მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალდაგი Sport Fest 2022-ის პარტნიორია
ალდაგი Sport Fest 2022-ის პარტნიორია

Sport Fest თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი სპორ­ტუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი-გა­მო­ფე­ნაა, რო­მე­ლიც დედა ენის ბაღ­ში 15-16 ოქ­ტომ­ბერს სპორ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­ი­მარ­თე­ბა. სპორ­ტფესტზე სტუმ­რებს დახ­ვდე­ბათ სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც შე­ეძ­ლე­ბათ და­ეს­წრონ სპორ­ტულ შო­უ­ებს, გა­ერ­კვნენ მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა­ში, მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია ამა თუ იმ სპორ­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში არ­სე­ბობს და მო­ი­გონ სხვა­დას­ხვა სა­ჩუქ­რე­ბი ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­გან. ალ­და­გი სტუმ­რე­ბის­თვის სპორ­ტულ ინ­ვენ­ტარს გა­ა­თა­მა­შებს.

მთლი­ა­ნი ტე­რი­ტო­რია და­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სპორ­ტულ, გა­სარ­თობ და და­სას­ვე­ნე­ბელ ზო­ნე­ბად. ფეს­ტი­ვალ­ზე დას­წრე­ბა ყვე­ლას შე­უძ­ლია.

„სპორ­ტფეს­ტი სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ცო­ცხა­ლი, ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი გა­მო­ფე­ნაა. ფეს­ტი­ვალს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს: ერ­თია კლა­სი­კუ­რი სპორ­ტი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გუნ­დე­ბი, კლუ­ბე­ბი, ფე­დე­რა­ცი­ე­ბი და ა.შ. მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბაა სპორ­ტი, რო­გორც დას­ვე­ნე­ბის, გარ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სპორ­ტის რო­გორც კლა­სი­კუ­რი, ისე არას­ტან­დარ­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის, ისე მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის,”- რეზი პეტ­რი­აშ­ვი­ლი, სპორ­ტფეს­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

„მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა და ვცდი­ლობთ, ჩვე­ნი მხრივ ჩა­ვერ­თოთ აქ­ტი­უ­რი და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში. გვი­ხა­რია, რომ მხარს ვუ­ჭერთ ახალ წა­მო­წყე­ბას, რო­მე­ლიც გვჯე­რა, ხელს შე­უ­წყობს მეტი ადა­მი­ა­ნის და­ინ­ტე­რე­სე­ბას სპორ­ტით,“- ქეთი მა­ღა­ლაშ­ვი­ლი, ალ­და­გის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ალდაგი Sport Fest 2022-ის პარტნიორია

ალდაგი Sport Fest 2022-ის პარტნიორია

Sport Fest თბილისში პირველი სპორტული ფესტივალი-გამოფენაა, რომელიც დედა ენის ბაღში 15-16 ოქტომბერს სპორტით დაინტერესებული ადამიანებისთვის გაიმართება. სპორტფესტზე სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა სპორტული სახეობისთვის განკუთვნილი სივრცეები, სადაც შეეძლებათ დაესწრონ სპორტულ შოუებს, გაერკვნენ მათთვის საინტერესო სპორტის სახეობაში, მიიღონ ინფორმაცია ამა თუ იმ სპორტული შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ქალაქში არსებობს და მოიგონ სხვადასხვა საჩუქრები ფესტივალის მხარდამჭერებისგან. ალდაგი სტუმრებისთვის სპორტულ ინვენტარს გაათამაშებს.

მთლიანი ტერიტორია დაყოფილი იქნება სპორტულ, გასართობ და დასასვენებელ ზონებად. ფესტივალზე დასწრება ყველას შეუძლია.

„სპორტფესტი სპორტის სხვადასხვა სახეობის ცოცხალი, ინტერაქციული გამოფენაა. ფესტივალს ორი მიმართულება აქვს: ერთია კლასიკური სპორტი, რომელშიც მონაწილეობენ გუნდები, კლუბები, ფედერაციები და ა.შ. მეორე მიმართულებაა სპორტი, როგორც დასვენების, გართობის საშუალება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სპორტის როგორც კლასიკური, ისე არასტანდარტული სახეობები. შესაბამისად, ღონისძიება საინტერესო იქნება როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მოყვარულებისთვის,”- რეზი პეტრიაშვილი, სპორტფესტის ორგანიზატორი.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა და ვცდილობთ, ჩვენი მხრივ ჩავერთოთ აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. გვიხარია, რომ მხარს ვუჭერთ ახალ წამოწყებას, რომელიც გვჯერა, ხელს შეუწყობს მეტი ადამიანის დაინტერესებას სპორტით,“- ქეთი მაღალაშვილი, ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"