მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგობრები ვიყავით, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი ურთიერთობა ასეთ სიყვარულში გადაიზრდებოდა" - ნათია თოდუას და დავით ზურაბაშვილის სიყვარულის ისტორია
"მეგობრები ვიყავით, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი ურთიერთობა ასეთ სიყვარულში გადაიზრდებოდა" - ნათია თოდუას და დავით ზურაბაშვილის სიყვარულის ისტორია

და­ვით ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი სამი წლის წინ გა­ვი­ცა­ნით, იმ­ჟა­მად მის­მა საქ­ცი­ელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა აა­ლა­პა­რა­კა. ახალ­გაზ­რდა კაც­მა პა­პას ცხოვ­რე­ბის ბოლო წლებ­ში ოც­ნე­ბა აუხ­დი­ნა - 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ მო­ხუცს ზღვა პირ­ვე­ლად ანა­ხა. სა­ნა­პი­რო­ზე მი­იყ­ვა­ნა, ზღვის სურ­ნე­ლი შე­აგ­რძნო­ბი­ნა და თვა­ლებ­ზე სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბი მოჰ­გვა­რა...

სამ­წუ­ხა­როდ, ა.წ. იან­ვარ­ში მო­ხუ­ცი კო­ვიდ­მა შე­ი­წი­რა...

"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ პა­პას ეს სურ­ვი­ლი ავუს­რუ­ლე. ცხოვ­რე­ბა შრო­მა­ში ჰქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი, თა­ვის თა­ვის­თვის ნაკ­ლე­ბად იც­ლი­და. სო­ფელს თით­ქმის არ სცილ­დე­ბო­და... ბო­ლოს კარ­გი ძმა­კა­ცე­ბი და მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და ის პე­რი­ო­დი კარგ მო­გო­ნე­ბად დამ­რჩა... სამ­წუ­ხა­როდ, წელს დავ­კარ­გეთ. არა­და, ჯან­მრთე­ლი კაცი იყო. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას არ ვე­ლო­დით,“ - გვე­უბ­ნე­ბა და­ვით ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ერთი კვი­რის წინ კა­ხეთ­ში ქორ­წი­ლი ჰქონ­და. მისი მე­უღ­ლე გერ­მა­ნი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, "გერ­მა­ნი­ის ხმა“ ნა­თია თო­დუაა. წყვი­ლი ცოტა ხან­ში პა­ტა­რა­საც ელო­დე­ბა...

და­ვითს ამ­ჯე­რად ვრცლად სწო­რედ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ. ambebi.ge და­ვით ზუ­რა­ბაშ­ვილს ბერ­ლინ­ში და­უ­კავ­შირ­და.

- მე და ნა­თი­ამ სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო­დან გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, თბი­ლის­ში ორი­ვე ერთ-ერთ გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვით. პირ­ვე­ლი­ვე დღეს, ვნა­ხე თუ არა, დავ­მე­გობ­რდით. ბევ­რი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი აღ­მოგ­ვაჩ­ნდა. რა თქმა უნდა, ვი­ცო­დი ნა­თი­ას შე­სა­ხებ, მაგ­რამ მას­ზე დიდი ინ­ფორ­მა­ცია არ მქონ­და. სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ ხოლ­მე უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ მუ­სი­კო­სებ­ზე. ჩვე­ნი გაც­ნო­ბა იმ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, როცა კონ­კურ­სი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მოკ­ლედ, იმის მერე, როცა სა­ერ­თო წრე­ში ვხვდე­ბო­დით, მისი სახ­ლში გა­ცი­ლე­ბა მე მი­წევ­და, თან, აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი მშობ­ლე­ბი ჩემ­თან ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ. ისე­თი და­მე­გობ­რე­ბულ-დაძ­მა­კა­ცე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ასეთ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­იზ­რდე­ბო­და. ეს იყო ძა­ლი­ან მა­გა­რი, სუფ­თა, გი­ჟუ­რი, სა­თავ­გა­და­სავ­ლო მე­გობ­რო­ბა. ნა­თია თბი­ლის­ში ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და, ბერ­ლინ­ში ჩას­ვლა მეც მი­წევ­და. ჩემი ფა­ვო­რი­ტი ქა­ლა­ქია. ნა­თი­ას გაც­ნო­ბამ­დეც ხში­რად ჩავ­დი­ო­დი და იქა­უ­რი ატ­მოს­ფე­რო მომ­წონ­და. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ამ საყ­ვა­რელ ქა­ლაქ­ში მი­წევს დღეს ცხოვ­რე­ბა. როცა რა­ღაც გიყ­ვარს, ალ­ბათ სამ­ყა­როც მის­კენ გი­ზი­დავს...

მოკ­ლედ, ასე­თი იყო ჩვე­ნი ორ­წლი­ა­ნი მჭიდ­რო, გულ­წრფე­ლი მე­გობ­რო­ბა, რაც დღეს ჩვენს სიყ­ვა­რულს ძა­ლი­ან ამ­ყა­რებს.

...ერთხე­ლაც ექ­სკურ­სი­ა­ზე ვი­ყა­ვით, მერე ფილ­მს ვუ­ყუ­რებ­დით და თავ­ზე დაგ­ვა­თენ­და... რო­გორ­ღაც მეც და ნა­თი­ა­მაც ვიგ­რძე­ნით, რომ ეს ცოტა მეტი იყო, ვიდ­რე მე­გობ­რო­ბა... ამას თვი­თო­ნაც აღ­ნიშ­ნავს... მა­ნამ­დე მა­ინ­ტე­რე­სებ­და ნა­თი­ას აზ­რე­ბი, მისი თვა­ლის ფერი, მაგ­რამ არც და­მიშ­ვია, რომ რა­ი­მე სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გვქო­ნო­და. ამ პა­ტარ-პა­ტა­რა სიმ­პა­თი­ებ­მა, რო­გორც ჩანს, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ზარ­და, რაც ძა­ლი­ან გვა­ბედ­ნი­ე­რებს.

- და ქორ­წი­ლიც ერთი კვი­რის წინ გქონ­დათ...

- კი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად დიდი ხა­ნია უკვე ერ­თად ვცხოვ­რობთ. რო­გორც კი მე­გობ­რო­ბი­დან სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ვე­დით. ამის მი­ზე­ზი პან­დე­მია გახ­და... მა­ნამ­დე მივ­ლი­ნე­ბით და­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი. ბერ­ლინ­ში ნა­თი­ას­თან და­ბა­დე­ბის დღე­ზე, რო­გორც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უნდა ჩავფრე­ნი­ლი­ყა­ვი. ჩავფრინ­დი და და­ი­წყო პან­დე­მია. ლოკ­და­უ­ნე­ბი რომ გა­მო­ცხად­და, 6 თვე ბერ­ლი­ნი­დან თბი­ლის­ში ვერ მოვფრი­ნავ­დი... მაგ დროს ნა­თი­ას­თან ვი­ყა­ვი და იმ პე­რი­ო­დი­დან ერ­თად ვართ. ერ­თმა­ნეთს კი­დევ უკე­თე­სად გა­ვუ­გეთ... ქორ­წი­ლის გა­დახ­და მა­შინ­ვე გვინ­დო­და, მაგ­რამ კო­ვი­დის გამო ვერ შევ­ძე­ლით. მოკ­ლედ, ჯერ მე­გობ­რო­ბა, მერე სიყ­ვა­რუ­ლი და ბე­დის­წე­რამ და­აჩ­ქა­რა ჩვე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბაც, რა­საც პან­დე­მი­ამ ხელი შე­უ­წყო.

- რო­გო­რი გო­გოა ნა­თია...

- გვერ­დში დგო­მის სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვს. პა­ტი­ვის­ცე­მა არ ეშ­ლე­ბა, თუ ვინ­მეს მისი თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა, სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნია, თა­ვის საქ­მეს გვერ­დით გა­და­დებს და და­ეხ­მა­რე­ბა. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი ასე­თი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა და ზო­გა­დად ის, რომ ნა­თია სა­ა­მა­ყო ადა­მი­ა­ნია. მა­ყუ­რე­ბე­ლი, მსმე­ნე­ლი, ის აუ­დი­ტო­რია, რო­მელ­თა­ნაც შეხ­ვედ­რა უწევს, დიდ პა­ტივს სცემს. გერ­მა­ნე­ლებს უყ­ვართ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ნა­თი­ას მუ­სი­კა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ჟან­რე­ბი ბლუ­ზი და ჯა­ზია...

გერ­მა­ნი­ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. ძა­ლი­ან უკ­ვირთ კი­დეც, რო­დე­საც მის გან­ვლილ გზას ახ­ლოს ეც­ნო­ბი­ან, ამ პა­ტა­რა გო­გომ ამ­დე­ნი რო­გორ მო­ა­ხერ­ხა. ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, სა­დაც მივ­დი­ვართ, მო­წი­წე­ბით ხვდე­ბი­ან. ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში და­ვუდ­გე. მას გვერ­დში დგო­მა სჭირ­დე­ბა რო­გორც ოჯა­ხის­გან, ასე­ვე გერ­მა­ნი­ის­გან და თა­ვი­სი ქვეყ­ნის­გა­ნაც. მეც მქონ­და სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა და ვიცი, რას ნიშ­ნავს, როცა უცხო­ეთ­ში საქ­მი­ა­ნობ. რთუ­ლია, ამი­ტომ ძა­ლი­ან მი­ხა­რია მისი წარ­მა­ტე­ბე­ბი.

- სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა ახ­სე­ნე - სა­კუ­თარ თავ­ზეც გვი­ამ­ბე...

- კი, სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა მქონ­და. ფეხ­ბურთს თურ­ქეთ­ში ვთა­მა­შობ­დი. 16 წლის ვი­ყა­ვი, იქ რომ წა­ვე­დი, მერე სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში მო­მი­წია თა­ვის და­ნე­ბე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და კერ­ძო საქ­მი­ა­ნო­ბა. ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში­სა­საც, რო­დე­საც საქ­მე გა­მო­მიჩ­ნდე­ბო­და, პა­ტა­რა პრო­ექ­ტებს ვა­კე­თებ­დი. ზოგი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, ზოგი - წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი.

დღეს­დღე­ო­ბით ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის იმ ეტაპ­ზე ვარ, რომ ძა­ლი­ან კარგ საქ­მეს და წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც ვა­კე­თებ. რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი მაქვს. მინ­და ჩემი ბრენ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო გავ­ხა­დო. ამ ეტაპ­ზე საქ­მე სრუ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში მაქვს. ყო­ველ თვე მი­წევს ჩა­მოს­ვლა. ბევრ რა­მე­ში ნა­თია მეხ­მა­რე­ბა.

- და­ვით, არას­ტან­დარ­ტუ­ლი ქორ­წი­ლი გქონ­დათ...

- კი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბით. ქორ­წი­ლი რად­გან პან­დე­მი­ის გამო ასე გა­დაგ­ვე­დო, გა­დავ­წყვი­ტეთ, ბერ­ლინ­ში "ბე­ი­ბი­ფარ­თი" - ბავ­შვის სქე­სის გა­გე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა მოგ­ვე­წყო. ახლო მო­მა­ვალ­ში ქორ­წი­ლი და­გეგ­მი­ლი არ გვქონ­და, ვამ­ბობ­დით, - სრუ­ლად რომ ჩამ­თავ­რდე­ბა პან­დე­მია და სა­შიშ­რო­ე­ბა აღარ იქ­ნე­ბა, მა­შინ გა­ვა­კე­თო­თო. ჩვენ­მა პა­ტა­რამ დაგ­ვაჩ­ქა­რა. მოკ­ლედ, გა­დავ­წყვი­ტეთ, ერთ დღეს გაგ­ვე­გო ბავ­შვის სქე­სი და ქორ­წი­ლიც გვქო­ნო­და...

5 თვე ვი­ნა­ხავ­დით იმ კონ­ვერტს, სა­დაც ჩვე­ნი პა­ტა­რის სქე­სი ეწე­რა. არა­ვის­თვის გვიჩ­ვე­ნე­ბია, არც თვი­თონ გვი­ნა­ხავს. ამ ყვე­ლა­ფერს ჩვენ­თვის და ახ­ლობ­ლე­ბის­თვი­საც სი­ურპრი­ზად ვი­ნა­ხავ­დით. ჯვა­რი ბოდ­ბე­ში და­ვი­წე­რეთ... ნა­თია სა­ნამ გერ­მა­ნი­ა­ში წა­მო­ვი­დო­და, ბოდ­ბის მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე დე­დებ­თან ცხოვ­რობ­და, მათ­თვის პი­რო­ბა ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი, რომ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ზე არ გა­თხოვ­დე­ბო­და...

თე­ლავ­ში კი უკვე ერთ-ერთ შა­ტო­ში შე­ვიკ­რი­ბეთ, იქ, სა­დაც ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგით. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ში­ნა­არ­სი და არა დად­გმუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა. ამი­ტო­მაც სა­ბო­ლო ჯამ­ში ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მოგ­ვი­ვი­და, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი. ქარ­მა დე­კო­რა­ცი­ე­ბი ცოტა კი გაგ­ვი­ფუ­ჭა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ­ვე შევ­ცვა­ლეთ, შიგ­ნით შე­ვი­ტა­ნეთ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით. ნა­თი­ას ძა­ლი­ან უნ­დო­და ეს წვე­უ­ლე­ბა ლა­მაზ გა­რე­მო­ში, ვე­ნახ­თან ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო...

- მე­უღ­ლეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად რო­გო­რი ცეკ­ვა მი­უ­ძღვე­ნი...

- კი, ცეკ­ვა მქო­ნა დად­გმუ­ლი, ნა­თი­ას ვუ­ცეკ­ვეთ, ნო­მე­რი ყვე­ლას მო­ე­წო­ნა. ამის გარ­და სი­ურპრი­ზად ქსოვ­რე­ლე­ბის ნო­მე­რიც მო­ვამ­ზა­დე. "გინდ მე­ძი­ნოს“ ვუმ­ღე­რეთ... ცეკ­ვა იმი­ტომ მინ­დო­და, რომ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი დღე კი­დევ გაგ­ვე­ლა­მა­ზე­ბი­ნა ჩვენ­თვი­საც და მე­გობ­რე­ბის­თვი­საც. მხი­ა­რუ­ლი ცეკ­ვა 4 ბი­ჭთან ერ­თად დავ­დგი. ქორ­წი­ლის­თვის ცეკ­ვას რომ ვამ­ზა­დებ­დი ნა­თი­ამ იცო­და, ქსოვ­რე­ლე­ბის ნო­მე­რი კი ნა­თი­ას­თვი­საც და სხვე­ბის­თვი­საც სი­ურპრი­ზი იყო. ნა­თია ულა­მა­ზეს ვე­რან­და­ზე უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო, მე ეზო­ში ვი­დე­ქი. "ქეთო და კო­ტეს“ სცე­ნა გა­ვი­თა­მა­შეთ. ესეც კარ­გი ნო­მე­რი გა­მო­ვი­და. ცოტა არას­ტან­დარ­ტუ­ლი ქორ­წი­ლი გვქონ­და, თუმ­ცა უკ­მა­ყო­ფი­ლო არა­ვინ დარ­ჩე­ნი­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მეგობრები ვიყავით, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი ურთიერთობა ასეთ სიყვარულში გადაიზრდებოდა" - ნათია თოდუას და დავით ზურაბაშვილის სიყვარულის ისტორია

"მეგობრები ვიყავით, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი ურთიერთობა ასეთ სიყვარულში გადაიზრდებოდა" - ნათია თოდუას და დავით ზურაბაშვილის სიყვარულის ისტორია

დავით ზურაბაშვილი სამი წლის წინ გავიცანით, იმჟამად მისმა საქციელმა საზოგადოება აალაპარაკა. ახალგაზრდა კაცმა პაპას ცხოვრების ბოლო წლებში ოცნება აუხდინა - 80 წელს გადაცილებულ მოხუცს ზღვა პირველად ანახა. სანაპიროზე მიიყვანა, ზღვის სურნელი შეაგრძნობინა და თვალებზე სიხარულის ცრემლები მოჰგვარა...

სამწუხაროდ, ა.წ. იანვარში მოხუცი კოვიდმა შეიწირა...

"ბედნიერი ვარ, რომ პაპას ეს სურვილი ავუსრულე. ცხოვრება შრომაში ჰქონდა გატარებული, თავის თავისთვის ნაკლებად იცლიდა. სოფელს თითქმის არ სცილდებოდა... ბოლოს კარგი ძმაკაცები და მეგობრები ვიყავით და ის პერიოდი კარგ მოგონებად დამრჩა... სამწუხაროდ, წელს დავკარგეთ. არადა, ჯანმრთელი კაცი იყო. მის გარდაცვალებას არ ველოდით,“ - გვეუბნება დავით ზურაბაშვილი, ადამიანი, რომელსაც ერთი კვირის წინ კახეთში ქორწილი ჰქონდა. მისი მეუღლე გერმანიაში წარმატებული ქართველი მომღერალი, "გერმანიის ხმა“ ნათია თოდუაა. წყვილი ცოტა ხანში პატარასაც ელოდება...

დავითს ამჯერად ვრცლად სწორედ პირად ცხოვრებაზე ვესაუბრეთ. ambebi.ge დავით ზურაბაშვილს ბერლინში დაუკავშირდა.

- მე და ნათიამ საერთო სამეგობროდან გავიცანით ერთმანეთი, თბილისში ორივე ერთ-ერთ გადაღებაზე ვიყავით. პირველივე დღეს, ვნახე თუ არა, დავმეგობრდით. ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა. რა თქმა უნდა, ვიცოდი ნათიას შესახებ, მაგრამ მასზე დიდი ინფორმაცია არ მქონდა. საერთოდ, საქართველოში ნაკლები ინფორმაცია აქვთ ხოლმე უცხოეთში მოღვაწე ქართველ მუსიკოსებზე. ჩვენი გაცნობა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა კონკურსი "საქართველოს ვარსკვლავი“ მიმდინარეობდა. მოკლედ, იმის მერე, როცა საერთო წრეში ვხვდებოდით, მისი სახლში გაცილება მე მიწევდა, თან, აღმოჩნდა, რომ მისი მშობლები ჩემთან ახლოს ცხოვრობენ. ისეთი დამეგობრებულ-დაძმაკაცებულები ვიყავით, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი ურთიერთობა ასეთ სიყვარულში გადაიზრდებოდა. ეს იყო ძალიან მაგარი, სუფთა, გიჟური, სათავგადასავლო მეგობრობა. ნათია თბილისში ხშირად ჩამოდიოდა, ბერლინში ჩასვლა მეც მიწევდა. ჩემი ფავორიტი ქალაქია. ნათიას გაცნობამდეც ხშირად ჩავდიოდი და იქაური ატმოსფერო მომწონდა. სიმბოლურია, რომ ამ საყვარელ ქალაქში მიწევს დღეს ცხოვრება. როცა რაღაც გიყვარს, ალბათ სამყაროც მისკენ გიზიდავს...

მოკლედ, ასეთი იყო ჩვენი ორწლიანი მჭიდრო, გულწრფელი მეგობრობა, რაც დღეს ჩვენს სიყვარულს ძალიან ამყარებს.

...ერთხელაც ექსკურსიაზე ვიყავით, მერე ფილმს ვუყურებდით და თავზე დაგვათენდა... როგორღაც მეც და ნათიამაც ვიგრძენით, რომ ეს ცოტა მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა... ამას თვითონაც აღნიშნავს... მანამდე მაინტერესებდა ნათიას აზრები, მისი თვალის ფერი, მაგრამ არც დამიშვია, რომ რაიმე სხვა ურთიერთობა უნდა გვქონოდა. ამ პატარ-პატარა სიმპათიებმა, როგორც ჩანს, ჩვენი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაზარდა, რაც ძალიან გვაბედნიერებს.

- და ქორწილიც ერთი კვირის წინ გქონდათ...

- კი, მაგრამ რეალურად დიდი ხანია უკვე ერთად ვცხოვრობთ. როგორც კი მეგობრობიდან სიყვარულში გადავედით. ამის მიზეზი პანდემია გახდა... მანამდე მივლინებით დანიაში ვიყავი. ბერლინში ნათიასთან დაბადების დღეზე, როგორც შეყვარებული უნდა ჩავფრენილიყავი. ჩავფრინდი და დაიწყო პანდემია. ლოკდაუნები რომ გამოცხადდა, 6 თვე ბერლინიდან თბილისში ვერ მოვფრინავდი... მაგ დროს ნათიასთან ვიყავი და იმ პერიოდიდან ერთად ვართ. ერთმანეთს კიდევ უკეთესად გავუგეთ... ქორწილის გადახდა მაშინვე გვინდოდა, მაგრამ კოვიდის გამო ვერ შევძელით. მოკლედ, ჯერ მეგობრობა, მერე სიყვარული და ბედისწერამ დააჩქარა ჩვენი დაოჯახებაც, რასაც პანდემიამ ხელი შეუწყო.

- როგორი გოგოა ნათია...

- გვერდში დგომის საოცარი უნარი აქვს. პატივისცემა არ ეშლება, თუ ვინმეს მისი თანადგომა სჭირდება, საიმედო ადამიანია, თავის საქმეს გვერდით გადადებს და დაეხმარება. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ასეთი პიროვნული თვისებები და შემდგომ წარმატებული მუსიკალური კარიერა და ზოგადად ის, რომ ნათია საამაყო ადამიანია. მაყურებელი, მსმენელი, ის აუდიტორია, რომელთანაც შეხვედრა უწევს, დიდ პატივს სცემს. გერმანელებს უყვართ ადამიანი, რომელიც რაღაც მნიშვნელოვანს ემსახურება. ნათიას მუსიკალური საქმიანობის ჟანრები ბლუზი და ჯაზია...

გერმანიამ საერთაშორისო არტისტის წოდება მიანიჭა. ძალიან უკვირთ კიდეც, როდესაც მის განვლილ გზას ახლოს ეცნობიან, ამ პატარა გოგომ ამდენი როგორ მოახერხა. ნებისმიერ ადგილას, სადაც მივდივართ, მოწიწებით ხვდებიან. ვცდილობ, ყველანაირად გვერდში დავუდგე. მას გვერდში დგომა სჭირდება როგორც ოჯახისგან, ასევე გერმანიისგან და თავისი ქვეყნისგანაც. მეც მქონდა სპორტული კარიერა და ვიცი, რას ნიშნავს, როცა უცხოეთში საქმიანობ. რთულია, ამიტომ ძალიან მიხარია მისი წარმატებები.

- სპორტული კარიერა ახსენე - საკუთარ თავზეც გვიამბე...

- კი, სპორტული კარიერა მქონდა. ფეხბურთს თურქეთში ვთამაშობდი. 16 წლის ვიყავი, იქ რომ წავედი, მერე სხვადასხვა მიზეზის გამო საკმაოდ ადრეულ ასაკში მომიწია თავის დანებება. პარალელურად ყოველთვის მაინტერესებდა კერძო საქმიანობა. ფეხბურთის თამაშისასაც, როდესაც საქმე გამომიჩნდებოდა, პატარა პროექტებს ვაკეთებდი. ზოგი წარმატებული იყო, ზოგი - წარუმატებელი.

დღესდღეობით ჩემი საქმიანობის იმ ეტაპზე ვარ, რომ ძალიან კარგ საქმეს და წარმატებულადაც ვაკეთებ. რამდენიმე მიმართულებით საკუთარი ბიზნესი მაქვს. მინდა ჩემი ბრენდი საერთაშორისო გავხადო. ამ ეტაპზე საქმე სრულად საქართველოში მაქვს. ყოველ თვე მიწევს ჩამოსვლა. ბევრ რამეში ნათია მეხმარება.

- დავით, არასტანდარტული ქორწილი გქონდათ...

- კი. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ველოდებით. ქორწილი რადგან პანდემიის გამო ასე გადაგვედო, გადავწყვიტეთ, ბერლინში "ბეიბიფართი" - ბავშვის სქესის გაგების ღონისძიება მოგვეწყო. ახლო მომავალში ქორწილი დაგეგმილი არ გვქონდა, ვამბობდით, - სრულად რომ ჩამთავრდება პანდემია და საშიშროება აღარ იქნება, მაშინ გავაკეთოთო. ჩვენმა პატარამ დაგვაჩქარა. მოკლედ, გადავწყვიტეთ, ერთ დღეს გაგვეგო ბავშვის სქესი და ქორწილიც გვქონოდა...

5 თვე ვინახავდით იმ კონვერტს, სადაც ჩვენი პატარის სქესი ეწერა. არავისთვის გვიჩვენებია, არც თვითონ გვინახავს. ამ ყველაფერს ჩვენთვის და ახლობლებისთვისაც სიურპრიზად ვინახავდით. ჯვარი ბოდბეში დავიწერეთ... ნათია სანამ გერმანიაში წამოვიდოდა, ბოდბის მონასტერში მოღვაწე დედებთან ცხოვრობდა, მათთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ გათხოვდებოდა...

თელავში კი უკვე ერთ-ერთ შატოში შევიკრიბეთ, იქ, სადაც ჩვენი სიყვარულის პირველი ნაბიჯები გადავდგით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შინაარსი და არა დადგმული სანახაობა. ამიტომაც საბოლო ჯამში ძალიან ლამაზი ღონისძიება გამოგვივიდა, დასამახსოვრებელი. ქარმა დეკორაციები ცოტა კი გაგვიფუჭა, მაგრამ ყველაფერი მაშინვე შევცვალეთ, შიგნით შევიტანეთ. ძალიან ბედნიერები ვიყავით. ნათიას ძალიან უნდოდა ეს წვეულება ლამაზ გარემოში, ვენახთან ახლოს ყოფილიყო...

- მეუღლეს მეგობრებთან ერთად როგორი ცეკვა მიუძღვენი...

- კი, ცეკვა მქონა დადგმული, ნათიას ვუცეკვეთ, ნომერი ყველას მოეწონა. ამის გარდა სიურპრიზად ქსოვრელების ნომერიც მოვამზადე. "გინდ მეძინოს“ ვუმღერეთ... ცეკვა იმიტომ მინდოდა, რომ დასამახსოვრებელი დღე კიდევ გაგველამაზებინა ჩვენთვისაც და მეგობრებისთვისაც. მხიარული ცეკვა 4 ბიჭთან ერთად დავდგი. ქორწილისთვის ცეკვას რომ ვამზადებდი ნათიამ იცოდა, ქსოვრელების ნომერი კი ნათიასთვისაც და სხვებისთვისაც სიურპრიზი იყო. ნათია ულამაზეს ვერანდაზე უნდა გამოსულიყო, მე ეზოში ვიდექი. "ქეთო და კოტეს“ სცენა გავითამაშეთ. ესეც კარგი ნომერი გამოვიდა. ცოტა არასტანდარტული ქორწილი გვქონდა, თუმცა უკმაყოფილო არავინ დარჩენილა.

იხილეთ ასევე: