52 წლის აბიტურიენტმა ეროვნული გამოცდები ჩააბარა და უფასოდ ისწავლის. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს. ნონა მარტიაშვილი ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
მანამდე ის ვაზიანში, პლასტმასის გადამამუშავებელ ფაბრიკაში მენეჯერად მუშაობდა. უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ კი ყველა საქმე მიატოვა და უნდა, აქტიური სტუდენტი იყოს.
52 წლის სტუდენტს ორი შვილი ჰყავს. მისმა ვაჟმაც ახალციხის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. გოგონა კი ახალციხის უნივერსიტეტში მეორე კურსელია, იმავე ფაკულტეტზე, სადაც დედამ ჩააბარა.
"საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე სწავლობს ჩემი გოგონა. რუსული სკოლა აქვს დამთავრებული და სისტემატიურად მიწევდა, რომ დავხმარებოდი პირველ კურსზე სწავლის დროს. ეს გახდა მოტივაცია ჩემთვის, მეც ჩამებარებინა ამავე ფაკულტეტზე. მას ვთხოვე, ჩემთვის ეთხოვებინა კონსპექტები, რომლითაც ემზადებოდა. ვმუშაობდი, მაგრამ ხანდახან გადავხედავდი ხოლმე და ასე გავედი ეროვნულ გამოცდებზე. მაღალი ქულები ვერ ავიღე, მაგრამ უფასო ფაკულტეტია, სახელმწიფო აფინანსებს და შესაბამისად, უფასოდ ვისწავლი. ყველაზე მეტად ისტორიის ჩაბარება გამიჭირდა, რადგან იმ ასაკში ვარ, რომ თარიღები ცოტა რთულად დასამახსოვრებელია.
უცხო ენად რუსული ჩავაბარე, თუმცა წელიწადნახევრის წინ დავიწყე ინგლისური ენის სწავლა რეპეტიტორთან და უკვე საშუალო დონეზე ვფლობ. აქამდე ვაზიანში, პლასტმასის გადამამუშავებელ ფაბრიკაში მენეჯერად ვმუშაობდი. ახლა ხელმძღვანელობას ყველაფერი უნდა გადავაბარო, ყველაფერი მივატოვო და სასწავლებლად წავიდე ახალციხეში. იქ ახლა ჩემი გოგონა და დედამთილი ცხოვრობენ", – ამბობს ნონა მარტიაშვილი.
ფოტო: edu.aris.ge
კომენტარების უმეტესობა წავიკითხე და კიდევ ერთელ მივხვდი რატომაა საქართველო ამ დღეში. შენ თუ სამი უმაღლესი დაამთავრე და ვერ ივარგე შენი ბრალია. ეი არ გაქვს ის უნარები რაც უნდა გქონდეს! მარტო სწავლით არ განისაზღვრება წარმატება. ეს უნდა შეიგნოთ და მოტივირებულ და თქვენზე ასჯერ წინ მდგომ ადამიანს არ უნდა ჩაუკლათ წინსვლის სურვილი. საერთოდ ის გეუბნება ვერაფერს შეძლებო, ვინც ვერ შეძლო.
ახმეტელი ვარ და ახლა ბელგიაში ვცხოვრობ და ვსწავლობ. პირველად სწავლა რომ დავიწყე აქ, კუბელი კურსელი მყავდა, 46 წლის ქალი. უნდა გენახათ როგორი მოტივირებული და პასუხისმგებლიანი იყო. მაშინ, ჩემზე 23 წლით დიდი იყო. ორი წლის განმავლობაში უმაღლესს ქულებზე დახურა სწავლა (მანაც ყველაფერი მიატოვა. წლების წინ ჰქონდა ბაკალავრი დამთავრებული, მერე კარიერა ვერ აეწყო და ფიზიკურად მუშაობდა ესპანეთში და როცა დაიღალა, მაგისტრაატურაზე შეიტანა ბელგიაში საბუთები და ასე ჩამოვიდა სასწავლებლად). ისეთი მაღალი სტანდარტი აჩვენა, რომ უნივერსიტეტშივე შესთავაზეს დოქტორანტურის გაგრძელება. მე მეორე მაგისტრატურას ვაკეთებ, ისე დოქტორანტურას მიჰყვება და მალე იქნება დოქტორანტი მარიცა! ისეთი მაგარია თავის საქმეში, დარწმუნებული ვარ პოზიციასაც მიიღებს და თავის სფეროში საერთაშორისო დონეზე გაითქვამს სახელს. ძალიან შთამაგონებელი ადამიანები არიან ჩემთვის ისინი, რომლებიც არ ნებდებიან და შეიძლება სხვებთან შედარებით გვიან, მაგრამ მაინც იწყებენ ახალი ნაბიჯების გადადგმას ცხოვრებაში და ამით სხვებსაც აძლებენ მაგალითს, რომ არასდროსაა გვიან საკუთარი თავის გარდაქმნისთვის, თუ მათ სჯერათ, რომ ამით უკეთესად იგრძნობენ თავს.
ჩემმა დამ რომ თბილისში სამედიცინო დაამთავრა, გერმანიაში წამოვიდა სამუშაოდ. დიპლომი სრულიად არ აუღიარეს. ჯერ ენის სწავლაში დაეხარჯა დრო. შემდეგ ადგილი ვერ მიიღო, მესამე ცდაზე მიიღო ადგილი. შემდეგ სახელმწიფო გამოცდა ვერ ჩააბარა და მეორე წელს უკეთ მოემზადა და მერე ჩააბარა. დღეს ქირურგია და თავისი საქმის ძლიერი პროფესიონალი და მუშაობს გერმანიაში.
წარმატებები ამ ქალბატონს ყველაფერში და გულით ვუსურვებ წარმატებებს. როგორ მიყვარს ასეთი ისტორიების წაკითხვა!
პატივისცემით ნოდარი, ახმეტელი ემიგრანტი ბელგიაში <3