პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯონი დეპი ამერიკაში გაამართლეს, აქ - მე და ბასილაშვილი... უნდოდათ ჩემგან მონსტრი შეექმნათ" - გიორგი გურგულია სასამართლოზე, შვილის ციხეში ყოფნის პერიოდსა და ოჯახზე
"ჯონი დეპი ამერიკაში გაამართლეს, აქ - მე და ბასილაშვილი... უნდოდათ ჩემგან მონსტრი შეექმნათ" - გიორგი გურგულია სასამართლოზე, შვილის ციხეში ყოფნის პერიოდსა და ოჯახზე

მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი გურ­გუ­ლია, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი ცოლი ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, ცოტა ხნის წინ გა­მარ­თლდა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბაც მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა არც სა­ქა­ლა­ქო და არც სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ებ­მა ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს და გურ­გუ­ლია 4000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. თა­ვად გურ­გუ­ლია და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებ­და და ამ­ბობ­და, რომ მან ცოლს შე­ა­გი­ნა, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა კი არ მი­უ­ყე­ნე­ბია.

მას­თან ინ­ტერ­ვი­უც ამ თე­მით და­ი­წყო:

- სამ რა­მეს მე­და­ვე­ბოდ­ნენ: შე­გი­ნე­ბას, მუ­ქა­რას და ტე­ლე­ფო­ნის გა­მორ­თმე­ვას. ტე­ლე­ფო­ნი იმი­ტომ გა­მო­ვარ­თვი, რომ ადრე ტყუ­ი­ლად ჰქონ­და პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კი­ლი. რომ მო­ვიდ­ნენ, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩნენ, ბავ­შვი მე­ხუ­ტე­ბო­და, მამა არ წახ­ვი­დეო. როცა მამა აგ­რე­სი­უ­ლია, ბავ­შვი, არ წახ­ვი­დეო, არ ეუბ­ნე­ბა... გა­ე­რი­დე­თო, მი­თხრეს, რომ თქვას, ხელი და­მარ­ტყაო, უნდა წა­გიყ­ვა­ნო­თო. მა­შინ ასე გა­მო­ვე­რი­დე. მე­ო­რე­დაც რომ რე­კავ­და, ვუ­თხა­რი, ტყუ­ი­ლად მოვა ეკი­პა­ჟი და უხერ­ხუ­ლო­ბა­ში ჩა­ვარ­დე­ბი-მეთ­ქი, ჰოდა, ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­ვარ­თვი, დი­ლით და­გიბ­რუ­ნებ, სხვა აზ­რზე იქ­ნე­ბი-მეთ­ქი. მე­ზობ­ლის­გან მა­ინც და­უ­რე­კავს და გა­მო­ვი­და, რომ წა­ვარ­თვი. მე­ო­რე დღეს კი იხ­ვე­წე­ბო­და, უკან მო­მე­ცით გან­ცხა­დე­ბაო, მაგ­რამ... ბო­ლოს პრო­ცეს­ზე მო­ვი­და და თქვა, არ ვიძ­ლე­ვი ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა­სო... დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლოს ვერც შე­ვა­და­რებ სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­ინ­დელს. მა­შინ რა­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ეტყო­და, ბრმად იღებ­და სა­სა­მარ­თლო. ახლა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლო და შე­უძ­ლია მსჯე­ლო­ბის შე­დე­გად პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი ჰქონ­დეს... პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, 96% მა­მა­კა­ცე­ბის გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­დი­სო. მგო­ნი ახლა რა­ღაც ტენ­დენ­ცია და­ი­წყო - ჯონი დეპი ამე­რი­კა­ში გა­ა­მარ­თლეს, აქ - მე და ბა­სი­ლაშ­ვი­ლი... როცა ეს პრო­ცე­სი მქონ­და, მო­ვარ­და ზო­გი­ერ­თი არხი და გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი მი­კი­ოდ­ნენ, ხელი და­არ­ტყი­თო?! უნ­დო­დათ ჩემ­გან მონ­სტრი შე­ექ­მნათ. ახლა, რომ გა­მა­მარ­თლეს, ყვე­ლა გა­ჩუ­მე­ბუ­ლია.

- ხში­რად ის­მის საყ­ვე­დუ­რი, სა­სა­მარ­თლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­ინ­დე­ლი ხალ­ხი ტრი­ა­ლებ­სო...

- შე­იძ­ლე­ბა იგი­ვე ხალ­ხი ტრი­ა­ლებს, მაგ­რამ ის წინა სა­სა­მარ­თლო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ჩემი შვი­ლი და­ა­კა­ვეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მე მებ­რძოდ­ნენ და ის ჰყავ­დათ პა­ა­ტა­სა­ვით. შე­უც­ვივ­დნენ სახ­ლში, ჩა­უ­დეს "სუ­ბო­ტექ­სი"... კი­ნა­ღამ მო­მიკ­ლეს შვი­ლი. 12 წელი მი­უ­სა­ჯეს და ერთ დღეს არ უკ­ლებ­დნენ. როცა 2012 წელს მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა, პო­ლი­ტი­კუ­რი მუხ­ლით გა­ვი­და. ყვე­ლა მიხ­ვდა, რომ ჩემ გამო იყო და­ჭე­რი­ლი.

- რო­გორც ვიცი, ეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა და გან­ქორ­წი­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მო­ძა­ლა­დის იარ­ლი­ყის მი­კე­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე პირ­ვე­ლად აღ­მოჩ­ნდით. ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- გა­და­სა­რე­ვი. კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან მაქვს. შვი­ლებ­თა­ნაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მე ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სულ სხვებს ვი­ცავ­დი.

- რამ­დენ­ჯერ იყა­ვით და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი?

- 4 ცოლი მყავ­და, პირ­ველ ორ­თან 10-10 წელი ვი­ცხოვ­რე, მე­სა­მეს­თან - 7 წელი, მე­ო­თხეს­თან - 5. 19 წლი­სა დავ­ქორ­წინ­დი. 20 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლი შვი­ლი რომ გა­მიჩ­ნდა. 4 შვი­ლი მყავს. და­ვი­თი, ლუკა, ან­დრია და მა­რი­ნო­ლა. 3 შვი­ლიშ­ვი­ლიც მყავს. უფ­რო­სი, გი­ორ­გი გურ­გუ­ლია, უკვე 19 წლი­საა. უმ­ცრო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი, იკა, და ჩემი შვი­ლი მა­რი­ნო­ლა თა­ნა­ტო­ლე­ბი არი­ან...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
v
4

უფ გადავრჩით კიდევ კაი ჯონი გაამათლს, იმასაც უთქვია მე თუ მეშველა გურგულია და ბასილაშვილიც გამოძვრებაო))))))))

ნანი
4

ამერიკა და ჯონი დეპი შენთან რა შუაშია ვიღაცა ხარ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ჯონი დეპი ამერიკაში გაამართლეს, აქ - მე და ბასილაშვილი... უნდოდათ ჩემგან მონსტრი შეექმნათ" - გიორგი გურგულია სასამართლოზე, შვილის ციხეში ყოფნის პერიოდსა და ოჯახზე

"ჯონი დეპი ამერიკაში გაამართლეს, აქ - მე და ბასილაშვილი... უნდოდათ ჩემგან მონსტრი შეექმნათ" - გიორგი გურგულია სასამართლოზე, შვილის ციხეში ყოფნის პერიოდსა და ოჯახზე

მსახიობი გიორგი გურგულია, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებდა, ცოტა ხნის წინ გამართლდა. პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაც მოითხოვა, თუმცა არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და გურგულია 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თავად გურგულია დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ მან ცოლს შეაგინა, ფიზიკური შეურაცხყოფა კი არ მიუყენებია.

მასთან ინტერვიუც ამ თემით დაიწყო:

- სამ რამეს მედავებოდნენ: შეგინებას, მუქარას და ტელეფონის გამორთმევას. ტელეფონი იმიტომ გამოვართვი, რომ ადრე ტყუილად ჰქონდა პოლიციაში დარეკილი. რომ მოვიდნენ, გაკვირვებული დარჩნენ, ბავშვი მეხუტებოდა, მამა არ წახვიდეო. როცა მამა აგრესიულია, ბავშვი, არ წახვიდეო, არ ეუბნება... გაერიდეთო, მითხრეს, რომ თქვას, ხელი დამარტყაო, უნდა წაგიყვანოთო. მაშინ ასე გამოვერიდე. მეორედაც რომ რეკავდა, ვუთხარი, ტყუილად მოვა ეკიპაჟი და უხერხულობაში ჩავარდები-მეთქი, ჰოდა, ტელეფონი გამოვართვი, დილით დაგიბრუნებ, სხვა აზრზე იქნები-მეთქი. მეზობლისგან მაინც დაურეკავს და გამოვიდა, რომ წავართვი. მეორე დღეს კი იხვეწებოდა, უკან მომეცით განცხადებაო, მაგრამ... ბოლოს პროცესზე მოვიდა და თქვა, არ ვიძლევი ჩემი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენებასო... დღევანდელ სასამართლოს ვერც შევადარებ სააკაშვილის დროინდელს. მაშინ რასაც პროკურატურა ეტყოდა, ბრმად იღებდა სასამართლო. ახლა ნამდვილად არსებობს სასამართლო და შეუძლია მსჯელობის შედეგად პროკურატურისგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს... პროკურატურის წარმომადგენლებმა, 96% მამაკაცების გამამტყუნებელი განაჩენი გამოდისო. მგონი ახლა რაღაც ტენდენცია დაიწყო - ჯონი დეპი ამერიკაში გაამართლეს, აქ - მე და ბასილაშვილი... როცა ეს პროცესი მქონდა, მოვარდა ზოგიერთი არხი და გახარებულები მიკიოდნენ, ხელი დაარტყითო?! უნდოდათ ჩემგან მონსტრი შეექმნათ. ახლა, რომ გამამართლეს, ყველა გაჩუმებულია.

- ხშირად ისმის საყვედური, სასამართლოში სააკაშვილის დროინდელი ხალხი ტრიალებსო...

- შეიძლება იგივე ხალხი ტრიალებს, მაგრამ ის წინა სასამართლო წარმოუდგენელი იყო. ჩემი შვილი დააკავეს, სინამდვილეში კი მე მებრძოდნენ და ის ჰყავდათ პაატასავით. შეუცვივდნენ სახლში, ჩაუდეს "სუბოტექსი"... კინაღამ მომიკლეს შვილი. 12 წელი მიუსაჯეს და ერთ დღეს არ უკლებდნენ. როცა 2012 წელს მთავრობა შეიცვალა, პოლიტიკური მუხლით გავიდა. ყველა მიხვდა, რომ ჩემ გამო იყო დაჭერილი.

- როგორც ვიცი, ეს პირველი ქორწინება და განქორწინება არ ყოფილა, მაგრამ მოძალადის იარლიყის მიკერების საშიშროების წინაშე პირველად აღმოჩნდით. ყოფილ მეუღლეებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- გადასარევი. კონფლიქტი არავისთან მაქვს. შვილებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მთელი ცხოვრება სულ სხვებს ვიცავდი.

- რამდენჯერ იყავით დაქორწინებული?

- 4 ცოლი მყავდა, პირველ ორთან 10-10 წელი ვიცხოვრე, მესამესთან - 7 წელი, მეოთხესთან - 5. 19 წლისა დავქორწინდი. 20 წლის ვიყავი, პირველი შვილი რომ გამიჩნდა. 4 შვილი მყავს. დავითი, ლუკა, ანდრია და მარინოლა. 3 შვილიშვილიც მყავს. უფროსი, გიორგი გურგულია, უკვე 19 წლისაა. უმცროსი შვილიშვილი, იკა, და ჩემი შვილი მარინოლა თანატოლები არიან...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: