სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყალტუბოში რძლის დაჭრაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა - დაჭრილის ადვოკატის მტკიცებით, მამამთილი ქალზე სისტემატურად ძალადობდა
წყალტუბოში რძლის დაჭრაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა - დაჭრილის ადვოკატის მტკიცებით, მამამთილი ქალზე სისტემატურად ძალადობდა

წყალ­ტუ­ბო­ში რძლის დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ მა­მა­კაცს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. მას გა­მო­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით ედა­ვე­ბა. მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მა­მა­კა­ცი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა. ად­ვო­კა­ტის თქმით, სერ­გო აბ­და­ლა­ძე მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, მას სა­უ­ბა­რი არ შე­უძ­ლია, ამი­ტომ ელო­დე­ბი­ან, რომ მის მდგო­მა­რე­ო­ბას სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან.

პრკუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა პირ­მა რძალს მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, და­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 18 ოქ­ტომ­ბერს, წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ყუ­ლი­ა­ში, ბრალ­დე­ბულ­მა დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, ქა­ლი­სად­მი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, რძალს მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, და­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. დრო­უ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111,19-109-ე მუხ­ლის "თ“, "კ“ და "მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გენ­დე­რის ნიშ­ნით, ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

რძლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა რძლის მი­მართ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ზა­ფხულ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ იუ­რის­ტმა ლე­ვან ჭე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და. სწო­რედ ის იცავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის უფ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც იუ­რის­ტი გან­მარ­ტავს, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი დრო­ე­ბით მა­მამ­თი­ლის სახ­ლში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა მისი მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის გამო, ის მშობ­ლე­ბის სახ­ლში დაბ­რუნ­და. შემ­თხვე­ვის დღეს კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი რძალს კვლავ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვ­და.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბას არ ეთან­ხმე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხი და აცხა­დე­ბენ, რომ და­ნა­შა­უ­ლი პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტის მხრი­დან და და­კა­ვე­ბულს მკვლე­ლო­ბა გან­ზრა­ხუ­ლი არ ჰქონ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რებ­და, ბა­ბუ­ას მათ ნახ­ვას უშ­ლი­და. ბრალ­დე­ბებს არ ეთან­ხმე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და გან­მარ­ტავს, რომ მა­მა­კაცს რძლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

წყალტუბოში რძლის დაჭრაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა - დაჭრილის ადვოკატის მტკიცებით, მამამთილი ქალზე სისტემატურად ძალადობდა

წყალტუბოში რძლის დაჭრაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა - დაჭრილის ადვოკატის მტკიცებით, მამამთილი ქალზე სისტემატურად ძალადობდა

წყალტუბოში რძლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება რამდენიმე მუხლით ედავება. მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მამაკაცი პატიმრობაში დატოვა. ადვოკატის თქმით, სერგო აბდალაძე მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება, მას საუბარი არ შეუძლია, ამიტომ ელოდებიან, რომ მის მდგომარეობას სპეციალისტები შეისწავლიან.

პრკურატურის მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა რძალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, ბრალდებულმა დისკრიმინაციული შეუწყნარებლობის მოტივით, ქალისადმი სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რძალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19-109-ე მუხლის "თ“, "კ“ და "მ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ პროკურატურაში.

რძლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება რძლის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ზაფხულშიც მიმდინარეობდა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა ლევან ჭელიძემ განუცხადა. სწორედ ის იცავს დაზარალებული ქალის უფლებებს, რომელიც მიყენებული დაზიანებების გამო ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

როგორც იურისტი განმარტავს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დაზარალებული დროებით მამამთილის სახლში ცხოვრობდა, თუმცა მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო, ის მშობლების სახლში დაბრუნდა. შემთხვევის დღეს კი, აღნიშნული პირი რძალს კვლავ სახლში დაბრუნებას სთხოვდა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებას არ ეთანხმება დაკავებულის ოჯახი და აცხადებენ, რომ დანაშაული პროვოცირებული იყო დაზარალებულების ადვოკატის მხრიდან და დაკავებულს მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა. მათი ინფორმაციით, დაზარალებული ბავშვებით მანიპულირებდა, ბაბუას მათ ნახვას უშლიდა. ბრალდებებს არ ეთანხმება დაზარალებული ქალის უფლებადამცველი და განმარტავს, რომ მამაკაცს რძლის განზრახ მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.

იხილეთ ასევე: