გერმანიამ უკრაინას ორი Mars II ზაპლური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 50 Dingo ჯავშანტრანსპორტიორი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"ჩვენ ვასრულებთ ჩვენს პირობას! კიდევ ორი Mars II სარაკეტო სისტემა და 50 Dingo გადაეცა. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ტერიტორიალური მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში”, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ სექტემბრის ბოლოდან გერმანიაში უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელო პროექტები დაემატება.