ლუგანსკის ოლქის დეოკუპირებულ სოფელ კუზემივკას თავზე უკრაინის დროშა აღიმართა, - ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი იუწყება.
აღსანიშნავია, რომ კუზემივკა ოკუპირებულ ქალაქ სვატოვოდან 25 კილომეტრში მდებარეობს.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარკოვის მიმართულებით უკრაინის ჯარების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად რუსი ოკუპანტები პოზიციებს ტოვებდნენ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთში გარბოდნენ.
წარმატებებს ვუსურვებ უკრაინელ ხალხს.
ჰოდა ვინ იყო იქ ვინ?