არქიტექტორი, ურბანისტი და მოქანდაკე ირაკლი ჟვანია ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მორიგ პოსტს აქვეყნებს და უშუალოდ იმ კომპანიაზე წერს, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნები დააპროექტა.
მისი ინფორმაციით, საუბარია კომპანია LMC-ზე, რომელსაც შადრევნების პროექტირებაში გამოცდილებაც კი არ აქვს.
"ვაკის პარკის თემის გაგრძელება...ვინ დააპროექტა პარკის შადრევნები. 2019 წელს ჩვენს მიერ კონკურსში შეტანილი წინადადება ვაკის პარკის შადრევნებზე მერიამ გააუქმა და დისკვალიფიკაცია მოგვცეს. მიზეზი მოიყვანეს ის, რომ თანხის მოცულობით 100 შადრევანი უნდა გვქონოდა დაპროექტებული, რაც ჩვენ კი არა, ვერავის ვერ ექნებოდა ბუნებაში. 30 შესრულებული პროექტი არ ეყოთ გამოცდილებისთვის.
ჩვენ დისკვალიფიკაცია მივიღეთ. ამის შემდეგ ჩაატარეს ტენდერი და ხელშეკრულება გაუფორმეს კომპანია LMC, რომელსაც გამოცდილება გააჩნდა შემდეგი:
- ქ.გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში გამწმენდი ნაგებობის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის პროექტირება
- დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ბულაჩაურში სასმელი წყლის სისტემის პროექტირება
- სხვადასხვა ლოკაციებზე სასმელი წულის სისტემების პროექტირება.
შადრევნებთან ახლოს ჩავლილიც კი არ ჰქონდა კომპანიას. მასალები საიტზე spa.ge, ტენდერის ნომერი NAT200006944" - წერს ჟვანია.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ნახეთ ასევე:
ეს კაცი უსინდისოა. თუ მართალია ამდეხან სად იყო რატომ არ გაასაჩივრა ტენდერი? ეხლა დაბოღმილი შურისმაძიებელია.
მერიის უაზროდ გამპრავებკები ბევრი ხართ. გასაგებია რომ მერიით საზრდოობთ.
პირველი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტი უნდა ჩატარდეს შესრულებულ სამიშაოზე და გაირკვევა თუ რამდენი უნდა დახარჯულიყო რეალურად...