მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლას ქეიჯს და მის 29 წლის მეუღლეს გოგონა შეეძინათ - "მსიამოვნებს მამობა და მშობლის მოვალეობებს სერიოზულად ვუდგები“
ნიკოლას ქეიჯს და მის 29 წლის მეუღლეს გოგონა შეეძინათ - "მსიამოვნებს მამობა და მშობლის მოვალეობებს სერიოზულად ვუდგები“

ნი­კო­ლას ქე­იჯს და მის 29 წლის მე­უღ­ლეს, რიკო ში­ბა­ტას პირ­ვე­ლი სა­ერ­თო შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. წყვი­ლის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მა­გე­ნელ­მა მე­დი­ას­თან და­ა­დას­ტუ­რა მსა­ხი­ო­ბის შვი­ლის და­ბა­დე­ბა და თქვა, რომ მათ გო­გო­ნა ჰყავთ და რომ დე­დაც და ბავ­შვიც ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან.

58 წლის მსა­ხი­ობს კი­დევ ორი უფ­რო­სი ვაჟი ჰყავს წინა ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან, მათ­გან უფ­რო­სი 31 წლი­საა, უმ­ცრო­სი კი - 16-ის. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ქე­ი­ჯ­მა გა­ამ­ხი­ლა, რომ გო­გო­ნას­თვის ლე­ნონ ოგის დარ­ქმე­ვას აპი­რებ­დნენ, ჯონ ლე­ნო­ნი­სა და ქე­ი­ჯის მა­მის, ოგუსტ კო­პო­ლას პა­ტივ­სა­ცე­მად. "მას შე­მოკ­ლე­ბოთ ლე­ნის და­ვუ­ძა­ხებ“,- თქვა მსა­ხი­ობ­მა.

პა­ტა­რას და­ბა­დე­ბამ­დე, ქე­ი­ჯ­მა კელი კლარკსო­ნის გა­და­ცე­მა­ში ისიც თქვა, რომ უკვე მზად იყო ბავ­შვის სა­ფე­ნე­ბის გა­მოც­ვლის საქ­მე სა­კუ­თარ თავ­ზე აეღო: "მსი­ა­მოვ­ნებს მა­მო­ბა და მშობ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბებს სე­რი­ო­ზუ­ლად ვუდ­გე­ბი“.

ქე­ი­ჯი ში­ბა­ტა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე ალა­პა­რაკ­და, რომ კი­დევ ერთი შვი­ლის ყო­ლა­ზე ოც­ნე­ბობ­და: "ყვე­ლა­ფე­რი მე­ნატ­რე­ბა. მე­ნატ­რე­ბა ბავ­შვის ყუ­რე­ბა, როცა ის პირ­ვე­ლად აღ­მო­ა­ჩენს ხოლ­მე რა­ი­მე ახალს, მათი ლობსტე­რის საჭ­მე­ლად წაყ­ვა­ნაც მე­ნატ­რე­ბა და იმის ყუ­რე­ბაც, ბავ­შვე­ბი მა­გი­დას­თან რომ ცელ­ქო­ბენ. სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში წას­ვლაც მე­ნატ­რე­ბა და იავ­ნა­ნის სიმ­ღე­რაც.“ - თქვა მსა­ხი­ობ­მა.

ქე­ი­ჯი და ში­ბა­ტა ერ­თმა­ნეთს 2019 წელს შეხ­ვდნენ და 2021 წელს შე­უღლდნენ ლას ვე­გას­ში. მსა­ხი­ო­ბი მა­ნამ­დე 4-ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

ქე­ი­ჯი მის ორ ვაჟ­თან ერ­თად

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნი-კო-ლაა ...
3

აბა დღეს, ნიკოლასთან გვიქეიფია.

ლალუკა
9

შენი ხნის ჩემი ქმარი ბაბუაა უკვე და კარგად უცვლის საფენებს შვილიშვილებს, მამაც ხარ და ბაბუაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ნიკოლას ქეიჯს და მის 29 წლის მეუღლეს გოგონა შეეძინათ - "მსიამოვნებს მამობა და მშობლის მოვალეობებს სერიოზულად ვუდგები“

ნიკოლას ქეიჯს და მის 29 წლის მეუღლეს გოგონა შეეძინათ - "მსიამოვნებს მამობა და მშობლის მოვალეობებს სერიოზულად ვუდგები“

ნიკოლას ქეიჯს და მის 29 წლის მეუღლეს, რიკო შიბატას პირველი საერთო შვილი შეეძინათ. წყვილის ოფიციალურმა წარმომაგენელმა მედიასთან დაადასტურა მსახიობის შვილის დაბადება და თქვა, რომ მათ გოგონა ჰყავთ და რომ დედაც და ბავშვიც ჯანმრთელები არიან.

58 წლის მსახიობს კიდევ ორი უფროსი ვაჟი ჰყავს წინა ქორწინებებიდან, მათგან უფროსი 31 წლისაა, უმცროსი კი - 16-ის. რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში, ქეიჯმა გაამხილა, რომ გოგონასთვის ლენონ ოგის დარქმევას აპირებდნენ, ჯონ ლენონისა და ქეიჯის მამის, ოგუსტ კოპოლას პატივსაცემად. "მას შემოკლებოთ ლენის დავუძახებ“,- თქვა მსახიობმა.

პატარას დაბადებამდე, ქეიჯმა კელი კლარკსონის გადაცემაში ისიც თქვა, რომ უკვე მზად იყო ბავშვის საფენების გამოცვლის საქმე საკუთარ თავზე აეღო: "მსიამოვნებს მამობა და მშობლის მოვალეობებს სერიოზულად ვუდგები“.

ქეიჯი შიბატაზე დაქორწინებიდან მალევე ალაპარაკდა, რომ კიდევ ერთი შვილის ყოლაზე ოცნებობდა: "ყველაფერი მენატრება. მენატრება ბავშვის ყურება, როცა ის პირველად აღმოაჩენს ხოლმე რაიმე ახალს, მათი ლობსტერის საჭმელად წაყვანაც მენატრება და იმის ყურებაც, ბავშვები მაგიდასთან რომ ცელქობენ. სათამაშოების მაღაზიაში წასვლაც მენატრება და იავნანის სიმღერაც.“ - თქვა მსახიობმა.

ქეიჯი და შიბატა ერთმანეთს 2019 წელს შეხვდნენ და 2021 წელს შეუღლდნენ ლას ვეგასში. მსახიობი მანამდე 4-ჯერ იყო დაქორწინებული.

ქეიჯი მის ორ ვაჟთან ერთად

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა