სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი ლეგენდის მორიგი ლეგენდარული პარტია... დავა მედიამაგნატთან დასრულდა ქალბატონი ნონას ინტერესების დაცვით" - რას აცხადებენ ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები?
"ქართველი ლეგენდის მორიგი ლეგენდარული პარტია... დავა მედიამაგნატთან დასრულდა ქალბატონი ნონას ინტერესების დაცვით" - რას აცხადებენ ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები?

Netflix-სა და ლე­გენ­და­რულ ქარ­თველ მო­ჭად­რა­კეს, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს შო­რის სა­სა­მარ­თლო დავა შე­თან­ხმე­ბით დას­რულ­და. რა პი­რო­ბებ­ზე მო­რიგ­დნენ მხა­რე­ე­ბი, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა.

"მხა­რე­ე­ბი მო­ხა­რულ­ნი არი­ან, რომ ეს სა­კი­თხი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე რუ­ფუს-ისა­აკსმა, რო­მე­ლიც გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, 81 წლის დი­დოს­ტა­ტი მი­იჩ­ნევ­და, რომ Netflix-მა ცნო­ბილ სე­რი­ალ "ლა­ზი­ე­რის გა­ბი­ტში" მისი სა­ხე­ლი სექ­სის­ტურ, და­მამ­ცი­რე­ბელ კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნია. მო­ჭად­რა­კე კომ­პა­ნი­ას ბრალს ცი­ლის­წა­მე­ბა­შიც სდებ­და.

ბრი­ფინ­გი გა­მარ­თეს ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა: კახა შა­რა­ბი­ძემ და მაია მწა­რი­აშ­ვილ­მა, რო­მელ­შიც მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბა­ზე ილა­პა­რა­კეს. მათ და­სა­წყის­ში მი­უ­ლო­ცეს ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­სა და მის გულ­შე­მატ­კივ­რებს მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გი. კახა შა­რა­ბი­ძის თქმით, არ არის ად­ვი­ლი Netflix-ის მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დას­მა და შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა.

"დავა მე­დი­ა­მაგ­ნატ­თან დას­რულ­და ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ნას ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვით", - გა­ნა­ცხა­და მან. მისი თქმით, შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"ამე­რი­კის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­ცე­დენ­ტუ­ლია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც მან და­ად­გი­ნა, რომ "მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი არ წარ­მო­ად­გენს დი­ფა­მა­ცი­ის­გან, ანუ პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ ზო­ნას და ეს არ ათა­ვი­სუფ­ლებს პირს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დი­ფა­მა­ცი­უ­რი გან­ცდე­ბის გამო“, - ბრძა­ნა შა­რა­ბი­ძემ. ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მო­რი­გე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვაც მო­დი­ო­და სა­სა­მარ­თლო­დან და მათი კლი­ენ­ტი კმა­ყო­ფი­ლია შე­დე­გით, რო­მე­ლიც დად­გა.

"ქარ­თვე­ლი ლე­გენ­დის მო­რი­გი ლე­გენ­და­რუ­ლი პარ­ტია..." - ასე შე­ა­ფა­სა მიღ­წე­უ­ლი კახა შა­რა­ბი­ძემ. მისი თქმით, შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა Netflix-ის სე­რი­ა­ლის ში­ნა­არ­სის შეს­წო­რე­ბას, რა­ზეც ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი და­ობ­და, მაია მწა­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ში­ნა­არ­სი უც­ვლე­ლად დარ­ჩე­ბა, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წამ­ყვან­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ა­შუ­ქა, უკვე ყვე­ლამ იცის, რომ „ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი არის ქარ­თვე­ლი დი­დოს­ტა­ტი“, რო­მელ­საც ნა­თა­მა­შე­ბი აქვს კაცი მო­ჭად­რა­კე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც.

შე­გახ­სე­ნებთ, მო­ჭად­რა­კე სა­სა­მარ­თლოს გზით შეც­დო­მის გას­წო­რე­ბა­სა და კომ­პენ­სა­ცი­ას, $5 მი­ლი­ონს ითხოვ­და.

შე­თან­ხმე­ბა მას შემ­დეგ შედ­გა, რაც იან­ვარ­ში კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­სა­მარ­თლომ უარ­ყო Netflix-ის არ­გუ­მენ­ტი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა უჩივ­ლონ მხატ­ვრულ ნა­წარ­მო­ებ­ში რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელისო
1

ადვოკატებმს ეხერხებათ წაგება მოგებად გამოაცხადონ. ეს პროცესი ადვოკატების პარტია იყო და წააგეს, ნეტფლიქსი შინაარსს არ ცვლის და არც კომპენსაციას იხდის, აბა სად ჩანს რომ ნონა გაფრინდაშვილი კმაყოფილია? სასამართლო დავის განხილვამდე ყოველთვის სთავაზობს მხარეებს დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, და ამ პროცედურას ახლა ადვოკატები გამარჯვებად გვასაღებენ. ადვოკატებმა წააგეს. 

ნაცსექტააა
12

რამე გიხარიათ ცხოვრებაში?? რამ გაგაბოროტათ ასე?? სად გამოგზარდეს ასეთი ბოროტები??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ქართველი ლეგენდის მორიგი ლეგენდარული პარტია... დავა მედიამაგნატთან დასრულდა ქალბატონი ნონას ინტერესების დაცვით" - რას აცხადებენ ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები?

"ქართველი ლეგენდის მორიგი ლეგენდარული პარტია... დავა მედიამაგნატთან დასრულდა ქალბატონი ნონას ინტერესების დაცვით" - რას აცხადებენ ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები?

Netflix-სა და ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს შორის სასამართლო დავა შეთანხმებით დასრულდა. რა პირობებზე მორიგდნენ მხარეები, ამის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.

"მხარეები მოხარულნი არიან, რომ ეს საკითხი მოგვარებულია“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე რუფუს-ისააკსმა, რომელიც გაფრინდაშვილის წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, 81 წლის დიდოსტატი მიიჩნევდა, რომ Netflix-მა ცნობილ სერიალ "ლაზიერის გაბიტში" მისი სახელი სექსისტურ, დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია. მოჭადრაკე კომპანიას ბრალს ცილისწამებაშიც სდებდა.

ბრიფინგი გამართეს ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატებმა: კახა შარაბიძემ და მაია მწარიაშვილმა, რომელშიც მიღწეულ შეთანხმებაზე ილაპარაკეს. მათ დასაწყისში მიულოცეს ნონა გაფრინდაშვილსა და მის გულშემატკივრებს მიღწეული შედეგი. კახა შარაბიძის თქმით, არ არის ადვილი Netflix-ის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა და შეთანხმების მიღწევა.

"დავა მედიამაგნატთან დასრულდა ქალბატონი ნონას ინტერესების დაცვით", - განაცხადა მან. მისი თქმით, შეთანხმების საფუძველი გახდა კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილება.

"ამერიკის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია იმდენად, რამდენადაც მან დაადგინა, რომ "მხატვრული ნაწარმოები არ წარმოადგენს დიფამაციისგან, ანუ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებებისგან თავისუფალ ზონას და ეს არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან მხატვრული ნაწარმოების ფარგლებში განხორციელებული დიფამაციური განცდების გამო“, - ბრძანა შარაბიძემ. ადვოკატების განცხადებით, მორიგების ინიციატივაც მოდიოდა სასამართლოდან და მათი კლიენტი კმაყოფილია შედეგით, რომელიც დადგა.

"ქართველი ლეგენდის მორიგი ლეგენდარული პარტია..." - ასე შეაფასა მიღწეული კახა შარაბიძემ. მისი თქმით, შეთანხმების პირობები მკაცრად გასაიდუმლოებულია.

რაც შეეხება Netflix-ის სერიალის შინაარსის შესწორებას, რაზეც ნონა გაფრინდაშვილი დაობდა, მაია მწარიაშვილის განცხადებით, შინაარსი უცვლელად დარჩება, თუმცა სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ გააშუქა, უკვე ყველამ იცის, რომ „ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი დიდოსტატი“, რომელსაც ნათამაშები აქვს კაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგაც.

შეგახსენებთ, მოჭადრაკე სასამართლოს გზით შეცდომის გასწორებასა და კომპენსაციას, $5 მილიონს ითხოვდა.

შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც იანვარში კალიფორნიის სასამართლომ უარყო Netflix-ის არგუმენტი, რომ არ შეიძლება უჩივლონ მხატვრულ ნაწარმოებში რეალური ადამიანის ცილისწამებისთვის.