სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გამოვრიცხავ, რომ ქმედება აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი" - რას ამბობს დედის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი?
"არ გამოვრიცხავ, რომ ქმედება აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი" - რას ამბობს დედის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი?

დე­დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის ად­ვო­კა­ტი, ზაზა ნა­ჭყე­ბია არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მკვლე­ლო­ბა აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოს ჩა­დე­ნი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ას თა­ვად ჩა­ბარ­და.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, დე­დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნებს.

"სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ქმე­დე­ბა აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოს ჩა­დე­ნი­ლი. გა­სა­გე­ბია, რომ ბრალ­დე­ბა არის ყვე­ლა­ზე მძი­მე. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში მსგავ­სი სიმ­ძი­მის ბრალ­დე­ბა არ არის, მაგ­რამ ჩვენს პო­ზი­ცი­ას ზურგს უმაგ­რებს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ვი­სი ფე­ხით, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­მო­ცხად­და გარ­დაბ­ნის პო­ლი­ცი­ა­ში და ჩა­ბარ­და. ერ­თის მხრივ, ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად მიგ­ვა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილს აღი­ა­რებს, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, აქ არის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­მო­ცხა­დე­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად ხაზი გა­და­უს­ვა საფრ­თხეს, მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­მალ­ვის თა­ო­ბა­ზე," - გა­ნა­ცხა­და ზაზა ნა­ჭყე­ბი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ბრალ­დე­ბულს კომ­პლექ­სუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დეს.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ში ჩვე­ნე­ბე­ბის გარ­და, სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ დევს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და 14 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, ჯგუ­ფუ­რად, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, შვილ­მა დე­დას და­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, ხოლო შვი­ლის მე­გო­ბარ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი შე­ბო­ჭა და მას გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლის შვილს ნ.ხ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით, ჯგუ­ფუ­რად, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით), ხოლო რ.ნ.-ს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით, ჯგუ­ფუ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანჯე.
0

ერთი კვირით ადრე დავგეგმეთო მკვლელობაო. აფექტის მდგომარეობაში როგორ იყო

მიმოზა
0

ვაჰ, ასეთები ადვოკატის პროფესიას შეგაზიზღებენ რა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არ გამოვრიცხავ, რომ ქმედება აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი" - რას ამბობს დედის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი?

"არ გამოვრიცხავ, რომ ქმედება აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი" - რას ამბობს დედის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი?

დედის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი, ზაზა ნაჭყებია არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი.

მისივე თქმით, ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.

უფლებადამცველი სასამართლო პროცესზე, დედის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

"სავსებით შესაძლებელია, არ გამოვრიცხავ, რომ ქმედება აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი. გასაგებია, რომ ბრალდება არის ყველაზე მძიმე. სისხლის სამართლის კოდექსში მსგავსი სიმძიმის ბრალდება არ არის, მაგრამ ჩვენს პოზიციას ზურგს უმაგრებს ის გარემოება, რომ ბრალდებული თავისი ფეხით, ნებაყოფლობით გამოცხადდა გარდაბნის პოლიციაში და ჩაბარდა. ერთის მხრივ, ეს გარკვეულწილად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბრალდებული ჩადენილს აღიარებს, მაგრამ მეორეს მხრივ, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ნებაყოფლობით გამოცხადებით ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა საფრთხეს, მისი თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში მიმალვის თაობაზე," - განაცხადა ზაზა ნაჭყებიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ბრალდებულს კომპლექსური ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

უფლებადამცველის ინფორმაციით, საქმეში ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები არ დევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. გარდაცვლილის შვილს ნ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.