მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იყო ქანიე უესთი Balenciaga-ს ჩვენებაზე "სისხლჩაქცევებითა და ჭრილობებით" - კიდევ ერთი თავსატეხი დემნასგან
რატომ იყო ქანიე უესთი Balenciaga-ს ჩვენებაზე "სისხლჩაქცევებითა და ჭრილობებით" - კიდევ ერთი თავსატეხი დემნასგან

ქა­ნიე უეს­ტი პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­უ­ლის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტუ­მა­რია. გარ­და იმი­სა, რომ სტუმ­რის სტა­ტუ­სით ეს­წრე­ბა, Balenciaga-ს შო­უ­ზე თა­ვად წა­რად­გი­ნა დემ­ნას ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი და უფრო მე­ტიც, შოუ სწო­რედ ქა­ნი­ემ გახ­სნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფა­ნებს არ გა­მოჰ­პარ­ვი­ათ რე­პე­რის ჩა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ტუჩი და სა­ხე­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი.

"ბა­ლენ­სი­ა­გას" ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლი გახ­და, რომ მისი "ჭრი­ლო­ბე­ბი" შოუს ნა­წი­ლი იყო. რე­პერს შავი ტა­ნი­სა­მო­სი და დამ­ცა­ვი ჟი­ლე­ტი ეცვა და ასე გა­ი­ა­რა პო­დი­უმ­ზე.

ფა­ნე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბი მომ­ღერ­ლის და­ნახ­ვა­ზე სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი იყო: "ნა­ად­რე­ვი ჰე­ლო­უ­ი­ნია. ჩემს ძმის შვილ­საც პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა სურს"; "ვინ სცე­მა?" "ქა­ნი­ეს სუ­პერ­ძა­ლა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მას ყვე­ლაფ­რის მო­დუ­რად ქცე­ვა შე­უძ­ლია, მა­ში­ნაც კი თუ სის­ხლი სდის", - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

Balenciaga-ს ჩვე­ნე­ბამ, რო­გორც დემ­ნა გვა­სა­ლი­ას­გან იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ამ­ჯე­რა­დაც შთამ­ბეჭ­და­ვად ჩა­ი­ა­რა. დემ­ნას წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მან ჩვე­ნე­ბის სტუმ­რებს გა­უგ­ზავ­ნა, ერ­თგვა­რი ახ­სნაა იმის, თუ რა­ტომ ჰქონ­და ქა­ნი­ეს "ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნის" ვი­ზუ­ა­ლი.

"რაც უფრო მე­ტად ცდი­ლობ, რომ იყო ის, ვინც ხარ, უფრო მე­ტად გხვდე­ბა სა­ხე­ში, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, რო­გო­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვია, იყოთ ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი." - წერს ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი წე­რილ­ში.

წყა­რო: the-sun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რატომ იყო ქანიე უესთი Balenciaga-ს ჩვენებაზე "სისხლჩაქცევებითა და ჭრილობებით" - კიდევ ერთი თავსატეხი დემნასგან

რატომ იყო ქანიე უესთი Balenciaga-ს ჩვენებაზე "სისხლჩაქცევებითა და ჭრილობებით" - კიდევ ერთი თავსატეხი დემნასგან

ქანიე უესტი პარიზის მოდის კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტუმარია. გარდა იმისა, რომ სტუმრის სტატუსით ესწრება, Balenciaga-ს შოუზე თავად წარადგინა დემნას ახალი ნამუშევარი და უფრო მეტიც, შოუ სწორედ ქანიემ გახსნა.

აღსანიშნავია, რომ ფანებს არ გამოჰპარვიათ რეპერის ჩასისხლიანებული ტუჩი და სახეზე სისხლჩაქცევები.

"ბალენსიაგას" ჩვენების შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მისი "ჭრილობები" შოუს ნაწილი იყო. რეპერს შავი ტანისამოსი და დამცავი ჟილეტი ეცვა და ასე გაიარა პოდიუმზე.

ფანების რეაქციები მომღერლის დანახვაზე სხვადასხვაგვარი იყო: "ნაადრევი ჰელოუინია. ჩემს ძმის შვილსაც პოლიციელობა სურს"; "ვინ სცემა?" "ქანიეს სუპერძალა იმაში მდგომარეობს, რომ მას ყველაფრის მოდურად ქცევა შეუძლია, მაშინაც კი თუ სისხლი სდის", - წერენ კომენტარებში.

Balenciaga-ს ჩვენებამ, როგორც დემნა გვასალიასგან იყო მოსალოდნელი, ამჯერადაც შთამბეჭდავად ჩაიარა. დემნას წერილი, რომელიც მან ჩვენების სტუმრებს გაუგზავნა, ერთგვარი ახსნაა იმის, თუ რატომ ჰქონდა ქანიეს "ნაცემი ადამიანის" ვიზუალი.

"რაც უფრო მეტად ცდილობ, რომ იყო ის, ვინც ხარ, უფრო მეტად გხვდება სახეში, მაგრამ ამავდროულად, როგორი შესანიშნავია, იყოთ ერთმანეთისგან განსხვავებულები." - წერს ქართველი დიზაინერი წერილში.

წყარო: the-sun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა