სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომპანიები, რომლებიც იგებენ ტენდერებს, დიდწილად ვალდებული არიან სწორედ იმათთან, ვისთანაც "ატკატები" მიაქვთ" - რას ამბობს ექსპერტი ვაკის პარკის ტრაგედიასა და საეჭვო ტენდერებზე
"კომპანიები, რომლებიც იგებენ ტენდერებს, დიდწილად ვალდებული არიან სწორედ იმათთან, ვისთანაც "ატკატები" მიაქვთ" - რას ამბობს ექსპერტი ვაკის პარკის ტრაგედიასა და საეჭვო ტენდერებზე

13 ოქ­ტომ­ბერს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ვა­კის ბაღ­ში, რო­მე­ლიც სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოს შემ­დგომ, სწო­რედ წინა დღეს გახ­სნეს. შად­რე­ვან­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ბურ­თის ამო­სა­ღე­ბად ჩა­სულ 3 მო­ზარდს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი - 55-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე, 13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, და­შავ­და 2 მისი თა­ნა­ტო­ლი, რომ­ლე­ბიც მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში მოხ­ვდნენ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა. რო­გორც გა­ირ­კვა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოს მთა­ვა­რი კონ­ტრაქ­ტო­რია კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის+", რომ­ლის მე­წი­ლე­ე­ბი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე და კობა ხარ­ში­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე წლის წინ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბი­სა და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. საქ­მეს 2013 წელს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი იძი­ებ­და და უკავ­შირ­დე­ბო­და კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვისს". ბრა­ლის წარ­დგე­ნი­დან ერთ წე­ლი­წად­ში ფურ­ცხვა­ნი­ძემ ბრა­ლი აღი­ა­რა და ჯა­რი­მის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ხარ­ში­ლა­ძეს კი 2 წლით პა­ტიმ­რო­ბა და ჯა­რი­მის გა­დახ­და მი­ე­სა­ჯა. მათ 2010 წელს და­ა­ფუძ­ნეს კი­დევ ერთი კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის+", რომ­ლის 33-33%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლე­ბიც არი­ან. მე­რი­ამ ტენ­დე­რი ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი შად­რევ­ნე­ბი­სა და კას­კა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სას­ყი­დად 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ა­ცხა­და. სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 13.4 მლნ ლარი იყო. "გრინ­სერ­ვის+"-მა 5 ოქ­ტომ­ბერს გა­ა­კე­თა ბოლო შე­თა­ვა­ზე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ მო­თხოვ­ნილ სა­მუ­შა­ოს 11,8 მლნ ლა­რად გას­წევ­და და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სწო­რედ მათ გა­უ­ფორ­მეს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა "გრინ­სერ­ვის+"-მა და­ი­ქი­რა­ვა გარე კონ­ტრაქ­ტო­რი - შპს "ჯორ­ჯი­ან იუ­ნი­ო­ნი", რათა ამ უკა­ნას­კნელს ეწარ­მო­ე­ბი­ნა "კას­კა­დე­ბი­სა და შად­რევ­ნე­ბის ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბი­სა და სუს­ტი დე­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­მუ­შა­ო­ე­ბი". თბი­ლი­სის მე­რი­ამ აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ი­ბა­რა ვა­კის პარკში შად­რე­ვა­ნი. ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჩამ­ტა­რე­ბე­ლი კომ­პა­ნია წერ­და, რომ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მებს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. აქ კი­დევ ერთი სა­ეჭ­ვო სა­კი­თხი წა­მო­იჭ­რა - რო­გორც ირ­კვე­ვა, ვა­კის პარ­კის შად­რე­ვან­ზე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ზე 2021 წლის ნო­ემ­ბრი­დან 22 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე 6 ინ­სპექ­ტი­რე­ბის ან­გა­რი­ში არ­სე­ბობს - მათ­გან 5 სამ­შე­ნებ­ლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც 2022 წლის აპ­რილ­ში სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სის­ტე­მის შავ სი­ა­შია შეყ­ვა­ნი­ლი ტენ­დე­რის მო­სა­გე­ბად ჩა­დე­ნი­ლი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქმე­დე­ბის გამო. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ დამ­ნა­შა­ვე უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, წე­სით, პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც უნდა გრძნობ­დეს მომ­ხდა­რის გამო. გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ამ სა­კი­თხზე ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ნება მო­მე­ცით უპირ­ვე­ლე­სად გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ოჯახს, მის ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს მი­ვუ­სამ­ძიმ­რო. სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, შეძ­რუ­ლი ვარ... უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის­გან არა­ვინ ვართ და­ზღვე­უ­ლი, მაგ­რამ ახლა აშ­კა­რად სხვა ვი­თა­რე­ბას­თან გვაქვს საქ­მე. ეს არც ერთი ოჯა­ხის უბე­დუ­რე­ბა და არც ყო­ველ­დღი­უ­რო­ბი­დან ამო­ვარ­დნი­ლი ერთი შემ­თხვე­ვაა. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დელ­მა მარ­თვის სის­ტე­მამ თა­ვი­სი თავი ამო­წუ­რა. დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს მთელ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რას, შე­სა­ბა­მი­სად, კო­რუფ­ცი­ის მას­შტა­ბიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გაზ­რდი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ტენ­დერე­ბი იქცა კო­რუფ­ცი­ის ერთ-ერთ წყა­როდ, სა­დაც ხდე­ბო­და და ხდე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის მით­ვი­სე­ბა.

პრობ­ლე­მა კომ­პლექ­სუ­რია. ორ თე­მას გა­მოვ­ყოფ: პირ­ვე­ლი - სა­მარ­თლებ­რი­ვად ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამ უბე­დუ­რე­ბა­ზე, ანუ ვინ შე­ას­რუ­ლა ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და მე­ო­რე - პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს. მე ტექ­ნი­კურ მხა­რე­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, ამას სა­თა­ნა­დო ექ­სპერ­ტი­ზა და გა­მო­ძი­ე­ბა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კი­სერ­ზეა. ტენ­დე­რი, მას­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ეჭ­ვო წარ­სუ­ლის კომ­პა­ნია, ასე­ვე სა­ექ­სპერ­ტოდ შერ­ჩე­უ­ლი ბი­უ­რო, ნამ­დვი­ლად ბევრ კი­თხვას აჩენს.

როცა ვამ­ბობ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­სი თავი ამო­წუ­რა-მეთ­ქი, გე­ტყვით, რა­საც ვგუ­ლის­ხმობ.

ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ვი­თა­რე­ბა გვაქვს - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი ძალა ჯერ კო­ა­ლი­ცი­უ­რად მარ­თავს ქვე­ყა­ნას, რა დრო­საც ქვე­ყა­ნა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­რე­მო იქ­მნე­ბა, მერე მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და­ნარ­ჩენ კო­ა­ლი­ცი­ურ ძა­ლებს იშო­რებს და იწყებს ერ­თპარ­ტი­ულ მარ­თვას. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" 2016 წელს და­ი­წყო ამ­გვარ მო­ნო­ლი­თად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და 2020 წელს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა დო­ნე­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ა­კომ­პლექ­ტა არა მარ­ტო თა­ვი­სი ხალ­ხით, არა­მედ მისი მონა-მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით, იმ პი­რე­ბით, რო­მელ­თაც ძი­რი­თა­დად ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ. მე­სა­მე ვა­დით არ­ჩე­ულ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" უკვე აღარ ჰყავს მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, არც აღა­რა­ფერს და­გი­დევთ. სა­ბო­ლო­ოდ, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ დღეს ტენ­დერებ­ში უკა­ნო­ნოდ ფუ­ლის მოჭ­რას უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბი აქვს. "ატ­კა­ტე­ბი" სად რო­გორ ხდე­ბა, ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მე ვერ მექ­ნე­ბა, მაგ­რამ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ყვე­ლამ ხომ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით - სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა...

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იგე­ბენ ტენ­დერებს, დიდ­წი­ლად ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან სწო­რედ იმათ­თან, ვის­თა­ნაც "ატ­კა­ტე­ბი" მი­აქვთ, ანუ ფულს ვი­საც უხ­დი­ან, და მერე რას რო­გორ გა­ა­კე­თე­ბენ, სულ ფეხ­ზე ჰკი­დი­ათ. სამ­წუ­ხა­როდ, ვფიქ­რობ, ეს არ იქ­ნე­ბა უკა­ნას­კნე­ლი ტრა­გე­დია, რად­გან ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით იგი­ვე კეთ­დე­ბა - სა­მუ­შა­ოს შემ­სრუ­ლე­ბე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლად გრძნობს თავს მა­შინ, როცა მი­სა­ტა­ნი მი­აქვს იქ, სა­დაც "სა­ჭი­როა". გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
EQSPERTI
0

ვაკის პარკის შადრევნები დააპროექტა და პროექტი შედგა კალაძისგან როცა დასრულდა რატომ არ შეამოწმეთ ყველაფერი ან მაგხელა კაბელები რომ იყო და დენი გადიოდა ეს ხომ იცოდით რატომ არ დადგით რაიმე ნიშანი რომ შესვლა აკრძალულია ეხლა რომ დარბიხართ აქეთ იქით და ეძებ ვის დაბრალო?

nini
7

ბავშვებს რა უნდოდათ სკოლის პერიოდში ვაკის პარკში ახლა არ დამიწყოტ ეს რა შუაშიაო ზუსტად ტავშია აი აქედან იწყება პასუხიმგებლობა tik tok ში არ დაავიწყდებათ არაფრის დადება და სწავლა ბოლოს შემორჩებათ და რადგან მშობლებმა დაუშვეს ეს პირველ როგში თავად მშობლებმა აიღონ პასუხისმგებლობა რატომ არიან ეს ბავშვები ასეთები

ავტორი:

"კომპანიები, რომლებიც იგებენ ტენდერებს, დიდწილად ვალდებული არიან სწორედ იმათთან, ვისთანაც "ატკატები" მიაქვთ" - რას ამბობს ექსპერტი ვაკის პარკის ტრაგედიასა და საეჭვო ტენდერებზე

"კომპანიები, რომლებიც იგებენ ტენდერებს, დიდწილად ვალდებული არიან სწორედ იმათთან, ვისთანაც "ატკატები" მიაქვთ" - რას ამბობს ექსპერტი ვაკის პარკის ტრაგედიასა და საეჭვო ტენდერებზე

13 ოქტომბერს ტრაგედია დატრიალდა ვაკის ბაღში, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოს შემდგომ, სწორედ წინა დღეს გახსნეს. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 55-ე სკოლის მოსწავლე, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, დაშავდა 2 მისი თანატოლი, რომლებიც მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოხვდნენ. საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. როგორც გაირკვა, სარეაბილიტაციო სამუშაოს მთავარი კონტრაქტორია კომპანია "გრინსერვის+", რომლის მეწილეები ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე რამდენიმე წლის წინ ფულის გათეთრებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. საქმეს 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებდა და უკავშირდებოდა კომპანია "გრინსერვისს". ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ფურცხვანიძემ ბრალი აღიარა და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხარშილაძეს კი 2 წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა. მათ 2010 წელს დააფუძნეს კიდევ ერთი კომპანია "გრინსერვის+", რომლის 33-33%-იანი წილის მფლობელებიც არიან. მერიამ ტენდერი ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად 2021 წლის სექტემბერში გამოაცხადა. სავარაუდო ღირებულება 13.4 მლნ ლარი იყო. "გრინსერვის+"-მა 5 ოქტომბერს გააკეთა ბოლო შეთავაზება და განაცხადა, რომ მოთხოვნილ სამუშაოს 11,8 მლნ ლარად გასწევდა და ხელშეკრულება სწორედ მათ გაუფორმეს. როგორც აღმოჩნდა, ტენდერში გამარჯვებულმა "გრინსერვის+"-მა დაიქირავა გარე კონტრაქტორი - შპს "ჯორჯიან იუნიონი", რათა ამ უკანასკნელს ეწარმოებინა "კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოები". თბილისის მერიამ აგვისტოს ბოლოს ოფიციალურად ჩაიბარა ვაკის პარკში შადრევანი. ინსპექტირების ჩამტარებელი კომპანია წერდა, რომ შესრულებული სამუშაო სამშენებლო ნორმებს შეესაბამებოდა. აქ კიდევ ერთი საეჭვო საკითხი წამოიჭრა - როგორც ირკვევა, ვაკის პარკის შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოზე 2021 წლის ნოემბრიდან 22 წლის სექტემბრამდე 6 ინსპექტირების ანგარიში არსებობს - მათგან 5 სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს ეკუთვნის, რომელიც 2022 წლის აპრილში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შავ სიაშია შეყვანილი ტენდერის მოსაგებად ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. მიმდინარეობს გამოძიება. ხელისუფლების მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება, მაგრამ ხელისუფლება, წესით, პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც უნდა გრძნობდეს მომხდარის გამო. გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ამ საკითხზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ნება მომეცით უპირველესად გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს მივუსამძიმრო. საშინელება მოხდა, შეძრული ვარ... უბედური შემთხვევისგან არავინ ვართ დაზღვეული, მაგრამ ახლა აშკარად სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე. ეს არც ერთი ოჯახის უბედურება და არც ყოველდღიურობიდან ამოვარდნილი ერთი შემთხვევაა. სამწუხაროდ, დღევანდელმა მართვის სისტემამ თავისი თავი ამოწურა. დღეს "ქართული ოცნება" სრულად აკონტროლებს მთელ სახელისუფლებო სტრუქტურას, შესაბამისად, კორუფციის მასშტაბიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საქართველოში "ნაციონალური მოძრაობიდან" მოყოლებული, ტენდერები იქცა კორუფციის ერთ-ერთ წყაროდ, სადაც ხდებოდა და ხდება საბიუჯეტო სახსრების მითვისება.

პრობლემა კომპლექსურია. ორ თემას გამოვყოფ: პირველი - სამართლებრივად ვინ არის პასუხისმგებელი ამ უბედურებაზე, ანუ ვინ შეასრულა ტექნიკური სამუშაოები და მეორე - პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს. მე ტექნიკურ მხარეზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სათანადო ექსპერტიზა და გამოძიება სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების კისერზეა. ტენდერი, მასში გამარჯვებული საეჭვო წარსულის კომპანია, ასევე საექსპერტოდ შერჩეული ბიურო, ნამდვილად ბევრ კითხვას აჩენს.

როცა ვამბობ ხელისუფლებამ თავისი თავი ამოწურა-მეთქი, გეტყვით, რასაც ვგულისხმობ.

ბოლო 30 წლის განმავლობაში დაახლოებით ასეთი ვითარება გვაქვს - ხელისუფლებაში მოსული ძალა ჯერ კოალიციურად მართავს ქვეყანას, რა დროსაც ქვეყანაში მეტ-ნაკლებად დემოკრატიული გარემო იქმნება, მერე მთავარი პოლიტიკური პარტია დანარჩენ კოალიციურ ძალებს იშორებს და იწყებს ერთპარტიულ მართვას. "ქართულმა ოცნებამ" 2016 წელს დაიწყო ამგვარ მონოლითად ჩამოყალიბება და 2020 წელს, ფაქტობრივად, ყველა დონეზე ხელისუფლება დააკომპლექტა არა მარტო თავისი ხალხით, არამედ მისი მონა-მორჩილი ადამიანებით, იმ პირებით, რომელთაც ძირითადად ფინანსური ინტერესები აქვთ. მესამე ვადით არჩეულ "ქართულ ოცნებას" უკვე აღარ ჰყავს მაკონტროლებელი და შესაბამისად, არც აღარაფერს დაგიდევთ. საბოლოოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს ტენდერებში უკანონოდ ფულის მოჭრას უპრეცედენტო მასშტაბი აქვს. "ატკატები" სად როგორ ხდება, ამის მტკიცებულება მე ვერ მექნება, მაგრამ არაოფიციალურად ყველამ ხომ ყველაფერი ვიცით - საქართველო პატარა ქვეყანაა...

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიები, რომლებიც იგებენ ტენდერებს, დიდწილად ვალდებული არიან სწორედ იმათთან, ვისთანაც "ატკატები" მიაქვთ, ანუ ფულს ვისაც უხდიან, და მერე რას როგორ გააკეთებენ, სულ ფეხზე ჰკიდიათ. სამწუხაროდ, ვფიქრობ, ეს არ იქნება უკანასკნელი ტრაგედია, რადგან ბევრი მიმართულებით იგივე კეთდება - სამუშაოს შემსრულებელი პასუხისმგებლობისგან თავისუფლად გრძნობს თავს მაშინ, როცა მისატანი მიაქვს იქ, სადაც "საჭიროა". გააგრძელეთ კითხვა