მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალბატონი ნელი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარ თავს დაბადების დღეზე აჩუქა "ოსკარი“, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ" - ბასილაშვილის ადვოკატი
"ქალბატონი ნელი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარ თავს დაბადების დღეზე აჩუქა "ოსკარი“, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ" - ბასილაშვილის ადვოკატი

"ქალ­ბა­ტო­ნი ნელი გახ­ლავთ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ თავს თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე აჩუ­ქა "ოს­კა­რი“. მას ეს ნამ­დვი­ლად ეკუთ­ვნის, თუმ­ცა, და­ჯილ­დო­ე­ბას და­ვე­ლო­დოთ, რო­დის იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჭკა­დუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, დაც­ვის და მათ შო­რის, ბრალ­დე­ბის მხა­რე­საც წარ­დგე­ნი­ლი აქვს ყვე­ლა ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის ქალ­ბა­ტო­ნი ნე­ლის მხრი­დან გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან.

"ჩვენ ვხე­დავთ, რომ ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბის მხა­რე კი­თხავ­და ქალ­ბა­ტონ ნეკა დო­რო­ყაშ­ვილს. დაც­ვის და მათ შო­რის, ბრალ­დე­ბის მხა­რე­საც წარ­დგე­ნი­ლი აქვს ყვე­ლა ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის ქალ­ბა­ტო­ნი ნე­ლის მხრი­დან გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან. ქალ­ბა­ტო­ნი ნელი გახ­ლავთ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ თავს და­ბა­დე­ბის დღე­ზე შარ­შან აჩუ­ქა "ოს­კა­რი“. მას ეს ნამ­დვი­ლად ეკუთ­ვნის, თუმ­ცა, და­ჯილ­დო­ე­ბას და­ვე­ლო­დოთ. რო­დის იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ დაც­ვის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რებს იმას, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ცდი­ლობს რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად გა­ა­ნად­გუ­როს ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, რა­საც ის ნამ­დვი­ლად ვერ მი­აღ­წევს. მას ავი­წყდე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ მათ ჰყავთ სა­ერ­თო შვი­ლი და არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ხდე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­ლავთ ის, რომ არას­დროს, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­ზე არ უძა­ლა­დია, რა­საც მოწ­მობს შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბა, რომ ქალ­ბა­ტონ ნე­კას ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამის თა­ო­ბა­ზე არა­სო­დეს გა­ნუ­ცხა­დე­ბია და ამას­თან, დო­რო­ყაშ­ვი­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე თა­ნახ­მა არ იყო. თუკი ის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო, გან­ქორ­წი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­ვად უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ბა­ტონ­მა ნი­კო­ლოზ­მა მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბა მომ­ხდა­რი­ყო“, - გა­ნა­ცხა­და ირმა ჭკა­დუ­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, ად­ვო­კა­ტის თქმით, ეს იმას ამ­ტკი­ცებს, რომ არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

"ტე­ლე­ფო­ნი როცა ხელ­ში გი­ჭი­რავს და იღებ, ამას კი "მო­ძა­ლა­დე“ ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს, მი­ნი­მუმ ის კა­მე­რის წინ არ იძა­ლა­დებს. ამას­თან, თუკი გავ­ყვე­ბით დო­რო­ყაშ­ვი­ლის ლო­გი­კას, ტე­ლე­ფო­ნი ხე­ლი­დან რომც გა­ვარ­დნო­და, ხმე­ბი უნდა ის­მო­დეს აუ­ცი­ლებ­ლად და ის არ გა­ი­თი­შე­ბო­და. ასე­ვე იმ კად­რებ­ში ჩანს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩან­თა დევს იქ, სა­დაც დევს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ­სე­ბობ­და თუ არა ტრა­ექ­ტო­რია ჩან­თის იმ­დაგ­ვა­რად მოქ­ნე­ვის, რო­გორც ამას დო­რო­ყაშ­ვი­ლი ამ­ბობს. ამა­ზე უფრო ვრცლად და­კი­თხვის შემ­დგომ მო­გახ­სე­ნებთ“, - გა­ნა­ცხა­და ჭკა­დუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის პრო­ცე­სი იმარ­თე­ბა. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ნეკა დო­რო­ყაშ­ვილს ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დაც­ვის მხა­რე და­კი­თხავს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე მწარეა
0

ერთი შეკითხვა მაქვს ე.წ. დაზარალებულთან- თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგაჩნია??

მაკო
0

მართლა დაუჯერებელია ძალადობის დროს "მსხვერპლმა" აიღოს ტელეფონი და დაიწყოს გადაღება. ამ დროს მოძალადე რათქმა უნდა ეცდება წაართვას ტელეფონი ან შეწყვიტავს ძალადობას. პირიქით ეს ვიდეოები ეჭვს ბადებს რომ ნეკა ცდილობს ძალადობის პროვოცირებას, რომ გადაიღოს. სასამართლო ბოლო ბოლო დასადგენს ალბათ სიმართლეს და თუ ჰქონდა მართლა ძალადობებს ადგილი, შესაბამისად პასუხი უნდა აგოს ნიკამ., მაგრამ სიტუაციებს რომ კიდევ უფრო აბუქებს, და ფინანსურ გამორჩენაზეა ეს ქალი ფაქტია. თორემ 2 წელი არაფრით არ მოითმენდა და თავად იქნებოდა განქორწინების ინიციატორი, მაგრამ მაგისთვის ქონებების გადანაწილებებს ჰქონდა უფრო დიდი მნიშვნელობა, ვიდრე ი მას რომ მალე დაეღწიათავი მოძალადისაგან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ქალბატონი ნელი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარ თავს დაბადების დღეზე აჩუქა "ოსკარი“, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ" - ბასილაშვილის ადვოკატი

"ქალბატონი ნელი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარ თავს დაბადების დღეზე აჩუქა "ოსკარი“, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ" - ბასილაშვილის ადვოკატი

"ქალბატონი ნელი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს თავის დაბადების დღეზე აჩუქა "ოსკარი“. მას ეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ, როდის იქნება გადაწყვეტილება", - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესის დაწყებისას განაცხადა.

როგორც ჭკადუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაცვის და მათ შორის, ბრალდების მხარესაც წარდგენილი აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქალბატონი ნელის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციასთან.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბრალდების მხარე კითხავდა ქალბატონ ნეკა დოროყაშვილს. დაცვის და მათ შორის, ბრალდების მხარესაც წარდგენილი აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქალბატონი ნელის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციასთან. ქალბატონი ნელი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს დაბადების დღეზე შარშან აჩუქა "ოსკარი“. მას ეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა, დაჯილდოებას დაველოდოთ. როდის იქნება გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დაადასტურებს იმას, რომ ნელი დოროყაშვილი ცდილობს რეპუტაციულად გაანადგუროს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რასაც ის ნამდვილად ვერ მიაღწევს. მას ავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მათ ჰყავთ საერთო შვილი და არცერთ შემთხვევაში არ ხდება არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება. ამასთან, მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ არასდროს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ნელი დოროყაშვილზე არ უძალადია, რასაც მოწმობს შემდეგი გარემოება, რომ ქალბატონ ნეკას ამდენი წლის განმავლობაში ამის თაობაზე არასოდეს განუცხადებია და ამასთან, დოროყაშვილი განქორწინებაზე თანახმა არ იყო. თუკი ის ძალადობის მსხვერპლი იყო, განქორწინების ინიციატორი თავად უნდა ყოფილიყო. ბატონმა ნიკოლოზმა მიმართა სასამართლოს, რომ განქორწინება მომხდარიყო“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

რაც შეეხება ვიდეოს, რომელიც ნეკა დოროყაშვილმა გაასაჯაროვა, ადვოკატის თქმით, ეს იმას ამტკიცებს, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

"ტელეფონი როცა ხელში გიჭირავს და იღებ, ამას კი "მოძალადე“ ადამიანი უყურებს, მინიმუმ ის კამერის წინ არ იძალადებს. ამასთან, თუკი გავყვებით დოროყაშვილის ლოგიკას, ტელეფონი ხელიდან რომც გავარდნოდა, ხმები უნდა ისმოდეს აუცილებლად და ის არ გაითიშებოდა. ასევე იმ კადრებში ჩანს, რომ აღნიშნული ჩანთა დევს იქ, სადაც დევს. ასევე მნიშვნელოვანია, არსებობდა თუ არა ტრაექტორია ჩანთის იმდაგვარად მოქნევის, როგორც ამას დოროყაშვილი ამბობს. ამაზე უფრო ვრცლად დაკითხვის შემდგომ მოგახსენებთ“, - განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი იმართება. დღევანდელ პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნეკა დოროყაშვილს ბასილაშვილის დაცვის მხარე დაკითხავს.