მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის მიერ უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენთვის ფასდაუდებელია" - ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს
"მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის მიერ უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენთვის ფასდაუდებელია" - ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს

მად­ლო­ბე­ლი ვარ თქვე­ნი ქვეყ­ნის უკ­რა­ი­ნის მი­მართ გა­დამ­წყვე­ტი და ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მე­ლიც შე­უ­ფა­სე­ბე­ლია ჩვენ­თვის, რად­გან ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ჩვენს გა­მარ­ჯვე­ბას­თან გვა­ახ­ლო­ებს, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ­ლის ად­რე­სა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლია.

"მსურს მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ამა წლის აგ­ვის­ტო­ში "ყი­რი­მის პლატ­ფორ­მის“ მე­ო­რე სა­მი­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. სა­მიტ­მა წარ­მო­ა­ჩი­ნა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა და ძალა რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის­გან უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის მი­მართ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­მი­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი არ შე­ე­გუ­ე­ბი­ან რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ოკუ­პა­ცი­ას და არას­დროს აღი­ა­რე­ბენ უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის უკა­ნო­ნო ანექ­სი­ას. სა­მიტ­მა ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა, და­იც­ვან თა­ვი­ან­თი თავი რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის­გან, რო­მე­ლიც და­ი­წყო 2014 წელს ყი­რი­მის მი­ტა­ცე­ბით და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ფარ­გლებ­ში უკ­რა­ი­ნის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია, მათ შო­რის ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი. მად­ლო­ბე­ლი ვარ თქვე­ნი ქვეყ­ნის უკ­რა­ი­ნის მი­მართ გა­დამ­წყვე­ტი და ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მე­ლიც შე­უ­ფა­სე­ბე­ლია ჩვენ­თვის, რად­გან ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ჩვენს გა­მარ­ჯვე­ბას­თან გვა­ახ­ლო­ებს. ჩვენ უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ოკუ­პა­ცი­ის­გან და პა­სუ­ხი ვა­გე­ბი­ნოთ კრი­მი­ნა­ლურ და აგ­რე­სი­ულ ომზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს. მო­უთ­მენ­ლად ველი ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ყი­რი­მის პლატ­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, კერ­ძოდ, თქვე­ნი ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ყი­რი­მის პლატ­ფორ­მის პირ­ველ სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­მიტ­სა და შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში. მტკი­ცედ მჯე­რა, რომ ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით ჩვენ და­ვა­მარ­ცხებთ აგ­რე­სორს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

წე­რი­ლი თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის "დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას“ მო­ნა­წი­ლე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა დრო­ე­ბით­მა რწმუ­ნე­ბულ­მა, ან­დრეი კა­სი­ა­ნოვ­მა გა­აც­ნო.

ერთი სიტყვით!!
13

ერის მოღალატეები!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის მიერ უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენთვის ფასდაუდებელია" - ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს

"მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის მიერ უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენთვის ფასდაუდებელია" - ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს

მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც შეუფასებელია ჩვენთვის, რადგან ჩვენი მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებასთან გვაახლოებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილშია აღნიშნული, რომლის ადრესატი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია.

"მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამა წლის აგვისტოში "ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში მონაწილეობისთვის. სამიტმა წარმოაჩინა დემოკრატიული ქვეყნების ერთიანობა და ძალა რუსეთის აგრესიისგან უკრაინისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დაცვის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ოკუპაციას და არასდროს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ანექსიას. სამიტმა ასევე დაადასტურა უკრაინელი ხალხის კანონიერი უფლება, დაიცვან თავიანთი თავი რუსეთის აგრესიისგან, რომელიც დაიწყო 2014 წელს ყირიმის მიტაცებით და გაათავისუფლონ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში უკრაინის მთელი ტერიტორია, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძული. მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც შეუფასებელია ჩვენთვის, რადგან ჩვენი მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებასთან გვაახლოებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპაციისგან და პასუხი ვაგებინოთ კრიმინალურ და აგრესიულ ომზე პასუხისმგებელ პირებს. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, კერძოდ, თქვენი ქვეყნის მონაწილეობას ყირიმის პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში. მტკიცედ მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ აგრესორს“, - აღნიშნულია წერილში.

წერილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის "დიდება უკრაინას“ მონაწილეებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გააცნო.