კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი და მას არანაირი შეხება არა აქვს დეოლიგარქიზაციასთან" - კალაძე
"ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი და მას არანაირი შეხება არა აქვს დეოლიგარქიზაციასთან" - კალაძე

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­ფორ­მას ახორ­ცი­ე­ლებს და 12-პუნ­ქტი­ან გეგ­მას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლებს. ამის შე­სა­ხებ მან მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, მი­ი­ღებს თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონს, კახა კა­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ ამის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

"რა თქმა უნდა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ ის 12-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა, რო­მე­ლიც იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, შეს­რულ­დეს. ჩვენ­თვის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ გა­და­იდ­გას კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ამ რთულ და მნიშ­ვნე­ლო­ვან - ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რე­ფორ­მა გან­ხორ­ცი­ელ­და. დღეს, გვაქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი 12-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

ამას­თან, კახა კა­ლა­ძემ გა­მიჯ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის­გან. მისი თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის მე­ცე­ნა­ტი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მხარ­ში ედგა სა­ქარ­თვე­ლოს და მის სა­ხელს არა­ერ­თი პრო­ექ­ტი უკავ­შირ­დე­ბა.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი სი­კე­თე გა­ა­კე­თა ამ ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მხარ­ში ედგა ჩვენს ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში. მას უკავ­შირ­დე­ბა სკო­ლე­ბის, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი­სა და სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, უამ­რა­ვი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-გა­ნახ­ლე­ბა. წიგ­ნე­ბიც არის გა­მო­ცე­მუ­ლი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­გიძ­ლი­ათ სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოთ. ის არის ქველ­მოქ­მე­დი, მე­ცე­ნა­ტი, პატ­რი­ო­ტი, ამ ქვე­ყა­ნა­სა და ხალ­ხზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
9

კახი ბიძინოვიჩ კალაძე-სასაცილო მლიქვნელი

lika
10

ქვეყანა გაყინულია ინვესტორებს შეგნებულად არ უშვებენ ყველა ქვეყნისთვის სასარგებლო მშენებლობები შეჩერებულია მოგწონთ არ მოგწონთ ეს არის ქ ვ ე ყ ნ ი ს ღალატი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი და მას არანაირი შეხება არა აქვს დეოლიგარქიზაციასთან" - კალაძე

"ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი და მას არანაირი შეხება არა აქვს დეოლიგარქიზაციასთან" - კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შეასრულებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.

"რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც იყო წარმოდგენილი, შესრულდეს. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ რთულ და მნიშვნელოვან - ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რეფორმა განხორციელდა. დღეს, გვაქვს შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ გამიჯნა ბიძინა ივანიშვილის სახელი დეოლიგარქიზაციის პროცესისგან. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა საქართველოს და მის სახელს არაერთი პროექტი უკავშირდება.

"ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წინა ხელისუფლების პერიოდში. მას უკავშირდება სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სამხედრო ბაზების მშენებლობა, უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია-განახლება. წიგნებიც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით და დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოთ. ის არის ქველმოქმედი, მეცენატი, პატრიოტი, ამ ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.