მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის პირველი შეტევა რუსეთის მიერ "ხელშეუხებლად" გამოცხადებულ ტერიტორიაზე - რა შანსებია ყირიმის ოკუპანტისგან გასათავისუფლებლად?
უკრაინის პირველი შეტევა რუსეთის მიერ "ხელშეუხებლად" გამოცხადებულ ტერიტორიაზე - რა შანსებია ყირიმის ოკუპანტისგან გასათავისუფლებლად?

გუ­შინ­დე­ლი მოვ­ლე­ნა არის პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ტე­ვა ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე, რო­მელ­საც რუ­სე­თი ხელ­შე­უ­ხებ­ლად მი­იჩ­ნევ­და და იმუქ­რე­ბო­და, რომ ლა­მის გან­კი­თხვის დღეს მო­უ­წყობ­და უკ­რა­ი­ნას იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იქ­ნე­ბო­და შე­ტე­ვა ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე, - ამის შე­სა­ხებ ანა­ლი­ტი­კოს­მა, ზურა ბა­ტი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე რუსი ოკუ­პან­ტე­ბის სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე გუ­შინ მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა.

ბა­ტი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, რუ­სეთს არ გა­აჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბა, რათა თუნ­დაც მცი­რე­დით მა­ინც შეძ­ლოს და­სავ­ლურ შე­ი­ა­რა­ღე­ბას­თან კონ­კუ­რენ­ცია.

"ამ რუ­სულ ბა­ზას აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო დატ­ვირ­თვა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმით, რომ სწო­რედ აქე­დან ხდე­ბო­და იმ თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სა და ვერ­ტმფრე­ნე­ბის აფ­რე­ნა, რომ­ლე­ბიც სამ­ხრეთ ფრონტზე უკ­რა­ი­ნე­ლებს ბომ­ბავ­დნენ. ამის გარ­და, ამ ბა­ზას აქვს უფრო მე­ტად სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა, რად­გან ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი არის პუ­ტი­ნის რუ­სე­თის ერ­თგვა­რი სიმ­ბო­ლო. პუ­ტი­ნის იდე­ო­ლო­გია მო­ი­ცავს მი­წე­ბის შე­მოკ­რე­ბის თე­ო­რი­ას და მათი გა­და­სა­ხე­დი­დან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და სწო­რედ ყი­რი­მის შე­მო­ერ­თე­ბას. ახლა კი ყი­რი­მის თემა სა­თუო გახ­და, მათ შო­რის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვი­საც, რომ­ლე­ბიც ყი­რიმ­ში უსაფრ­თხოდ აღარ გრძნო­ბენ თავს. გუ­შინ­დე­ლი აფეთ­ქე­ბე­ბის შემ­დეგ ჩვენ ვნა­ხეთ, რამ­ხე­ლა რი­გე­ბი დად­გა რუ­სე­თის იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც სას­წრა­ფოდ ტო­ვებ­დნენ ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულს“, - აღ­ნიშ­ნა ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

  • მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბე­ბი არის სიგ­ნა­ლი იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნა არ და­ტო­ვებს არ­ცერთ თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ას რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ.

"უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს ჯერ კი­დევ ბევ­რი სა­მუ­შაო აქვთ ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რათა მოხ­დეს ყი­რი­მი­სა და სხვა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ თა­ვად ეს ფაქ­ტი, რომ უკვე ყი­რიმ­ზეც არის შე­ტე­ვა მი­ტა­ნი­ლი სიმ­ბო­ლუ­რია. ამით უკ­რა­ი­ნამ მო­ნიშ­ნა ის ტე­რი­ტო­რია, რომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც ის სა­მარ­თლი­ა­ნად აპი­რებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ასეც მოხ­დე­ბა. ახლა რუ­სუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ნად­გურ­დე­ბა მათ სა­წყო­ბებ­თან და შტა­ბებ­თან ერ­თად - ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა იქამ­დე, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ ჩა­მო­იშ­ლე­ბა რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა. ამ პრო­ცესს წა­მო­ე­წე­ვა ეკო­ნო­მი­კაც, რად­გან ის სან­ქცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთს და­უ­წე­სეს, სექ­ტემ­ბრი­დან იქ­ნე­ბა ხელ­შე­სა­ხე­ბი და რუ­სე­თის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე სა­კუ­თარ თავ­ზე და ჯი­ბე­ზე იგ­რძნობს, რას ნიშ­ნავს და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი.

ეს და­ბომბვა იმა­საც უს­ვამს ხაზს, რომ მი­თია რუ­სე­თის უძ­ლე­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი. არა­ვი­თა­რი თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი მათ არ აქვთ ისე­თი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ამ სამ­ხედ­რო ბა­ზის დაც­ვას. რუ­სებს არა­ფე­რი აქვთ ისე­თი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მცი­რე­დით მა­ინც შეძ­ლოს და­სავ­ლურ შე­ი­ა­რა­ღე­ბას­თან კონ­კუ­რენ­ცია. რუ­სე­თი იბ­რძვის XX სა­უ­კუ­ნის ია­რა­ღით XXI სა­უ­კუ­ნის და­სავ­ლუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ძნე­ლი გა­მო­საც­ნო­ბი არ არის, ვისი გა­მარ­ჯვე­ბით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ბრძო­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ზურა ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყირიმელებიაო-სსსსსსს!!!!!!!
14

ცოტათი მაინც თუ გაქვს წარმოდგენა, ვინ არიან ყირიმელი თათრები? იქნებ არც ყირიმის ხანი გაგიგია? ან განაგონი თუ გაქვს რუსეთ-თურქეთის ომი? სევასტოპოლის აღებას, რეპინმა ნახატი შედევრი შექმნა. და შენ ფიქრობ რომ ასე საკუთარი სისხილით მორწყულ ყირიმს, რუსები დათმობენ?

სანდრო
5

ქოცებო, დაწყნარდით.მოიმარაგეთ პოპკორნი( ბატიბუტი) , გადართეთ ტელევიზია ტვ"იმედი" და რუსული არხებიდან,ღრმად ჩაისუნთქეთ და ....ერთად დაველოდოთ რუსეთის იმპერიის ბოლო წლის დადგომასა და საქართველოს მართლაც განთავისუფლებას და პროქართული ( მარბიუჯეტის გაყვლეფაზე რომ არ იფიქრებს) მთავრობის მოსვლას.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

უკრაინის პირველი შეტევა რუსეთის მიერ "ხელშეუხებლად" გამოცხადებულ ტერიტორიაზე - რა შანსებია ყირიმის ოკუპანტისგან გასათავისუფლებლად?

უკრაინის პირველი შეტევა რუსეთის მიერ "ხელშეუხებლად" გამოცხადებულ ტერიტორიაზე - რა შანსებია ყირიმის ოკუპანტისგან გასათავისუფლებლად?

გუშინდელი მოვლენა არის პირველი სერიოზული შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელსაც რუსეთი ხელშეუხებლად მიიჩნევდა და იმუქრებოდა, რომ ლამის განკითხვის დღეს მოუწყობდა უკრაინას იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზურა ბატიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რითაც ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზებზე გუშინ მომხდარი აფეთქებები შეაფასა.

ბატიაშვილის შეფასებით, რუსეთს არ გააჩნია შესაბამისი სამხედრო შეიარაღება, რათა თუნდაც მცირედით მაინც შეძლოს დასავლურ შეიარაღებასთან კონკურენცია.

"ამ რუსულ ბაზას აქვს მნიშვნელოვანი სამხედრო დატვირთვა, რაც გამოიხატება იმით, რომ სწორედ აქედან ხდებოდა იმ თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების აფრენა, რომლებიც სამხრეთ ფრონტზე უკრაინელებს ბომბავდნენ. ამის გარდა, ამ ბაზას აქვს უფრო მეტად სიმბოლური დატვირთვა, რადგან ყირიმის ნახევარკუნძული არის პუტინის რუსეთის ერთგვარი სიმბოლო. პუტინის იდეოლოგია მოიცავს მიწების შემოკრების თეორიას და მათი გადასახედიდან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ ყირიმის შემოერთებას. ახლა კი ყირიმის თემა სათუო გახდა, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ყირიმში უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ თავს. გუშინდელი აფეთქებების შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რამხელა რიგები დადგა რუსეთის იმ მოქალაქეების გამო, რომლებიც სასწრაფოდ ტოვებდნენ ყირიმის ნახევარკუნძულს“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

  • მისივე განცხადებით, ყირიმის ნახევარკუნძულზე მომხდარი აფეთქებები არის სიგნალი იმისა, რომ უკრაინა არ დატოვებს არცერთ თავის ტერიტორიას რუსული ოკუპაციის ქვეშ.

"უკრაინელ სამხედროებს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი, რათა მოხდეს ყირიმისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, მაგრამ თავად ეს ფაქტი, რომ უკვე ყირიმზეც არის შეტევა მიტანილი სიმბოლურია. ამით უკრაინამ მონიშნა ის ტერიტორია, რომლის გათავისუფლებასაც ის სამართლიანად აპირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება. ახლა რუსული დანაყოფები მიზანმიმართულად ნადგურდება მათ საწყობებთან და შტაბებთან ერთად - ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ბოლომდე არ ჩამოიშლება რუსული სამხედრო მანქანა. ამ პროცესს წამოეწევა ეკონომიკაც, რადგან ის სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესეს, სექტემბრიდან იქნება ხელშესახები და რუსეთის თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე და ჯიბეზე იგრძნობს, რას ნიშნავს დასავლური სანქციები.

ეს დაბომბვა იმასაც უსვამს ხაზს, რომ მითია რუსეთის უძლეველობის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები. არავითარი თავდაცვის სისტემები მათ არ აქვთ ისეთი, რომელიც უზრუნველყოფდა ამ სამხედრო ბაზის დაცვას. რუსებს არაფერი აქვთ ისეთი, რამაც შეიძლება მცირედით მაინც შეძლოს დასავლურ შეიარაღებასთან კონკურენცია. რუსეთი იბრძვის XX საუკუნის იარაღით XXI საუკუნის დასავლური შეიარაღების წინააღმდეგ და ძნელი გამოსაცნობი არ არის, ვისი გამარჯვებით შეიძლება დასრულდეს ბრძოლები“, - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.

ნახეთ ასევე: