საფრანგეთში მონაკოს მონარქის ალბერ პირველისადმი მიძღვნილი ღინისძიებები იმართება. მონაკოს მონარქის ალბერ პირველი მეცნიერების დიდი მხარდამჭერი გახლდათ. იგი ქმნიდა ახალ სამეცნიერო ცენტრებსა და მუზეუმებს. 1910 წელს მის მიერ დაფუნებული იქნა ადამიანის პალეონტოლოგიის ინსტიტუტი პარიზში.
დღეს ეს ინსტიტუტი მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო დაწასებულებაა და მონაკოს პრინც ალბერ მეორის პატრონაჟით ფუნქციონირებს. პრინც ალბერი აქტიურად უჭერს მხარს პრეისტორიულ კვლევებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. მან სპეციალური პრემიით 2002 წელს დააჯილდოვა ქართველი მეცნიერი დავით ლორთქიფანიძე, 2011 წელს კი ინახულა დმანისის გათხრები.
ამჟამად ფრანგული ენის საერთაშორისო ცენტრს და მონაკოს პრინცის შატო დი მარშეში მიმდინარეობს ადამიანის ბიოლოგიური და კულტურული ევოლუციის კვლევის ისტორიის ფორუმი , რომელიც ეძღვნება მონაკოს მონარქის ალბერ პირველის გარდაცვალების 100 წლისთავს. მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს შორისაა აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე. მონაკოს პრინცმა ალბერ მეორემ კიდევ ერთხელ გამოხატა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება და მხარდაჭერა ქართული მეცნიერებისადმი.
ძალიან სასიამოვნო ფაქტია!წარმატებები ჩვენს ქვეყანას და ბატონ დავითს!