პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღვინის ნამდვილი დღესასწაული ბრუნდება -  უკვე მეოთხედ შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება
ღვინის ნამდვილი დღესასწაული ბრუნდება -  უკვე მეოთხედ შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება

8 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში (სი­ო­ნის ქუჩა, შარ­დე­ნი) „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2022“ გა­ი­მარ­თე­ბა. ღვი­ნის ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც ასო­ბით უცხო­ელ­სა და ად­გი­ლობ­რივ სტუ­მარს ერთ სივ­რცე­ში აერ­თი­ა­ნებს, უკვე მე­ო­თხედ ტარ­დე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლი მო­ი­ცავს გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­სა და დე­გუს­ტა­ცი­ას; მცი­რე, სა­შუ­ა­ლო და დიდი მარ­ნე­ბი სტუმ­რებს სა­კუ­თარ ნა­წარმს წა­რუდ­გე­ნენ. გარ­და ღვი­ნი­სა, ფეს­ტი­ვალ­ზე ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­დუქ­ცია: ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი პური, ჩურ­ჩხე­ლა, ჩირი, ქარ­თუ­ლი ყვე­ლი, თაფ­ლი და სხვა.

„ფეს­ტი­ვალ­ზე მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტის და­გე­მოვ­ნე­ბა­სა და მათ­თვის უც­ნო­ბი ღვი­ნის სა­ხე­ო­ბი­სა თუ ახა­ლი მე­წარ­მე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნას შეძ­ლე­ბენ. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის. ფეს­ტი­ვა­ლი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მე­ბით. სტუმ­რე­ბი მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ დად­გმულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს იხი­ლა­ვენ, მო­ის­მე­ნენ ქარ­თულ ფოლკ­ლორს, კულ­მი­ნა­ცია კი ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ქარ­თუ­ლი ბენ­დე­ბის კონ­ცერ­ტი იქ­ნე­ბა. ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმი­სა, რაც ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს ელო­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და 19:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მის­წე­რონ „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე: ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი • Georgian Wine Festival ან დარ­ე­კონ ნო­მერ­ზე: +995 598 782 842

ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად, გა­და­დით ბმულ­ზე.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ღვინის ნამდვილი დღესასწაული ბრუნდება -  უკვე მეოთხედ შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება

ღვინის ნამდვილი დღესასწაული ბრუნდება -  უკვე მეოთხედ შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება

8 ოქტომბერს თბილისში (სიონის ქუჩა, შარდენი) „ქართული ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება. ღვინის ნამდვილი დღესასწაული, რომელიც ასობით უცხოელსა და ადგილობრივ სტუმარს ერთ სივრცეში აერთიანებს, უკვე მეოთხედ ტარდება.

ფესტივალი მოიცავს გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციას; მცირე, საშუალო და დიდი მარნები სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ. გარდა ღვინისა, ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის პროდუქცია: ქართული ტრადიციული პური, ჩურჩხელა, ჩირი, ქართული ყველი, თაფლი და სხვა.

„ფესტივალზე მოსული სტუმრები მაღალი ხარისხის პროდუქტის დაგემოვნებასა და მათთვის უცნობი ღვინის სახეობისა თუ ახალი მეწარმეების აღმოჩენას შეძლებენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში იქნება დატვირთული გასართობი პროგრამებით. სტუმრები მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმულ ღონისძიებებს იხილავენ, მოისმენენ ქართულ ფოლკლორს, კულმინაცია კი ყველასათვის საყვარელი ქართული ბენდების კონცერტი იქნება. ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ფესტივალის სტუმრებს ელოდება“, - აღნიშნავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება.

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ორგანიზატორებს მისწერონ „ფეისბუქ“ გვერდზე: ქართული ღვინის ფესტივალი • Georgian Wine Festival ან დარეკონ ნომერზე: +995 598 782 842

ღონისძიების სანახავად, გადადით ბმულზე.