2023 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვისა და სერვისი-ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით 14 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. 2019 წელთან შედარებით, უწყების ბიუჯეტი შემდეგ წელს შესაძლოა 53%-ით გაიზარდოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში გაიმართა.
2023 წელს, აჭარის ტურისტული პოტენციალის სამიზნე ქვეყნებში პოპულარიზაციისთვის +28%-ით მეტი, 6, 375 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. 2019 წელთან შედარებით 77%-ით იზრდება შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისა და რეკლამის ბიუჯეტიც.
სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებასა და რეიტინგულ მედიასაშუალებებში სატელევიზიო რეკლამაზე გაკეთდება.
შემდეგი წლისთვის, აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარება ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2023 წელს, მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და განვითარების მიმართულებით ბიუჯეტის 165%-ით გაზრდა იგეგმება და ჯამში, 3,000,000 ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება, რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, ამ მიმართულებით შემდეგ წელს 692 000 ლარი დაიხარჯება, რაც ბიუჯეტის 134%-იან ზრდას ითვალისწინებს.
ახალგაზრდობის პარკში საწრეტი ორმოები ტალახითაა სავსე ,წვიმის დროს იტბორება პარკი.
რეკლამა, რეკლამა კი არა ქალაქს მიხედეთ, ქალაქს! ყველგან რომ უმსგავსობაა!!!