მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 წლის ბიჭს, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ სკოლის გამოცვლა უნდოდა, სამინისტრომ თხოვნაზე უარი უთხრა - რა ინფორმაციას აქვეყნებს PHR?
11 წლის ბიჭს, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ სკოლის გამოცვლა უნდოდა, სამინისტრომ თხოვნაზე უარი უთხრა - რა ინფორმაციას აქვეყნებს PHR?

11 წლის ბიჭს, რო­მელ­საც დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, კერ­ძო სკო­ლი­დან სა­ჯა­რო­ში გა­დას­ვლა უნ­დო­და, სა­მი­ნის­ტრომ თხოვ­ნა­ზე უარი უთხრა. ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 11 წლის ბი­ჭის თხოვ­ნა იმით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლის სა­ფა­სურს ვე­ღარ გა­და­იხ­დი­და.

"2022 წლის ივ­ლის­ში, PHR-ის ბავ­შვთა ად­ვო­კა­ტებს 11 წლის ბიჭ­მა მო­მარ­თა. ბავ­შვს კერ­ძო სკო­ლი­დან სა­ჯა­რო სკო­ლა­ში უნ­დო­და გა­დას­ვლა, რად­გან დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ბე­ბოს­თან დარ­ჩე­ნილს ძა­ლი­ან უჭირ­და კერ­ძო სკო­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და და ფი­ზი­კუ­რად სი­ა­რუ­ლი ბევ­რი კი­ლო­მეტ­რით და­ცი­ლე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­დან სკო­ლამ­დე.

ბავ­შვის ერთი სკო­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვლის (მო­ბი­ლო­ბის) მიზ­ნით, ბავ­შვის ბე­ბი­ამ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს და სკო­ლებს მი­მარ­თა, თუმ­ცა მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს ბავ­შვის გა­დაყ­ვა­ნა­ზე, რად­გან ბე­ბია არ არის ბავ­შვის მე­ურ­ვე. ხოლო ბავ­შვის მა­მის (კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის) ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი წლე­ბია უც­ნო­ბია.

ბავ­შვმა PHR -ის ბავ­შვთა ად­ვო­კა­ტებს მი­მარ­თა და ითხო­ვა მისი ინ­ტე­რე­სე­ბი დაგ­ვეც­ვა სა­სა­მარ­თლო­ში. PHR-ი ბავ­შვის მო­მარ­თვის­თა­ნა­ვე ჩა­ერ­თო საქ­მე­ში. ბავ­შვის სა­ხე­ლით, პირ­ველ რიგ­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს, რე­სურს-ცენ­ტრს და სა­ჯა­რო სკო­ლას ეც­ნო­ბათ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ და ეთხო­ვათ სწრა­ფი მოგ­ვა­რე­ბა, კერ­ძოდ ბავ­შვის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მის­თვის გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. თუმ­ცა მათ გან­მე­ო­რე­ბით უარი გა­ნა­ცხა­დეს ბავ­შვის სკო­ლა­ში ჩა­რი­ცხვა­ზე, რად­გან ბავ­შვის გან­ცხა­დე­ბა არ ჩა­ით­ვა­ლა სა­თა­ნა­დოდ მო­ბი­ლო­ბის და­სა­წყე­ბად. მათ ბავ­შვს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, ბავ­შვს არ აქვს უფ­ლე­ბა თა­ვად მო­ი­თხო­ვოს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა.

PHR-ი და ბავ­შვი თვლიდ­ნენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი უარი არ­ღვევ­და ბავ­შვის გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბას, არ­თმევ­და მას ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, რი­ყავ­და ბავ­შვს პრო­ცე­სე­ბი­დან და უგუ­ლე­ბელ­ყოფ­და მის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რესს.

2022 წლის 7 სექ­ტემ­ბერს, PHR-მა და არას­რულ­წლო­ვან­მა მი­მარ­თეს სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით და მო­ი­თხო­ვეს მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით ბავ­შვი ყვე­ლა­ზე ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სას­წრა­ფოდ ჩა­რი­ცხუ­ლი­ყო.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ცი­ცი­ნო როხ­ვა­ძემ, 2022 წლის 9 სექ­ტემ­ბერს, ბავ­შვის მო­თხოვ­ნა სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ახა­ლი სა­სა­წავ­ლო წლი­დან არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­სურ­ველ სკო­ლა­ში გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას!

პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის (PHR), აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს USAID სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით აწარ­მო­ებს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეურვე
0

ამდენ წინ და უკან სიარულს მეურვეობა რომ გაეკეთებინა არ სჯობდა? სრულწლოვანებადმე კიდევ რამდენიმე წელია და მეურვეობა მაინც გასაკეთებელია, ჯვარი სწერია და ფეხი რომ გადაუბრუნდეს ელემენტარული, მერე იმაზე ალაპარაკდებიან მეურვე არ იყო და რა უფლებით გადაიყვანაო

ანი
18

დედა მოკვდა დარჩა ბავშვი გაუნათლებელი!! ეგეც ჩვენი ქართველი ვაჟკაცები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

11 წლის ბიჭს, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ სკოლის გამოცვლა უნდოდა, სამინისტრომ თხოვნაზე უარი უთხრა - რა ინფორმაციას აქვეყნებს PHR?

11 წლის ბიჭს, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ სკოლის გამოცვლა უნდოდა, სამინისტრომ თხოვნაზე უარი უთხრა - რა ინფორმაციას აქვეყნებს PHR?

11 წლის ბიჭს, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ, კერძო სკოლიდან საჯაროში გადასვლა უნდოდა, სამინისტრომ თხოვნაზე უარი უთხრა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 11 წლის ბიჭის თხოვნა იმით იყო განპირობებული, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ კერძო სკოლაში სწავლის საფასურს ვეღარ გადაიხდიდა.

"2022 წლის ივლისში, PHR-ის ბავშვთა ადვოკატებს 11 წლის ბიჭმა მომართა. ბავშვს კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში უნდოდა გადასვლა, რადგან დედის გარდაცვალების შემდეგ, ბებოსთან დარჩენილს ძალიან უჭირდა კერძო სკოლის საფასურის გადახდა და ფიზიკურად სიარული ბევრი კილომეტრით დაცილებული საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე.

ბავშვის ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის (მობილობის) მიზნით, ბავშვის ბებიამ განათლების სამინისტროს და სკოლებს მიმართა, თუმცა მათ უარი განაცხადეს ბავშვის გადაყვანაზე, რადგან ბებია არ არის ბავშვის მეურვე. ხოლო ბავშვის მამის (კანონიერი წარმომადგენლის) ადგილსამყოფელი წლებია უცნობია.

ბავშვმა PHR -ის ბავშვთა ადვოკატებს მიმართა და ითხოვა მისი ინტერესები დაგვეცვა სასამართლოში. PHR-ი ბავშვის მომართვისთანავე ჩაერთო საქმეში. ბავშვის სახელით, პირველ რიგში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რესურს-ცენტრს და საჯარო სკოლას ეცნობათ პრობლემის შესახებ და ეთხოვათ სწრაფი მოგვარება, კერძოდ ბავშვის განცხადების საფუძველზე მისთვის განათლების უზრუნველყოფა. თუმცა მათ განმეორებით უარი განაცხადეს ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე, რადგან ბავშვის განცხადება არ ჩაითვალა სათანადოდ მობილობის დასაწყებად. მათ ბავშვს განუცხადეს, რომ განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, ბავშვს არ აქვს უფლება თავად მოითხოვოს განათლების უფლების რეალიზება.

PHR-ი და ბავშვი თვლიდნენ, რომ აღნიშნული უარი არღვევდა ბავშვის განათლების უფლებას, ართმევდა მას ქმედუნარიანობას, რიყავდა ბავშვს პროცესებიდან და უგულებელყოფდა მის საუკეთესო ინტერესს.

2022 წლის 7 სექტემბერს, PHR-მა და არასრულწლოვანმა მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვეს მოსამართლის განჩინებით ბავშვი ყველაზე ახლომდებარე საჯარო სკოლაში სასწრაფოდ ჩარიცხულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო როხვაძემ, 2022 წლის 9 სექტემბერს, ბავშვის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. ახალი სასაწავლო წლიდან არასრულწლოვანი სასურველ სკოლაში გააგრძელებს სწავლას!

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.