სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შანხაის სამიტზე", ვისაც არ დაეზარა, პუტინი ყველამ ალოდინა. აგრძნობინეს, რომ ის აღარ არის ჰეგემონი და ლიდერი რეგიონში" - როგორ აისახება რუსეთის გავლენის შესუსტება მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონზე
"შანხაის სამიტზე", ვისაც არ დაეზარა, პუტინი ყველამ ალოდინა. აგრძნობინეს, რომ ის აღარ არის ჰეგემონი და ლიდერი რეგიონში" - როგორ აისახება რუსეთის გავლენის შესუსტება მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონზე

უკ­რა­ი­ნის კონ­ტრშე­ტე­ვის შე­დე­გად რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი მარ­ცხს მარ­ცხზე გა­ნიც­დი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ომის დას­რუ­ლე­ბას კი­დევ კარ­გა ხანი დას­ჭირ­დე­ბა, ფაქ­ტია, რომ ხარ­კო­ვის ოლ­ქში მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე არ­მი­ის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ რე­გი­ო­ნულ პო­ლი­ტი­კა­ზე პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის გავ­ლე­ნა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­თა­რე­ბა გარ­თულ­და ჩვენს რე­გი­ონ­შიც - აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის ისევ სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბაა, რა­შიც მხა­რე­ე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბაა ყირ­გი­ზე­თი­სა და ტა­ჯი­კე­თის სა­ზღვარ­ზეც, სა­დაც სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბე­ბი და­ი­წყო. რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მსოფ­ლი­ო­ში მომ­ხდა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და რუ­სე­თის გავ­ლე­ნის შე­სუს­ტე­ბის ფონ­ზე ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჩნდე­ბა. რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რუ­სეთ­ში და რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე? გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე:

- პროგ­ნო­ზი­რე­ბა იმი­სა, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რუ­სეთ­ში, რთუ­ლია, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ზუს­ტი მეც­ნი­ე­რე­ბა არ გახ­ლავთ და ნე­ბის­მი­ე­რი სცე­ნა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ცვლა­დი­სა და არა­ერ­თი ფაქ­ტო­რის ერ­თობ­ლი­ო­ბა­ზე, ასე­ვე იმა­ზე, რო­მელ თე­ო­რი­ულ ჭრილ­ში გან­ვი­ხი­ლავთ ამ სცე­ნა­რებს.

რუ­სე­თის არ­მი­ამ უკ­რა­ი­ნა­ში და­კარ­გა ოპე­რა­ტი­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა. მან არა მხო­ლოდ უკან და­ი­ხია, არა­მედ დათ­მო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი. ახლა უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ეს უპი­რა­ტე­სო­ბა, რო­მე­ლიც კონ­ტრშე­ტე­ვით მო­ი­პო­ვა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და სტრა­ტე­გი­ულ დო­მი­ნი­რე­ბა­ში გა­და­ზარ­დოს, ანუ სა­ბო­ლო­ოდ ბრძო­ლის ვე­ლის სრუ­ლი კონ­ტრო­ლი აი­ღოს ხელ­ში.

რუ­სეთს არ აქვს კონ­ვენ­ცი­უ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბის საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი იმის­თვის, რომ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა შეძ­ლოს. დღეს რუ­სე­თი დგას რამ­დე­ნი­მე გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე. თუ ის ბრძო­ლას გა­აგ­რძე­ლებს, შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­დოს. უკ­რა­ი­ნის რე­სურ­სე­ბი შე­ივ­სე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, რო­დე­საც ლენდ-ლიზი სრუ­ლი მას­შტა­ბით ამოქ­მედ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ რაც მე­ტად გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა, მით მე­ტად მო­ი­მა­ტებს მისი მხარ­და­ჭე­რა, რად­გან ეს და­სავ­ლეთ­ში სა­რის­კო ინ­ვეს­ტი­ცი­ად აღარ ფას­დე­ბა. დღეს ყვე­ლა მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნას შე­უძ­ლია გა­მარ­ჯვე­ბა და მისი მხარ­და­ჭე­რა რენ­ტა­ბე­ლურ ინ­ვეს­ტი­ცი­ად მი­იჩ­ნე­ვა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რუ­სე­თი აღ­მოჩ­ნდეს სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­ცხის წი­ნა­შე. რო­გორ შე­იც­ვლე­ბა ვი­თა­რე­ბა ბრძო­ლის ველ­ზე, სა­დამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბა, ცალ­კე მსჯე­ლო­ბის თე­მაა, მაგ­რამ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია, რუ­სეთ­მა აღი­ა­როს მარ­ცხი და უკ­რა­ი­ნას­თან გარ­კვე­ულ სა­ზა­ვო პი­რო­ბებ­ზე შე­თან­ხმდეს. ორი­ვე ვა­რი­ან­ტის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სეთ­ში ეს გა­მო­იწ­ვევს ძლი­ერ ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ვე­ბე­ბო­და რუ­სე­თის უძ­ლე­ვე­ლო­ბის მი­თით, აღ­მო­ა­ჩენს, რომ და­მარ­ცხდა, თან და­მარ­ცხდა იმას­თან, ვი­საც ხე­ლოვ­ნურ სა­ხელ­მწი­ფოდ მი­იჩ­ნევ­და. ამის შემ­დეგ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რა მოხ­დე­ბა, გავ­ლე­ნის ცენ­ტრებ­ში რა რო­გორ გა­და­თა­მაშ­დე­ბა, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. რუ­სე­თის­თვის ყვე­ლა­ზე უა­რე­სი სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც ხში­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა, არის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ რუ­სეთ­ში ახ­ლან­დე­ლი ელი­ტა შე­იც­ვლე­ბა და და­ი­წყე­ბა დიდი წმენ­და არ­მი­ა­ში, რად­გან ჯოხი ვი­ღა­ცა­ზე უნდა გა­და­ტე­ხონ, ამ ყვე­ლა­ფერს კი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს სხვა ტი­პის პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის უკი­დუ­რე­სად მძი­მე ბრძო­ლა და­ი­წყოს.

მარ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ე­ბი და გავ­ლე­ნა ყველ­გან შე­სუს­ტდე­ბა. ჩვენ ამის პირ­ველ ნიშ­ნებს უკვე ვხე­დავთ. ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ონ­ში "შან­ხა­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის" სა­მიტ­ზე, ვი­საც არ და­ე­ზა­რა, პუ­ტი­ნი ყვე­ლამ ალო­დი­ნა. ამით აგ­რძნო­ბი­ნეს, რომ ის აღარ არის ჰე­გე­მო­ნი და ლი­დე­რი რე­გი­ონ­ში. ამას­თა­ნა­ვე, გა­მოჩ­ნდა, ვინ არი­ან ლი­დე­რე­ბი. უპირ­ვე­ლე­სად, ეს არის ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­პი­ნი, მერე კი - თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი ერ­დო­ღა­ნი. მოკ­ლედ, ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ორი ახა­ლი ლი­დე­რი გა­მო­იკ­ვე­თა. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცვლი­ლე­ბაა.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­მა­ვა­ლი წლის­თვის ყა­ზა­ხე­თი და­ტო­ვებს "კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას". ამას­თა­ნა­ვე, ყირ­გი­ზეთ­სა და ტა­ჯი­კეთს შო­რის გაჩ­ნდა და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი კერა, და­ი­ღუპ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს კონ­ფლიქ­ტი დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს, მაგ­რამ ახლა გა­აქ­ტი­ურ­და. მოკ­ლედ, რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­სუს­ტდა წინა აზი­ა­ში, სა­დაც მას დიდი კონ­კუ­რენ­ტე­ბი ჰყავს, შე­სუს­ტდა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­შიც - რაც სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ხდე­ბა, რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ჩა­მოშ­ლით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

რუ­სე­თის და­სუს­ტე­ბა თუ გაგ­რძელ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, ამა თუ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით გაჩ­ნდე­ბა ძა­ლის ვა­კუ­უ­მი. რუ­სე­თის გავ­ლე­ნა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ემ­ყა­რე­ბა არა გან­ვი­თა­რე­ბის პო­ზი­ტი­ურ დღის წეს­რიგს, არა­მედ ძა­ლის პრი­მატს, შე­სა­ბა­მი­სად, თუ რუ­სე­თი სუს­ტდე­ბა და კრი­ზი­სე­ბის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ძალა ილე­ვა, ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა სი­ცა­რი­ე­ლე, რაც დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ბა. ვხე­დავთ, რომ მისი შევ­სე­ბა უკვე და­ი­წყეს სხვა აქ­ტო­რებ­მა. ამას აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა გა­მოწ­ვე­ვე­ბი ყვე­ლა იმ რე­გი­ო­ნის­თვის, რომ­ლებ­ზეც დიდი იყო რუ­სე­თის გავ­ლე­ნა, მაგ­რამ ამა­ვე დროს გაჩ­ნდე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც.

- რუ­სე­თის გავ­ლე­ნის შე­სუს­ტე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს აი­სა­ხოს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მთელ ჩვენს რე­გი­ონ­ზე?

- ეს ჩვენს რე­გი­ონ­ზე უკვე აი­სა­ხა და ვხე­დავთ, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის რა პრო­ცე­სიც და­ი­წყო. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი თავს ეს­ხმის სომ­ხეთს, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე გას­ცდა ყა­რა­ბაღს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ლა­პა­რა­კი და­ი­წყო რე­გი­ონ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის ძა­ლის­მი­ე­რი გზით იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე, რა­საც მხარს უჭერს თურ­ქე­თი. სომ­ხე­თი აღ­მოჩ­ნდა სრუ­ლი­ად იზო­ლი­რე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ ქვე­ყა­ნას, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი უდ­გას.

სა­ქარ­თვე­ლო არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და თურ­ქე­თის პარტნი­ო­რი, მაგ­რამ ის, რაც დღეს სომ­ხეთ­ში ხდე­ბა, ჩვენ­თვი­საც გარ­კვე­ულ რისკს შე­ი­ცავს. შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ გა­ა­ჩი­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ირა­ნის მხრი­და­ნაც. რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო გა­ცი­ლე­ბით მყი­ფე და ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რია, ვიდ­რე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ რო­დის­მე ყო­ფი­ლა. ასეთ დროს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რა­ღა­ცით და­ა­ბა­ლან­სოს რე­გი­ო­ნუ­ლი აქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნა. დღეს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში რუ­სე­თის შე­სუს­ტე­ბუ­ლი გავ­ლე­ნით გა­ჩე­ნი­ლი ვა­კუ­უ­მის შევ­სე­ბას ცდი­ლო­ბენ თურ­ქე­თი, ირა­ნი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. ჩვენ გვჭირ­დე­ბა ამ გავ­ლე­ნის და­ბა­ლან­სე­ბა, ამის­თვის კი გვაქვს ერთი გზა - სა­ქარ­თვე­ლოს მჭიდ­რო კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იმ აქ­ტორ­თან, რომ­ლის რე­გი­ო­ნი­დან გან­დევ­ნაც, რუ­სეთ­თან ერ­თად, სურთ თურ­ქეთ­სა და ირანს და ეს არის და­სავ­ლე­თი. ჩვენ უნდა ვი­ყოთ რე­გი­ონ­ში და­სავ­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის პლაც­დარ­მი და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სომ­ხეთს, რო­მე­ლიც დღეს თუ არა ხვალ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვა რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის ორ­ბი­ტი­დან, და­ვეხ­მა­როთ იზო­ლა­ცი­ის დაძ­ლე­ვა­სა და და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში. ვი­მე­ო­რებ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც და თურ­ქე­თიც ჩვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ სომ­ხე­თი, რო­მე­ლიც და­აღ­წევს თავს რუ­სეთს და შეძ­ლებს სტა­ბი­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბას, არის ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი მო­კავ­ში­რე. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ რე­გი­ონ­ში მოხ­დეს ძალ­თა პა­რი­ტე­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ჰე­გე­მო­ნო­ბა, ჩვენ გვჭირ­დე­ბა პა­რი­ტე­ტუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და პარტნი­ო­რო­ბა ჩვენს მე­ზობ­ლებ­თან... იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?!!
7

ამ ექსპერტის წოდებებს სად არიგებენ მართლა მაინტერესებს. თან ყველა საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი როგორაა...საშინაო საქმის ექსპერტები არ გვყავს?! ან ნეტა ამათ აზრს რამე წონა თუ აქვს

როგორ!!!
27

როგორ ბედავენ ეს ვაი ეკსპერტები თვით ვლადემერ ვლადიმიროვიჩზე ასეთის წერა ეს ბატონ ბიდძინაზე ცერდნენ სიცრუეს მატყუარაოო შეხედეთ ქვეყანა დუღს ეკონომიკა ყვავის მიუხედავად ამ დეგნანის და სხვა ევროპული თუ ამერიკელი ნაცების მცდელობებისა, კოვზი ნაცარში, საქართველო მთელს მსოფლიოში ანათებს ბრწყინავს და აოცებსწ სამყაროს მამამარჩენალი ბატონი ბიძინა ბრწყინვალის დამსახურებით ეხლა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს მიადგნენ ფუ ნაცები და ფარჩაკები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"შანხაის სამიტზე", ვისაც არ დაეზარა, პუტინი ყველამ ალოდინა. აგრძნობინეს, რომ ის აღარ არის ჰეგემონი და ლიდერი რეგიონში" - როგორ აისახება რუსეთის გავლენის შესუსტება მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონზე

"შანხაის სამიტზე", ვისაც არ დაეზარა, პუტინი ყველამ ალოდინა. აგრძნობინეს, რომ ის აღარ არის ჰეგემონი და ლიდერი რეგიონში" - როგორ აისახება რუსეთის გავლენის შესუსტება მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონზე

უკრაინის კონტრშეტევის შედეგად რუსული სამხედრო ნაწილები მარცხს მარცხზე განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულებას კიდევ კარგა ხანი დასჭირდება, ფაქტია, რომ ხარკოვის ოლქში მსოფლიოში მეორე არმიის წარუმატებლობის შემდეგ რეგიონულ პოლიტიკაზე პუტინის რეჟიმის გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის პარალელურად ვითარება გართულდა ჩვენს რეგიონშიც - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ისევ სამხედრო დაპირისპირებაა, რაშიც მხარეები, ტრადიციულად, ერთმანეთს ადანაშაულებენ. ურთულესი ვითარებაა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზეც, სადაც სამხედრო შეტაკებები დაიწყო. რჩება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოში მომხდარი ცვლილებებისა და რუსეთის გავლენის შესუსტების ფონზე ახალი გამოწვევები ჩნდება. რა შეიძლება მოხდეს რუსეთში და როგორ აისახება ეს ჩვენს ქვეყანაზე? გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე:

- პროგნოზირება იმისა, რა შეიძლება მოხდეს რუსეთში, რთულია, რადგან საერთაშორისო ურთიერთობები ზუსტი მეცნიერება არ გახლავთ და ნებისმიერი სცენარი დამოკიდებულია სხვადასხვა ცვლადისა და არაერთი ფაქტორის ერთობლიობაზე, ასევე იმაზე, რომელ თეორიულ ჭრილში განვიხილავთ ამ სცენარებს.

რუსეთის არმიამ უკრაინაში დაკარგა ოპერატიული უპირატესობა. მან არა მხოლოდ უკან დაიხია, არამედ დათმო მნიშვნელოვანი პოზიციები. ახლა უკრაინის მთავარი ამოცანაა, ეს უპირატესობა, რომელიც კონტრშეტევით მოიპოვა, შეინარჩუნოს და სტრატეგიულ დომინირებაში გადაზარდოს, ანუ საბოლოოდ ბრძოლის ველის სრული კონტროლი აიღოს ხელში.

რუსეთს არ აქვს კონვენციური შეიარაღების საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ შექმნილი ვითარების შემოტრიალება შეძლოს. დღეს რუსეთი დგას რამდენიმე გამოწვევის წინაშე. თუ ის ბრძოლას გააგრძელებს, შეიძლება სრული სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფა განიცადოს. უკრაინის რესურსები შეივსება უახლოეს მომავალში, როდესაც ლენდ-ლიზი სრული მასშტაბით ამოქმედდება. აღსანიშნავია ისიც, რომ რაც მეტად გააქტიურდება უკრაინა, მით მეტად მოიმატებს მისი მხარდაჭერა, რადგან ეს დასავლეთში სარისკო ინვესტიციად აღარ ფასდება. დღეს ყველა მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება და მისი მხარდაჭერა რენტაბელურ ინვესტიციად მიიჩნევა. შესაძლებელია, რუსეთი აღმოჩნდეს სამხედრო-პოლიტიკური მარცხის წინაშე. როგორ შეიცვლება ვითარება ბრძოლის ველზე, სადამდე გაგრძელდება უკრაინის სამხედრო წარმატება, ცალკე მსჯელობის თემაა, მაგრამ ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, მოვლენების განვითარების მეორე ვარიანტია, რუსეთმა აღიაროს მარცხი და უკრაინასთან გარკვეულ საზავო პირობებზე შეთანხმდეს. ორივე ვარიანტის შემთხვევაში რუსეთში ეს გამოიწვევს ძლიერ ტურბულენტობას. საზოგადოება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იკვებებოდა რუსეთის უძლეველობის მითით, აღმოაჩენს, რომ დამარცხდა, თან დამარცხდა იმასთან, ვისაც ხელოვნურ სახელმწიფოდ მიიჩნევდა. ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებაში რა მოხდება, გავლენის ცენტრებში რა როგორ გადათამაშდება, რთული სათქმელია. რუსეთისთვის ყველაზე უარესი სცენარი, რომელიც ხშირად განიხილება, არის პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება, რაც გულისხმობს, რომ რუსეთში ახლანდელი ელიტა შეიცვლება და დაიწყება დიდი წმენდა არმიაში, რადგან ჯოხი ვიღაცაზე უნდა გადატეხონ, ამ ყველაფერს კი შეიძლება მოჰყვეს სხვა ტიპის პოლიტიკური ცვლილებები და ძალაუფლებისთვის უკიდურესად მძიმე ბრძოლა დაიწყოს.

მარცხის შემთხვევაში რუსეთის პოზიციები და გავლენა ყველგან შესუსტდება. ჩვენ ამის პირველ ნიშნებს უკვე ვხედავთ. ცენტრალური აზიის რეგიონში "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტზე, ვისაც არ დაეზარა, პუტინი ყველამ ალოდინა. ამით აგრძნობინეს, რომ ის აღარ არის ჰეგემონი და ლიდერი რეგიონში. ამასთანავე, გამოჩნდა, ვინ არიან ლიდერები. უპირველესად, ეს არის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, მერე კი - თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი. მოკლედ, ცენტრალურ აზიაში ორი ახალი ლიდერი გამოიკვეთა. ეს ძალიან საინტერესო ცვლილებაა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალი წლისთვის ყაზახეთი დატოვებს "კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას". ამასთანავე, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის გაჩნდა დაპირისპირების ახალი კერა, დაიღუპნენ ადამიანები. ეს კონფლიქტი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ახლა გააქტიურდა. მოკლედ, რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა წინა აზიაში, სადაც მას დიდი კონკურენტები ჰყავს, შესუსტდა სამხრეთ კავკასიაშიც - რაც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ხდება, რეგიონში რუსული გავლენის მოსალოდნელი ჩამოშლით არის განპირობებული.

რუსეთის დასუსტება თუ გაგრძელდა, ბუნებრივია, ამა თუ იმ მიმართულებით გაჩნდება ძალის ვაკუუმი. რუსეთის გავლენა, მოგეხსენებათ, ემყარება არა განვითარების პოზიტიურ დღის წესრიგს, არამედ ძალის პრიმატს, შესაბამისად, თუ რუსეთი სუსტდება და კრიზისების მაკონტროლებელი ძალა ილევა, ბუნებრივად ჩნდება სიცარიელე, რაც დიდხანს არ დარჩება. ვხედავთ, რომ მისი შევსება უკვე დაიწყეს სხვა აქტორებმა. ამას აუცილებლად მოჰყვება გამოწვევები ყველა იმ რეგიონისთვის, რომლებზეც დიდი იყო რუსეთის გავლენა, მაგრამ ამავე დროს გაჩნდება შესაძლებლობებიც.

- რუსეთის გავლენის შესუსტება როგორ შეიძლება ეს აისახოს საქართველოსა და მთელ ჩვენს რეგიონზე?

- ეს ჩვენს რეგიონზე უკვე აისახა და ვხედავთ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის რა პროცესიც დაიწყო. აზერბაიჯანი თავს ესხმის სომხეთს, ფაქტობრივად, უკვე გასცდა ყარაბაღს და შეიძლება ითქვას, რომ ლაპარაკი დაიწყო რეგიონში აზერბაიჯანული პოლიტიკური დღის წესრიგის ძალისმიერი გზით იმპლემენტაციაზე, რასაც მხარს უჭერს თურქეთი. სომხეთი აღმოჩნდა სრულიად იზოლირებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანას, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან მოყოლებული, ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას.

საქართველო არის აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი, მაგრამ ის, რაც დღეს სომხეთში ხდება, ჩვენთვისაც გარკვეულ რისკს შეიცავს. შექმნილმა ვითარებამ გააჩინა სერიოზული გამოწვევები ირანის მხრიდანაც. რეგიონში უსაფრთხოების გარემო გაცილებით მყიფე და ტურბულენტურია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როდისმე ყოფილა. ასეთ დროს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რაღაცით დააბალანსოს რეგიონული აქტორების გავლენა. დღეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შესუსტებული გავლენით გაჩენილი ვაკუუმის შევსებას ცდილობენ თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი. ჩვენ გვჭირდება ამ გავლენის დაბალანსება, ამისთვის კი გვაქვს ერთი გზა - საქართველოს მჭიდრო კავშირის შენარჩუნება იმ აქტორთან, რომლის რეგიონიდან განდევნაც, რუსეთთან ერთად, სურთ თურქეთსა და ირანს და ეს არის დასავლეთი. ჩვენ უნდა ვიყოთ რეგიონში დასავლური ინტერესების პლაცდარმი და გრძელვადიან პერსპექტივაში სომხეთს, რომელიც დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გამოვა რუსული გავლენის ორბიტიდან, დავეხმაროთ იზოლაციის დაძლევასა და დასავლეთთან ინტეგრაციაში. ვიმეორებ, აზერბაიჯანიც და თურქეთიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან, მაგრამ სომხეთი, რომელიც დააღწევს თავს რუსეთს და შეძლებს სტაბილურად განვითარებას, არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ რეგიონში მოხდეს ძალთა პარიტეტის შენარჩუნება. ჩვენ არ გვჭირდება რომელიმე ქვეყნის ჰეგემონობა, ჩვენ გვჭირდება პარიტეტული თანამშრომლობა და პარტნიორობა ჩვენს მეზობლებთან... იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: