კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს - "ნათქვამია, რომ ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული..."
ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს - "ნათქვამია, რომ ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული..."

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა ვრცელ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს:

"ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო, პარტნი­ო­რე­ბო, მე­გობ­რე­ბო,მაქვს პა­ტი­ვი კი­დევ ერთხელ მოგ­მარ­თოთ, რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა და აღ­ვნიშ­ნო, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის თით­ქმის ათწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დავ­ტო­ვო აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი და ჩემი მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მო­ვახ­მა­რო უპი­რა­ტე­სად სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და შემ­დგო­მი თა­ო­ბე­ბის გა­ნათ­ლე­ბას.

მსურს მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ამ პოს­ტის და­კა­ვე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დის­თვის. ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვი იყო კი­დევ ერთხელ, საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვად, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ო­ბი­სას მქო­ნო­და სა­შუ­ა­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინსვლა­ში, და­კის­რე­ბუ­ლი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბაა მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის. გან­ვლი­ლი ათი წლის მან­ძილ­ზე იყო ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რისი დაძ­ლე­ვაც კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თვის, რო­გორც პრო­ფე­სი­ი­დან, ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ამა­ვე დროს, ეს დრო სავ­სე იყო დიდი თუ პა­ტა­რა მიღ­წე­ვი­თა და წარ­მა­ტე­ბით და ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბით.

არ­სე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­მორ­ჩე­უ­ლი და დიდი გუნ­დის, თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის თავ­და­დე­ბის და საქ­მი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბის გა­რე­შე. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა და წარ­მა­ტე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და გუნ­დის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით და მისი წვლი­ლი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ში გა­ნუ­სა­ზღვრე­ლია.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო ბოლო წლე­ბი, პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ცენ­ტრის მთლი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბა, ცენ­ტრა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, რე­გი­ო­ნე­ბის და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის ჩათ­ვლით, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში, 24/7-ზე ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ, ერთი მხრივ, ამ ვე­რა­გი ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ რუ­ტი­ნულ საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სერ­ვი­სე­ბის ქვეყ­ნის ყვე­ლა კუ­თხე­ში, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქემ­დე უწყვე­ტად მი­სა­ტა­ნად.

ამას­თან, მსურს გა­მოვ­ყო ჩვე­ნი გუნ­დის წვლი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წა­მო­წყე­ბე­ბის, მრა­ვა­ლი დიდი პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბულ წარ­მარ­თვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, რომ­ლებ­საც ერ­თობ­ლი­ვად ვნერ­გავ­დით ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მინ­და კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნო: ჯან­დაც­ვის ძი­რი­თა­დი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის (0-5 წ. ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, მკვდრად­შო­ბა­დო­ბა, ნე­ო­ნა­ტა­ლუ­რი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, მო­ზარ­დთა ორ­სუ­ლო­ბა, აბორ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა) შემ­ცი­რე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა, ლუ­გა­რის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის სრუ­ლი ფუნ­ქცი­უ­რი ინ­ტეგ­რა­ცია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სტრუქ­ტუ­რა­ში და მისი შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა - გე­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ე­ბი, ახა­ლი ვირუ­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნა/იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მსოფ­ლიო და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბის მარ­თვა, წი­თუ­რას ელი­მი­ნა­ცია, ცო­ფის ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვე­ბამ­დე დაყ­ვა­ნა ან სა­ერ­თოდ გა­ნუ­ლე­ბა, მა­ლა­რი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი გა­და­ცე­მის აღ­მო­ფხვრა, პო­ლი­ო­ვირუ­სის ვე­ლუ­რი და ვაქ­ცი­ნა­დე­რი­ვა­ტუ­ლი შტა­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ნუ­ლო­ვა­ნი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, 6 ახა­ლი ვაქ­ცი­ნის და­მა­ტე­ბა იმუ­ნი­ზა­ცი­ის ეროვ­ნულ კა­ლენ­დარ­ში და რუ­ტი­ნუ­ლი და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ით მოც­ვის მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­მარ­თუ­ლი „ცივი ჯაჭ­ვის“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ვაქ­ცი­ნე­ბის შე­ნახ­ვა-დის­ტრი­ბუ­ცი­ი­სა და ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ყვე­ლა ფორ­მის გავ­რცე­ლე­ბის მკვეთ­რი კლე­ბა, აივ/შიდსის პრე­ვენ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის შექ­მნა და სერ­ვი­სე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა...

ასე­ვე, ქვე­ყა­ნა­ში „ერ­თი­ა­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის“ პრინ­ცი­პე­ბის და­ნერგვა, ჰე­პა­ტი­ტი C-ს ელი­მი­ნა­ცი­ის ფლაგ­მან პროგ­რა­მა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წვლი­ლის შე­ტა­ნა, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლია ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნად, სის­ხლის ინ­ფექ­ცი­ებ­ზე კონ­ტრო­ლის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში სის­ხლის დო­ნორ­თა ერ­თი­ა­ნი ელექტრო­ნუ­ლი ბა­ზის და­ნერგვა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კებ­ზე მზად­ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაძ­ლი­ე­რე­ბა და გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რა­მაც მიმ­დი­ნა­რე პან­დე­მი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის მა­სობ­რი­ვი სკრი­ნინ­გის და­ნერგვა, იო­დის ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვა, იო­დის ოპ­ტი­მა­ლუ­რი ნუტ­რი­ცი­უ­ლი სტა­ტუ­სის მიღ­წე­ვა და ქვე­ყა­ნა­ში იოდ-დე­ფი­ცი­ტის აღ­მო­ფხვრა, ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა ჯან­მრთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” ინი­ცი­რე­ბა, თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი მზარ­დი დი­ნა­მი­კის ხელ­შე­წყო­ბა, ცენ­ტრში გა­რე­მოს დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ვი­თა­რე­ბა, მათ შო­რის ქი­მი­ურ რისკ-ფაქ­ტორ­თა შე­ფა­სე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შექ­მნა-ამოქ­მე­დე­ბა, პო­პუ­ლა­ცი­უ­რი რე­გის­ტრე­ბი­სა და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ჯან­დაც­ვის დი­გი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა, კი­ბოს ერ­თი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მის, და­ბა­დე­ბის რე­გის­ტრის, და­ბა­დე­ბა/გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ტე­მის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა და მრა­ვა­ლი სხვა, რო­მელ­თა შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­როდ ზი­არ­დე­ბა რო­გორც ცენ­ტრის წლი­ურ, ასე­ვე მიზ­ნობ­რივ ან­გა­რი­შებ­ში.

თუმ­ცა ყვე­ლა მიღ­წე­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად კვლავ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­სა­ყო­ფია ამ სა­უ­კუ­ნის უდი­დე­სი გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვა და მსოფ­ლიო კრი­ზი­სის მი­ზე­ზი - კო­ვიდ-პან­დე­მია, პრობ­ლე­მა, რომ­ლის მსგავ­სიც კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ თუ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და კვლავ იმ­ყო­ფე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი.

აქვე მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნაგ­რძნო­ბა და თა­ნად­გო­მა გა­მოვ­ხა­ტო მათი ოჯა­ხე­ბის და ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ, ვისი გა­დარ­ჩე­ნაც, სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მათ შო­რის ბევ­რია ჩემი მე­გო­ბა­რი, ნაც­ნო­ბი, ახ­ლო­ბე­ლი და კო­ლე­გა. ამ ბოლო წლებ­მა ჩემ­ზეც მო­ახ­დი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტრე­სუ­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გავ­ლე­ნა და დიდი დამ­ღა და­მას­ვა, რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის, ასე­ვე ემო­ცი­უ­რი კუ­თხით, რად­გან პან­დე­მი­ას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია და პრო­ცე­სე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ან­გა­რიშ­გე­ბა, მათ შო­რის ნე­გა­ტი­უ­რი, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ზი­არ­დე­ბო­და ცენ­ტრთან, პი­რა­დად ჩემ­თან და ჩვენს მიერ გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მი­ე­წო­დე­ბო­და მთავ­რო­ბა­სა და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კეთ­დე­ბო­და ანა­ლი­ზი და სა­თა­ნა­დო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ქვეყ­ნი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რაც შემ­დგომ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ.

ალ­ბათ გან­ვლილ­მა წლებ­მა მომ­ცა უფ­ლე­ბა და მინ­და გა­მო­ვი­ყე­ნო ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მოვ­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი, 1994-დან 2004-მდე წლე­ბი, რო­დე­საც ვი­ყა­ვი ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ყვე­ლა პრო­ცე­სის მომსწრე და მო­ნა­წი­ლე და უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­როს თი­თო­ე­ულ მუ­შაკს, ამ ყვე­ლა­ზე ფა­ქი­ზი და სა­თუ­თი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, ქვეყ­ნის პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ რე­ა­გი­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის და ასე­ვე, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სის­ტე­მის აღმშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.

გა­სა­კე­თე­ბე­ლი წინ კვლავ მრავ­ლა­დაა. ყვე­ლამ უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბა და პრე­ვენ­ცია არის 21-ე სა­უ­კუ­ნის და მო­მავ­ლის მე­დი­ცი­ნის ძი­რი­თა­დი ორი­ენ­ტი­რი, რის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა, მთლი­ა­ნად მო­სახ­ლე­ო­ბამ, გა­ი­თა­ვი­სოს მისი არსი და მნიშ­ვნე­ლო­ბა. ახლო მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დეს „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა ჯან­მრთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და მოხ­დეს მისი მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­შე­წყო­ბა, რათა ჩვე­ნი შემ­დგო­მი თა­ო­ბე­ბის­თვის იგი უკვე ცხოვ­რე­ბის ნორ­მა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა იყოს.

ავა­დო­ბის ძი­რი­თა­დი ტვირ­თის გა­მომ­წვე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ქვე­ყა­ნა­ში უნდა გაძ­ლი­ერ­დეს პირ­ვე­ლა­დი, მე­ო­რე­უ­ლი და მე­სა­მე­უ­ლი პრე­ვენ­ცია და მაქ­სი­მა­ლუ­რად მოხ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რაც მეც­ნი­ე­რუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და მრა­ვალ წამ­ყვან ქვე­ყა­ნა­ში უპი­რო­ბოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სწო­რი და ეფექ­ტუ­რი მიდ­გო­მაა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია დე­და­თა და ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბა, რაც ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ქვეყ­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა იყოს ყო­ველ­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით დღეს. გაძ­ლი­ე­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად უნდა შე­მუ­შავ­დეს ხელ­შე­წყო­ბის სტრა­ტე­გია და მოკ­ლე და გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. ასე­ვე უნდა მოხ­დეს ად­რე­ულ ეტაპ­ზე ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და გა­მოვ­ლე­ნა, მათ შო­რის კი­ბო­სა და სხვა წამ­ყვა­ნი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის. ქვე­ყა­ნა­ში უფრო მე­ტად ხელ­შე­წყო­ბი­ლი უნდა იყოს მე­დი­ცი­ნის დი­გი­ტა­ლი­ზა­ცია, გაძ­ლი­ერ­დეს პრე­ცი­ზი­ო­ზუ­ლი, მიზ­ნობ­რი­ვი და გე­ნო­მუ­რი მე­დი­ცი­ნა და მას­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, გე­ნო­მის შეს­წავ­ლა, რაც 21-ე სა­უ­კუ­ნის მე­დი­ცი­ნის ქვა­კუ­თხე­დია.

ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი და ახა­ლი მიდ­გო­მა ყო­ველ­თვის უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვენ­ცი­ებ­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ფაქ­ტებს. ამის გა­რან­ტია ეროვ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა, აკა­დე­მი­ურ წრე­ებ­სა და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან მუდ­მი­ვი კავ­ში­რი და უკუ­კავ­ში­რი, რა­საც ახორ­ცი­ე­ლებს ჩვე­ნი ცენ­ტრი და მისი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა.სამ­წუ­ხა­როდ ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ყვე­ლა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი არ იყო. წინ კვლავ ბევ­რი ამო­ცა­ნაა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და პრობ­ლე­მაა აღ­მო­სა­ფხვრე­ლი.

ახლო მო­მა­ვალ­ში უნდა გაძ­ლი­ერ­დეს ეროვ­ნუ­ლი გე­ნო­მუ­რი ცენ­ტრი და გა­ფარ­თოვ­დეს მისი საქ­მი­ა­ნო­ბა, რაც ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი გახ­დე­ბა, მო­მა­ვა­ლი 5 წლის მან­ძილ­ზე სრუ­ლად უნდა მოხ­დეს ჰე­პა­ტი­ტი C-ს ელი­მი­ნა­ცია და ტყვი­ის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მოქ­მე­დი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და კონ­ტრო­ლი, მაქ­სი­მუ­მამ­დე უნდა იყოს აყ­ვა­ნი­ლი იმუ­ნი­ზა­ცი­ის მოც­ვის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნი­ლი ვაქ­ცი­ნით მარ­თვა­დი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გა­უმ­ჯო­ბეს­დეს ინ­ტერ­სექ­ტო­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა „ერ­თი­ა­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის“ ფარ­გლებ­ში, და­ა­ვა­დე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის პროგ­რა­მებ­ში მუდ­მი­ვად ხდე­ბო­დეს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა, გა­უმ­ჯო­ბეს­დეს რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი და შემ­ცირ­დეს მათი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა. ქვე­ყა­ნა­ში უნდა გა­ი­ზარ­დოს ჯან­სა­ღი ქა­ლა­ქის პრინ­ცი­პე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და­სახ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის ფარ­თო ფე­ნებ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ამაღ­ლდეს ცნო­ბი­ე­რე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ნერ­გოს „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის“ მიდ­გო­მე­ბი.

მწამს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და გა­ნათ­ლე­ბა უნდა იყოს ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი, რაც შემ­დგომ გა­ნა­პი­რო­ბებს ცოდ­ნა­ზე და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბულ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის წინსვლას, მდგრა­დო­ბას, კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და სწორ გან­ვი­თა­რე­ბას. ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, მათ შო­რის დღეს და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან, ამის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის­თვის ვშრო­მობ­დი და ვიბ­რძო­დი მთე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე, ვას­წავ­ლი­დი და ვუ­ზი­ა­რებ­დი ჩემს სტუ­დენ­ტებს და შემ­დგომ­შიც ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­ვაგ­რძე­ლებ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბას.

ვა­მა­ყობ, რომ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, წლე­ბის მან­ძილ­ზე მემ­სა­ხუ­რა ჩემი ქვეყ­ნის­თვის, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს დიდი სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი წევ­რი, ამ პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნის გა­რეთ, მა­ღა­ლი დო­ნის სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­მე­ჩი­ნა და წარ­მედ­გი­ნა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინი­ცი­ა­ტი­ვა­სა და აქ­ტი­ვო­ბა­ში, რი­თაც ქვე­ყა­ნა უფრო ცნო­ბა­დი, და­ფა­სე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­და გლო­ბა­ლურ სა­მე­დი­ცი­ნო ოჯახ­ში და კი­დევ უფრო მე­ტად და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი პროგ­რე­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერ­თი­ა­ნი ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის, ამ დიდი ოჯა­ხის წევ­რო­ბა, ევრო-სტრუქ­ტუ­რებ­თან მეტი და­ახ­ლო­ე­ბა და ინ­ტეგ­რა­ცია, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი მთა­ვა­რი პარტნი­ო­რის, აშშ-ს დარ­გობ­რივ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს ჩემი მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­გორც ყო­ველ­თვის, ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა პარტნი­ო­რი უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის­გან, სა­ერ­თა­შო­რი­სო და დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან. ჩემი მხრი­დან დიდი მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ყვე­ლა ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რის, უცხო­ე­ლი კო­ლე­გი­სა და მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის მი­მართ, რო­მელ­თა მხარ­და­ჭე­რით, დახ­მა­რე­ბი­თა და აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და არა მხო­ლოდ ცენ­ტრის მუ­შა­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, არა­მედ ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ შემ­დგო­მი თა­ო­ბა გა­ნაგ­რძობს და კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ.

და ბო­ლოს, რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო 2013 წლის და­სა­წყი­სი­დან, ჩემი ამ პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ქვეყ­ნის მმარ­თველ გუნდს, მთავ­რო­ბას - აღ­მას­რუ­ლე­ბელ და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრებს, ცალ­კე გა­მოვ­ყოფ კო­ვიდ-პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს წევ­რე­ბის ჩვე­ნი ცენ­ტრის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვის მხარ­და­ჭე­რას და რა თქმა უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, ვი­საც სჯე­რო­და ჩვე­ნი, ვი­საც სწამ­და და ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვე­ნი მი­წო­დე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, ით­ვა­ლის­წი­ნებ­და და მო­მა­ვალ­შიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს მტკი­ცე­ბით მე­დი­ცი­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ რჩე­ვებს და აღას­რუ­ლებს მათ. რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა, ასე­ვე პო­ლი­ტი­კის შემ­ქმნე­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და მხარ­და­ჭე­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბის­თვის, რაც კვლავ და კვლავ ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის ინ­დი­კა­ტო­რე­ბის და შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.ნათ­ქვა­მია, რომ „ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც აქვს და­სა­წყი­სი, აქვს და­სას­რუ­ლი“.

ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, სა­მე­დი­ცი­ნო დარ­გში მოღ­ვა­წე­ო­ბის მე­ო­თხე ეტა­პი მთავ­რდე­ბა, რო­მე­ლიც კა­რი­ე­რის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­მორ­ჩე­უ­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია. რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ვი­ა­რე ეს მიმ­დი­ნა­რე ან სხვა გა­სუ­ლი ეტა­პე­ბი მო­მა­ვალ­ში კო­ლე­გე­ბი, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და დრო შე­ა­ფა­სებს. ჩემი მხრი­დან, მინ­და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო ცენ­ტრის მო­მა­ვალ ხელ­მძღვა­ნელს, ასე­ვე ჩვენს დიდ გუნდს, და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას, რო­მელ­თა და­ოს­ტა­ტე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა ჩემი მუდ­მი­ვი საზ­რუ­ნა­ვი იყო და ყო­ველ­თვის დიდი ხა­ლი­სით და უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დით ვცდი­ლობ­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­მე­წყო მათ­თვის ხელი. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა პრო­ექ­ტი დას­რულ­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გით, ხოლო ახა­ლი წა­მო­წყე­ბე­ბი კი­დევ მეტ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს ჩვენს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს და ქვე­ყა­ნას" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა
3

ადამიანი რომელმაც მთელი ცხოვრებასწავლა-განათლებას მიუძღვნა და ჩამოყალიბდა ერთ-ერთ მაღალი დონის პროფესიონალად დღეს უმადური მოსახლეობა შეურაცხყოფას აყენებს თავისი უვიცობით და გაუნათლებლობით. მის ბიოგრაფიას ან სივს მაინც შეხედონ და მერე თავის ნულოვან ცხოვრებას შედარონ! საზვარგარეთ ასევე უდიდესი პატივით სარგებლობს ბ-ნი ამირანი და სასაცილოა რომ ვიღაც უცოდინრები მას აკრიტიკებენ!!!!

ქეთინო
9

ზოგჯერ ტყუილის მთქმელი ისე შედის როლში, რომ თვითონვე სჯერა შემდეგ. ამ შემთხვევასთან გვაქვს დღეს საქმე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს - "ნათქვამია, რომ ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული..."

ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს - "ნათქვამია, რომ ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული..."

ამირან გამყრელიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა ვრცელ მიმართვას ავრცელებს:

"ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო,მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და აღვნიშნო, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების თითქმის ათწლიანი პერიოდის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აღნიშნული პოსტი და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო უპირატესად სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას.

მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამ პოსტის დაკავებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი პერიოდისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო კიდევ ერთხელ, საკმაოდ ხანგრძლივად, ვყოფილიყავი საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და დირექტორად მუშაობისას მქონოდა საშუალება, გარკვეული წვლილი შემეტანა ჯანდაცვის სექტორის შემდგომ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, დაკისრებული მანდატის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. განვლილი ათი წლის მანძილზე იყო ბევრი გამოწვევა სხვადასხვა მიმართულებით, რისი დაძლევაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც პროფესიიდან, ასევე დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე და ამავე დროს, ეს დრო სავსე იყო დიდი თუ პატარა მიღწევითა და წარმატებით და ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევებით.

არსებული შედეგები შეუძლებელი იქნებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის გამორჩეული და დიდი გუნდის, თითოეული თანამშრომლის თავდადების და საქმისადმი ერთგულების გარეშე. ამ მნიშვნელოვანი დაწესებულების საქმიანობა და წარმატება შესაძლებელი გახდა გუნდის დაუღალავი შრომით და მისი წვლილი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაში განუსაზღვრელია.

განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გამოვყო ბოლო წლები, პანდემიის პერიოდი, როდესაც ცენტრის მთლიანი შემადგენლობა, ცენტრალური წარმომადგენლობა, რეგიონების და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების ჩათვლით, მუდმივ რეჟიმში, 24/7-ზე ჩართული იყვნენ, ერთი მხრივ, ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო, მეორე მხრივ, ახორციელებდნენ რუტინულ საქმიანობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების ქვეყნის ყველა კუთხეში, თითოეულ მოქალაქემდე უწყვეტად მისატანად.

ამასთან, მსურს გამოვყო ჩვენი გუნდის წვლილი მნიშვნელოვანი წამოწყებების, მრავალი დიდი პროექტის წარმატებულ წარმართვასა და განხორციელებაში, რომლებსაც ერთობლივად ვნერგავდით ბოლო 10 წლის განმავლობაში.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო: ჯანდაცვის ძირითადი ინდიკატორების (0-5 წ. ბავშვთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობადობა, ნეონატალური სიკვდილიანობა, მოზარდთა ორსულობა, აბორტების რაოდენობა) შემცირების პოზიტიური დინამიკა, ლუგარის კვლევითი ცენტრის სრული ფუნქციური ინტეგრაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზაციულ სტრუქტურაში და მისი შემდგომი განვითარება - გენომიკური კვლევები, ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციები, ახალი ვირუსების აღმოჩენა/იდენტიფიცირება მსოფლიო და საქართველოს მასშტაბით, წითელას ეპიდაფეთქების მართვა, წითურას ელიმინაცია, ცოფის ერთეულ შემთხვევებამდე დაყვანა ან საერთოდ განულება, მალარიის ადგილობრივი გადაცემის აღმოფხვრა, პოლიოვირუსის ველური და ვაქცინადერივატული შტამით გამოწვეული შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი, 6 ახალი ვაქცინის დამატება იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში და რუტინული და პრევენციული ვაქცინაციით მოცვის მკვეთრად გაუმჯობესება, ქვეყნის მასშტაბით გამართული „ცივი ჯაჭვის“ ინფრასტრუქტურა ვაქცინების შენახვა-დისტრიბუციისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის, ტუბერკულოზის ყველა ფორმის გავრცელების მკვეთრი კლება, აივ/შიდსის პრევენციული სისტემის შექმნა და სერვისების გაფართოება...

ასევე, ქვეყანაში „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვა, ჰეპატიტი C-ს ელიმინაციის ფლაგმან პროგრამაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა, რითაც საქართველო მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყანად, სისხლის ინფექციებზე კონტროლის უმაღლესი სტანდარტის შემუშავება და ქვეყანაში სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაძლიერება და გადაუდებელი ოპერაციული ცენტრის ჩამოყალიბება, რამაც მიმდინარე პანდემიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, არტერიული ჰიპერტენზიის მასობრივი სკრინინგის დანერგვა, იოდის ეროვნული კვლევა, იოდის ოპტიმალური ნუტრიციული სტატუსის მიღწევა და ქვეყანაში იოდ-დეფიციტის აღმოფხვრა, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის” ინიცირება, თამბაქოს კონტროლის გაძლიერება და ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირების ყოველწლიური მზარდი დინამიკის ხელშეწყობა, ცენტრში გარემოს დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბება და ამ მიმართულების მნიშვნელოვნად განვითარება, მათ შორის ქიმიურ რისკ-ფაქტორთა შეფასების ლაბორატორიის შექმნა-ამოქმედება, პოპულაციური რეგისტრებისა და მეთვალყურეობის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების განვითარება, ჯანდაცვის დიგიტალიზაციის ხელშეწყობა, კიბოს ერთიანი ინფორმაციული სისტემის, დაბადების რეგისტრის, დაბადება/გარდაცვალების სისტემის ადმინისტრირება და მრავალი სხვა, რომელთა შესახებ მეტი ინფორმაცია საჯაროდ ზიარდება როგორც ცენტრის წლიურ, ასევე მიზნობრივ ანგარიშებში.

თუმცა ყველა მიღწევის პარალელურად კვლავ განსაკუთრებულად გამოსაყოფია ამ საუკუნის უდიდესი გლობალური გამოწვევა და მსოფლიო კრიზისის მიზეზი - კოვიდ-პანდემია, პრობლემა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის საუკუნეში ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს და რის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და კვლავ იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

აქვე მინდა განსაკუთრებული თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატო მათი ოჯახების და ახლობლების მიმართ, ვისი გადარჩენაც, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო. მათ შორის ბევრია ჩემი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი და კოლეგა. ამ ბოლო წლებმა ჩემზეც მოახდინა განსაკუთრებული სტრესული და ფსიქოლოგიური გავლენა და დიდი დამღა დამასვა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კუთხით, რადგან პანდემიასთან ასოცირებული ახალი ინფორმაცია და პროცესების ყოველდღიური ანგარიშგება, მათ შორის ნეგატიური, ერთ-ერთი პირველი ზიარდებოდა ცენტრთან, პირადად ჩემთან და ჩვენს მიერ გაანალიზებული მიეწოდებოდა მთავრობასა და შესაბამის უწყებებს. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კეთდებოდა ანალიზი და სათანადო რეკომენდაციები ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, რაც შემდგომ განიხილებოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ.

ალბათ განვლილმა წლებმა მომცა უფლება და მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, გამოვყო საქართველოს ისტორიის საკმაოდ რთული პერიოდი, 1994-დან 2004-მდე წლები, როდესაც ვიყავი ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყველა პროცესის მომსწრე და მონაწილე და უღრმესი მადლობა გადავუხადო ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს თითოეულ მუშაკს, ამ ყველაზე ფაქიზი და სათუთი სფეროს წარმომადგენლებს, ქვეყნის პანდემიის წინააღმდეგ რეაგირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ასევე, დამოუკიდებლობის პერიოდში სისტემის აღმშენებლობისათვის გაწეული საქმიანობისთვის.

გასაკეთებელი წინ კვლავ მრავლადაა. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პრევენცია არის 21-ე საუკუნის და მომავლის მედიცინის ძირითადი ორიენტირი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა, მთლიანად მოსახლეობამ, გაითავისოს მისი არსი და მნიშვნელობა. ახლო მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ და მოხდეს მისი მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ჩვენი შემდგომი თაობებისთვის იგი უკვე ცხოვრების ნორმა, ყოველდღიურობაში დამკვიდრებული მიდგომა იყოს.

ავადობის ძირითადი ტვირთის გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პირველადი, მეორეული და მესამეული პრევენცია და მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რაც მეცნიერულად დასაბუთებული და მრავალ წამყვან ქვეყანაში უპირობოდ აღიარებული სწორი და ეფექტური მიდგომაა. განსაკუთრებულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რაც ჩემი შეხედულებით, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს ყოველთვის და განსაკუთრებით დღეს. გაძლიერებულ ყურადღებას საჭიროებს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემები და დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა შემუშავდეს ხელშეწყობის სტრატეგია და მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. ასევე უნდა მოხდეს ადრეულ ეტაპზე ბევრი მნიშვნელოვანი დაავადების დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და გამოვლენა, მათ შორის კიბოსა და სხვა წამყვანი ქრონიკული დაავადებების. ქვეყანაში უფრო მეტად ხელშეწყობილი უნდა იყოს მედიცინის დიგიტალიზაცია, გაძლიერდეს პრეციზიოზული, მიზნობრივი და გენომური მედიცინა და მასზე დაფუძნებული მეთვალყურეობა, გენომის შესწავლა, რაც 21-ე საუკუნის მედიცინის ქვაკუთხედია.

ყველა არსებული და ახალი მიდგომა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინტერვენციებსა და სამეცნიერო ფაქტებს. ამის გარანტია ეროვნული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაა, აკადემიურ წრეებსა და სასწავლო დაწესებულებებთან მუდმივი კავშირი და უკუკავშირი, რასაც ახორციელებს ჩვენი ცენტრი და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა.სამწუხაროდ ამ პერიოდის მანძილზე ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი არ იყო. წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი.

ახლო მომავალში უნდა გაძლიერდეს ეროვნული გენომური ცენტრი და გაფართოვდეს მისი საქმიანობა, რაც ქვეყნისა და რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება, მომავალი 5 წლის მანძილზე სრულად უნდა მოხდეს ჰეპატიტი C-ს ელიმინაცია და ტყვიის მაღალი შემცველობით გამოწვეული ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების მეთვალყურეობა და კონტროლი, მაქსიმუმამდე უნდა იყოს აყვანილი იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლები და მინიმუმამდე დაყვანილი ვაქცინით მართვადი დაავადებები, გაუმჯობესდეს ინტერსექტორული თანამშრომლობა „ერთიანი ჯანმრთელობის“ ფარგლებში, დაავადების მეთვალყურეობის პროგრამებში მუდმივად ხდებოდეს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ინტეგრირება, გაუმჯობესდეს რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და შემცირდეს მათი ნეგატიური გავლენა. ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ჯანსაღი ქალაქის პრინციპების განმახორციელებელი დასახლებების რაოდენობა, მოსახლეობის ფართო ფენებში ჯანმრთელობის ფარგლებში ამაღლდეს ცნობიერება და მაქსიმალურად დაინერგოს „ჯანსაღი ცხოვრების“ მიდგომები.

მწამს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, რაც შემდგომ განაპირობებს ცოდნაზე და გამოცდილებაზე დამყარებულ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას, მდგრადობას, კეთილდღეობასა და სწორ განვითარებას. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, მათ შორის დღეს დაკავებული პოზიციიდან, ამისკენ იყო მიმართული, ამ მიზნის მიღწევისთვის ვშრომობდი და ვიბრძოდი მთელი პროფესიული კარიერის მანძილზე, ვასწავლიდი და ვუზიარებდი ჩემს სტუდენტებს და შემდგომშიც ენთუზიაზმით გავაგრძელებ ამ მიმართულებით მოღვაწეობას.

ვამაყობ, რომ მომეცა საშუალება, წლების მანძილზე მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ვყოფილიყავი საქართველოს დიდი სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი, ამ პერიოდში ქვეყნის გარეთ, მაღალი დონის სხვადასხვა პლატფორმიდან, საქართველოს სახელი ღირსეულად წარმომეჩინა და წარმედგინა, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა მნიშვნელოვან ეროვნულ და საერთაშორისო ინიციატივასა და აქტივობაში, რითაც ქვეყანა უფრო ცნობადი, დაფასებული და წარმატებული გახდა გლობალურ სამედიცინო ოჯახში და კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე.

ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ჩემი მხრიდან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, უცხოელი კოლეგისა და მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომელთა მხარდაჭერით, დახმარებითა და აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის გაძლიერება, არამედ ქვეყნის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება. იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი თაობა განაგრძობს და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას და უფრო მეტი წარმატებული ერთობლივი პროექტი განხორციელდება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ.

და ბოლოს, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მინდა მადლობა გადავუხადო 2013 წლის დასაწყისიდან, ჩემი ამ პოზიციის დაკავებიდან მოყოლებული, ქვეყნის მმართველ გუნდს, მთავრობას - აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრებს, ცალკე გამოვყოფ კოვიდ-პანდემიის პერიოდში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ჩვენი ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერას და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერება საქართველოს მოსახლეობას, ვისაც სჯეროდა ჩვენი, ვისაც სწამდა და ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიწოდებული რეკომენდაციები, ითვალისწინებდა და მომავალშიც გაითვალისწინებს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ რჩევებს და აღასრულებს მათ. როგორც მოსახლეობის კეთილგანწყობა, ასევე პოლიტიკის შემქმნელების ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი საქმიანობისთვის, დასახული მიზნებისა და ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის, რაც კვლავ და კვლავ ქვეყნის ჯანდაცვის ინდიკატორების და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებით გამოიხატება.ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“.

ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია. რამდენად წარმატებულად გავიარე ეს მიმდინარე ან სხვა გასული ეტაპები მომავალში კოლეგები, ჩვენი საზოგადოება და დრო შეაფასებს. ჩემი მხრიდან, მინდა წარმატება ვუსურვო ცენტრის მომავალ ხელმძღვანელს, ასევე ჩვენს დიდ გუნდს, და ახალგაზრდა თაობას, რომელთა დაოსტატება და განვითარება ჩემი მუდმივი საზრუნავი იყო და ყოველთვის დიდი ხალისით და უკეთესი მომავლის იმედით ვცდილობდი მაქსიმალურად შემეწყო მათთვის ხელი. იმედს ვიტოვებ, რომ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდება საუკეთესო შედეგით, ხოლო ახალი წამოწყებები კიდევ მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყანას" - ნათქვამია განცხადებაში.