მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევაც - წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო" - რა თქვა ნეკა დოროყაშვილმა პროცესზე?
"ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევაც - წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო" - რა თქვა ნეკა დოროყაშვილმა პროცესზე?

ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, კონ­ფლიქ­ტის მერე სა­წოლ­ზე წა­მოვ­წო­ლილ­ვარ, ნი­კო­ლოზს გა­მო­უ­ტა­ნია მა­ცივ­რის წყა­ლი და ჩემ­თვის და­უს­ხამს, იყო თმით თრე­ვა, საჭ­მლის შეყ­რა სა­ხე­ში. გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას რო­დე­საც მი­აღ­წია, ერთ დღეს გა­მო­მი­ცხა­და, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, რო­გორც მისი ქვე­შევ­რდო­მი,- ამის შე­სა­ხებ ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ, ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც მას­სა და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს შო­რის მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის კი­თხვებს პა­სუ­ხობს. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფას ად­გი­ლი მის მი­მართ ქორ­წი­ლის დღე­საც ჰქონ­და.

"ჩვენ 2011 წელს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ ქორ­წი­ნე­ბა, ჩემ­თვის ამა­ზე სა­უ­ბა­რი ემო­ცი­უ­რია, მაგ­რამ ვეც­დე­ბი ყვე­ლა ფაქ­ტი აღვწე­რო. გა­ვი­ა­რეთ რთუ­ლი პე­რი­ო­დი და რვაწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ერთ დღე­ში მო­ყო­ლა რთუ­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­ლე­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მა­ნამ­დე თურ­მე სა­ერ­თოდ სხვა ადა­მი­ანს ვხვდე­ბო­დი და და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ნი­კო­ლო­ზი ახ­ლი­დან გა­ვი­ცა­ნი. რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ქორ­წი­ლის დღეს ქალი ბედ­ნი­ე­რი უნდა იყო, მე ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან უბე­დუ­რი. ქორ­წი­ლის სა­ღა­მოს ნი­კო­ლო­ზის დედა რა­ღა­ცა­ზე გაბ­რაზ­და, და­ე­ლა­პა­რა­კა ნი­კო­ლოზს. ნი­კო­ლო­ზი დაჯ­და ჩემს მა­გი­დას­თან და მა­გი­დის ქვე­ში­დან ხელ­ზე მიჩ­ქმი­ტა. მეტ­კი­ნა ძა­ლი­ან, ვკი­თხე რა ხდე­ბო­და და არ მი­პა­სუ­ხა. ამის შემ­დეგ, მახ­სოვს დე­და­მი­სი ადგა და ჩვე­ნი ქორ­წი­ლი და­ტო­ვა. ეს იმ მო­მენ­ტში ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბად არ აღ­მიქ­ვამს, მაგ­რამ ეს იყო ჩემ­თვის ხე­ლით პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა და ემო­ცი­უ­რად რთუ­ლი. მა­ნამ­დე ასე არ იყო. არ ვიცი, მა­ნამ­დე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა არ გვქო­ნია, ერთი ან ორი სა­ა­თით თუ პარკში გა­ვი­სე­ირ­ნებ­დით.

2015 წელს ბავ­შვი შეგ­ვე­ძი­ნა, მახ­სოვს, რომ ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ძი­რი­თად დროს მარ­ტო ვა­ტა­რებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯან­მრთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და, ნი­კო­ლო­ზი თვლი­და, რომ სახ­ლში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მე მას ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დი. მშო­ბი­ა­რო­ბის დღეს მარ­ტო ვი­ყა­ვი, მე­ო­რე დღეს ჩა­მო­ვი­და ნი­კო­ლო­ზი”,- გა­ნა­ცხა­და ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფსიქ­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას, რო­გორც ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და მისი დედა ამ­ბობ­დნენ და აჯე­რებ­დნენ, რომ ის იყო შე­უ­რა­ცხა­დი. დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ეს ხდე­ბო­და მისი ორ­სუ­ლო­ბის დროს.

“რო­დე­საც ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლე­ბის სა­ხელს მე­ძახ­და - ვირ­თხას, გველს, რწყილს. ამ სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­და ჩემს ოჯა­ხის წევ­რებს”, - აცხა­დებს დო­რო­ყაშ­ვი­ლი. რო­გორც მან გან­მარ­ტა, მე­უღ­ლეს 2020 წელს გა­ე­ყა­რა, თუმ­ცა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას მა­ინც გრძელ­დე­ბო­და ბა­სი­ლი­აშ­ვი­ლის მხრი­დან.

"მახ­სოვს მი­თხრა, რომ რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად არ აწყობ­და ჩვე­ნი და­შო­რე­ბა. ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თუ ვინ­მე ფო­ტოს “და­მი­ლა­ი­ქებ­და”, მი­რე­კავ­და. მა­კონ­ტრო­ლებ­და, მირ­ჩევ­და მე­გობ­რებს, თუ რა ფო­ტო­ე­ბი და­მე­დო და ა.შ. თვლი­და, რომ არ უნდა მე­მუ­შა­ვა და სწავ­ლა არ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ჩემი აზ­რით, ვერ იტან­და, როცა მე ვი­ყა­ვი კარ­გად და ალ­ბათ, ამ ყვე­ლა­ფერს ამი­ტომ აკე­თებ­და. მე­უბ­ნე­ბო­და, მე და­მე­მორ­ჩი­ლე, მე ვარ მა­მა­კა­ცი და უნდა და­მე­მორ­ჩი­ლოო. ქორ­წი­ნე­ბი­დან 5-6 თვე­ში და­ი­წყო ჩემი დამ­ცი­რე­ბა, რა­საც ნელ-ნელა მოჰ­ყვე­ბო­და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა. ძა­ლი­ან მრცხვე­ნია, რომ ამას ვყვე­ბი.

თა­ვი­დან და­ი­წყო სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ, შემ­დეგ იყო ძა­ლა­დო­ბა. ყო­ფი­ლა შემ­თვხვე­ვა კონ­ფლიქ­ტის მერე სა­წოლ­ზე წა­მოვ­წო­ლილ­ვარ, გა­მო­უ­ტა­ნია მა­ცივ­რის წყა­ლი და ჩემ­თვის და­უს­ხამს, იყო თმით თრე­ვა, საჭ­მლის შეყ­რა სა­ხე­ში.

გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას რო­დე­საც მი­აღ­წია, ერთ დღეს გა­მო­მი­ცხა­და, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, რო­გორც მისი ქვე­შევ­რდო­მი. მას მუდ­მი­ვად ჰქონ­და იმის შიში, რომ რამე არ გა­და­მე­ღო და არ ჩა­მე­წე­რა”,- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა მას 2016 წელს სამი ტე­ლე­ფო­ნი და­უმ­სხვრია იმის ვა­რა­უ­დით, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ შე­ეკ­რი­ბა.

  • ამას­თან, დო­რო­ყაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ შე­უ­რა­ცხყო­ფა მის მი­მართ შვი­ლის თან­დას­წრე­ბი­თაც ხდე­ბო­და.

“ნი­კას დედა მო­ი­გო­ნებ­და რამე ის­ტო­რი­ას და ამ სა­უბ­რის შემ­დეგ ნიკა ჩემ­ზე ძა­ლა­დობ­და. ღამე მშვი­დად არ მე­ძი­ნა. სუ­ლი­ე­რად სულ ტან­ჯვა­ში ვი­ყა­ვი. ეს არამ­ხო­ლოდ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა, სულ ხდე­ბო­და ასე­თი ფაქ­ტი, ანუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა სულ იყო”, - აცხა­დებს დო­რო­ყაშ­ვი­ლი.

  • მი­სი­ვე თქმით, მე­უღ­ლემ მას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ასე­ვე იმის გამო, რომ მათი შვი­ლი დღე­ნაკ­ლუ­ლი და­ი­ბა­და.

“მი­თხრა, უდღე­უ­რი და­ი­ბა­და ჩემი შვი­ლიო და მრცხვე­ნია, რომ ასე­თი და­ი­ბა­დაო. მთხოვ­და, რომ მეთ­ქვა, ბავ­შვი თით­ქოს 4 კგ და­ი­ბა­და. მე ვკი­თხე, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, 2 კგ და­ი­ბა­და თუ 4 კგ-მეთ­ქი, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა, შენ ხარ უჯი­შო და ისიც გე­ყო­ფა, რომ უდღე­უ­რი და­ი­ბა­და ბავ­შვიო”,- გა­ნა­ცხა­ცა დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

ეს ქალი ჩვენზე ძალადობს აგერ უკვე ერთი წელია და ამ ოჯახს რას უზავდა წარმომიდგენია

k
3

აქ მატერიალური არაა მთავარი, თავმოყვარეობა და ღირსებაა შელახული და რეაქციაც დაუნდობელია. ასე ადამიანი არ უნდა გაამწარო, საკუთარი შვილის დედა მითუმეტეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევაც - წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო" - რა თქვა ნეკა დოროყაშვილმა პროცესზე?

"ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევაც - წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო" - რა თქვა ნეკა დოროყაშვილმა პროცესზე?

ყოფილა შემთხვევა, კონფლიქტის მერე საწოლზე წამოვწოლილვარ, ნიკოლოზს გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მისი ქვეშევრდომი,- ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, როდესაც მასსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნეკა დოროყაშვილი დღევანდელ პროცესზე პროკურატურის კითხვებს პასუხობს. როგორც ის განმარტავს, ყოფილი მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას ადგილი მის მიმართ ქორწილის დღესაც ჰქონდა.

"ჩვენ 2011 წელს გავიცანით ერთმანეთი, წელიწადნახევრის შემდეგ გადავწყვიტეთ ქორწინება, ჩემთვის ამაზე საუბარი ემოციურია, მაგრამ ვეცდები ყველა ფაქტი აღვწერო. გავიარეთ რთული პერიოდი და რვაწლიანი თანაცხოვრების ერთ დღეში მოყოლა რთულია, მაგრამ ძალიან მალევე აღმოვაჩინე, რომ მანამდე თურმე საერთოდ სხვა ადამიანს ვხვდებოდი და დაქორწინების შემდეგ ნიკოლოზი ახლიდან გავიცანი. რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ქორწილის დღეს ქალი ბედნიერი უნდა იყო, მე ვიყავი ძალიან უბედური. ქორწილის საღამოს ნიკოლოზის დედა რაღაცაზე გაბრაზდა, დაელაპარაკა ნიკოლოზს. ნიკოლოზი დაჯდა ჩემს მაგიდასთან და მაგიდის ქვეშიდან ხელზე მიჩქმიტა. მეტკინა ძალიან, ვკითხე რა ხდებოდა და არ მიპასუხა. ამის შემდეგ, მახსოვს დედამისი ადგა და ჩვენი ქორწილი დატოვა. ეს იმ მომენტში ძალადობრივ ქმედებად არ აღმიქვამს, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ხელით პირველი შეხება და ემოციურად რთული. მანამდე ასე არ იყო. არ ვიცი, მანამდე თანაცხოვრება არ გვქონია, ერთი ან ორი საათით თუ პარკში გავისეირნებდით.

2015 წელს ბავშვი შეგვეძინა, მახსოვს, რომ ორსულობის პერიოდში ძირითად დროს მარტო ვატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელი ორსულობა მქონდა, ნიკოლოზი თვლიდა, რომ სახლში უნდა ვყოფილიყავი, მე მას ვემორჩილებოდი. მშობიარობის დღეს მარტო ვიყავი, მეორე დღეს ჩამოვიდა ნიკოლოზი”,- განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.

რაც შეეხება ფსიქლოგიურ ძალადობას, როგორც ნელი დოროყაშვილმა განმარტა, ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი დედა ამბობდნენ და აჯერებდნენ, რომ ის იყო შეურაცხადი. დოროყაშვილის განმარტებით, ეს ხდებოდა მისი ორსულობის დროს.

“როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა - ვირთხას, გველს, რწყილს. ამ სიტყვებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახის წევრებს”, - აცხადებს დოროყაშვილი. როგორც მან განმარტა, მეუღლეს 2020 წელს გაეყარა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა სატელეფონო საუბრისას მაინც გრძელდებოდა ბასილიაშვილის მხრიდან.

"მახსოვს მითხრა, რომ რეპუტაციულად არ აწყობდა ჩვენი დაშორება. ასევე სოციალურ ქსელში თუ ვინმე ფოტოს “დამილაიქებდა”, მირეკავდა. მაკონტროლებდა, მირჩევდა მეგობრებს, თუ რა ფოტოები დამედო და ა.შ. თვლიდა, რომ არ უნდა მემუშავა და სწავლა არ გამეგრძელებინა. ჩემი აზრით, ვერ იტანდა, როცა მე ვიყავი კარგად და ალბათ, ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებდა. მეუბნებოდა, მე დამემორჩილე, მე ვარ მამაკაცი და უნდა დამემორჩილოო. ქორწინებიდან 5-6 თვეში დაიწყო ჩემი დამცირება, რასაც ნელ-ნელა მოჰყვებოდა ფიზიკური ძალადობა. ძალიან მრცხვენია, რომ ამას ვყვები.

თავიდან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, შემდეგ იყო ძალადობა. ყოფილა შემთვხვევა კონფლიქტის მერე საწოლზე წამოვწოლილვარ, გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში.

გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მისი ქვეშევრდომი. მას მუდმივად ჰქონდა იმის შიში, რომ რამე არ გადამეღო და არ ჩამეწერა”,- განაცხადა დოროყაშვილმა და აღნიშნა, რომ ბასილაშვილმა მას 2016 წელს სამი ტელეფონი დაუმსხვრია იმის ვარაუდით, რომ მტკიცებულებები არ შეეკრიბა.

  • ამასთან, დოროყაშვილი ამბობს, რომ შეურაცხყოფა მის მიმართ შვილის თანდასწრებითაც ხდებოდა.

“ნიკას დედა მოიგონებდა რამე ისტორიას და ამ საუბრის შემდეგ ნიკა ჩემზე ძალადობდა. ღამე მშვიდად არ მეძინა. სულიერად სულ ტანჯვაში ვიყავი. ეს არამხოლოდ თანაცხოვრებას ეხება, სულ ხდებოდა ასეთი ფაქტი, ანუ ფსიქოლოგიური ზეწოლა სულ იყო”, - აცხადებს დოროყაშვილი.

  • მისივე თქმით, მეუღლემ მას შეურაცხყოფა მიაყენა ასევე იმის გამო, რომ მათი შვილი დღენაკლული დაიბადა.

“მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენია, რომ ასეთი დაიბადაო. მთხოვდა, რომ მეთქვა, ბავშვი თითქოს 4 კგ დაიბადა. მე ვკითხე, რა მნიშვნელობა აქვს, 2 კგ დაიბადა თუ 4 კგ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, შენ ხარ უჯიშო და ისიც გეყოფა, რომ უდღეური დაიბადა ბავშვიო”,- განაცხაცა დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"ინტერპრესნიუსი"