სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონო ბიძინა, თქვენ მოიტანეთ კორუფცია და ნეპოტიზმი, შოვინიზმი და პროტექციონიზმი, კრიმინალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება" - ფადი ასლის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს
"ბატონო ბიძინა, თქვენ მოიტანეთ კორუფცია და ნეპოტიზმი, შოვინიზმი და პროტექციონიზმი, კრიმინალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება" - ფადი ასლის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ბიზ­ნეს­მე­ნი ფადი ასლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

"ძვირ­ფა­სო ბ-ნო ბი­ძი­ნა,თუ მე დღეს თქვენ ამ წე­რილს გწერთ, იმი­ტომ არა, რომ თქვენ­გან ველი რა­ი­მე პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბას; არა­მედ იმი­ტომ, რომ მო­რა­ლურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ვგრძნობ გი­თხრათ ყვე­ლა­ფე­რი, რაც თქვე­ნი ჩექ­მის მლო­კავ მრჩევ­ლებს და თქვენს ან­ტუ­რაჟს აქამ­დე უნდა ეთ­ქვათ, პა­ტი­ოს­ნე­ბა რომ ჰქო­ნო­დათ.ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში თქვე­ნი 10-წლი­ა­ნი ყოფ­ნი­სას, თქვენ მო­ი­ტა­ნეთ კო­რუფ­ცია და ნე­პო­ტიზ­მი, შო­ვი­ნიზ­მი და პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მი, კრი­მი­ნა­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა; ისე და­ყა­ვით ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გორც არას­დროს და სი­ძულ­ვი­ლი და­ნერ­გეთ ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის, ახლო მე­ზობ­ლებს შო­რის, სტუ­დენ­ტებს შო­რის და სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რებს შო­რის, უპ­რე­ცე­დენ­ტო დო­ნე­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.თქვენ მი­ი­ტა­ცეთ სა­სა­მარ­თლო იმ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნით, რომ­ლე­ბიც ბრმად მიყ­ვე­ბი­ან თქვენს ინ­სტრუქ­ცი­ებს, ცი­ხე­ში კე­ტა­ვენ და დევ­ნი­ან თქვენს პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს და ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, რო­გორც თქვენს, ისე თქვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი­სა და თქვენ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის ინ­ტე­რე­სებს; თქვენ მი­ი­ტა­ცეთ სა­სა­მარ­თლო იმ იმე­დით, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში მუდ­მი­ვად დარ­ჩე­ბით.

კარ­გით, ნუ გა­ი­ხა­რებთ სა­სა­მარ­თლოს კონ­ტრო­ლის­თვის, და გახ­სოვ­დეთ, რომ ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც არ გა­აჩ­ნი­ათ ეთი­კა, მო­რა­ლი და პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა­ხინ­ჯე­ბენ და აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, რათა დღეს თქვენს ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რონ, ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც არა­ნა­ირ ერ­თგუ­ლე­ბა­სა და გულ­მო­წყა­ლე­ბას არ გა­მო­ი­ჩე­ნენ, რომ­ლე­ბიც გა­გა­სა­მარ­თლე­ბენ თქვენ და თქვენ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს და ცი­ხე­ში გიკ­რა­ვენ თავს, რო­გორც კი მთავ­რო­ბა შე­იც­ვლე­ბა; ჩვენ მოწ­მე­ნი ვართ თუ რო­გორ მო­იქ­ცნენ ასე­თი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რო­დე­საც მათ­მა ყო­ფილ­მა უფ­რო­სებ­მა შე­ვარ­დნა­ძემ და სა­ა­კაშ­ვილ­მა და­კარ­გეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, და ამის მოწ­მე­ნი გავ­ხდე­ბით, რო­დე­საც თქვენ და­კარ­გავთ ძა­ლა­უფ­ლე­ბას.

თქვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვე­ნი ქველ­მოქ­მე­დე­ბა 3 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს, მაგ­რამ არა­ვინ ახ­სე­ნებს იმ ზი­ანს, რო­მე­ლიც თქვენ თქვე­ნი პო­ლი­ტი­კით სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას მო­უ­ტა­ნეთ, და ეს შე­ფა­სე­ბუ­ლია 15 მი­ლი­არ­დზე მეტ აშშ დო­ლა­რად, თუ 2013-2020 წლებ­ში ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა დო­ლარ­ში გა­იზ­რდე­ბო­და სა­შუ­ა­ლოდ 7%-ით, ნაც­ვლად 0%-იანი ზრდი­სა, რო­მე­ლიც გვქონ­და. ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ეკო­ნო­მი­კა 4-ჯერ გა­ი­ზარ­და 9 წე­ლი­წად­ში, 2003 წელს 4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი­დან 2012 წელს 16 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე. პი­რა­დად თქვე­ნი და­ნიშ­ნუ­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ თქვე­ნი მთავ­რო­ბის "ბრძნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის“ გამო, 10%-იანი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა გვექ­ნე­ბა 2022-ში. ვწუხ­ვარ, რომ იმე­დე­ბი უნდა გა­გიც­რუ­ოთ თქვენც და თქვენს მიერ და­ნიშ­ნულ პრე­მი­ერ მი­ნის­ტრსაც.

ეს ზრდა არ არის თქვე­ნი "ბრძნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის“ შე­დე­გი, რო­მე­ლიც 2012 წლი­დან არ შეც­ვლი­ლა, არა­მედ შე­დე­გია უკ­რა­ი­ნა­ში ომი­სა და ყვე­ლა იმ რუ­სი­სა, რომ­ლე­ბიც 2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­ცხა­ვენ თან­ხებს და რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სი გად­მო­ი­ტა­ნეს ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის­გან თა­ვის ასა­რი­დებ­ლად. შე­და­რე­ბი­სათ­ვის, სომ­ხე­თის ეკო­ნო­მი­კა, მი­უ­ხე­და­ვად მათი ომი­სა აზერ­ბა­ი­ჯან­თან ამ წელს, 13%-ით გა­იზ­რდე­ბა 2022 წლის ბო­ლომ­დე, რუ­სუ­ლი ფუ­ლის შე­მო­დი­ნე­ბი­სა და რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის წყა­ლო­ბით, რო­გორც სომ­ხე­თის ეროვ­ნულ­მა ბან­კმა გა­ნა­ცხა­და.

თქვე­ნი მთავ­რო­ბის არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა არ ყო­ფი­ლა ქვეყ­ნის წინსვლის­თვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, არა­მედ ყვე­ლა ეს პო­ლი­ტი­კა შე­მუ­შა­ვე­ბულ იქნა მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვე­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში უფრო დიდ ხანს და­ტო­ვე­ბის­თვის. თქვენ და­ი­ქი­რა­ვეთ ათო­ბით ათა­სი უსარ­გებ­ლო ბი­უ­როკ­რა­ტი, უმე­ტე­სო­ბა მათ­გა­ნი თქვენს პარ­ტი­ას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე არა­ფერს აკე­თე­ბენ გარ­და კომ­პი­უ­ტერ­ში "შო­ლი­ტა­ი­რე”-ის თა­მა­ში­სა, რო­გორც ვვა­რა­უ­დობ.თქვენ რე­გუ­ლა­რუ­ლად ასუბ­სი­დი­რებთ ზო­გი­ერთ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მო­სა­ვალს, რი­თაც ახა­ლი­სებთ ფერ­მე­რებს აწარ­მო­ონ არა­მომ­გე­ბი­ა­ნი კულ­ტუ­რე­ბი. თქვენ ქმნით სხვა­დას­ხვა სტე­რი­ლურ სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებს, რი­თაც ტვირ­თად აწ­ვე­ბით ბი­უ­ჯეტს უზარ­მა­ზა­რი სეს­ხით; ყვე­ლა ეს პო­ლი­ტი­კა ასუს­ტებს ეკო­ნო­მი­კას და აღა­რი­ბებთ ქვე­ყა­ნას გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, მაგ­რამ თქვენ ეს სუ­ლაც არ გა­ინ­ტე­რე­სებთ, მა­ნამ, სა­ნამ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ხმას აძ­ლე­ვენ თქვენს პარ­ტი­ას არ­ჩევ­ნებ­ში.თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 10-წლი­ა­ნი ყოფ­ნის მან­ძილ­ზე, ასო­ბით ათა­სი ქარ­თვე­ლი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და.

ხალ­ხი მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლის გამო არ მი­დის ემიგ­რა­ცი­ა­ში; ხალ­ხი ემიგ­რა­ცი­ა­ში მი­დის მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ისი­ნი არ ენ­დო­ბი­ან მთავ­რო­ბას და ქვეყ­ნის მო­მავ­ლის იმედს კარ­გა­ვენ. სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ არა მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა ან მო­სახ­ლე­ო­ბის ღა­რი­ბი ნა­წი­ლი მი­დის ემიგ­რა­ცი­ა­ში, არა­მედ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი გა­მოც­დი­ლი ზედა რგო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბი ტო­ვე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და მი­დი­ან სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შა­ოდ, რად­გა­ნაც აღარ აქვთ ქვეყ­ნის მო­მავ­ლის რწმე­ნა. თქვე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი გახ­და ჩე­მოდ­ნე­ბის გა­ყიდ­ვა. თქვენ შექ­მე­ნით თქვე­ნი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სა­ტე­ლი­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნო, სა­ხე­ლად "ხალ­ხის ძალა“, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად იმე­ო­რებს ანტი-და­სავ­ლურ სლო­გა­ნებს, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­სა და მე­გობ­რებს და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის ელჩს, ქ.-ნ დეგ­ნანს.

თქვენ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ანად­გუ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­დი­ცი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებს და­სავ­ლეთ­თან ადა­მი­ა­ნე­ბის გო­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რად მო­წამ­ვლით, ტყუ­ი­ლე­ბი­თა და მა­ნი­პუ­ლა­ტო­რუ­ლი იმ გან­ცხა­დე­ბე­ბით, რომ­ლებ­საც ავ­რცე­ლე­ბენ "ხალ­ხის ძა­ლის“ წევ­რე­ბი და თქვე­ნი სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი. თქვენ უბ­რა­ლოდ ცდი­ლობთ, რომ გა­და­ი­ტა­ნოთ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი პრო-და­სავ­ლუ­რი­დან პრო-რუ­სულ­ზე იმ იმე­დით, რომ ერთ-ორ წე­ლი­წად­ში შე­გეძ­ლე­ბათ გა­ნა­ცხა­დოთ, რომ, რო­გორც "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბა“, თქვენ მიყ­ვე­ბით უმ­რავ­ლე­სო­ბის არ­ჩე­ვანს და რომ უმ­რავ­ლე­სო­ბას სურს არა და­სავ­ლე­თი, არა­მედ რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა. ალ­ბათ ის­ტო­რი­ა­ში ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა ხართ, რო­დე­საც მთავ­რო­ბა და­უ­მე­გობ­რდა ოკუ­პანტს და ზურ­გი აქ­ცია სა­კუ­თარ მო­კავ­ში­რე­ებს. ეს თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნია და ერთ დღეს შე­საძ­ლოა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლიც გახ­დეთ ქარ­თველ ხალ­ხთან; მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი, რაც ნამ­დვი­ლად უნდა გეს­მო­დეთ, არის ის, რომ 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში თქვე­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა ხალ­ხმა აირ­ჩია სრუ­ლად პრო-ევ­რო­პუ­ლი პროგ­რა­მის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც მა­შინ წა­რად­გი­ნა თქვე­ნი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ და დღეს­დღე­ო­ბით სრუ­ლად არა­ლე­გი­ტი­მუ­რია, ვი­ნა­ი­დან, იმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ლი­ტი­კას ნერ­გავს, რის გა­მოც თქვენ აგირ­ჩი­ეს.

მოკ­ლედ, რომ ვთქვათ, თქვე­ნი 10 წელი სრუ­ლად და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ტყუ­ილ­სა და სიც­რუ­ე­ზე. თქვენ მო­ა­ტყუ­ეთ თქვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და ზო­გა­დად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა.თქვენ იც­რუ­ეთ თქვე­ნი გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ, რომ გსურ­დათ სა­ქარ­თვე­ლო გე­ხი­ლათ ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში, დიახ, თქვენ აქამ­დეც და ახ­ლაც ყვე­ლა­ფერს აკე­თებთ, რაც თქვენს ხელ­შია, რომ შეც­ვა­ლოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი პრო-და­სავ­ლუ­რი­დან პრო-რუ­სულ­ზე. 2018 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ორ რა­უნდს შო­რის ტე­ლე­ვი­ზი­ით ქარ­თველ ხალ­ხს ევედ­რე­ბო­დით, რომ თქვე­ნი კან­დი­და­ტის­თვის ხმა მი­ე­ცა; თქვენ მო­ა­ტყუ­ეთ ისი­ნი, რო­დე­საც სთხო­ვეთ თქვენ­თვის მო­ე­ცათ ერთი წელი სი­ტუ­ა­ცი­ის სრუ­ლად გა­მო­სას­წო­რებ­ლად და კვლავ არა­ფე­რი გა­ა­კე­თეთ. თქვენ მო­ა­ტყუ­ეთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი 2019 წლის ივ­ნის­ში, "გავ­რი­ლო­ვის ღა­მის შემ­დეგ“, და­პირ­დით 2020 წლის სრუ­ლად პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებს, მაგ­რამ, პი­რო­ბა ისევ და­არ­ღვი­ეთ.თქვენ მო­ა­ტყუ­ეთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა 2021 წლის აპ­რილ­ში "შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბის“ ხელ­მო­წე­რით და 3 თვის შემ­დგომ და­არ­ღვი­ეთ შე­თან­ხმე­ბა.

10 წლის მან­ძილ­ზე ატყუ­ებ­დით ინ­ვეს­ტო­რებს და ბიზ­ნეს­მე­ნებს, და­პირ­დით დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მაგ­რამ, ამა­ვე დროს ავიწ­რო­ებ­დით სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­დე­საც ჩა­მო­ერ­თვათ ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბე­ბი, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, მათ­ზე რე­კე­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, თავს და­ესხნენ და და­ტო­ვეს სა­სა­მარ­თლოს მიერ მო­ტყუ­ე­ბულ­ნი და კა­ნო­ნის წი­ნა­შე სრუ­ლად და­უც­ველ­ნი.და ახლა თქვენს მიერ და­ნიშ­ნუ­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი იწ­ვევს უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს მრა­ვალ­მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ა­ნი სხვა­დას­ხვა მსხვი­ლი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ასა­შე­ნებ­ლად, მა­შინ, რო­დე­საც თქვენ სის­ტე­მა­ტუ­რად უარს ამ­ბობ­დით და­გეც­ვათ უფ­ლე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც გენ­დნენ და ხელი მო­ა­წე­რეს თქვენს მთავ­რო­ბას­თან მრა­ვალ­მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ა­ნი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის აშე­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბას და ასო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით აზა­რა­ლეთ ისი­ნი. 10 წლი­ა­ნი სიც­რუ­ის შემ­დეგ, თქვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი­სა და იმ ხალ­ხის გარ­და, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ სარ­გებ­ლო­ბენ თქვე­ნი კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბი­თა და "გუ­ლუხ­ვო­ბით“, თქვე­ნი და თქვე­ნი მთავ­რო­ბის აღა­რა­ვის სჯე­რა ქარ­თულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.თქვენ სრუ­ლად და­კარ­გეთ ნდო­ბა და ერთი რაც დაგ­რჩათ არის გა­ნაგ­რძოთ ნისლში სწრა­ფად სი­ა­რუ­ლი." - წერს ფადი ასლი "ფე­ის­ბუქ­ში".

მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზასტაველი
0

ფადი ინგლისში გაბედავდი?ან ამერიკაში?თვალში გეპატარავებით და ზემოდან გვიყურებ?

ფადი ცუდ თამაშს თამაშობ,ქართველ ერს უპირისპირდები ისე,რომ ან ვერ გრძნობ,ან ფეხებზე გკიდია,ორივე შემთხვევაში შენთვის ეს ყველაფერი ცუდია,გული მიგრძნობს,რომ თუ არ გაჩერდები საქართველოდან გაძევება მოგიწევს.

ტერეზა
1

ქათმის ბარკლებით შემოვიდა საქართველოში და მერე ვითომ ამერიკელობა შეიფერა))) მიეცით მაგას ხელში ქათმის ბარკალი და გაუშვით ისტორიულ სამშობლოში, ახლო აღმოსავლეთში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბატონო ბიძინა, თქვენ მოიტანეთ კორუფცია და ნეპოტიზმი, შოვინიზმი და პროტექციონიზმი, კრიმინალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება" - ფადი ასლის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

"ბატონო ბიძინა, თქვენ მოიტანეთ კორუფცია და ნეპოტიზმი, შოვინიზმი და პროტექციონიზმი, კრიმინალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება" - ფადი ასლის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.

"ძვირფასო ბ-ნო ბიძინა,თუ მე დღეს თქვენ ამ წერილს გწერთ, იმიტომ არა, რომ თქვენგან ველი რაიმე პოლიტიკის ცვლილებას; არამედ იმიტომ, რომ მორალურ ვალდებულებას ვგრძნობ გითხრათ ყველაფერი, რაც თქვენი ჩექმის მლოკავ მრჩევლებს და თქვენს ანტურაჟს აქამდე უნდა ეთქვათ, პატიოსნება რომ ჰქონოდათ.ძალაუფლებაში თქვენი 10-წლიანი ყოფნისას, თქვენ მოიტანეთ კორუფცია და ნეპოტიზმი, შოვინიზმი და პროტექციონიზმი, კრიმინალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება; ისე დაყავით ქართული საზოგადოება, როგორც არასდროს და სიძულვილი დანერგეთ ოჯახის წევრებს შორის, ახლო მეზობლებს შორის, სტუდენტებს შორის და საუკეთესო მეგობრებს შორის, უპრეცედენტო დონეზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.თქვენ მიიტაცეთ სასამართლო იმ მოსამართლეების დანიშვნით, რომლებიც ბრმად მიყვებიან თქვენს ინსტრუქციებს, ციხეში კეტავენ და დევნიან თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს და ემსახურებიან, როგორც თქვენს, ისე თქვენი მხარდამჭერებისა და თქვენთან დაახლოებული პირების ინტერესებს; თქვენ მიიტაცეთ სასამართლო იმ იმედით, რომ ძალაუფლებაში მუდმივად დარჩებით.

კარგით, ნუ გაიხარებთ სასამართლოს კონტროლისთვის, და გახსოვდეთ, რომ ეს მოსამართლეები, რომლებსაც არ გააჩნიათ ეთიკა, მორალი და პრინციპები, რომლებიც ამახინჯებენ და აუპატიურებენ სამართლიანობას, რათა დღეს თქვენს ინტერესებს ემსახურონ, ის მოსამართლეები არიან, რომლებიც არანაირ ერთგულებასა და გულმოწყალებას არ გამოიჩენენ, რომლებიც გაგასამართლებენ თქვენ და თქვენთან დაახლოებულ პირებს და ციხეში გიკრავენ თავს, როგორც კი მთავრობა შეიცვლება; ჩვენ მოწმენი ვართ თუ როგორ მოიქცნენ ასეთი მოსამართლეები, როდესაც მათმა ყოფილმა უფროსებმა შევარდნაძემ და სააკაშვილმა დაკარგეს ძალაუფლება, და ამის მოწმენი გავხდებით, როდესაც თქვენ დაკარგავთ ძალაუფლებას.

თქვენი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ წლების მანძილზე საქართველოში თქვენი ქველმოქმედება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ არავინ ახსენებს იმ ზიანს, რომელიც თქვენ თქვენი პოლიტიკით საქართველოს ეკონომიკას მოუტანეთ, და ეს შეფასებულია 15 მილიარდზე მეტ აშშ დოლარად, თუ 2013-2020 წლებში ქვეყნის ეკონომიკა დოლარში გაიზრდებოდა საშუალოდ 7%-ით, ნაცვლად 0%-იანი ზრდისა, რომელიც გვქონდა. ცნობისათვის, სააკაშვილის დროს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა 9 წელიწადში, 2003 წელს 4 მილიარდი დოლარიდან 2012 წელს 16 მილიარდ დოლარამდე. პირადად თქვენი დანიშნული პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ თქვენი მთავრობის "ბრძნული ეკონომიკური პოლიტიკის“ გამო, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება 2022-ში. ვწუხვარ, რომ იმედები უნდა გაგიცრუოთ თქვენც და თქვენს მიერ დანიშნულ პრემიერ მინისტრსაც.

ეს ზრდა არ არის თქვენი "ბრძნული ეკონომიკური პოლიტიკის“ შედეგი, რომელიც 2012 წლიდან არ შეცვლილა, არამედ შედეგია უკრაინაში ომისა და ყველა იმ რუსისა, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან საქართველოში რიცხავენ თანხებს და რომლებმაც თავიანთი ბიზნესი გადმოიტანეს ამ ქვეყანაში საერთაშორისო სანქციებისგან თავის ასარიდებლად. შედარებისათვის, სომხეთის ეკონომიკა, მიუხედავად მათი ომისა აზერბაიჯანთან ამ წელს, 13%-ით გაიზრდება 2022 წლის ბოლომდე, რუსული ფულის შემოდინებისა და რუსი ბიზნესმენების წყალობით, როგორც სომხეთის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა.

თქვენი მთავრობის არანაირი პოლიტიკა არ ყოფილა ქვეყნის წინსვლისთვის შემუშავებული, არამედ ყველა ეს პოლიტიკა შემუშავებულ იქნა მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ძალაუფლებაში უფრო დიდ ხანს დატოვებისთვის. თქვენ დაიქირავეთ ათობით ათასი უსარგებლო ბიუროკრატი, უმეტესობა მათგანი თქვენს პარტიასთან კავშირში მყოფი, რომლებიც მთელი დღის მანძილზე არაფერს აკეთებენ გარდა კომპიუტერში "შოლიტაირე”-ის თამაშისა, როგორც ვვარაუდობ.თქვენ რეგულარულად ასუბსიდირებთ ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო მოსავალს, რითაც ახალისებთ ფერმერებს აწარმოონ არამომგებიანი კულტურები. თქვენ ქმნით სხვადასხვა სტერილურ სოციალურ პროგრამებს, რითაც ტვირთად აწვებით ბიუჯეტს უზარმაზარი სესხით; ყველა ეს პოლიტიკა ასუსტებს ეკონომიკას და აღარიბებთ ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ თქვენ ეს სულაც არ გაინტერესებთ, მანამ, სანამ ბენეფიციარები ხმას აძლევენ თქვენს პარტიას არჩევნებში.თქვენი ხელისუფლებაში 10-წლიანი ყოფნის მანძილზე, ასობით ათასი ქართველი ემიგრაციაში წავიდა.

ხალხი მხოლოდ ეკონომიკური სირთულის გამო არ მიდის ემიგრაციაში; ხალხი ემიგრაციაში მიდის მაშინაც კი, როდესაც ისინი არ ენდობიან მთავრობას და ქვეყნის მომავლის იმედს კარგავენ. სამწუხარო ის არის, რომ არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობა ან მოსახლეობის ღარიბი ნაწილი მიდის ემიგრაციაში, არამედ განათლებული და მაღალანაზღაურებადი გამოცდილი ზედა რგოლის მენეჯერები ტოვებენ საქართველოს და მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოდ, რადგანაც აღარ აქვთ ქვეყნის მომავლის რწმენა. თქვენი ადმინისტრაციის პირობებში ყველაზე წარმატებული ბიზნესი გახდა ჩემოდნების გაყიდვა. თქვენ შექმენით თქვენი ქართული ოცნების სატელიტი პოლიტიკური ორგანო, სახელად "ხალხის ძალა“, რომელიც ყოველდღიურად იმეორებს ანტი-დასავლურ სლოგანებს, შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს დასავლელ პარტნიორებსა და მეგობრებს და განსაკუთრებით საქართველოში ამერიკის ელჩს, ქ.-ნ დეგნანს.

თქვენ მიზანმიმართულად ანადგურებთ საქართველოს ტრადიციულ ურთიერთობებს დასავლეთთან ადამიანების გონების ყოველდღიურად მოწამვლით, ტყუილებითა და მანიპულატორული იმ განცხადებებით, რომლებსაც ავრცელებენ "ხალხის ძალის“ წევრები და თქვენი საკუთარი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერები. თქვენ უბრალოდ ცდილობთ, რომ გადაიტანოთ ქართული საზოგადოებრივი აზრი პრო-დასავლურიდან პრო-რუსულზე იმ იმედით, რომ ერთ-ორ წელიწადში შეგეძლებათ განაცხადოთ, რომ, როგორც "დემოკრატიული მთავრობა“, თქვენ მიყვებით უმრავლესობის არჩევანს და რომ უმრავლესობას სურს არა დასავლეთი, არამედ რუსეთთან დაახლოება. ალბათ ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა ხართ, როდესაც მთავრობა დაუმეგობრდა ოკუპანტს და ზურგი აქცია საკუთარ მოკავშირეებს. ეს თქვენი არჩევანია და ერთ დღეს შესაძლოა ანგარიშვალდებულიც გახდეთ ქართველ ხალხთან; მაგრამ ერთადერთი, რაც ნამდვილად უნდა გესმოდეთ, არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში თქვენი საპარლამენტო უმრავლესობა ხალხმა აირჩია სრულად პრო-ევროპული პროგრამის საფუძველზე, რომელიც მაშინ წარადგინა თქვენი პარტიის თავმჯდომარემ და დღესდღეობით სრულად არალეგიტიმურია, ვინაიდან, იმის საწინააღმდეგო პოლიტიკას ნერგავს, რის გამოც თქვენ აგირჩიეს.

მოკლედ, რომ ვთქვათ, თქვენი 10 წელი სრულად დაფუძნებულია ტყუილსა და სიცრუეზე. თქვენ მოატყუეთ თქვენი ამომრჩეველი ქართველი ხალხი და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოება.თქვენ იცრუეთ თქვენი განზრახვის შესახებ, რომ გსურდათ საქართველო გეხილათ ევროკავშირსა და ნატოში, დიახ, თქვენ აქამდეც და ახლაც ყველაფერს აკეთებთ, რაც თქვენს ხელშია, რომ შეცვალოთ საზოგადოებრივი აზრი პრო-დასავლურიდან პრო-რუსულზე. 2018 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების ორ რაუნდს შორის ტელევიზიით ქართველ ხალხს ევედრებოდით, რომ თქვენი კანდიდატისთვის ხმა მიეცა; თქვენ მოატყუეთ ისინი, როდესაც სთხოვეთ თქვენთვის მოეცათ ერთი წელი სიტუაციის სრულად გამოსასწორებლად და კვლავ არაფერი გააკეთეთ. თქვენ მოატყუეთ ქართველი ხალხი 2019 წლის ივნისში, "გავრილოვის ღამის შემდეგ“, დაპირდით 2020 წლის სრულად პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ, პირობა ისევ დაარღვიეთ.თქვენ მოატყუეთ ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება 2021 წლის აპრილში "შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერით და 3 თვის შემდგომ დაარღვიეთ შეთანხმება.

10 წლის მანძილზე ატყუებდით ინვესტორებს და ბიზნესმენებს, დაპირდით დიდ შესაძლებლობებს, მაგრამ, ამავე დროს ავიწროებდით სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით, როდესაც ჩამოერთვათ ბინადრობის მოწმობები, ინვესტიციები, მათზე რეკეტი განახორციელეს, თავს დაესხნენ და დატოვეს სასამართლოს მიერ მოტყუებულნი და კანონის წინაშე სრულად დაუცველნი.და ახლა თქვენს მიერ დანიშნული პრემიერ მინისტრი იწვევს უცხოელ ინვესტორებს მრავალმილიარდ დოლარიანი სხვადასხვა მსხვილი ელექტროსადგურების საქართველოში ასაშენებლად, მაშინ, როდესაც თქვენ სისტემატურად უარს ამბობდით დაგეცვათ უფლებები სხვადასხვა ეროვნების უცხოელი ინვესტორებისა, რომლებიც გენდნენ და ხელი მოაწერეს თქვენს მთავრობასთან მრავალმილიარდ დოლარიანი ჰიდროელექტროსადგურების აშენების შეთანხმებას და ასობით მილიონი დოლარით აზარალეთ ისინი. 10 წლიანი სიცრუის შემდეგ, თქვენი მხარდამჭერების, გულშემატკივრებისა და იმ ხალხის გარდა, რომლებიც ჯერ კიდევ სარგებლობენ თქვენი კორუფციული გარიგებებითა და "გულუხვობით“, თქვენი და თქვენი მთავრობის აღარავის სჯერა ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაში.თქვენ სრულად დაკარგეთ ნდობა და ერთი რაც დაგრჩათ არის განაგრძოთ ნისლში სწრაფად სიარული." - წერს ფადი ასლი "ფეისბუქში".