მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დონბასში რუსული ძალები მასიურ შეტევას ახორციელებენ, უკრაინელმა სამხედროებმა სამჯერ მოიგერიეს შტურმი" - უკრაინის გენშტაბი
"დონბასში რუსული ძალები მასიურ შეტევას ახორციელებენ, უკრაინელმა სამხედროებმა სამჯერ მოიგერიეს შტურმი" - უკრაინის გენშტაბი

რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი დონ­ბას­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლას ცდი­ლო­ბენ, უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს თავ­დაც­ვის ხაზი უჭი­რავთ, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სლა­ვი­ანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ტან­კე­ბი­დან და არ­ტი­ლე­რი­ი­დან ცე­ცხლი გახ­სნა რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"ბო­გო­რო­დიჩ­ნის რა­ი­ონ­ში მტერ­მა შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სცა­და, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია და უკან და­ი­ხია. გრძელ­დე­ბა ბრძო­ლე­ბი მა­ზა­ნოვ­კა­სა და ნო­ვოდ­მიტ­როვ­კას მახ­ლობ­ლად“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ოკუ­პან­ტე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია ბახ­მუ­ტი­სა და ნო­ვო­პავ­ლოვ­სკის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე.

"კრა­მა­ტორსკში სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვა და­ფიქ­სირ­და მი­კო­ლა­ივ­კას, სლა­ვი­ანსკის, კრა­მა­ტორსკის, სპორ­ნო­ეს, ვერხნე­კა­მენ­სკის, ივა­ნო-და­რი­ევ­კას, გრი­გო­როვ­კას და ზვა­ნოვ­კას მახ­ლობ­ლად. მტერ­მა სა­ჰა­ე­რო დაზ­ვერ­ვა ჩა­ა­ტა­რა კრა­მა­ტორსკის რა­ი­ონ­ში. სპორ­ნო­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბით ოკუ­პან­ტებ­მა შე­ტე­ვა­ზე წას­ვლა გა­ნი­ზა­რა­ხეს, მაგ­რამ და­ნა­კარ­გე­ბი გა­ნი­ცა­დეს და უკან და­ი­ხი­ეს“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტერ­მა და­ბომ­ბა ბახ­მუ­ტის, სო­ლე­და­რის, ზა­ი­ცე­ვოს, ბე­ლო­გო­როვ­კა­სა და მა­ი­ორსკის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. სო­ლე­და­რის მახ­ლობ­ლად სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე ავი­ა­დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ჩა­ა­ტა­რა შე­ტე­ვი­თი და თავ­დას­ხმის მოქ­მე­დე­ბე­ბი ჟე­ლეზ­ნის, შუ­მო­ვი­სა და ზა­ი­ცე­ვოს მახ­ლობ­ლად, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია და უკან და­ი­ხია. სო­ლე­და­რი­სა და ბახ­მუ­ტის რა­ი­ო­ნებ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.

გენშტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­დი­ივ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა სხვა­დას­ხვა ტი­პის ტან­კე­ბი­დან და არ­ტი­ლე­რი­ი­დან რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რია და­ბომ­ბეს.

"ამას­თან, მტერ­მა ავი­ა­დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მა­რინ­კას, კრას­ნო­გო­როვ­კა­სა და ია­სი­ნო­ვა­ტა­ი­ას რა­ი­ო­ნებ­ში. ის ცდი­ლობს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თავ­დას­ხმის ოპე­რა­ცი­ე­ბი ოპიტ­ნო­ეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში

beso
13

რა ხანი უნდა უყუროს რომმა, შიოლაშვილმა, შიოლაშვილის საქსინოდმა, თუ კირილეს რუსეთმა იმას, სანამ უწესო მსოფლიო, მოსკოვ-ვაშინგტონ-ლონდონის პრავედნიკობა არ გადაბუგავს უკრაინას!? გიხაროდეთ!>>>>> გაუმარჯოს ერდოღანს!>>>>>>>>>>>>>>>კოვიდ ერთმა, თუ კოვიდ ორმა ადამიანს აჩვენა, რომ ევროატლანტიკის ქრისტიანობა დღეს ისეთივე ქრისტეა, რანაირადაც ვარ ესკიმოსი. დიდება უფალს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დონბასში რუსული ძალები მასიურ შეტევას ახორციელებენ, უკრაინელმა სამხედროებმა სამჯერ მოიგერიეს შტურმი" - უკრაინის გენშტაბი

"დონბასში რუსული ძალები მასიურ შეტევას ახორციელებენ, უკრაინელმა სამხედროებმა სამჯერ მოიგერიეს შტურმი" - უკრაინის გენშტაბი

რუსული ძალები დონბასში სხვადასხვა მიმართულებით შეტევაზე გადასვლას ცდილობენ, უკრაინელ სამხედროებს თავდაცვის ხაზი უჭირავთ, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ტანკებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გახსნა რამდენიმე დასახლების ტერიტორიაზე.

"ბოგოროდიჩნის რაიონში მტერმა შეტევის განხორციელება სცადა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია. გრძელდება ბრძოლები მაზანოვკასა და ნოვოდმიტროვკას მახლობლად“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, დონეცკის მიმართულებით ოკუპანტების ძალისხმევა კონცენტრირებულია ბახმუტისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე.

"კრამატორსკში საარტილერიო დაბომბვა დაფიქსირდა მიკოლაივკას, სლავიანსკის, კრამატორსკის, სპორნოეს, ვერხნეკამენსკის, ივანო-დარიევკას, გრიგოროვკას და ზვანოვკას მახლობლად. მტერმა საჰაერო დაზვერვა ჩაატარა კრამატორსკის რაიონში. სპორნოეს მიმართულებით ოკუპანტებმა შეტევაზე წასვლა განიზარახეს, მაგრამ დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა ბახმუტის, სოლედარის, ზაიცევოს, ბელოგოროვკასა და მაიორსკის ტერიტორიები. სოლედარის მახლობლად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ავიადარტყმები განახორციელა, ჩაატარა შეტევითი და თავდასხმის მოქმედებები ჟელეზნის, შუმოვისა და ზაიცევოს მახლობლად, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია. სოლედარისა და ბახმუტის რაიონებში საომარი მოქმედებები გრძელდება.

გენშტაბის ინფორმაციით, ავდიივკას მიმართულებით, რუსულმა ძალებმა სხვადასხვა ტიპის ტანკებიდან და არტილერიიდან რამდენიმე დასახლების ტერიტორია დაბომბეს.

"ამასთან, მტერმა ავიადარტყმები განახორციელა მარინკას, კრასნოგოროვკასა და იასინოვატაიას რაიონებში. ის ცდილობს განახორციელოს თავდასხმის ოპერაციები ოპიტნოეს ტერიტორიაზე, ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში