ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და პატივი სცეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც თბილისში მიმდინარე კონფერენციის, "დიდება უკრაინას“ მონაწილეებს, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა გააცნო.
"ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა საფრთხეები მოდის მოსკოვის რეჟიმისგან. ერთი რამ წლების განმავლობაში უცვლელი რჩება: ქართველი ხალხის სურვილი და ვალდებულება იცხოვროს თავისუფლად და წაიყვანოს ქვეყანა ისეთი ინსტიტუტებისკენ, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი. ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და მოსკოვმა პატივი სცეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება თქვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველოს წარმატება და ის, რომ მან დაიკავოს ღირსეული ადგილი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვლადიმერ პუტინის უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის ფონზე,“ - აღნიშნულია ჯორჯ ბუშის წერილში.
მისი თქმით, ამჟამად მსოფლიოსთვის გამოწვევებით სავსე დროა, მაგრამ თავისუფლება გაიმარჯვებს.
"ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მამაცი მებრძოლები მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წერილში.
არც რუსეთი შეწყვეტს თქვენი მოწოდებების დაკიდებას ერთ ადგილზე!..
დასავლეთი და სსრკ სამართალმემკვიდრენი ატარებდნენ ექპერიმენტს აშენდება , თუ არა , სსრკ ზოგიერთ სუბიექტში დემოკრატია და თავისუფალი კონკურენციის საბაზრო ეკონომიკა , მე კი ვიცოდი წინასწარ რომ არა , ახლა იმათაც დაადასტურეს, რომ არა ! ამისათვის ირჯებოდა აქ ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად და იქნება მიხვდეთ რომ ეგეთი ნაცქოცმოქკავშირები ყავს კრემლს სსრკ ყველა სუბიექტში, თავისთან კი ედინნაია რასია -კომპარტია ! გგონიათ დაიშალა ? არა ბატონო ამხანაგებო, ფსბ კგბ-ა , ჩეკაა, კომპარტიიის უმაღლესი ესშელონია და ერთი ლიდერი მკდარცოცხალი რომ მავზოლეუმშია, მეორე , ბოლო , ცოცხალი გორბაჩიოვი სახლში იყო და მომკვდარა , აი, კრემლში კი პუტინია, ეგეც ცოცხალია, კი იძახოდნენ კვდებაო ! ხომ ყოფილა მდგრადი აქა ანტიდემოკრატია და ოლიგარქიული პლუტოკრატია ? აშენდება ? ცხადია არა , ენჯეოს აშენებული გინახავს რამე ?!