მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მუხლი მოეხსნა
"დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მუხლი მოეხსნა

"დირ­სის“ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და დაჭ­რის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ გრი­გოლ დო­ჩი­ას, ბრა­ლი და­უ­ზუს­ტდა და 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლი მო­ეხ­სნა. ამ­რი­გად, ბრალ­დე­ბის მხა­რე გრი­გოლ დო­ჩი­ას 19-109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ბ“ და მე-3 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, ასე­ვე 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს ედა­ვე­ბა რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის და ორი, ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და იძუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

პრო­კუ­რო­რის, ლე­ვან ვე­ფხვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლი საქ­მე­ში ზედ­მე­ტად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მი­სი­ვე თქმით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლის მოხ­სნით, ბრალ­დე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა არ შე­იც­ვლე­ბა, რად­გან გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი­სა და ორი ან მეტი პი­რის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა 16-20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა უნდა და­ზუს­ტდეს და ამო­ი­რი­ცხოს 108-ე მუხ­ლი. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ ერთი მუხ­ლი მო­აკ­ლდე­ბა, არ იც­ვლე­ბა. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი­სა და ორი ან მეტი პი­რის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს 16-20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას. მიგ­ვაჩ­ნია, რომ 108-ე მუხ­ლი, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი უნდა ამო­ი­რი­ცხოს გრი­გოლ დო­ჩი­ას საქ­მი­დან. ბრალ­დე­ბის მხა­რეს ნე­ბის­მი­ერ სტა­დი­ა­ზე აქვს უფ­ლე­ბა და­ა­ზუს­ტოს ბრა­ლი”, - გან­მარ­ტა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ.

გრი­გოლ დო­ჩი­ას ად­ვო­კა­ტის, სულ­ხან კო­მა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, 108-ე მუხ­ლის ამო­რი­ცხვის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, რომ გრი­გოლ დო­ჩი­ას საქ­მე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა არ გა­ნი­ხი­ლონ.

"ამ დარ­ბაზ­ში გო­ნებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე ყვე­ლა პირი, იუ­რის­ტი თუ არა­ი­უ­რის­ტი ხვდე­ბა რას­თან გვაქვს საქ­მე. მას ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა იმ მუხ­ლით, რომ­ლი­თაც შე­ეძ­ლო მი­ე­მარ­თა ნა­ფიც მსა­ჯუ­ლე­ბის­თვის. მან გა­მო­ი­ყე­ნა ეს უფ­ლე­ბა და სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ნა­ფიც მსა­ჯულ­თა შერ­ჩე­ვა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რეს ბრა­ლის და­ზუს­ტე­ბა სურს. ამის დაშ­ვე­ბით ვუშ­ვებთ ძა­ლი­ან სა­შიშ პრე­ცე­დენტს, სა­სა­მარ­თლო­ში ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლია არ­სე­ბობ­დეს ნა­ფიც მსა­ჯულ­თა გან­სჯა­დო­ბა. რა­ი­მე შე­იც­ვა­ლა ამ საქ­მე­ში, რომ დო­ჩი­ას ბრა­ლი და­უ­ზუს­ტდა? აკე­თებთ იმას, რომ ბრალ­დე­ბულს ჩა­მო­ერ­თვას უფ­ლე­ბა მისი საქ­მე გა­ნი­ხი­ლონ ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა. 108-ე მუხ­ლის ამო­რი­ცხვის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, რომ საქ­მე არ გა­ნი­ხი­ლონ ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა”, - აღ­ნიშ­ნა სულ­ხან კო­მა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, გრი­გოლ დო­ჩი­ას მიმ­დი­ნა­რე წლის 27 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ე.წ. „დირ­სის და­სახ­ლე­ბა­ში“, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, სახ­ლი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ცივი ია­რა­ღით, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ში, ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 4 პირს, მათ შო­რის, ერთ არას­რულ­წლო­ვანს. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა ერთი ადა­მი­ა­ნი, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი პი­რე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მუხლი მოეხსნა

"დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მუხლი მოეხსნა

"დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას, ბრალი დაუზუსტდა და 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი მოეხსნა. ამრიგად, ბრალდების მხარე გრიგოლ დოჩიას 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტებით, ასევე 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იძულებას გულისხმობს.

პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განმარტებით, 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი საქმეში ზედმეტად იყო წარმოდგენილი. მისივე თქმით, განზრახ მკვლელობის მუხლის მოხსნით, ბრალდებულის მდგომარეობა არ შეიცვლება, რადგან განზრახ მკვლელობის მცდელობა არასრულწლოვანისა და ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"წარდგენილი ბრალდება უნდა დაზუსტდეს და ამოირიცხოს 108-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მდგომარეობა, რომ ერთი მუხლი მოაკლდება, არ იცვლება. განზრახ მკვლელობის მცდელობა არასრულწლოვანისა და ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა ითვალისწინებს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას. მიგვაჩნია, რომ 108-ე მუხლი, რომელიც ზედმეტად არის წარმოდგენილი უნდა ამოირიცხოს გრიგოლ დოჩიას საქმიდან. ბრალდების მხარეს ნებისმიერ სტადიაზე აქვს უფლება დააზუსტოს ბრალი”, - განმარტა ლევან ვეფხვაძემ.

გრიგოლ დოჩიას ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, 108-ე მუხლის ამორიცხვის ერთადერთი მიზანია, რომ გრიგოლ დოჩიას საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა არ განიხილონ.

"ამ დარბაზში გონებრივად მოაზროვნე ყველა პირი, იურისტი თუ არაიურისტი ხვდება რასთან გვაქვს საქმე. მას ბრალი წარედგინა იმ მუხლით, რომლითაც შეეძლო მიემართა ნაფიც მსაჯულებისთვის. მან გამოიყენა ეს უფლება და სასამართლოში მიმდინარეობდა ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბრალდების მხარეს ბრალის დაზუსტება სურს. ამის დაშვებით ვუშვებთ ძალიან საშიშ პრეცედენტს, სასამართლოში ერთადერთი ნათელი წერტილია არსებობდეს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა. რაიმე შეიცვალა ამ საქმეში, რომ დოჩიას ბრალი დაუზუსტდა? აკეთებთ იმას, რომ ბრალდებულს ჩამოერთვას უფლება მისი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა. 108-ე მუხლის ამორიცხვის ერთადერთი მიზანია, რომ საქმე არ განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა”, - აღნიშნა სულხან კომახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქმის მასალების თანახმად, გრიგოლ დოჩიას მიმდინარე წლის 27 აპრილს, თბილისში, ე.წ. „დირსის დასახლებაში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახლიდან ჩამოტანილი ცივი იარაღით, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ჭრილობები მიაყენა 4 პირს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო დანარჩენი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს.