ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, უკვე სახლში გაეწერა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად კიდევ ერთი ბავშვი იმყოფება, რომლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
"ჩვენ კლინიკაში ორი მოზარდი მოიყვანეს, ერთს საერთოდ არაფერი სჭირდა და სახლში გავუშვით. ერთი პაციენტი დარჩა კრიტიკული მედიცინის ცენტრში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადეს კლინიკაში.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ღმერთო ყველა დაიფარე და ნათელში ამყოფე ამ პატარა გოგოს სული,მაგრამ სამი ბავშვი ერთად ამ ოქტომბერში რატო ჩადიოდა აუზში თუ სავსე იყო,ან სკოლაში რატო არ იყვნენ.იქნებ ცოტა გამკაცრდეს ყურადღება ბავშვებზე რომ ავირიდოთ ეს უაზრო უბედურებები.გამძლეობა მის განადგურებულ მშობლებს