ­როკ­რა­ტია ყვე­ლა­ფერ­ში იჩენ­და თავს. მე კი­დევ ეგ არას­დროს მიყ­ვარ­და. მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სხვა სფე­რო­ში მე­ცა­და ძა­ლე­ბი და სკო­ლი­დან წა­მო­ვე­დი. ეს იყო "ნა­ხა­ლოვ­კა­ში" მე-9 ს რუ­სუ­ლი სკო­ლა...

- და სკო­ლი­დან ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში წახ­ვე­დით?

- კი, სკო­ლი­დან ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში, პრო­ფე­სი­ულ სცე­ნა­ზე წა­მო­ვე­დი. თუმ­ცა უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ, რომ პე­და­გო­გო­ბა გა­მოვ­ცა­დე, ძა­ლი­ა­ნაც მომ­წონ­და... მერე აქ­ტი­უ­რად ჩემს მუ­სი­კოს მე­გობ­რებს და­ვუ­ახ­ლოვ­დი... ბუ­თხუზ ბა­სი­ლა­ი­ას ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი როლი აქვს. ჯერ კი­დევ ინ­სტი­ტუ­ტში რომ ვსწავ­ლობ­დი, იქ ჩვე­ნი ორ­კესტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად, იქი­დან ვიც­ნობ­დი, ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვი და ამან გა­ნა­პი­რო­ბა შემ­დგომ ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა...

ყვე­ლა­ნი ერთი ოჯა­ხი­ვით ვი­ყა­ვით, ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლიც იმა­ვე ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­და, მერე გა­მო­იც­ვა­ლა ინ­სტი­ტუ­ტი და პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი და­ამ­თავ­რა. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა, რაც მთა­ვა­რია, ასე­თი კარ­გი მე­გობ­რე­ბი ერ­თად შე­ვი­ყა­რეთ. ასე­ვე იყო თე­მურ წიკ­ლა­უ­რი, თენ­გიზ ჩხე­ი­ძე, თე­მუ­რი ჩვე­ნი ლი­დე­რი გახ­ლდათ, ასე­თი მომ­ღე­რა­ლი იშ­ვი­ა­თო­ბაა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხმა ჰქონ­და. დიდი მსა­ხი­ო­ბი, დიდი ადა­მი­ა­ნი და მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გეთ...

- "ივე­რი­ამ“ ლე­გენ­და­რულ­მა ან­სამ­ბლმა, ამ­დენ ხანს იარ­სე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი­დევ ერ­თად ხართ ხოლ­მე სცე­ნა­ზე. ასე­თი რამ მარ­თლა იშ­ვი­ა­თია...

- კი, ვიკ­რი­ბე­ბით ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, ბო­ლოს კონ­ცერ­ტი რომ გვქონ­და, "ბლექ­სი­ა­რე­ნა“ გა­და­ივ­სო, ასე ის დარ­ბა­ზი არა­ვის გა­უვ­სია. თბი­ლი­სი­დან ჩამ­სუ­ლი ხალ­ხი უკან დაბ­რუნ­და, ბი­ლე­თი არ შეხ­ვდათ... "ივე­რია“ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბაა...

- თქვე­ნი "ორ ჯუ­ჯაც“ ბრენ­დია...

- ისე მოხ­და, რომ მი­უ­ზიკ­ლი "თოვ­ლის ბე­ბოს ზღა­პა­რი“ დავ­დგით, რო­მელ­შიც ჯუ­ჯე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბი იყ­ვნენ. ბუ­თხუზ ბა­სი­ლა­ი­ამ შექ­მნა ჯუ­ჯე­ბის სიმ­ღე­რა. ჩვენს ორ ჯუ­ჯა­ზე, მათ სიმ­ღე­რებ­ზე თა­ო­ბე­ბი გა­ი­ზარ­დნენ. მე­ო­რე ჯუჯა, იცით რომ ჩემი ძმა და მე­გო­ბა­რი ნუგ­ზარ კვა­შა­ლია. ამ წლე­ბის შემ­დეგ, რო­გორც ნა­თე­სა­ვე­ბი ისე ვართ. კი, ნამ­დვი­ლი ძმე­ბი ვართ - ჯუჯა და ჯაჯუ. ასე თუ ისე კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ ჩვე­ნი გა­წე­უ­ლი შრო­მით, გან­ვლი­ლი გზით, კა­რი­ე­რით, აქ­ტი­უ­რი, ნა­ყო­ფი­ე­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბით. ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი, და­ფა­სე­ბა, გას­ტრო­ლე­ბი, ანშლა­გე­ბი, სავ­სე დარ­ბა­ზე­ბი - მეტი რა უნდა არ­ტისტს?! მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე უბ­რა­ლოდ არ მო­დი­ო­და. ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი, პო­პუ­ლა­რო­ბა ჰა­ერ­ზე არ მო­დის. ამას შრო­მა უნდა და ვშრო­მობ­დით. დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე გვქონ­და ხოლ­მე ცო­ცხა­ლი კონ­ცერ­ტი. მა­გა­ლი­თად, "ჩხიკვთა ქორ­წი­ლი“ რომ და­ვი­წყეთ ზამ­თარ­ში აგ­ვის­ტო­ში და­ვამ­თავ­რეთ, ამ მი­უ­ზიკლმა დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია.

- ბა­ტო­ნო ვახო, იუ­მორ­თან ასო­ცირ­დე­ბით, რად­გან იუ­მო­რის­ტუ­ლი ნომ­რე­ბი ხში­რად გქინ­დათ ხოლ­მე...

- ესეც თა­ვის­თა­ვად მოხ­და, რა­ტომ­ღაც იუ­მო­რის ამ­პლუა მე შემ­ხვდა, თუ მო­ვირ­გე. მერე ნელ-ნელა დავ­ხვე­წე. ახლა ქუ­ჩა­ში ვინც მხვდე­ბა, ყვე­ლა ღი­მი­ლით მი­ყუ­რებს, ეცი­ნე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა, ვერც ახ­სნან, რა­ტომ იცი­ნი­ან, მაგ­რამ ასე­თი გან­წყო­ბა ეუფ­ლე­ბათ. ისე­თი ნომ­რე­ბი კი არ გვქონ­და, რომ სცე­ნი­დან ანეკ­დო­ტებს ვყვე­ბო­დით, მთავ­რო­ბას მუდ­მი­ვად პა­ტა­რას "წა­ვურ­ტყამ­დით“ ხოლ­მე. ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ასე ვი­ყა­ვით. ასეა, უნდა აკ­რი­ტი­კო, უნდა შე­ამ­ჩნიო და აღ­ნიშ­ნო ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი, მაგ­რამ ამას მე­გობ­რუ­ლი შარ­ჟის ფორ­მით ვა­კე­თებ­დით, თუმ­ცა სათ­ქმელს ბო­ლომ­დე ვამ­ბობ­დით. ყვე­ლა ხე­ლო­ვა­ნი კრი­ტი­კუ­ლად უნდა იყოს გან­წყო­ბი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი მთავ­რო­ბის მი­მართ და არ "შე­უძ­ვრეს“ მას. ეს ერთხელ თუ და­უშ­ვა, მერე სულ ტაში უნდა და­უკ­რას. ასე­თი რამ ჯუ­ჯებს არ მოგ­ვწონს და ან­სამ­ბლშიც ასე ვი­ყა­ვით გან­წყო­ბი­ლი. დი­თირ­ამ­ბე­ბი არა­ვის­თვის არას­დროს გვიმ­ღე­რია.

ასე გა­მო­ვი­ა­რე ცხოვ­რე­ბა და ამა­სო­ბა­ში დავ­ბერ­დი. რომ ვთქვა, ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან მომ­წონს-მეთ­ქი, ასე არ არის. როცა ამ­ბო­ბენ, ტკბი­ლი სი­ბე­რეო, სი­სუ­ლე­ლეა, რა არის ტკბი­ლი სი­ბე­რე­ში?! ან სი­ბე­რე­ში სიტ­კბო რა­ტომ უნდა იყოს?! და­მი­ჯე­რეთ, ეს ასე არ არის... კა­ციც და ქა­ლიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ბერ­დე­ბა და მორ­ჩა, მეტი არა­ფე­რია...

- თქვე­ნი და­ნახ­ვა ხალ­ხში პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას იწ­ვევს, ეს ხომ მა­გა­რი რამ არის?

- ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი ასეა, - არა­ვინ თქვას, - უი, მომ­ბეზ­რდა, რომ მცნო­ბე­ნო. პი­რი­ქით, "პა­კა­ზუ­ხობს“ ის კაცი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, - მომ­ბეზ­რდა ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბაო. ძა­ლი­ა­ნაც მოს­წონთ... მეც მომ­წონს, ნამ­ვი­ლად ასეა... მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას და­ფა­სე­ბის­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
11

ვახტანგ ტატიშვილს, ჯერ გილოცავ და მერე გსაყვედურობ იმისათვის, რომ არ მოგწონდა მაშინდელი სწავლა. მე პირადად სკოლა, რომ დავამთავრე, მომიწია 3 წელი ავადმყოფის მოვლა და 3 წლის შემდეგ ჩავაბარე იმ ცოდნით ფიზიკის ფაკულტეტზე მოუმზადებელი, მე თვითონ გადავიმეორე ის რაც მაშინ მასწავლეს ჩემმა პედაგოგებმა ნათელში იყოს მათი სულები.

მამედა
31

"ტრიპაჩი"" 90 წელს მიტანებული ხალხი ბაზრებში რომ მუშაობენ ლუკმაპურის საშოვნელად ისინი არ იტყვიან მსგავსს ყოველთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"როცა ამბობენ, ტკბილი სიბერეო, სისულელეა, რა არის ტკბილი სიბერეში?!" - ვახტანგ ტატიშვილი ოჯახზე, 97 წლის სიდედრზე, ფიზიკის მასწავლებლობასა და "ივერიაზე"

"როცა ამბობენ, ტკბილი სიბერეო, სისულელეა, რა არის ტკბილი სიბერეში?!" - ვახტანგ ტატიშვილი ოჯახზე, 97 წლის სიდედრზე, ფიზიკის მასწავლებლობასა და "ივერიაზე"

24 ნოემბერს 81 წლის გახდება, გასულ კვირას კი ოჯახის შექმნის 50 წლის საიუბილეო თარიღი აღნიშნა. მომღერალი, შოუმენი, ბავშვების (და არა მარტო მათი) საყვარელი "ჯუჯა“ ვახტანგ ტატიშვილი ამჯერად ambebi.ge -ს სტუმარი. ბატონი ვახტანგი პროფესიაზე, განვლილ მუსკალურ კარიერაზე, ოჯახსა და მეგობრებზე გულწრფელად გვესაუბრება.

- ახლახან მე და ჩემს ცოლს - ნინო ბოლქვაძეს ერთად ყოფნის 50 წელი შეგვისრულდა... თავის დროზე შემიყვარდა ეს გოგო და ცოლად მოვიყვანე. სხვა რომ შემყვარებოდა, მაშინ იმას მოვიყვანდი... უცხო ენები აქვს დამთავრებული, მაგრამ არ უმუშავია, ლამის მთელი ცხოვრება სახლში ზის და ოჯახს უვლის... მშვენიერი, კარგი ნორმალური ოჯახი გვაქვს, 2 შვილი გვყავს და 6 შვილიშვილი... ჩვენი ცოლქმრობის 50 წლის იუბილე სახლში აღვნიშნეთ. ყველა ახლობელი, ნათესავი, ძმისშვილი, ბიძაშვილი გვეწვია. ერთი ძმაკაციც არ მყოლია, მხოლოდ ოჯახი და ახლო ნათესავები ვიყავით. ნუგზარ კვაშალს კი ვუთხარი, მაგრამ არ ეცალა.

მე და ნუგზარი (მართალია, ჩემზე 10 წლით უმცროსია) თითქმის ერთდროულად დავქორწინდით. ის 20 წლის იყო, მე 30-ის, ცოლები რომ მოვიყვანეთ. ამიტომ, ახლა, სულ რაღაც 3 თვეში, მას და მის მეუღლეს ერთად ყოფნის 50 წელი უსრულდებათ. ასე რომ, ჩვენ ამ ფაქტს შემდეგ შეგვიძლია კონცერტიც კი მივუძღვნათ. ვნახოთ, როგორ იქნება საქმე.

- "ფეისბუქის“ პირად გვერდზე 97 წლის სიდედრთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეთ...

- კი, ჩემი სიდედრი მარია ცოტა ხანში 98 წლის გახდება. ძალიან კარგი სიდედრი მყავს... გასტროლებზე რომ დავდიოდით, ჩემს ცოლს გურიაში, კერძოდ, ოზურგეთში მასთან ჩაჰყავდა ხოლმე ბავშვები. ფრიად კმაყოფილი ვარ, მარია ჩემი სიდედრი რომაა, ისევე, როგორც მეუღლით ვარ კმაყოფილი.

- პოპულარული სიძე რომ ჰყავს, ქალბატონ მარია ალბათ ამაყობს?

- მაგის გამოსახატად არასდროს ეცალა, მუდმივად თავის საქმით იყო დაკავებული. უფრო სხვები ეუბნებოდნენ ხოლმე, - კარგი სიძე გყავსო.

- კონცერტები ახსენეთ და ამ ეტაპზე გაქვთ ხოლმე კონცერტები?

- ხშირად არა, მაგრამ გვაქვს ხოლმე. ამ საკითხებს ძირითადად ჩვენი მენეჯერი აგვარებს. ვმართავთ კონცერტებს ბავშვებისთვისაც, არის საქველმოქმედო კონცერტები, ზოგი ფასიანია. მთავარი ის არის, რომ მაყურებელი ყოველთვის კმაყოფილია და ვართ ასე, ჩვენს ჭიას ვახარებთ. განსაკუთრებით გვიხარია, როცა ბავშვებისთვის გამოვდივართ და მათ გახარებულ სახეებს ვხედავთ...

- შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრება სცენაზე გაქვთ გატარებული...

- ასე გამოვიდა... კონცერტს რომ ვიწყებთ, დარბაზს ასე ვესალმებით - გამარჯობა ბავშვებო და ყოფილო ბავშვებო. სცენის გარეშე არც მიცხოვრია და დღემდე სცენაზე ვარ... თუმცა მანამდე ყველაფერი სხვანაირად დაიწყო. სხვა პროფესიის დაუფლებით ვიყავი გართული და დავეუფლე კიდეც. ფიზიკის მასწავლებელი გავხდი და სკოლაში ვასწავლიდი. პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე, მაგრამ სიმღერამ მეტად გამიტაცა...

ბავშვობაში კი სულ ვმღეროდი, ეს იყო საბავშვო ბაღი, სკოლა, მერე ინსტიტუტი. წლები სიმღერით გავატარე...

...სკოლაში სამუშაოდ როცა მივედი, დიდი ბიუროკრატია სუფევდა. ბევრი კლასი მყავდა და ყოველ დღე აუცილებელი იყო, თითოეული გაკვეთილის გეგმის დაწერა. კომუნისტების დროს სულ გეგმა იყო ყველაფერში შესასრულებელი - ეს ბიუროკრატია ყველაფერში იჩენდა თავს. მე კიდევ ეგ არასდროს მიყვარდა. მქონდა შესაძლებლობა, სხვა სფეროში მეცადა ძალები და სკოლიდან წამოვედი. ეს იყო "ნახალოვკაში" მე-9 ს რუსული სკოლა...

- და სკოლიდან ფილარმონიაში წახვედით?

- კი, სკოლიდან ფილარმონიაში, პროფესიულ სცენაზე წამოვედი. თუმცა უკმაყოფილო არ ვარ, რომ პედაგოგობა გამოვცადე, ძალიანაც მომწონდა... მერე აქტიურად ჩემს მუსიკოს მეგობრებს დავუახლოვდი... ბუთხუზ ბასილაიას ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი აქვს. ჯერ კიდევ ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, იქ ჩვენი ორკესტრის ხელმძღვანელი იყო, ფაქტობრივად, იქიდან ვიცნობდი, ძალიან ახლოს ვიყავი და ამან განაპირობა შემდგომ ჩემი მუსიკალური კარიერა...

ყველანი ერთი ოჯახივით ვიყავით, ჯემალ ბაღაშვილიც იმავე ინსტიტუტში სწავლობდა, მერე გამოიცვალა ინსტიტუტი და პოლიტექნიკური დაამთავრა. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, რაც მთავარია, ასეთი კარგი მეგობრები ერთად შევიყარეთ. ასევე იყო თემურ წიკლაური, თენგიზ ჩხეიძე, თემური ჩვენი ლიდერი გახლდათ, ასეთი მომღერალი იშვიათობაა. განსაკუთრებული ხმა ჰქონდა. დიდი მსახიობი, დიდი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ...

- "ივერიამ“ ლეგენდარულმა ანსამბლმა, ამდენ ხანს იარსება და საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთად ხართ ხოლმე სცენაზე. ასეთი რამ მართლა იშვიათია...

- კი, ვიკრიბებით ხოლმე. მაგალითად, ბოლოს კონცერტი რომ გვქონდა, "ბლექსიარენა“ გადაივსო, ასე ის დარბაზი არავის გაუვსია. თბილისიდან ჩამსული ხალხი უკან დაბრუნდა, ბილეთი არ შეხვდათ... "ივერია“ ჩვენი ცხოვრებაა...

- თქვენი "ორ ჯუჯაც“ ბრენდია...

- ისე მოხდა, რომ მიუზიკლი "თოვლის ბებოს ზღაპარი“ დავდგით, რომელშიც ჯუჯების პერსონაჟები იყვნენ. ბუთხუზ ბასილაიამ შექმნა ჯუჯების სიმღერა. ჩვენს ორ ჯუჯაზე, მათ სიმღერებზე თაობები გაიზარდნენ. მეორე ჯუჯა, იცით რომ ჩემი ძმა და მეგობარი ნუგზარ კვაშალია. ამ წლების შემდეგ, როგორც ნათესავები ისე ვართ. კი, ნამდვილი ძმები ვართ - ჯუჯა და ჯაჯუ. ასე თუ ისე კმაყოფილები ვართ ჩვენი გაწეული შრომით, განვლილი გზით, კარიერით, აქტიური, ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრებით. ხალხის სიყვარული, დაფასება, გასტროლები, ანშლაგები, სავსე დარბაზები - მეტი რა უნდა არტისტს?! მაგრამ ეს ყველაფერი ასე უბრალოდ არ მოდიოდა. ხალხის სიყვარული, პოპულარობა ჰაერზე არ მოდის. ამას შრომა უნდა და ვშრომობდით. დღეში რამდენჯერმე გვქონდა ხოლმე ცოცხალი კონცერტი. მაგალითად, "ჩხიკვთა ქორწილი“ რომ დავიწყეთ ზამთარში აგვისტოში დავამთავრეთ, ამ მიუზიკლმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

- ბატონო ვახო, იუმორთან ასოცირდებით, რადგან იუმორისტული ნომრები ხშირად გქინდათ ხოლმე...

- ესეც თავისთავად მოხდა, რატომღაც იუმორის ამპლუა მე შემხვდა, თუ მოვირგე. მერე ნელ-ნელა დავხვეწე. ახლა ქუჩაში ვინც მხვდება, ყველა ღიმილით მიყურებს, ეცინებათ. შეიძლება, ვერც ახსნან, რატომ იცინიან, მაგრამ ასეთი განწყობა ეუფლებათ. ისეთი ნომრები კი არ გვქონდა, რომ სცენიდან ანეკდოტებს ვყვებოდით, მთავრობას მუდმივად პატარას "წავურტყამდით“ ხოლმე. ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ ასე ვიყავით. ასეა, უნდა აკრიტიკო, უნდა შეამჩნიო და აღნიშნო ნაკლოვანებები, მაგრამ ამას მეგობრული შარჟის ფორმით ვაკეთებდით, თუმცა სათქმელს ბოლომდე ვამბობდით. ყველა ხელოვანი კრიტიკულად უნდა იყოს განწყობილი ნებისმიერი მთავრობის მიმართ და არ "შეუძვრეს“ მას. ეს ერთხელ თუ დაუშვა, მერე სულ ტაში უნდა დაუკრას. ასეთი რამ ჯუჯებს არ მოგვწონს და ანსამბლშიც ასე ვიყავით განწყობილი. დითირამბები არავისთვის არასდროს გვიმღერია.

ასე გამოვიარე ცხოვრება და ამასობაში დავბერდი. რომ ვთქვა, ეს ამბავი ძალიან მომწონს-მეთქი, ასე არ არის. როცა ამბობენ, ტკბილი სიბერეო, სისულელეა, რა არის ტკბილი სიბერეში?! ან სიბერეში სიტკბო რატომ უნდა იყოს?! დამიჯერეთ, ეს ასე არ არის... კაციც და ქალიც ჩვეულებრივად ბერდება და მორჩა, მეტი არაფერია...

- თქვენი დანახვა ხალხში პოზიტიურ განწყობას იწვევს, ეს ხომ მაგარი რამ არის?

- ყველა მსახიობი ასეა, - არავინ თქვას, - უი, მომბეზრდა, რომ მცნობენო. პირიქით, "პაკაზუხობს“ ის კაცი, რომელიც ამბობს, - მომბეზრდა ხალხის ყურადღებაო. ძალიანაც მოსწონთ... მეც მომწონს, ნამვილად ასეა... მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისსა და სიყვარულისთვის.