პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი სოხუმში და ბჟანია-ანქვაბის საიდუმლო რუსული გეგმები - რა ელის ბიჭვინთის აგარაკებს, სოფელი აიბგას და "ენგურჰესს"?
რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი სოხუმში და ბჟანია-ანქვაბის საიდუმლო რუსული გეგმები - რა ელის ბიჭვინთის აგარაკებს, სოფელი აიბგას და "ენგურჰესს"?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში იმა­ზე ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი აქვთ, ვიდ­რე შო­რი­დან ჩანს... რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, სი­ტუ­ა­ცია ისე სწრა­ფად იც­ვლე­ბა, რომ შე­საძ­ლოა, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა გახ­დეს. აფხა­ზუ­რი მე­დია წერს, რომ ე.წ. პრე­ზი­დენტ ას­ლან ბჟა­ნი­ა­სა და მისი გუნ­დის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა.

დღეს, 12 აგ­ვის­ტოს სო­ხუმ­ში, "სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით" ჩა­ვი­და რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი მაქ­სიმ რე­შეტ­ნი­კო­ვი, რო­მელ­მაც აფხაზ "კო­ლე­გას­თან" ერ­თად ის ობი­ექ­ტე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის მიერ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ფუ­ლით გა­ა­რე­მონ­ტეს ან აა­შე­ნეს. მათ­გან ერთ-ერ­თია, ახალ ათონ­ში აშე­ნე­ბუ­ლი სკო­ლა.

რუსი მი­ნის­ტრის ცნო­ბით, გა­სულ კვი­რას ხელი მო­ე­წე­რა "მთავ­რო­ბა­თა­შო­რის შე­თან­ხმე­ბას, რაც ორი ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ში ახა­ლი ფურ­ცე­ლია. რე­შეტ­ნი­კო­ვი, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­საც ეწ­ვია და ჩა­სა­ტა­რე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს გა­ეც­ნო. ბჟა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბას აქ­ტი­უ­რად ჰპირ­დე­ბა, რომ "სო­ხუ­მის უფუნ­ქციო აე­რო­პორ­ტი 2024 წელს რუ­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ით მუ­შა­ო­ბას და­ი­წყებს", რაც ად­გი­ლობ­რი­ვებს ნაკ­ლე­ბად სჯე­რათ.

რე­შეტ­ნი­კოვ-ბჟა­ნი­ას შეხ­ვედ­რა

"ცალ­კე­ულ სა­კი­თხებ­ზე უკვე აღარ ვმუ­შა­ობთ - კომ­პლექ­სუ­რად ვუდ­გე­ბით პრო­ექ­ტებს. აღ­დგე­ნის ეტა­პი­დან გა­დავ­დი­ვართ გან­ვი­თა­რე­ბის ეტაპ­ზე”, - გა­ნა­ცხა­და ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან მაქ­სიმ რე­შეტ­ნი­კოვ­მა.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მხა­რე­ებ­მა აფხა­ზე­თის სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქებ­ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის, კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­საც, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი სჭირ­დე­ბა. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის თა­ნახ­მად, რე­შეტ­ნი­კივს და მის აფხაზ "კო­ლე­გას", ასე­ვე ას­ლან ბჟა­ნი­ას, არ­ცერ­თი სი­ტყვა არ დას­ცდე­ნი­ათ "ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კებ­ზე", რომ­ლის გარ­შე­მოც მღელ­ვა­რე­ბა არ წყდე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ყვე­ლა ვი­ზიტს რუ­სეთ­ში და რუსი ჩი­ნოს­ნე­ბის აფხა­ზეთ­ში ჩა­მოს­ვლას, ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ხვალ-ზეგ კი­დევ ერთი ობი­ექ­ტის რუ­სე­თის­თვის ჩუ­ქე­ბის შე­სა­ხებ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვი ოპო­ზი­ცი­ის მო­საზ­რე­ბით, პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ ლე­გი­ტი­მა­ცია და­კარ­გა. მათ შო­რის, იმის გა­მოც, რომ ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კი და 184 ჰა მი­წის ნაკ­ვე­თი ხალ­ხის­გან მა­ლუ­ლად რუ­სეთს გა­დას­ცა. ამის შე­სა­ხებ აქ­ტი­უ­რად წერს ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი ად­გურ არ­ძინ­ბაც, რომ­ლის მო­საზ­რე­ბი­თაც, ბჟა­ნი­ამ და მის­მა გუნ­დმა "ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა და­კარ­გეს, რად­გან ერთ და­ნა­შა­ულს, მე­ო­რეს ამა­ტე­ბენ..." ტე­ლეგ­რა­მარხ" "რეს­პუბ­ლი­კას­თან”ინ­ტერ­ვი­უ­ში არ­ძინ­ბა აცხა­დებს, რომ პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი ნდო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მცირ­დე­ბა, რად­გან "და­პი­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნაც­ვლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი, კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი".

ად­გურ არ­ძინ­ბა

პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, ამ­ჯე­რად სა­კალ­მა­ხე მე­ურ­ნე­ო­ბის ჯერი დად­გა - "პრე­ზი­დენ­ტის" ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მისი ახლო გა­რე­მოც­ვის ინ­ტე­რეს­შია, შავ მდი­ნა­რე­ზე, ყვე­ლა­ზე დიდი სა­კალ­მა­ხე მე­ურ­ნე­ო­ბის "დე­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია" და კერ­ძო პი­რე­ბის­თვის გა­და­ცე­მა.

ekhokavkaza.com - ის ცნო­ბით, იმის კვალ­დაკ­ვალ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ წყდე­ბა "ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის" გას­ხვი­სე­ბის, ასე­ვე "ენ­გურ­ჰე­სის" რუ­სუ­ლი ენერ­გო­სის­ტე­მის­თვის გა­და­ცე­მის გარ­შე­მო მსჯე­ლო­ბა, თან­და­თან ირ­კვე­ვა ას­ლან ბჟა­ნი­ას "წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის" კუ­ლუ­ა­რუ­ლი დე­ტა­ლე­ბი. ამას ემა­ტე­ბა, კრას­ნო­და­რის მხა­რის­თვის სო­ფელ აიბ­გას გა­და­ცე­მა, სა­დაც თა­ვად ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის მე­გობ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც მას ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რე­ბენ.

"ეჭვი არ არის, რომ პან­დო­რას ყუთი გახ­სნი­ლია და ას­ლან ბჟა­ნი­ას და­სა­კარ­გი არა­ფე­რი აქვს. მან უკვე უკ­ვდავ­ყო თა­ვი­სი სა­ხე­ლი, რო­გორც ჰე­როს­ტრა­ტემ..." - წერს გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რი იზი­და ჭა­ნია.

მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბით, უკვე გა­სა­გე­ბია, რომ ას­ლან ბჟა­ნია და მისი გა­რე­მოც­ვა, სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლოდ იძ­ლე­ვი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის გას­ხვი­სე­ბის პი­რო­ბებს, შემ­დეგ კი, ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა შემ­თხვე­ვით იგებს. "მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტის მო­რი­გი გუ­ლუხ­ვო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ცნო­ბე­ბი, ჩი­ნოს­ნებ­მა და­ი­წყეს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი, თუ რა სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს ის სა­ხელ­მწი­ფოს და ხალ­ხს... ამას წი­ნათ, ერთ-ერთ "ტე­ლეგ­რა­მარხზე" გავ­რცელ­და დო­კუ­მენ­ტი, ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბა "სი­რი­უ­სის" კრას­ნო­და­რის მხა­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლის შე­სა­ხებ... შე­სა­ბა­მი­სად, ირ­კვე­ვა, რომ არ­სე­ბობს პრო­ექ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, აფხა­ზუ­რი სო­ფელ აიბ­გას ხარ­ჯზე რუ­სე­თის ამ ფე­დე­რა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რი­ის სა­ზღვრე­ბი 225 ჰექტრით უნდა გა­ფარ­თოვ­დეს.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა უკვე და­ი­წყო, ოღონდ, "არ­გუ­მენ­ტე­ბი", მო­რი­გი სა­ჩუქ­რის მომ­გე­ბი­ა­ნო­ბა­ზე ან იძუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯის სარ­გე­ბელ­ზე, ჩვენ­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის წარ­მო­უდ­გე­ნია, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, რომ ის ბიჭ­ვინ­თის გას­ხვი­სე­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბის­გან, არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა", - ირო­ნი­უ­ლად წერს იზი­და ჭა­ნია.

მი­სი­ვე თქმით, ოდ­ნავ უფრო ადრე, გავ­რცელ­და ცნო­ბე­ბი სა­კალ­მა­ხე მე­ურ­ნე­ო­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ. ამის თა­ო­ბა­ზე ჰკი­თხეს ას­ლან ბჟა­ნი­ა­საც, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი წერს ის და­იბ­ნა და შე­ე­ცა­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის გა­მარ­თლე­ბა მო­ე­ძებ­ნა. "თქვა, რომ 2010 წლი­დან 2015 წლამ­დე ამ სა­წარ­მოს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის 90 მი­ლი­ონ რუბ­ლზე მეტი გა­მო­ი­ყო სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მაგ­რამ ამას არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ ჰქო­ნია, მან ეს შე­ა­და­რა რძის წარ­მო­ე­ბის პრო­ექტს, რომ­ლის­თვი­საც ასევ გა­მო­ყო ინ­ვეს­ტი­ცია, მაგ­რამ სა­წარ­მო არ მუ­შა­ობს. აქ ბჟა­ნია გა­ჩერ­და და სწო­რა­დაც მო­იქ­ცა, რად­გან თუ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფუ­ლის არა­ე­ფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, სუ­ლე­ლიც კი მიხ­ვდე­ბა, რომ ლო­გი­კუ­რი სა­კალ­მა­ხე მე­ურ­ნე­ო­ბის, რძის ფერ­მე­რი­სა და ა.შ. პრო­ექ­ტე­ბის მო­შო­რე­ბა კი არ არის, არა­მედ იმ პრობ­ლე­მის აღი­ა­რე­ბა, რომ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის უკან დგას ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი, რო­მელ­მაც და­ამ­ტკი­ცა, რომ პრო­ექ­ტის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა მისი ძლი­ე­რი მხა­რე ნამ­დვი­ლად არ არის", - წერს ჭა­ნია.

იზი­და ჭა­ნია

ჟურ­ნა­ლის­ტი, სამი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში "ინ­ვეს­ტო­რის­თვის" მი­ყი­დუ­ლი და იჯა­რით გა­ცე­მუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი სარ­გებ­ლის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად, ას­კვნის, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში რე­გი­ონ­ში არა­ნა­ი­რი ინ­ვეს­ტი­ცია არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. "მე­ტიც, არა­ერ­თხელ "ინ­ვეს­ტორ­მა“ ობი­ექ­ტის ძა­ლი­ან პი­რო­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც კი არ გა­და­ი­ხა­და... ცალ-ცალ­კე გა­ყი­დუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ობი­ექ­ტის "ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე“ რომ არ ვი­სა­უბ­რო, გან­ვა­ზო­გა­დებ - სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცია აფხა­ზეთ­ში 2004 წელს შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო და ამ დრო­ი­დან 2016 წლამ­დე გა­ი­ყი­და რეს­პუბ­ლი­კის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 140 ობი­ექ­ტი, ამის­გან შე­მო­სულ­მა თან­ხამ კი და­ახ­ლო­ე­ბით 700 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი შე­ად­გი­ნა. ეს საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბია, მაგ­რამ სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს - მოკ­ლედ, გა­ყი­დეს და და­ი­ვი­წყეს...

ასე­ვე, არ არ­სე­ბობს ანა­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რი­შე­ბი სა­ხელ­მწი­ფო და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ... რაც, ყო­ველ­გვა­რი სტა­ტის­ტი­კის გა­რე­შეა ცნო­ბი­ლი ისაა, რომ ყო­ვე­ლი ტრან­ზაქ­ცი­ის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა...

ვიდ­რე ბჟა­ნია და მისი გა­რე­მოც­ვა გა­ნაგ­რძო­ბენ თა­ვი­ანთ სრუ­ლი­ად გი­ჟურ გუ­ლუხ­ვო­ბას ზო­გი­ერ­თი უც­ნო­ბი და და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბით, ნება მო­მე­ცით შე­გახ­სე­ნოთ, ას­ლან ბჟა­ნი­ას მა­ი­ნინგპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­მაც და­ან­გრია აფხა­ზე­თის ენერ­გე­ტი­კა...

და­სას­რულს ეკო­ნო­მისტ ხა­თუ­ნა შა­ტი­პის სი­ტყვებს მო­ვიშ­ვე­ლი­ებ, რა­საც კო­მენ­ტა­რი არ სჭირ­დე­ბა: 2022 წელს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი, ქვეყ­ნის შე­მო­სა­ვალს 500 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლით აჭარ­ბებს. ამ მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­დეგ კი, აშ­კა­რაა, რომ ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტის და მისი გა­რე­მოც­ვის პროგ­ნო­ზე­ბის ნდო­ბა ქვეყ­ნის­თვის სა­ში­შია", - წერს ჭა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

კი მაგრამ უკრაინა რომ გაიმარჯვებს და პუტინის ხელისუფლება დაემხობა მერე რაღას გაყიდიან? ამიტომ ასწრებენ ეტყობა. ვინც ყიდულობს იმან იკითხოს მოპარულს რომ ყიდულობს და უკან დაბრუნება მოუწევს თორე ამათ რა?

ყოვლისმცოდნე
0

" 2022 წელს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი, ქვეყ­ნის შე­მო­სა­ვალს 500 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლით აჭარ­ბებს."

ამას რაღა კომენტარი სჭირდება !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი სოხუმში და ბჟანია-ანქვაბის საიდუმლო რუსული გეგმები - რა ელის ბიჭვინთის აგარაკებს, სოფელი აიბგას და "ენგურჰესს"?

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი სოხუმში და ბჟანია-ანქვაბის საიდუმლო რუსული გეგმები - რა ელის ბიჭვინთის აგარაკებს, სოფელი აიბგას და "ენგურჰესს"?

ოკუპირებულ აფხაზეთში იმაზე ცხელი ზაფხული აქვთ, ვიდრე შორიდან ჩანს... როგორც ადგილობრივები ამბობენ, სიტუაცია ისე სწრაფად იცვლება, რომ შესაძლოა, მიმდინარე პროცესები კიდევ ერთი პოლიტიკური ცვლილების წინაპირობა გახდეს. აფხაზური მედია წერს, რომ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და მისი გუნდის მიმართ დამოკიდებულება ყოველდღიურად იცვლება.

დღეს, 12 აგვისტოს სოხუმში, "სამუშაო ვიზიტით" ჩავიდა რუსეთის ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი, რომელმაც აფხაზ "კოლეგასთან" ერთად ის ობიექტები მოინახულა, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ფულით გაარემონტეს ან ააშენეს. მათგან ერთ-ერთია, ახალ ათონში აშენებული სკოლა.

რუსი მინისტრის ცნობით, გასულ კვირას ხელი მოეწერა "მთავრობათაშორის შეთანხმებას, რაც ორი ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში ახალი ფურცელია. რეშეტნიკოვი, სოხუმის აეროპორტის ტერიტორიასაც ეწვია და ჩასატარებელ სამუშაოებს გაეცნო. ბჟანია მოსახლეობას აქტიურად ჰპირდება, რომ "სოხუმის უფუნქციო აეროპორტი 2024 წელს რუსული ინვესტიციით მუშაობას დაიწყებს", რაც ადგილობრივებს ნაკლებად სჯერათ.

რეშეტნიკოვ-ბჟანიას შეხვედრა

"ცალკეულ საკითხებზე უკვე აღარ ვმუშაობთ - კომპლექსურად ვუდგებით პროექტებს. აღდგენის ეტაპიდან გადავდივართ განვითარების ეტაპზე”, - განაცხადა ადგილობრივ მედიასთან მაქსიმ რეშეტნიკოვმა.

აფხაზური მედიის ცნობით, მხარეებმა აფხაზეთის საკურორტო ქალაქებში წყალმომარაგების, კანალიზაციის საკითხები განიხილეს, რომლის განვითარებასაც, ინვესტიციები სჭირდება. აფხაზური მედიის თანახმად, რეშეტნიკივს და მის აფხაზ "კოლეგას", ასევე ასლან ბჟანიას, არცერთი სიტყვა არ დასცდენიათ "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკებზე", რომლის გარშემოც მღელვარება არ წყდება.

"საზოგადოება ხელმძღვანელობის ყველა ვიზიტს რუსეთში და რუსი ჩინოსნების აფხაზეთში ჩამოსვლას, ეჭვის თვალით უყურებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ხვალ-ზეგ კიდევ ერთი ობიექტის რუსეთისთვის ჩუქების შესახებ გახდება ცნობილი..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

ადგილობრივი ოპოზიციის მოსაზრებით, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ლეგიტიმაცია დაკარგა. მათ შორის, იმის გამოც, რომ ბიჭვინთის აგარაკი და 184 ჰა მიწის ნაკვეთი ხალხისგან მალულად რუსეთს გადასცა. ამის შესახებ აქტიურად წერს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ადგურ არძინბაც, რომლის მოსაზრებითაც, ბჟანიამ და მისმა გუნდმა "ლეგიტიმურობა დაკარგეს, რადგან ერთ დანაშაულს, მეორეს ამატებენ..." ტელეგრამარხ" "რესპუბლიკასთან”ინტერვიუში არძინბა აცხადებს, რომ პრეზიდენტისადმი ნდობა ყოველდღიურად მცირდება, რადგან "დაპირებული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ხელისუფლება საკუთარი, კომერციული ინტერესების მოგვარებაზეა კონცენტრირებული".

ადგურ არძინბა

პოლიტიკოსის თქმით, ამჯერად საკალმახე მეურნეობის ჯერი დადგა - "პრეზიდენტის" ოჯახის წევრებისა და მისი ახლო გარემოცვის ინტერესშია, შავ მდინარეზე, ყველაზე დიდი საკალმახე მეურნეობის "დენაციონალიზაცია" და კერძო პირებისთვის გადაცემა.

ekhokavkaza.com - ის ცნობით, იმის კვალდაკვალ, რომ სოციალურ ქსელში არ წყდება "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების" გასხვისების, ასევე "ენგურჰესის" რუსული ენერგოსისტემისთვის გადაცემის გარშემო მსჯელობა, თანდათან ირკვევა ასლან ბჟანიას "წინასაარჩევნო დაპირებების" კულუარული დეტალები. ამას ემატება, კრასნოდარის მხარისთვის სოფელ აიბგას გადაცემა, სადაც თავად ე.წ. პრეზიდენტის მეგობრები ცხოვრობენ, რომლებიც მას ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებენ.

"ეჭვი არ არის, რომ პანდორას ყუთი გახსნილია და ასლან ბჟანიას დასაკარგი არაფერი აქვს. მან უკვე უკვდავყო თავისი სახელი, როგორც ჰეროსტრატემ..." - წერს გამოცემის ჟურნალისტი და ბლოგერი იზიდა ჭანია.

მისივე მოსაზრებით, უკვე გასაგებია, რომ ასლან ბჟანია და მისი გარემოცვა, სრულიად საიდუმლოდ იძლევიან მნიშვნელოვანი ობიექტების გასხვისების პირობებს, შემდეგ კი, ამის თაობაზე ინფორმაციას საზოგადოება შემთხვევით იგებს. "მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მორიგი გულუხვობის შესახებ გავრცელდა ცნობები, ჩინოსნებმა დაიწყეს ახსნა-განმარტებები, თუ რა სარგებელს მოუტანს ის სახელმწიფოს და ხალხს... ამას წინათ, ერთ-ერთ "ტელეგრამარხზე" გავრცელდა დოკუმენტი, ქალაქის ტიპის დასახლება "სირიუსის" კრასნოდარის მხარის შემადგენლობაში შესვლის შესახებ... შესაბამისად, ირკვევა, რომ არსებობს პროექტი, რომლის თანახმადაც, აფხაზური სოფელ აიბგას ხარჯზე რუსეთის ამ ფედერალური ტერიტორიის საზღვრები 225 ჰექტრით უნდა გაფართოვდეს.

ინტერნეტში გავრცელებული მასალების მიხედვით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ საზღვრის დემარკაციის საკითხის განხილვა უკვე დაიწყო, ოღონდ, "არგუმენტები", მორიგი საჩუქრის მომგებიანობაზე ან იძულებით ნაბიჯის სარგებელზე, ჩვენთვის ჯერჯერობით არავის წარმოუდგენია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ის ბიჭვინთის გასხვისების გასამართლებლად წარმოდგენილი არგუმენტებისგან, არაფრით განსხვავდება", - ირონიულად წერს იზიდა ჭანია.

მისივე თქმით, ოდნავ უფრო ადრე, გავრცელდა ცნობები საკალმახე მეურნეობის ლიკვიდაციის შესახებ. ამის თაობაზე ჰკითხეს ასლან ბჟანიასაც, როგორც ჟურნალისტი წერს ის დაიბნა და შეეცადა ამ გადაწყვეტილებისთვის გამართლება მოეძებნა. "თქვა, რომ 2010 წლიდან 2015 წლამდე ამ საწარმოს განვითარებისთვის 90 მილიონ რუბლზე მეტი გამოიყო საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ ჰქონია, მან ეს შეადარა რძის წარმოების პროექტს, რომლისთვისაც ასევ გამოყო ინვესტიცია, მაგრამ საწარმო არ მუშაობს. აქ ბჟანია გაჩერდა და სწორადაც მოიქცა, რადგან თუ საინვესტიციო ფულის არაეფექტიანად გამოყენებაზე ვილაპარაკებთ, სულელიც კი მიხვდება, რომ ლოგიკური საკალმახე მეურნეობის, რძის ფერმერისა და ა.შ. პროექტების მოშორება კი არ არის, არამედ იმ პრობლემის აღიარება, რომ მსგავსი პროექტების უკან დგას ალექსანდრე ანქვაბი, რომელმაც დაამტკიცა, რომ პროექტის მიზანშეწონილობისა და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის შეფასება მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის", - წერს ჭანია.

იზიდა ჭანია

ჟურნალისტი, სამი ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა ხელმძღვანელობის პირობებში "ინვესტორისთვის" მიყიდული და იჯარით გაცემული ობიექტებიდან მიღებული სარგებლის გაანალიზების შედეგად, ასკვნის, რომ სინამდვილეში რეგიონში არანაირი ინვესტიცია არ განხორციელებულა. "მეტიც, არაერთხელ "ინვესტორმა“ ობიექტის ძალიან პირობითი ღირებულებაც კი არ გადაიხადა... ცალ-ცალკე გაყიდული თითოეული ობიექტის "ეფექტიანობაზე“ რომ არ ვისაუბრო, განვაზოგადებ - სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია აფხაზეთში 2004 წელს შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ დაიწყო და ამ დროიდან 2016 წლამდე გაიყიდა რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 140 ობიექტი, ამისგან შემოსულმა თანხამ კი დაახლოებით 700 მილიონი რუბლი შეადგინა. ეს საკმაოდ მოძველებული მონაცემებია, მაგრამ სხვა ოფიციალური მონაცემები არ არსებობს - მოკლედ, გაყიდეს და დაივიწყეს...

ასევე, არ არსებობს ანალიტიკური ანგარიშები სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების გაყიდვის ეფექტიანობის შესახებ... რაც, ყოველგვარი სტატისტიკის გარეშეა ცნობილი ისაა, რომ ყოველი ტრანზაქციის შემდეგ ქვეყანაში ძვირადღირებული მანქანების რაოდენობა იზრდება...

ვიდრე ბჟანია და მისი გარემოცვა განაგრძობენ თავიანთ სრულიად გიჟურ გულუხვობას ზოგიერთი უცნობი და დაუდასტურებელი ეკონომიკური მოლოდინებით, ნება მომეცით შეგახსენოთ, ასლან ბჟანიას მაინინგპროექტი, რომელმაც დაანგრია აფხაზეთის ენერგეტიკა...

დასასრულს ეკონომისტ ხათუნა შატიპის სიტყვებს მოვიშველიებ, რასაც კომენტარი არ სჭირდება: 2022 წელს აღმასრულებელი ხელისუფლების შემოსავალი, ქვეყნის შემოსავალს 500 მილიონი რუბლით აჭარბებს. ამ მონაცემების შემდეგ კი, აშკარაა, რომ ჩვენი პრეზიდენტის და მისი გარემოცვის პროგნოზების ნდობა ქვეყნისთვის საშიშია", - წერს ჭანია.