Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსამართლეს ვეკითხები, რატომ გამოიყენა გირაო და გამოუშვა ეს გარეწარი გარეთ?!" - რას ამბობს თელავში მოკლული ქალის დედა
"მოსამართლეს ვეკითხები, რატომ გამოიყენა გირაო და გამოუშვა ეს გარეწარი გარეთ?!" - რას ამბობს თელავში მოკლული ქალის დედა

თე­ლავ­ში ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას კი­დევ ერთი ქალი ემსხვერ­პლა. და­ნა­შა­უ­ლი შე­იძ­ლე­ბო­და თა­ვი­დან აცი­ლე­ბუ­ლი­ყო, რომ არა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პირი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა, გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

26 წლის მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვი­ლი მოკ­ლა 22 წლის მა­მა­კაც­მა, რო­მელ­თა­ნაც არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ახალ­გაზ­რდა ქალი ტრა­გე­დი­ამ­დე დე­დას სწერ­და, რომ მა­მა­კა­ცი მას­ზე ძა­ლა­დობ­და და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. ambebi.ge და­უ­კავ­შირ­და მოკ­ლუ­ლი ქა­ლის დე­დას ლელა ფი­რა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს მო­სა­მარ­თლეს, რო­მელ­მაც მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, მო­ძა­ლა­დე მა­მა­კა­ცი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. რო­გორც ლელა ფი­რა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, ის თა­ვა­დაც მო­ი­თხოვ­და 22 წლის თორ­ნი­კე გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბას, რად­გან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხეს ხე­დავ­და. ახალ­გაზ­რდა კაცი ქალ­ზე ხში­რად ძა­ლა­დობ­და და ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბო­და, რაც მო­სა­მარ­თლის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, თუმ­ცა მან ბრალ­დე­ბუ­ლის გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ინც მი­ი­ღო.

"მო­სა­მარ­თლეს არ უნდა გა­მო­ეშ­ვა ის გა­რე­წა­რი, მით უმე­ტეს, მე რომ მი­ვე­დი და­კი­თხვა­ზე, ეს ფაქ­ტე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი მოვ­ყე­ვი, იმ რის­კზეც მივ­დი­ო­დი, რომ ბავ­შვი მი­მეყ­ვა­ნა და მა­საც მო­ე­ყო­ლა ყვე­ლა­ფე­რი, ოღონდ ის მკვლე­ლი გა­რეთ არ ყო­ფი­ლი­ყო. მო­სა­მარ­თლეს ვე­კი­თხე­ბი, რა­ტომ გა­მო­ი­ყე­ნა გი­რაო და გა­მო­უშ­ვა ეს გა­რე­წა­რი გა­რეთ?! რა­ტომ და­უშ­ვა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ის რომ ცოტა ხანს პა­ტიმ­რო­ბა­ში ყო­ფი­ლი­ყო, ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და.

ვიდ­რე ის პა­ტიმ­რო­ბა­ში იქ­ნე­ბო­და, ჩემი შვი­ლი წა­ვი­დო­და და გა­დარ­ჩე­ბო­და. არ იწ­ვე­ბო­და ახლა ყელ­გა­მოჭ­რი­ლი. ეში­ნო­და, სულ მწერ­და და დახ­მა­რე­ბას მთხოვ­და. მა­გას კონ­კრე­ტუ­ლი მო­ტი­ვი არ სჭირ­დე­ბო­და, ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბო­და ეძა­ლა­და. ჩემ­თა­ნაც კი არ უშ­ვებ­და, იცო­და, რომ მე მა­გას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი.

ჯერ ვერც ვი­აზ­რებ რა მოხ­და. ასე რო­გორ გა­ი­მე­ტა", - ამ­ბობს ლელა ფი­რა­ნიშ­ვი­ლი.

დედა აქ­ვეყ­ნებს მი­მო­წე­რას შვილ­თან, რო­მე­ლიც დე­დას დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვა­რა­უ­დო და­მა­ნა­შა­ვის ოჯა­ხის პო­ზი­ცი­ას. და­კა­ვე­ბუ­ლი თორ­ნი­კე გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვი­ლის პაპა ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი გუ­შინ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნამ­დე ნახა და მას გან­ზრახ­ვის თა­ო­ბა­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს. რაც შე­ე­ხე­ბას ძა­ლა­დო­ბის ფაქტს, გი­ორ­გი გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვი­ლის თქმით, მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვილ­მა მისი შვი­ლიშ­ვი­ლის მან­ქა­ნა უნე­ბარ­თვოდ წა­ი­ღო და და­უ­ზი­ა­ნა, რის გა­მოც მოხ­და მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­ურ­მა პო­ლი­ცი­ის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ცოლ­ზე მო­ძა­ლა­დე სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა მო­ძა­ლა­დემ რამ­დე­ნი­მე დღე­ში მე­უღ­ლე სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი უკვე და­ა­კა­ვეს.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
7

ხოდა,რომ გამოუშვიათ გირაოთი, ამ გოგოს ისევ უნდოდა მისი ჩასმა, დაიბარა ეს ბიჭი სახლში და პროვოცირებას უწევდა,რომ ისევ პატრულამდე მისულიყო საქმე. ეტყობა,ძალიან გადაამეტა ან არ ეგონა, თუ გაიმეტებდა.

hm
2

ღმერთო ეს დედაა ?! ამას ხომ უცნობიც არ უზამს ადამიანს, როგორ ეხვეწება დროზე ამოდი დანა უჭირას დაგვხოცავსო! ასე ხომ სრულია დუცნობტან გავარდები შიშველი ხელებით ეს რა ქალია! ეს რომ დედა კი არა ამ გოგოს მტერია ან მესიჯითაც მიხვდები! ეს ქალი იმ კაცს უნდა მოიუსვა ციხეში ეს არაქალი! გაქრი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"მოსამართლეს ვეკითხები, რატომ გამოიყენა გირაო და გამოუშვა ეს გარეწარი გარეთ?!" - რას ამბობს თელავში მოკლული ქალის დედა

"მოსამართლეს ვეკითხები, რატომ გამოიყენა გირაო და გამოუშვა ეს გარეწარი გარეთ?!" - რას ამბობს თელავში მოკლული ქალის დედა

თელავში ოჯახურ ძალადობას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა. დანაშაული შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო, რომ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც ქალზე ძალადობისთვის დაკავებული პირი, რომელმაც რამდენიმე დღეში მკვლელობა ჩაიდინა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილი მოკლა 22 წლის მამაკაცმა, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.

ახალგაზრდა ქალი ტრაგედიამდე დედას სწერდა, რომ მამაკაცი მასზე ძალადობდა და დახმარება სჭირდებოდა. ambebi.ge დაუკავშირდა მოკლული ქალის დედას ლელა ფირანიშვილს, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს მოსამართლეს, რომელმაც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მოძალადე მამაკაცი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც ლელა ფირანიშვილი აცხადებს, ის თავადაც მოითხოვდა 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილის პატიმრობაში დატოვებას, რადგან დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ხედავდა. ახალგაზრდა კაცი ქალზე ხშირად ძალადობდა და ფიზიკურად უსწორდებოდა, რაც მოსამართლისთვის ცნობილი იყო, თუმცა მან ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

"მოსამართლეს არ უნდა გამოეშვა ის გარეწარი, მით უმეტეს, მე რომ მივედი დაკითხვაზე, ეს ფაქტები, ყველაფერი მოვყევი, იმ რისკზეც მივდიოდი, რომ ბავშვი მიმეყვანა და მასაც მოეყოლა ყველაფერი, ოღონდ ის მკვლელი გარეთ არ ყოფილიყო. მოსამართლეს ვეკითხები, რატომ გამოიყენა გირაო და გამოუშვა ეს გარეწარი გარეთ?! რატომ დაუშვა ეს ყველაფერი, ის რომ ცოტა ხანს პატიმრობაში ყოფილიყო, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა.

ვიდრე ის პატიმრობაში იქნებოდა, ჩემი შვილი წავიდოდა და გადარჩებოდა. არ იწვებოდა ახლა ყელგამოჭრილი. ეშინოდა, სულ მწერდა და დახმარებას მთხოვდა. მაგას კონკრეტული მოტივი არ სჭირდებოდა, ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა ეძალადა. ჩემთანაც კი არ უშვებდა, იცოდა, რომ მე მაგასთან ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი.

ჯერ ვერც ვიაზრებ რა მოხდა. ასე როგორ გაიმეტა", - ამბობს ლელა ფირანიშვილი.

დედა აქვეყნებს მიმოწერას შვილთან, რომელიც დედას დახმარებას სთხოვდა.

რაც შეეხება სავარაუდო დამანაშავის ოჯახის პოზიციას. დაკავებული თორნიკე გამხვეტელაშვილის პაპა ამბობს, რომ მისი შვილიშვილი გუშინ დანაშაულის ჩადენამდე ნახა და მას განზრახვის თაობაზე არაფერი უთქვამს. რაც შეეხებას ძალადობის ფაქტს, გიორგი გამხვეტელაშვილის თქმით, მარიამ გამტკიცულაშვილმა მისი შვილიშვილის მანქანა უნებართვოდ წაიღო და დაუზიანა, რის გამოც მოხდა მათ შორის კონფლიქტი.

შეგახსენებთ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პოლიციის მიერ დაკავებული ცოლზე მოძალადე სასამართლო დარბაზიდან 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გათავისუფლებულმა მოძალადემ რამდენიმე დღეში მეუღლე სასიკვდილოდ დაჭრა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: