მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო" - რა თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე
"ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო" - რა თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე

"იგი­ვე დეპ­რე­სია და­მე­წყო, გი­ორ­გი ნარ­სი­ას რომ მიხ­სე­ნე­ბენ, ასე მე­მარ­თე­ბა და რა ვქნა? ქორ­წილ­ში ეგ რომ და­ვი­ნა­ხო, შე­იძ­ლე­ბა გა­დავ­ხტე იქი­დან და თავი მო­ვიკ­ლა, ან მთე­ლი ქორ­წი­ლი მოვ­კვდე ტი­რი­ლით, ძა­ლი­ან არ მინ­და ეს ჩვე­ნი მეჯ­ვა­რე იყოს", - ეს სი­ტყვე­ბი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დე­დის, ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბი­ას გან­ცხა­დე­ბით, მას ყო­ფილ­მა რძალ­მა, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა ქორ­წი­ლამ­დე მი­წე­რა.

  • ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. ის დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­თან მის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ ყო­ფილ რძალ­თან თა­ვი­დან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

"ქორ­წი­ნე­ბამ­დე ორი წლით ადრე გა­ვი­ცა­ნი, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ინ­ტერ­ნე­ტით გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი. ნელი ჩემ­თვის რო­გორც შვი­ლი ისე იყო. პი­რა­დი ამო­ნა­წე­რე­ბი მაქვს და ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის არ მი­მი­ცია, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა მას შემ­დეგ გახ­და, რაც ნე­ლიმ ჩვე­ნე­ბა მის­ცა და ეს ტე­ლე­ვი­ზი­ით გაჟ­ღერ­და, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია, რომ სიც­რუე ისა­უბ­რა.

პირ­ვე­ლად ნე­ლიმ თხოვ­ნით მომ­მარ­თა, რომ მას ნი­კას მეჯ­ვა­რე არ მოს­წონ­და, ყვე­ლა შე­ხე­დუ­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა შე­მიძ­ლია, ამა­საც თა­ნად­გო­მით მი­ვუ­დე­ქი. ეს ბიჭი, ნი­კას ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი იყო, ნე­ლის მას­თან არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ ჰქო­ნია, ჩა­ნა­წე­რებ­ში ვე­უბ­ნე­ბი კი­დეც, რომ ნი­კას მე­გობ­რებ­ში ყვე­ლა­ზე წე­სი­ე­რი იყო",- გა­ნა­ცხა­და ნა­ჭყე­ბი­ამ.

მან პრო­ცეს­ზე ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ მი­წე­რი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა წა­ი­კი­თხა.

"გუ­შინ იგი­ვე დეპ­რე­სია და­მე­წყო. გი­ორ­გი ნარ­სი­ას რომ მიხ­სე­ნე­ბენ, ასე მე­მარ­თე­ბა და რა ვქნა? ქორ­წილ­ში ეგ რომ და­ვი­ნა­ხო, შე­იძ­ლე­ბა გა­დავ­ხტე იქი­დან და თავი მო­ვიკ­ლა, ან მთე­ლი ქორ­წი­ლი მოვ­კვდე ტი­რი­ლით. ძა­ლი­ან არ მინ­და ეს ჩვე­ნი მეჯ­ვა­რე იყოს. გეხ­ვე­წე­ბით, რამე მო­ი­ფიქ­რეთ და უთხა­რით სა­ნამ დროა ამ ოჯახს, თო­რემ მერე თქვე­ნი სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ მა­გას ქორ­წილ­ში, თან მე ძა­ლი­ან მემ­ჩნე­ვა სა­ხე­ზე, ცუ­დად რომ ვარ და მთე­ლი ქორ­წი­ლი მოვ­კვდე­ბი ტი­რი­ლით. ეგ თუ დარ­ჩა მეჯ­ვა­რედ. ნი­კას ახალ არ ვე­უბ­ნე­ბი არა­ფერს, ვუთ­მენ სა­ნამ ჩა­მო­ვა. რომ ჩა­მო­ვა და­ე­ლა­პა­რა­კეთ და ერთი მეჯ­ვა­რე ჰყავ­დეს“,- წერს დო­რო­ყაშ­ვი­ლი ნა­ჭყე­ბი­ას.

რო­გორც ნა­ჭყე­ბია აღ­ნიშ­ნავს, დო­რო­ყაშ­ვილს ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მეჯ­ვა­რე გა­რეგ­ნუ­ლად არ მოს­წონ­და. მი­სი­ვე თქმით, ნი­კო­ლოზს სთხო­ვა, ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორც ნე­ლის გა­უ­ხარ­დე­ბო­და და სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში თავი ბედ­ნი­ე­რად ეგ­რძნო.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
2

ჯერ ცოლი არ იყო და ულტიმატუმებს უყენებდა ოჯახს აბულინგებდა და თავის მოკვლით აშინებდა.აი მაშინ უნდა მიმხვდარიყო ბატონი სპორცმენი ვისთან ქონდა საქმე მაგრამ ეტყობა ისე ქონდა ტვინი აჭრილი საკ.მეგობარზეც კი მოუთმინა ლანძღვა და შეურაცხყოფა. ვერ ან არ მიხვდა ვისთან იჭერდა საქმეს ასეთ რამეს მეგობარზე ქალი რომ გაგიბედავს და მაინც რომ ცოლად მოიყვან რა...

 

მოქალაქე
9

გიორგი ნარსია ყრუ-მუნჯი და ბრმა არის?არ ესმის?

ნეკა ვერ იტანდა,ფიზიკურად არ მოსწონდაო. და ამას რომ აგონებ ადამიანს,ეს მის მიმართ ბულინგი არ არის?

 

ან,ნიკას სხვა მეგობრები უწესოები არიან? გიორგი ყველაზე წესიერიაო,რომ ამბობს.

რა უბედურება გჭირთ ორივე ოჯახს.

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო" - რა თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე

"ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო" - რა თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე

"იგივე დეპრესია დამეწყო, გიორგი ნარსიას რომ მიხსენებენ, ასე მემართება და რა ვქნა? ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა, ან მთელი ქორწილი მოვკვდე ტირილით, ძალიან არ მინდა ეს ჩვენი მეჯვარე იყოს", - ეს სიტყვები ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის, ნატალია ნაჭყებიას განცხადებით, მას ყოფილმა რძალმა, ნელი დოროყაშვილმა ქორწილამდე მიწერა.

  • ნატალია ნაჭყებია თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას აძლევს. ის დეტალურად ჰყვება ნელი დოროყაშვილთან მის ურთიერთობაზე და აღნიშნავს, რომ ყოფილ რძალთან თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

"ქორწინებამდე ორი წლით ადრე გავიცანი, რამდენადაც ვიცი, ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო. პირადი ამონაწერები მაქვს და ადვოკატებისთვის არ მიმიცია, ამის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ნელიმ ჩვენება მისცა და ეს ტელევიზიით გაჟღერდა, ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ სიცრუე ისაუბრა.

პირველად ნელიმ თხოვნით მომმართა, რომ მას ნიკას მეჯვარე არ მოსწონდა, ყველა შეხედულების გაზიარება შემიძლია, ამასაც თანადგომით მივუდექი. ეს ბიჭი, ნიკას ბავშვობის მეგობარი იყო, ნელის მასთან არანაირი წინაპირობა არ ჰქონია, ჩანაწერებში ვეუბნები კიდეც, რომ ნიკას მეგობრებში ყველაზე წესიერი იყო",- განაცხადა ნაჭყებიამ.

მან პროცესზე ნელი დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა.

"გუშინ იგივე დეპრესია დამეწყო. გიორგი ნარსიას რომ მიხსენებენ, ასე მემართება და რა ვქნა? ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა, ან მთელი ქორწილი მოვკვდე ტირილით. ძალიან არ მინდა ეს ჩვენი მეჯვარე იყოს. გეხვეწებით, რამე მოიფიქრეთ და უთხარით სანამ დროა ამ ოჯახს, თორემ მერე თქვენი სირცხვილი იქნება. ვერ წარმოვიდგენ მაგას ქორწილში, თან მე ძალიან მემჩნევა სახეზე, ცუდად რომ ვარ და მთელი ქორწილი მოვკვდები ტირილით. ეგ თუ დარჩა მეჯვარედ. ნიკას ახალ არ ვეუბნები არაფერს, ვუთმენ სანამ ჩამოვა. რომ ჩამოვა დაელაპარაკეთ და ერთი მეჯვარე ჰყავდეს“,- წერს დოროყაშვილი ნაჭყებიას.

როგორც ნაჭყებია აღნიშნავს, დოროყაშვილს ბასილაშვილის მეჯვარე გარეგნულად არ მოსწონდა. მისივე თქმით, ნიკოლოზს სთხოვა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც ნელის გაუხარდებოდა და საკუთარ ქორწილში თავი ბედნიერად ეგრძნო.