მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს... რა გააკეთა ივანიშვილმა, კარგად მოიკითხოს და შემდეგ შეუძლია ენა გადაიგდოს მხარზე და ილაპარაკოს" -ბექა ოდიშარია
"გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს... რა გააკეთა ივანიშვილმა, კარგად მოიკითხოს და შემდეგ შეუძლია ენა გადაიგდოს მხარზე და ილაპარაკოს" -ბექა ოდიშარია

"გემს მი­ხე­დოს პო­დო­ლი­აკ­მა, გემს - რა გა­ა­კე­თა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, კარ­გად მო­ი­კი­თხოს და შემ­დეგ შე­უძ­ლია ენა გა­და­იგ­დოს მხარ­ზე და ილა­პა­რა­კოს მას­ზე," - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ბექა ოდი­შა­რია ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის მრჩევ­ლის მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კის გან­ცხა­დე­ბას.

მისი თქმით, ისი­ნი მტრო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, "რად­გან ნა­ცე­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან".

"ბა­ტო­ნი პო­დო­ლი­ა­კის ინ­ტერ­ვი­უს მო­ვუს­მი­ნე, ერთ- ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ჩარ­თვა­ში და ისე­თი კარ­გი რუ­სუ­ლით სა­უბ­რობს, უკ­რა­ი­ნუ­ლად ერთი სი­ტყვა არ უთ­ქვამს. რამ­დენ­ჯერ უნდა და­ვინ­დოთ ეს ადა­მი­ა­ნი იმის გამო, რომ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ და მარ­თლა გან­ვიც­დით მის მა­გივ­რად. გემს მი­ხე­დოს პო­დო­ლი­აკ­მა, გემს, იმ ძვე­ლი ხუმ­რო­ბის არ იყოს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შე­და­რე­ბით ჯერ ერთი ქვა ქვა­ზე და­დოს თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში და კარ­გად გა­ი­ხე­დოს თა­ვის ოფი­სის ფან­ჯრი­დან, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და რა გა­ა­კე­თა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, კარ­გად მო­ი­კი­თხოს. შემ­დეგ შე­უძ­ლია ენა გა­და­იგ­დოს მხარ­ზე და ილა­პა­რა­კოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე და სა­ქარ­თვე­ლო­ზე. ესაა ჩემი კო­მენ­ტა­რი პო­დო­ლი­ა­კის ირ­გვლივ.

რაც ვი­ლა­პა­რა­კე, იკ­მა­რეთ, მეტი მკვეთ­რად რა ვთქვა პო­დო­ლი­აკ­ზე, რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ვის აქვს და ვის არა - ბნელ ოთახ­ში ეძე­ბენ კა­ტას, რო­მე­ლიც იქ არ არის და ნუ ვნებთ ჩვენს ქვე­ყა­ნას. ნუ ცდი­ლობთ, რომ რა­მე­ნა­ი­რად ომში ჩარ­თვის ქო­თანს ხან აქე­დან მო­ა­ბათ კუდი, ხან იქი­დან, ეს იმ­დე­ნად ზე­და­პირ­ზეა, მერ­წმუ­ნეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკვე ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ატა­ნა აღარ აქვს.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნა­ინ­ვეს­ტო­რია, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მა­ზე ინი­ცი­ა­ტო­რი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო და გა­უ­გე­ბა­რია ასე­თი უმა­დუ­რო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად ამ­ბო­ბენ, რომ ვი­თომ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის. სი­ნამ­დვი­ლე­ში იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც გულ­წრფე­ლად უდ­გას მათ და მათ ხალ­ხს, ცდი­ლო­ბენ ძირი გა­მო­უ­თხრან იმის გამო, რომ მე­გობ­რო­ბენ "ნა­ცებ­თან“ და "ნაც­მა­ცუ­ნებ­თან“, - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის მრჩე­ვე­ლი მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კი "ფორ­მუ­ლას­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. "ფორ­მუ­ლას" ცნო­ბით­ვე, პო­დო­ლი­ა­კის თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლი შე­დის იმ ხალ­ხის სი­ა­ში, რომ­ლის სან­ქცი­რე­ბა­საც უკ­რა­ი­ნა გა­მო­ა­ცხა­დებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამვლელი
4

ბექა, დიდი ხანია მიშას და ვანოს სურათი აღარ გიკიდია კაბინეტში ? ამ ქვეყანას რა ვუთხარი, ამდენი ყვარყვარეს ხელში კარგად მოგვიღწევია აქამდე. 

გია
8

იმ გემში შენ და შენი ბატონიც მოიაზრებით!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს... რა გააკეთა ივანიშვილმა, კარგად მოიკითხოს და შემდეგ შეუძლია ენა გადაიგდოს მხარზე და ილაპარაკოს" -ბექა ოდიშარია

"გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს... რა გააკეთა ივანიშვილმა, კარგად მოიკითხოს და შემდეგ შეუძლია ენა გადაიგდოს მხარზე და ილაპარაკოს" -ბექა ოდიშარია

"გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს - რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, კარგად მოიკითხოს და შემდეგ შეუძლია ენა გადაიგდოს მხარზე და ილაპარაკოს მასზე," - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ჟურნალისტებთან უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

მისი თქმით, ისინი მტრობენ საქართველოს ხელისუფლებას, "რადგან ნაცების მეგობრები არიან".

"ბატონი პოდოლიაკის ინტერვიუს მოვუსმინე, ერთ- ერთ სატელევიზიო ჩართვაში და ისეთი კარგი რუსულით საუბრობს, უკრაინულად ერთი სიტყვა არ უთქვამს. რამდენჯერ უნდა დავინდოთ ეს ადამიანი იმის გამო, რომ უკრაინელ ხალხს ვგულშემატკივრობთ და მართლა განვიცდით მის მაგივრად. გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს, იმ ძველი ხუმრობის არ იყოს და ბიძინა ივანიშვილთან შედარებით ჯერ ერთი ქვა ქვაზე დადოს თავის ქვეყანაში და კარგად გაიხედოს თავის ოფისის ფანჯრიდან, რა ხდება ქვეყანაში და რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, კარგად მოიკითხოს. შემდეგ შეუძლია ენა გადაიგდოს მხარზე და ილაპარაკოს ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოზე. ესაა ჩემი კომენტარი პოდოლიაკის ირგვლივ.

რაც ვილაპარაკე, იკმარეთ, მეტი მკვეთრად რა ვთქვა პოდოლიაკზე, რაც შეეხება მტკიცებულებები ვის აქვს და ვის არა - ბნელ ოთახში ეძებენ კატას, რომელიც იქ არ არის და ნუ ვნებთ ჩვენს ქვეყანას. ნუ ცდილობთ, რომ რამენაირად ომში ჩართვის ქოთანს ხან აქედან მოაბათ კუდი, ხან იქიდან, ეს იმდენად ზედაპირზეა, მერწმუნეთ საზოგადოებას უკვე ამ დამოკიდებულების ატანა აღარ აქვს.

აბსოლუტურად ყველა რეზოლუციის თანაინვესტორია, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ინიციატორი, მათ შორის, საქართველო და გაუგებარია ასეთი უმადურობა ადამიანებისგან, რომლებიც დეკლარირებულად ამბობენ, რომ ვითომ გულშემატკივრები არიან ჩვენი ქვეყნის. სინამდვილეში იმ ხელისუფლებას, რომელიც გულწრფელად უდგას მათ და მათ ხალხს, ცდილობენ ძირი გამოუთხრან იმის გამო, რომ მეგობრობენ "ნაცებთან“ და "ნაცმაცუნებთან“, - განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს. "ფორმულას" ცნობითვე, პოდოლიაკის თქმით, ივანიშვილი შედის იმ ხალხის სიაში, რომლის სანქცირებასაც უკრაინა გამოაცხადებს.