"იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა - ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთი ბრძოლით დაიღალოს.
"რუსეთის ხელმძღვანელობა მოელის, რომ უკრაინელები, ევროპელები და მთელი მსოფლიო ომისგან დაიღლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიღალოთ არა ჩვენ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, არამედ ჩვენი მტერი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
"მწვანე გომბეშო"
წარმატებები ბატონო პრეზიდენტო.გამარჯვება და თავისუფლება უკრაინას და მის ხალხს!!!(ბოტებო შორს ენები ზელენსკისა და მისი გმირი ხალხისაგან)