მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინაში წყდება ჩვენი მშვიდობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა" - სალომე ზურაბიშვილი
"უკრაინაში წყდება ჩვენი მშვიდობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა" - სალომე ზურაბიშვილი

"ის, რაც დღეს უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ში ხდე­ბა, სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­თვის - მი­ვე­სალ­მე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის და ამე­რი­კის ძა­ლის­ხმე­ვას, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ეხ­მა­რონ უკ­რა­ი­ნის ამ თავ­და­დე­ბულ ბრძო­ლას, რო­მე­ლიც უთუ­ოდ გა­მარ­ჯვე­ბით უნდა დამ­თავ­რდეს", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა რუ­მი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, ის, რაც რუ­სე­თის მხრი­დან ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით ის­მის, ის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით ხდე­ბა, იმ სას­ტი­კი აგ­რე­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბი­ა­ნი სამ­ყა­როს­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია.

"არ შე­მიძ­ლია, ჩემი გა­მოს­ვლა არ და­ვი­წყო იმით, თუ რა ხდე­ბა ახლა, ამ წუთ­ში უკ­რა­ი­ნა­ში - ის სას­ტი­კი სა­რა­კე­ტო იე­რი­ში, რო­მე­ლიც დღეს ხორ­ცი­ელ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე. ეს ქვე­ყა­ნა არის ის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თა­ნაც ახ­ლოს ვართ. კი­დევ უფრო ახ­ლოს ვართ ამ კონ­ფლიქტთან და სრუ­ლი­ად თა­ნა­ვუგ­რძნობთ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს. ის, რაც დღეს უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ში ხდე­ბა, სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­თვის, ჩვენ­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და რუ­მი­ნე­თის­თვის. ჩვენ რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის, საბ­ჭო­თა პო­ლი­ტი­კის ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს და ვი­ცით, რას ნიშ­ნავს აგ­რე­სია, ვი­ცით, რას ნიშ­ნავს ოკუ­პა­ცია, ვი­ცით რისი გამ­კე­თე­ბე­ლი არის რუ­სე­თი. ეს არის ამ აგ­რე­სი­ის კი­დევ ახალ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­დას­ვლა. ის, რაც ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით ის­მის, ის, რაც ჩვენ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ში ხდე­ბა, სა­დაც რუ­სე­თი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს, რაც მთელ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­ვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის გაგ­რძე­ლე­ბა იმ სას­ტი­კი აგ­რე­სი­ი­სა, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბი­ა­ნი სამ­ყა­როს­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია. ჩვენ ვი­ცით, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის­თვის და ევ­რო­პის­თვის ეს არის მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მა, ეს არის წარ­სუ­ლის ფორ­მა, რო­მე­ლიც ვე­რა­ფერს ვერ მო­უ­ტანს და რო­მელ­საც არ ექ­ნე­ბა ის შე­დე­გი, რისი იმე­დიც ჰქონ­და მას, ვინც ეს აგ­რე­სია და­ი­წყო. არა­ვინ ამას არ და­უშ­ვებს,“ - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

  • პრე­ზი­დენ­ტის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრო­ის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით, უკ­რა­ი­ნის 30 ათა­სი მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს.

"მთა­ვა­რი ია­რა­ღი ამ აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ არის სო­ლი­და­რო­ბა და მე მინ­და, უკ­რა­ი­ნის მი­მართ სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვა­ცხა­დო. ჩვენ ვი­ცით, დღეს რა მძი­მე არის მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის მზად იყო და არის, რომ ეს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოს. ჩვენ­თან და­ახ­ლო­ე­ბით, 30 ათა­სი უკ­რა­ი­ნე­ლია, რო­მე­ლიც დრო­ე­ბით, ან დიდი ხნით სა­ცხოვ­რებ­ლად გად­მო­ვი­და. ჩვენ­თვის ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი, რომ ჩვენ მათ სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად იყ­ვნენ და ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელი გა­ვუ­წო­დოთ მათ.

მი­ვე­სალ­მე­ბით ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის და ამე­რი­კის ძა­ლის­ხმე­ვას, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ეხ­მა­რონ უკ­რა­ი­ნის ამ თავ­და­დე­ბულ ბრძო­ლას, რო­მე­ლიც უთუ­ოდ გა­მარ­ჯვე­ბით უნდა დამ­თავ­რდეს, რა­მე­თუ აქ წყდე­ბა ჩვე­ნი მშვი­დო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, მთე­ლი ევ­რო­პის და მე მგო­ნი, ეს ყვე­ლას კარ­გად გვაქვს შეგ­ნე­ბუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

დაგვესრულებინა ეს სურამის ციხე , რა ვქნა ?! ჩაგვეყოლებინა ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად ბოლომდე, ახლა ყელამდეა დაფლული ?!

ალეკსანდრე
0

უყვარს ეს მაღალფარდოვანი და არაფრის მთქმელი სიტყვების რახა რუხი, პრეზიდენტი რისთვის ავირჩიეთ, წინ და უკან რომ იმოგზაუროს და რაღაც გაურკვეველი განცხადებები აკეთოს? ქვეყნისთვის სარგებლობა კი0

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"უკრაინაში წყდება ჩვენი მშვიდობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა" - სალომე ზურაბიშვილი

"უკრაინაში წყდება ჩვენი მშვიდობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა" - სალომე ზურაბიშვილი

"ის, რაც დღეს უკრაინის ქალაქებში ხდება, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის - მივესალმებით ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ ყველანაირად დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც უთუოდ გამარჯვებით უნდა დამთავრდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • მისივე თქმით, ის, რაც რუსეთის მხრიდან ბირთვული უსაფრთხოების კუთხით ისმის, ის, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის კუთხით ხდება, იმ სასტიკი აგრესიის გაგრძელებაა, რომელიც მშვიდობიანი სამყაროსთვის დაუშვებელია.

"არ შემიძლია, ჩემი გამოსვლა არ დავიწყო იმით, თუ რა ხდება ახლა, ამ წუთში უკრაინაში - ის სასტიკი სარაკეტო იერიში, რომელიც დღეს ხორციელდება უკრაინის მოსახლეობაზე. ეს ქვეყანა არის ის ქვეყანა, რომელთანაც ახლოს ვართ. კიდევ უფრო ახლოს ვართ ამ კონფლიქტთან და სრულიად თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს. ის, რაც დღეს უკრაინის ქალაქებში ხდება, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, ჩვენთვის, საქართველოსთვის და რუმინეთისთვის. ჩვენ რუსული იმპერიული პოლიტიკის, საბჭოთა პოლიტიკის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ვიცით, რას ნიშნავს ოკუპაცია, ვიცით რისი გამკეთებელი არის რუსეთი. ეს არის ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლა. ის, რაც ბირთვული უსაფრთხოების კუთხით ისმის, ის, რაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებში ხდება, სადაც რუსეთი მობილიზაციის განხორციელებას იწყებს, რაც მთელ რუსეთის ტერიტორიაზე ასევე ხორციელდება, ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ სასტიკი აგრესიისა, რომელიც მშვიდობიანი სამყაროსთვის დაუშვებელია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის და ევროპისთვის ეს არის მიუღებელი ფორმა, ეს არის წარსულის ფორმა, რომელიც ვერაფერს ვერ მოუტანს და რომელსაც არ ექნება ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა მას, ვინც ეს აგრესია დაიწყო. არავინ ამას არ დაუშვებს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ამ დროისთვის დაახლოებით, უკრაინის 30 ათასი მოქალაქე ცხოვრობს.

"მთავარი იარაღი ამ აგრესიის წინააღმდეგ არის სოლიდარობა და მე მინდა, უკრაინის მიმართ სრული სოლიდარობა გამოვაცხადო. ჩვენ ვიცით, დღეს რა მძიმე არის მათი მდგომარეობა და საქართველო ყოველთვის მზად იყო და არის, რომ ეს სოლიდარობა გამოიჩინოს. ჩვენთან დაახლოებით, 30 ათასი უკრაინელია, რომელიც დროებით, ან დიდი ხნით საცხოვრებლად გადმოვიდა. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რომ ჩვენ მათ საშუალება მივცეთ, რომ მშვიდობიანად იყვნენ და ყველანაირად ხელი გავუწოდოთ მათ.

მივესალმებით ასევე ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ ყველანაირად დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც უთუოდ გამარჯვებით უნდა დამთავრდეს, რამეთუ აქ წყდება ჩვენი მშვიდობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მთელი ევროპის და მე მგონი, ეს ყველას კარგად გვაქვს შეგნებული,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.