სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც "ტვიტერში“ სტამბოლის გუბერნატორი ალი იერლიკაია წერს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო 53 დაშავებულია.
სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება.
ასევე იხილეეთ: