მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლუკაშენკოს უნდა აეკრძალოს საქართველოში ჩამოსვლა, საელჩოს რამდენიმე დიპლომატი უნდა გავაძევოთ..." - როგორ აფასებს პოლიტოლოგი ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტს
"ლუკაშენკოს უნდა აეკრძალოს საქართველოში ჩამოსვლა, საელჩოს რამდენიმე დიპლომატი უნდა გავაძევოთ..." - როგორ აფასებს პოლიტოლოგი ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტს

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზეთს ეწ­ვია და ას­ლან ბჟა­ნი­ას­თან ბიჭ­ვინ­თა­ში შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

ლუ­კა­შენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ აფხა­ზეთ­თან სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა სურს.

"მე გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მრა­ვა­ლი წე­ლია, პო­ლი­ტი­კა­ში ვარ. ვი­სა­უბ­როთ, ვი­ფიქ­როთ რო­გორ ვი­ცხოვ­როთ. მთა­ვა­რი ის არის, რომ აქ ხალ­ხი ღირ­სე­უ­ლად ცხოვ­რობ­დეს, რად­გან ეს სა­მო­თხეა დე­და­მი­წა­ზე. საბ­ჭო­თა დრო­ი­დან მახ­სოვს, როცა აქ ვი­ყა­ვი. ამი­ტომ, ჩვენ გვინ­და და­ვამ­ყა­როთ არა მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბის ხიდი, არა­მედ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ლუ­კა­შენ­კომ.

მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან გუ­შინ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე აფხა­ზე­თის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს.

ლუ­კა­შენ­კოს ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­ფა­სე­ბე­ბი უკვე მოჰ­ყვა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. პრეზ­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილი ლუ­კა­შენ­კოს ვი­ზიტს "მკაც­რად გმობს“ და "და­უშ­ვე­ბელ დარ­ღვე­ვად" აფა­სებს.

ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე და აქ­ვეყ­ნებს იმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვალს, რაც, მისი შე­ფა­სე­ბით, პირ­ველ ეტაპ­ზე თავ­მოყ­ვა­რე სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­ა­კე­თოს.

"ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენტს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის­თვის უნდა აეკ­რძა­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა. სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­მო­ვიწ­ვი­ოთ და­მა­ტე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის.

  • ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ უნდა გა­და­ი­ხე­დოს.
  • და­ის­ვას სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­ლა­ვი­ას პო­ზი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ.
  • ბე­ლა­რუ­სის სა­ელ­ჩოს რამ­დე­ნი­მე დიპ­ლო­მა­ტი უნდა გა­ვა­ძე­ვოთ ქვეყ­ნი­დან.
  • მინ­სკის­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბის და ბო­დი­შის მო­თხოვ­ნა.
  • თბი­ლის­ში უნდა ჩა­ტარ­დეს სა­ჯა­რო დის­კუ­სია, ფო­რუ­მი, კონ­ფე­რენ­ცია ქალ­ბა­ტონ ტი­ნა­ხოვ­სკა­ი­ას მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მელ­საც აქ უმას­პინ­ძლე­ბენ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­ნად­გენ­ლე­ბი.

პ.ს. ასე­ვე, და­ი­წყოს ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი დი­სი­დენ­ტე­ბის­თვის თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მის წე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. ეს არის ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რაც უნდა გა­ა­კე­თოს პირ­ველ ეტაპ­ზე თავ­მოყ­ვა­რე სა­ხელ­მწი­ფომ." - წერს პო­ლი­ტო­ლო­გი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
7

მთავრობა ელოდება მდინარეზე მტრის გვამების ჩამოტარებას, რადგან ჭრელი პეპელას დღეში ვართ----ვერც გავფრინდებით და ვერც მოვფრინდებით. ლუკაშენკო უჭკუო არ არის, აღიარებას არ განახორციელებს, ნუ უჩიჩხინებთ,იყუჩეთ!

გიორგი
13

ვინმემ იცის ეს სხვადასხვა ჯურის ექსპერტები, ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეადგენენ? ეჭვი მაქვს ენჯეოშნიკებთან ერთად საკმაოდ დიდის, რაც საფრთხის შემცველია, საკვების მიღების ძირითადი წყაროს ,გრანტების გადაკეტვის შემთხვევაში, გაავებულები კაციშვილმა არ ისის რას იზამენ! :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ლუკაშენკოს უნდა აეკრძალოს საქართველოში ჩამოსვლა, საელჩოს რამდენიმე დიპლომატი უნდა გავაძევოთ..." - როგორ აფასებს პოლიტოლოგი ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტს

"ლუკაშენკოს უნდა აეკრძალოს საქართველოში ჩამოსვლა, საელჩოს რამდენიმე დიპლომატი უნდა გავაძევოთ..." - როგორ აფასებს პოლიტოლოგი ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტს

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთს ეწვია და ასლან ბჟანიასთან ბიჭვინთაში შეხვედრა გამართა.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობების დამყარება სურს.

"მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია, პოლიტიკაში ვარ. ვისაუბროთ, ვიფიქროთ როგორ ვიცხოვროთ. მთავარი ის არის, რომ აქ ხალხი ღირსეულად ცხოვრობდეს, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე. საბჭოთა დროიდან მახსოვს, როცა აქ ვიყავი. ამიტომ, ჩვენ გვინდა დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს.

ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეფასებები უკვე მოჰყვა ქვეყნის ხელისუფლებიდან. პრეზდენტი სალომე ზურაბიშვილი ლუკაშენკოს ვიზიტს "მკაცრად გმობს“ და "დაუშვებელ დარღვევად" აფასებს.

ფაქტს ეხმაურება პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე და აქვეყნებს იმ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რაც, მისი შეფასებით, პირველ ეტაპზე თავმოყვარე სახელმწიფომ უნდა გააკეთოს.

"ბელარუსის პრეზიდენტს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა. საქართველოს ელჩი დაუყოვნებლივ უნდა გამოვიწვიოთ დამატებითი კონსულტაციებისთვის.

  • ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ უნდა გადაიხედოს.
  • დაისვას საკითხი საქართველოში ბელავიას პოზიციების შესახებ.
  • ბელარუსის საელჩოს რამდენიმე დიპლომატი უნდა გავაძევოთ ქვეყნიდან.
  • მინსკისგან ოფიციალური განმარტების და ბოდიშის მოთხოვნა.
  • თბილისში უნდა ჩატარდეს საჯარო დისკუსია, ფორუმი, კონფერენცია ქალბატონ ტინახოვსკაიას მონაწილეობით, რომელსაც აქ უმასპინძლებენ მმართველი პარტიის მაღალი რანგის წარმონადგენლები.

პ.ს. ასევე, დაიწყოს ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე მსჯელობა, პოლიტიკური დისიდენტებისთვის თავშესაფრის მიცემის წესის გამარტივების პარალელურად. ეს არის ღონისძიებათა მცირე ჩამონათვალი, რაც უნდა გააკეთოს პირველ ეტაპზე თავმოყვარე სახელმწიფომ." - წერს პოლიტოლოგი.

ასევე იხილეთ: