სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდონეზიაში ქალი გიგანტურმა პითონმა ცოცხლად გადაყლაპა - "მუცელი უჩვეულოდ ჰქონდა გაბერილი... ხალხმა მას მუცელი გაუჭრა და..."
ინდონეზიაში ქალი გიგანტურმა პითონმა ცოცხლად გადაყლაპა - "მუცელი უჩვეულოდ ჰქონდა გაბერილი... ხალხმა მას მუცელი გაუჭრა და..."

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, ჯამ­ბის პრო­ვინ­ცი­ა­ში, 6.7-მეტ­რი­ან­მა პი­თონ­მა ქალი ცო­ცხლად შე­ჭა­მა. 54 წლის ჯაჰ­რა გა­სულ პა­რას­კევს პლან­ტა­ცი­ებ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ და მას შემ­დეგ გაქ­რა.

და­კარ­გულ ქალს ჯერ მე­უღ­ლე ეძებ­და, შემ­დეგ კი უკვე საქ­მე­ში სამ­ძებ­რო ჯგუ­ფი ჩა­ერ­თო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მას 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ.

ბო­ლოს კი პი­თონს წა­ა­წყდნენ, რო­მელ­საც მუ­ცე­ლი უჩ­ვე­უ­ლოდ ჰქონ­და გა­ბე­რი­ლი. ხალ­ხმა პი­თონს მუ­ცე­ლი გა­უჭ­რა და იქ ქა­ლის სხე­უ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

რე­გი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის გან­ცხა­დე­ბით, ხან­გრძლი­ვი ძებ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, პირ­ველ დღეს, ჯაჰ­რას მე­უღ­ლემ მხო­ლოდ მისი სან­დლე­ბი, მო­საც­მე­ლი, თავ­სა­ფა­რი და დანა იპო­ვა. 6.7-მეტ­რი­ა­ნი პი­თო­ნი მე­ო­რე დღეს იპო­ვა სამ­ძებ­რო ჯგუფ­მა. "ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ქალი, რო­მელ­საც ვე­ძებ­დით, გვე­ლის მუ­ცელ­ში იყო“,- ამ­ბობს სოფ­ლის მე­თა­უ­რი.

მი­სი­ვე თქმით, ეს არ არის ყვე­ლა­ზე დიდი გვე­ლი, რო­მე­ლიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნა­ხავთ. მისი თქმით, 8.2-მეტ­რი­ა­ნი გვე­ლიც შე­უმ­ჩნე­ვი­ათ აქამ­დე, თუმ­ცა მისი და­ჭე­რა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

პი­თო­ნი, რო­მელ­მაც 54 წლის ქა­ლის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, აზი­უ­რი გვე­ლის სა­ხე­ო­ბაა და ზო­მით ყვე­ლა­ზე გრძე­ლი იზ­რდე­ბა. ბა­დი­სებრ პი­თონ­თა სიგ­რძემ, შე­საძ­ლოა, 11 მეტ­რამ­დეც კი მი­აღ­წი­ოს, მათი წონა კი 150 კი­ლომ­დე აღ­წევს.

წყა­რო: indiatimes

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდიკი
8

ვა როგორ გავს ლიაკა ხოშტარიას

ტელემაყურებელი
8

თუ პითონი ჩვეულებრივი მოვლენაა! გიგირდი დაილია? გოგირდის სუნი ვგველს აგიჟებს ისე ეზიზღება! გაუყრჩოლებ უარესი! გველს უნდა შეაყარო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ინდონეზიაში ქალი გიგანტურმა პითონმა ცოცხლად გადაყლაპა - "მუცელი უჩვეულოდ ჰქონდა გაბერილი... ხალხმა მას მუცელი გაუჭრა და..."

ინდონეზიაში ქალი გიგანტურმა პითონმა ცოცხლად გადაყლაპა - "მუცელი უჩვეულოდ ჰქონდა გაბერილი... ხალხმა მას მუცელი გაუჭრა და..."

ინდონეზიაში, ჯამბის პროვინციაში, 6.7-მეტრიანმა პითონმა ქალი ცოცხლად შეჭამა. 54 წლის ჯაჰრა გასულ პარასკევს პლანტაციებში წავიდა სამუშაოდ და მას შემდეგ გაქრა.

დაკარგულ ქალს ჯერ მეუღლე ეძებდა, შემდეგ კი უკვე საქმეში სამძებრო ჯგუფი ჩაერთო. ადგილობრივები მას 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ბოლოს კი პითონს წააწყდნენ, რომელსაც მუცელი უჩვეულოდ ჰქონდა გაბერილი. ხალხმა პითონს მუცელი გაუჭრა და იქ ქალის სხეული აღმოაჩინა.

რეგიონის პოლიციის უფროსის განცხადებით, ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად, პირველ დღეს, ჯაჰრას მეუღლემ მხოლოდ მისი სანდლები, მოსაცმელი, თავსაფარი და დანა იპოვა. 6.7-მეტრიანი პითონი მეორე დღეს იპოვა სამძებრო ჯგუფმა. "ყველა გაოგნებული იყო. აღმოჩნდა, რომ ქალი, რომელსაც ვეძებდით, გველის მუცელში იყო“,- ამბობს სოფლის მეთაური.

მისივე თქმით, ეს არ არის ყველაზე დიდი გველი, რომელიც ამ ტერიტორიაზე უნახავთ. მისი თქმით, 8.2-მეტრიანი გველიც შეუმჩნევიათ აქამდე, თუმცა მისი დაჭერა ვერ მოახერხეს.

პითონი, რომელმაც 54 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, აზიური გველის სახეობაა და ზომით ყველაზე გრძელი იზრდება. ბადისებრ პითონთა სიგრძემ, შესაძლოა, 11 მეტრამდეც კი მიაღწიოს, მათი წონა კი 150 კილომდე აღწევს.

წყარო: indiatimes

მოამზადა: ანა სიბოშვილმა