მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ პასუხობს ნელი დოროყაშვილი ბასილაშვილის მეგობარ გოგონას - "ნიკოლოზმა დაითანხმა მიეცა ცრუ ჩვენება და კარგად "დაამუშავეს"
როგორ პასუხობს ნელი დოროყაშვილი ბასილაშვილის მეგობარ გოგონას - "ნიკოლოზმა დაითანხმა მიეცა ცრუ ჩვენება და კარგად "დაამუშავეს"

ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბარს კარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა ფონ­დერ­ლინ­დეს ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ამას­თან, დო­რო­ყაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, როცა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის სახ­ლთან ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, ეს კარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა ფონ­დერ­ლინ­დეს არ და­უ­ნა­ხავს, ვი­ნა­ი­დან იქ არ ყო­ფი­ლა.

"არა­ნა­ი­რი ყვი­რი­ლი ჩემი მხრი­დან იქ არ ყო­ფი­ლა. აქ მოხ­და ძა­ლა­დო­ბის ორი ეპი­ზო­დი, ერთი მან­ქა­ნას­თან, მე­ო­რე - ჩიხ­თან, როცა მათ სახ­ლს გა­მოვ­ცდი და ჩა­მოვ­ცდი ბე­ტო­ნის ჯე­ბი­რებს. მე ვუს­მენ­დი გო­გო­ნას და­კი­თხვას, და­ვი­წყებ იქი­დან, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე და­ი­კი­თხა ყვე­ლა, მათ შო­რის, მეც, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ტა­ლი­აც, ბა­ტო­ნი ნო­და­რიც, თენ­გი­ზიც, ნი­კო­ლო­ზიც, არ­სად არა­ვინ ახ­სე­ნებს კარ­ლო­ტას, ეს ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა. გა­მო­ძი­ე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 6 თვის შემ­დეგ გაჩ­ნდა ახა­ლი მოწ­მე, ქალ­ბა­ტონ­მა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ ჩა­ა­ტა­რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა და და­კი­თხა ის, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვინ ახ­სე­ნებ­და კარ­ლო­ტას. ალ­ბათ, როცა ნი­კო­ლოზ­მა კარ­ლო­ტა და­ი­თან­ხმა მი­ე­ცა ცრუ ჩვე­ნე­ბა და უკვე, როცა კარ­გად "და­ა­მუ­შა­ვეს“, შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს, რომ გა­მო­ე­ჩი­ნათ.

გარ­და ამი­სა, მე სოც­მუ­შაკ­თან მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და, რად­გან მა­შინ ჩემ­სა და ნი­კო­ლოზს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებს არე­გუ­ლი­რებ­და და მას­თან მქონ­და მი­მო­წე­რე­ბი. სოც­მუ­შაკ­მა ნი­კო­ლო­ზის­გან აიღო დას­ტუ­რი და მო­მა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კარ­ლო­ტას იქ ყოფ­ნა ეკ­რძა­ლე­ბო­და. გარ­და ამი­სა, მე იქ ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, სა­მი­ვე სარ­თუ­ლი კარ­გად ჩანს, ხე­ლის გუ­ლი­ვით, როცა ავი­ხე­დე, ბავ­შვიც და­ვი­ნა­ხე, ნა­ტა­ლი­აც და­ვი­ნა­ხე და აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ჯე­ბი­რე­ბია და გამჭვირ­ვა­ლეა, მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბო­და ადა­მი­ა­ნი. სწო­რედ, ბავ­შვის­გან გა­ვი­გე გო­გო­ნას არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ 16 მა­ისს და აუ­ცი­ლებ­ლად მე­ტყო­და, იმ დღეს იქ რომ და­ე­ნა­ხა",- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

ამ წუ­თებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბარს კარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა ფონ­დერ­ლინ­დეს კი­თხა­ვენ. მისი გან­მარ­ტე­ბით, ის 2020 წლის 21 მა­ისს ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც იქ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი მი­ვი­და. მოწ­მის თქმით, ნი­კო­ლო­ზის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხუთ 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
1

არა, ყველა სიტყვის გასაჯაროება, რაც სასამართლოზე ითქვა რა საჭიროა ვერ გავიგე, დაიღალა ხალხი მართლა. დახურონ პორცესი და ისე ასამართლონ ერთმანეთი არ შეიძლება? გაუსაძლისი გახდა უკევე ს ყველაფერი

ბობოქარი
5

ნუ შეგვჭამეთ რა თქვენი კინკლაობით

ხალხს თავისი გაჭირვება და პრობლემები ეყოფა

არ გააჭირეთ საქმე..არ გვაინტრესებს თქვენი დავა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

როგორ პასუხობს ნელი დოროყაშვილი ბასილაშვილის მეგობარ გოგონას - "ნიკოლოზმა დაითანხმა მიეცა ცრუ ჩვენება და კარგად "დაამუშავეს"

როგორ პასუხობს ნელი დოროყაშვილი ბასილაშვილის მეგობარ გოგონას - "ნიკოლოზმა დაითანხმა მიეცა ცრუ ჩვენება და კარგად "დაამუშავეს"

ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს.

ამასთან, დოროყაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის 21 მაისს, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლთან ინციდენტი მოხდა, ეს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს არ დაუნახავს, ვინაიდან იქ არ ყოფილა.

"არანაირი ყვირილი ჩემი მხრიდან იქ არ ყოფილა. აქ მოხდა ძალადობის ორი ეპიზოდი, ერთი მანქანასთან, მეორე - ჩიხთან, როცა მათ სახლს გამოვცდი და ჩამოვცდი ბეტონის ჯებირებს. მე ვუსმენდი გოგონას დაკითხვას, დავიწყებ იქიდან, რომ გამოძიების ეტაპზე დაიკითხა ყველა, მათ შორის, მეც, ქალბატონი ნატალიაც, ბატონი ნოდარიც, თენგიზიც, ნიკოლოზიც, არსად არავინ ახსენებს კარლოტას, ეს ძალიან საეჭვოა. გამოძიებიდან დაახლოებით, 6 თვის შემდეგ გაჩნდა ახალი მოწმე, ქალბატონმა თეონა გვაზავამ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება და დაკითხა ის, 6 თვის განმავლობაში არავინ ახსენებდა კარლოტას. ალბათ, როცა ნიკოლოზმა კარლოტა დაითანხმა მიეცა ცრუ ჩვენება და უკვე, როცა კარგად "დაამუშავეს“, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გამოეჩინათ.

გარდა ამისა, მე სოცმუშაკთან მუდმივი კომუნიკაცია მქონდა, რადგან მაშინ ჩემსა და ნიკოლოზს შორის ურთიერთობებს არეგულირებდა და მასთან მქონდა მიმოწერები. სოცმუშაკმა ნიკოლოზისგან აიღო დასტური და მომაწოდა ინფორმაცია, რომ კარლოტას იქ ყოფნა ეკრძალებოდა. გარდა ამისა, მე იქ ვიყავი მისული, სამივე სართული კარგად ჩანს, ხელის გულივით, როცა ავიხედე, ბავშვიც დავინახე, ნატალიაც დავინახე და აუცილებლად გამოჩნდებოდა ადამიანი, საკმაოდ დაბალი ჯებირებია და გამჭვირვალეა, მწოლიარე მდგომარეობაშიც აუცილებლად გამოჩნდებოდა ადამიანი. სწორედ, ბავშვისგან გავიგე გოგონას არსებობის შესახებ 16 მაისს და აუცილებლად მეტყოდა, იმ დღეს იქ რომ დაენახა",- განაცხადა დოროყაშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს კითხავენ. მისი განმარტებით, ის 2020 წლის 21 მაისს ბასილაშვილის მშობლების სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც იქ ნელი დოროყაშვილი მივიდა. მოწმის თქმით, ნიკოლოზის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახუთ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

ნახეთ ასევე: