მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მქონდა დიდი დეპრესიის ეპიზოდი, პანიკური შეტევები, დამოკიდებული ვიყავი ანტიდეპრესანტებზე, ასევე ნარკოტიკებზე... სუიციდზეც მეფიქრებოდა" - რატომ გაუჩინარდა ტელესივრციდან თიკო სადუნიშვილი
"მქონდა დიდი დეპრესიის ეპიზოდი,  პანიკური შეტევები, დამოკიდებული ვიყავი  ანტიდეპრესანტებზე, ასევე ნარკოტიკებზე... სუიციდზეც მეფიქრებოდა" - რატომ გაუჩინარდა ტელესივრციდან თიკო სადუნიშვილი

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან გაქ­რა. რა გახ­და ამის მი­ზე­ზი და რას საქ­მი­ა­ნობს დღეს­დღე­ო­ბით, ამ სა­კი­თხებ­ზე ლელა წურ­წუ­მი­ას­თან გა­და­ცე­მა­ში გუ­ლახ­დი­ლად ილა­პა­რა­კა.

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ეტა­პი, რო­დე­საც რა­ღა­ცის გა­და­ფა­სე­ბას იწყებ. ჩემი გაქ­რო­ბაც ტე­ლე­სივ­რცი­დან ამი­ტომ მოხ­და. რო­დე­საც იქამ­დე მი­დი­ხარ, რომ ცხოვ­რე­ბა აზრს კარ­გავს, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მძი­მედ მოხ­და, მქონ­და პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი, რა­ზეც ადა­მი­ა­ნე­ბი ღიად სა­უბ­რო­ბენ. და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სა­აფ­თი­ა­ქო აბებ­ზე, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებ­ზე. და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ასე­ვე ნარ­კო­ტი­კებ­ზე. აქ მინ­და და­ვა­კონ­კრე­ტო, რომ ეს იყო ცნო­ბი­ე­რე­ბის შემ­ცვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. მე მო­ვიხ­მარ­დი კლუ­ბურ ნარ­კო­ტი­კებს...

დი­აგ­ნო­ზი მქონ­და ტვი­ნის ინ­ტოქ­სი­კა­ცია და დიდი დეპ­რე­სი­ის ეპი­ზო­დი და­ი­წყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ადა­მი­ა­ნებ­თან აღარ ვურ­თი­ერ­თობ­დი, ოთა­ხი­დან არ გა­მოვ­დი­ო­დი, ჩა­ვი­კე­ტე, ადა­მი­ა­ნე­ბის შიში გა­მიჩ­ნდა. სუ­ი­ცი­დურ აქ­ტზეც მე­ფიქ­რე­ბო­და. ჩემ­თვის რა­ღაც მო­მენ­ტში ეს იყო ფსკე­რი. მე გა­რეგ­ნუ­ლად ეს არ მე­ტყო­ბო­და, უფრო ემო­ცი­უ­რად ვი­ყა­ვი ცუ­დად. ყვე­ლა­ზე მძი­მე ის იყო, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი იმ­დე­ნად ვართ რო­ლებ­ში ცხოვ­რე­ბას მიჩ­ვე­უ­ლე­ბი, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ამ დროს აღი­ა­რე­ბაა, რომ ცუ­დად ხარ და აჩ­ვე­ნო ეს სხვა ადა­მი­ა­ნებს, ითხო­ვო დახ­მა­რე­ბა.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, როცა თავს ცუ­დად გრძნობ, არის აღი­ა­რე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან და დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა სხვე­ბის­თვის. მე მი­ჭირ­და ჩემს თავ­თან აღი­ა­რე­ბა, რომ ცუ­დად ვი­ყა­ვი. გა­ვურ­ბო­დი ამ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეპ­რე­სი­ას რო­დე­საც გა­ურ­ბი­ხარ, უფრო დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა. ვე­მა­ლე­ბო­დი ამ ყვე­ლა­ფერს და ნივ­თი­ე­რე­ბე­ბიც სწო­რედ ამის­თვი­საა, რე­ა­ლო­ბი­დან გაქ­ცე­ვის­თვის. ადა­მი­ა­ნებს, სა­კუ­თარ თავს, სამ­ყა­როს ვე­მა­ლე­ბო­დი...

მე არ მინ­და, რომ ჩემი სა­უ­ბა­რი ან­ტი­ნარ­კო­ტი­კულ კამ­პა­ნი­ას და­ემ­სგავ­სოს, ძა­ლი­ან საფრ­თხი­ლო თე­მაა და მე ვყვე­ბი ჩემს ის­ტო­რი­ას. ჩემს ამ მდგო­მა­რე­ო­ბას მხო­ლოდ ნივ­თი­ე­რე­ბებს არ მი­ვა­წერ­დი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მაც დიდი როლი შე­ას­რუ­ლა.

მზე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, გა­თე­ნე­ბა... მაგ­რამ დად­გა პე­რი­ო­დი, როცა მზე­საც ვე­მა­ლე­ბო­დი, დღის ადა­მი­ა­ნი ვარ და გა­თე­ნე­ბა უფრო მიყ­ვარს, ვიდ­რე და­ღა­მე­ბა. ეს არის პე­რი­ო­დი რო­დე­საც მზეს ვე­მა­ლე­ბო­დი და სიბ­ნე­ლე­ში ვცხოვ­რობ­დი, აბ­სო­ლუ­ტურ სუ­ლი­ერ სი­ცა­რი­ე­ლეს გან­ვიც­დი­დი. ზღვარ­ზე ვი­დე­ქი, როცა ცხოვ­რე­ბა აზრს კარ­გავს, მაგ დროს ცო­ცხა­ლი ხარ თუ მკვდა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ეკარ­გე­ბა. რა­ღაც მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე ვტრი­ა­ლებ­დი და ვხე­დავ­დი, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი ჩემი წარ­სუ­ლი იყო. ავ­დე­ქი და ვუ­პა­სუ­ხე კი­თხვებს, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მინ­და მქონ­დეს სა­კუ­თარ თავ­თან, ადა­მი­ა­ნებ­თან და სამ­ყა­როს­თან და რო­გო­რი მქონ­და მა­შინ. ამ დროს მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა შე­მეც­ვა­ლა.

ჩემ­თვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ვი­ყე­ნე პან­დე­მია. ჩემ­ში დიდი აფეთ­ქე­ბა მზად­დე­ბო­და და სამ­ყა­რო­მაც ხელი შე­მი­წყო ამა­ში. ამა­ში, ამი­ტომ ისე მძი­მე არ ყო­ფი­ლა ჩემი იზო­ლა­ცია, უბ­რა­ლოდ მე­ტად გაგ­რძელ­და.

ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი ჩემი შვი­ლი რომ და­ი­ბა­და და ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით. ჩემ­მა შვილ­მა იცო­და ჩემი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ. ბო­ლომ­დე ვერ ვუ­ზი­ა­რებ­დი ყვე­ლა­ფერს, თუმ­ცა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ხა­რის­ხი ბევ­რად მა­ღა­ლია არა მხო­ლოდ შვილ­თან, არა­მედ მშობ­ლებ­თა­ნაც, ყვე­ლას­თან. ახლა თავს ვგრძნობ ძა­ლი­ან კარ­გად” - ამ­ბობს თიკო.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭანჭურა.
2

ისე, იმის გარდა, ნარკომანსაც ჰგავდი.

germane
4

აუ წაიღეს ტვინი თავისი დეპრესიებით რა, თითქოს ისეთი მძიმე ,დატვირთული ცხოვრება ჰქონდეთ, რომ სულ სტრესულ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ. ესენი არიან უსაქმური, უწიგნური, ბოლოქანქარა ქათმები. საკუთარ ცარიელ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე, უსაფუძვლოდ ამბიციური ხიბლში ჩავარდნილი ყეყეჩები.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"მქონდა დიდი დეპრესიის ეპიზოდი, პანიკური შეტევები, დამოკიდებული ვიყავი ანტიდეპრესანტებზე, ასევე ნარკოტიკებზე... სუიციდზეც მეფიქრებოდა" - რატომ გაუჩინარდა ტელესივრციდან თიკო სადუნიშვილი

"მქონდა დიდი დეპრესიის ეპიზოდი,  პანიკური შეტევები, დამოკიდებული ვიყავი  ანტიდეპრესანტებზე, ასევე ნარკოტიკებზე... სუიციდზეც მეფიქრებოდა" - რატომ გაუჩინარდა ტელესივრციდან თიკო სადუნიშვილი

უკვე რამდენიმე წელია, რაც თიკო სადუნიშვილი ტელეეკრანებიდან გაქრა. რა გახდა ამის მიზეზი და რას საქმიანობს დღესდღეობით, ამ საკითხებზე ლელა წურწუმიასთან გადაცემაში გულახდილად ილაპარაკა.

- ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც რაღაცის გადაფასებას იწყებ. ჩემი გაქრობაც ტელესივრციდან ამიტომ მოხდა. როდესაც იქამდე მიდიხარ, რომ ცხოვრება აზრს კარგავს, ჩემს შემთხვევაში ძალიან მძიმედ მოხდა, მქონდა პანიკური შეტევები, რაზეც ადამიანები ღიად საუბრობენ. დამოკიდებული ვიყავი სააფთიაქო აბებზე, ანტიდეპრესანტებზე. დამოკიდებული ვიყავი ასევე ნარკოტიკებზე. აქ მინდა დავაკონკრეტო, რომ ეს იყო ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებები. მე მოვიხმარდი კლუბურ ნარკოტიკებს...

დიაგნოზი მქონდა ტვინის ინტოქსიკაცია და დიდი დეპრესიის ეპიზოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ადამიანებთან აღარ ვურთიერთობდი, ოთახიდან არ გამოვდიოდი, ჩავიკეტე, ადამიანების შიში გამიჩნდა. სუიციდურ აქტზეც მეფიქრებოდა. ჩემთვის რაღაც მომენტში ეს იყო ფსკერი. მე გარეგნულად ეს არ მეტყობოდა, უფრო ემოციურად ვიყავი ცუდად. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ადამიანები იმდენად ვართ როლებში ცხოვრებას მიჩვეულები, რომ ყველაზე რთული ამ დროს აღიარებაა, რომ ცუდად ხარ და აჩვენო ეს სხვა ადამიანებს, ითხოვო დახმარება.

ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა თავს ცუდად გრძნობ, არის აღიარება საკუთარ თავთან და დახმარების თხოვნა სხვებისთვის. მე მიჭირდა ჩემს თავთან აღიარება, რომ ცუდად ვიყავი. გავურბოდი ამ მდგომარეობას, დეპრესიას როდესაც გაურბიხარ, უფრო დიდხანს გრძელდება. ვემალებოდი ამ ყველაფერს და ნივთიერებებიც სწორედ ამისთვისაა, რეალობიდან გაქცევისთვის. ადამიანებს, საკუთარ თავს, სამყაროს ვემალებოდი...

მე არ მინდა, რომ ჩემი საუბარი ანტინარკოტიკულ კამპანიას დაემსგავსოს, ძალიან საფრთხილო თემაა და მე ვყვები ჩემს ისტორიას. ჩემს ამ მდგომარეობას მხოლოდ ნივთიერებებს არ მივაწერდი, მაგრამ ამ ყველაფერმაც დიდი როლი შეასრულა.

მზე ძალიან მიყვარდა, გათენება... მაგრამ დადგა პერიოდი, როცა მზესაც ვემალებოდი, დღის ადამიანი ვარ და გათენება უფრო მიყვარს, ვიდრე დაღამება. ეს არის პერიოდი როდესაც მზეს ვემალებოდი და სიბნელეში ვცხოვრობდი, აბსოლუტურ სულიერ სიცარიელეს განვიცდიდი. ზღვარზე ვიდექი, როცა ცხოვრება აზრს კარგავს, მაგ დროს ცოცხალი ხარ თუ მკვდარი მნიშვნელობა ეკარგება. რაღაც მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებდი და ვხედავდი, რომ ჩემი მომავალი ჩემი წარსული იყო. ავდექი და ვუპასუხე კითხვებს, როგორი ურთიერთობა მინდა მქონდეს საკუთარ თავთან, ადამიანებთან და სამყაროსთან და როგორი მქონდა მაშინ. ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ცხოვრება შემეცვალა.

ჩემთვის სასარგებლოდ გამოვიყენე პანდემია. ჩემში დიდი აფეთქება მზადდებოდა და სამყარომაც ხელი შემიწყო ამაში. ამაში, ამიტომ ისე მძიმე არ ყოფილა ჩემი იზოლაცია, უბრალოდ მეტად გაგრძელდა.

ძალიან პატარა ვიყავი ჩემი შვილი რომ დაიბადა და ფაქტობრივად ერთად ვიზრდებოდით. ჩემმა შვილმა იცოდა ჩემი პრობლემის შესახებ. ბოლომდე ვერ ვუზიარებდი ყველაფერს, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ჩვენი ურთიერთობის ხარისხი ბევრად მაღალია არა მხოლოდ შვილთან, არამედ მშობლებთანაც, ყველასთან. ახლა თავს ვგრძნობ ძალიან კარგად” - ამბობს თიკო.