მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც" - თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გამოკითხვაზე დაიბარეს
"...ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც" - თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გამოკითხვაზე დაიბარეს

თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­კი­თხვა­ზე მი­ვი­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შად­რე­ვა­ნი, რო­მელ­მაც 13 წლის გო­გო­ნას სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, ექ­სპერ­ტი­ზის მიერ იყო შე­მოწ­მე­ბუ­ლი და მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რის მიერ არა­ერ­თხელ და­ტეს­ტი­ლი.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ამ დრომ­დე შად­რე­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა.

"გა­მო­კი­თხვა­ზე ვარ და­ბა­რე­ბუ­ლი. შად­რე­ვა­ნი დას­რუ­ლე­ბუ­ლი და შე­მოწ­მე­ბუ­ლი იყო. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ვი­ბა­რეთ. ექ­სპერ­ტი­ზა აკ­რე­დი­ტე­ბულ­მა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ ჩა­ა­ტა­რა. და­ტეს­ტი­ლი იყო, ექ­სპერ­ტი­ზაც ჰქონ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, რა მოხ­და, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. არა­ვინ იცის, რამ გა­მო­იწ­ვია. ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბა და და­ად­გენს. დი­ლი­თაც გა­იწ­მინ­და შად­რე­ვა­ნი, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. რამე პრობ­ლე­მა რომ ჰქო­ნო­და, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­შიც ვერ ჩა­ეშ­ვე­ბო­და. ხარ­ვე­ზი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, რამ­დენ­ჯერ­მე სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში იყო ჩარ­თუ­ლი და ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ასუფ­თა­ვე­ბენ ამ შად­რე­ვანს, ჩარ­თულ­საც და გა­მორ­თულ­საც, აქამ­დე არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა",-გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, გიგა გი­გაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­საც მოჰ­ყვა ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტტ
0

ბათუმის ბულვარის შადრევანშიც ბევრი ბავშვი ჩადის ზაფხულში და ეგეც გადასამოწმებელია

...
5

ეხლა დაბალ ღობეს აარჩევენ მიცემენ ფულს, შეპირდებიან რო მალე გამოიყვანენ (რო ჩაწყნარდება) და შეირგენებ მაგ 11 მილიონის მოგება-ატკატს....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"...ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც" - თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გამოკითხვაზე დაიბარეს

"...ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც" - თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გამოკითხვაზე დაიბარეს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი.

როგორც მან განმარტა, ამ დრომდე შადრევანთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ ყოფილა.

"გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ. ექსპერტიზა აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. დატესტილი იყო, ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. არავინ იცის, რამ გამოიწვია. ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, რეაბილიტაციაშიც ვერ ჩაეშვებოდა. ხარვეზი არ გამოვლენილა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც, აქამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა",-განაცხადა თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.