უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, მობილიზებული რუსები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცხელ ხაზზე რეკავენ და კითხულობენ, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ.
"ცხელ ხაზზე ახლა უამრავი ზარია ახლად მობილიზებული რუსებისგან და მათგან, ვინც ჯერ არ არის მობილიზებული. გვირეკავენ და გვეუბნებიან: "მობილიზების შემთხვევაში, რა უნდა გავაკეთო, როგორ ჩავბარდე ტყვედ?“- აღნიშნა იუსოვმა.
მისი თქმით, რუსებს აქვთ დაბალი მოტივაცია და შესაბამისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მობილიზაციის ამ ტალღის ფონზე.
ორივე მხარე ერთმანეთს არტილერიით და ავიაციით ბომბავს და ეს იმას ნიშნვს, რომ მათ შორის რამდენიმი კილომეტრია დაშორება, ალბათ მინიმუმ 10-15. როგორ უნდა ჩაბარდეს ტყვვედ იქ ადამიანი, ეგ დისტანცია რითი უნდა დაფაროს, ფეხით?? როგორ მოახერერხებს ამის ჩუმად გაკეთებას??
daerxa rusets gaigvidzet