უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.
"ხვალ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე - ჩვენ ვამზადებთ გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. სიგნალები ჩვენი სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მონაწილეობას მიიღებს სასურსათო უსაფრთხოების სამიტში.
"ეს არის გლობალური უსაფრთხოების ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ელემენტი და უკრაინას აქვს სათქმელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს ექნება ონლაინ შეხვედრების სერია ამერიკელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყველა დონეზე - თავდაცვა, ფინანსები, ეკონომიკა, დიპლომატია“, - დასძინა ზელენსკიმ.
ამას ბოლოს დამკვეთები გააგორებენ!
უუუჰ დიდი პოლიტიკოსივით ლაპარაკობს, შენ ვი შეგეკითხება რამეს შე გლახა შენა, შენ აშუშუს გოშია ხარ, ჰალეს რო გეტყვიან კიდის ქიცინით იმას აკეთებ რასაც გიბრძანებენ