პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ადამიანს სურს, სიცოცხლით გარისკოს, შეუძლია აქ წავიდეს... აქვთ ამბიცია, რომ მათ ველურ ტრადიციებს მოვერგოთ" - აფხაზეთი რუსი ტურისტების კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა
"თუ ადამიანს სურს, სიცოცხლით გარისკოს, შეუძლია აქ წავიდეს... აქვთ ამბიცია, რომ მათ ველურ ტრადიციებს მოვერგოთ" - აფხაზეთი რუსი ტურისტების კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ყო­ველ წელს ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში ეხ­ვე­ვა.

"ერთი და იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი, გაზ­რდი­ლი ფა­სე­ბი და აგ­რე­სია, ამ­ბი­ცი­ე­ბი, რომ ისი­ნი სა­მო­თხე­ში ცხოვ­რო­ბენ და მათ ვე­ლურ ტრა­დი­ცი­ებს ყვე­ლა უნდა მო­ერ­გოს..." - ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ დამ­სვე­ნებ­ლე­ბის გან­წყო­ბებს აფხა­ზუ­რი კუ­რორ­ტე­ბის შე­სა­ხებ...

ngs.ru-ს ცნო­ბით, ისი­ნი ესა­უბრნენ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც უკვე იყო აფხა­ზეთ­ში, ან ახ­ლაც იქ არის...

"მკი­თხვე­ლე­ბის ნა­წი­ლი კო­მენ­ტა­რებ­ში წერს, რომ კრას­ნო­და­რის მხა­რის კუ­რორ­ტებ­თან შე­და­რე­ბით, ფა­სე­ბი, ბუ­ნე­ბა და ზღვა ბევ­რად უკე­თე­სია... სხვე­ბის თქმით, იქ ერთხელ იყ­ვნენ, ინა­ნეს და მეტ­ჯერ წას­ვლის სურ­ვი­ლი არ აქვთ..." - წერს გა­მო­ცე­მა.

"აფხა­ზე­თი თა­ვის ავ­თენ­ტუ­რო­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, ოღონდ მათ­თვის ვინც, ყვე­ლა­ფერს არის შეჩ­ვე­უ­ლი, უპ­რე­ტენ­ზი­ოა და ფუ­ლიც გა­და­საყ­რე­ლი აქვს... ოღონდ ეს ჩვენ­თვის არ არის, იქ დას­ვე­ნე­ბა ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ვურ­ჩევ­დი" - წერს სა­მა­რე­ლი ივან კი­სე­ლე­ვი.

კი­დევ ერთი მათ­გა­ნი იგორ სო­ლო­ნი­ცი­ნი მი­იჩ­ნევს, რომ აფხა­ზეთ­ში ივ­ნი­სის ბო­ლო­სა და ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში ის­ვე­ნებ­და. ის ამ­ბობს, რომ იქ ად­ლე­რი­დან ჯო­ბია გაფ­რე­ნა, ვიდ­რე 2,5 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გზა­ში იყო...

"ფასი, იგი­ვეა, თუმ­ცა, თა­ვად აფხა­ზეთ­ში ე.წ. მა­ღა­ლი კლა­სის კვე­ბის ობი­ექ­ტებ­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის გარ­და, თით­ქმის ვერ­სად გა­ა­ტა­რებთ პლას­ტი­კურ ბა­რათს. პრობ­ლე­მაა ფუ­ლის გა­დაც­ვლა, კერ­ძოდ დო­ლა­რი­დან რუბ­ლზე, ყველ­გან ცდი­ლო­ბენ, მო­გა­ტყუ­ონ ან ისეთ ფას­ში გიც­ვლი­ან, რომ ზა­რალ­ში ხარ....

ახლა ჩა­მო­გით­ვლით ად­გი­ლებს, რომ­ლე­ბიც მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ - რიწა, ახა­ლი ათო­ნი, ბიჭ­ვინ­თა, გაგ­რა, სო­ხუ­მი, ალ­პუ­რი მდე­ლო­ე­ბი... ექ­სკურ­სი­ე­ბი ყველ­გან ძვი­რია, ყველ­გან აგ­რე­სი­უ­ლად, აგ­დე­ბუ­ლად შეგ­ვხდნენ. რა­მის გაკ­რი­ტი­კე­ბის­თა­ნა­ვე თავს გვეს­ხმოდ­ნენ - გვე­უბ­ნე­ბი­ან, ყელ­ში ამო­ვი­და თქვე­ნი დამ­ცი­რე­ბა, იმი­ტომ გვაკ­რი­ტი­კებთ, რომ გინ­დათ ყვე­ლა­ფე­რი რუ­სეთს გა­დავ­ცე­თო, თუ არ მოგ­წონთ, ნუ ჩა­მო­დი­ხარ­თო... ერთი გას­ვლა, თა­ვის კვე­ბით, ტრან­სპორ­ტით ლა­მის ასი ათა­სი რუბ­ლი გვიჯ­დე­ბო­და. ჩემი დას­კვნაა - აფხა­ზეთ­ში წას­ვლა არის ფუ­ლის ზედ­მე­ტი ხარ­ჯვა, მით უფრო, რომ ვერ და­ის­ვე­ნებ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მკა­ფი­ოდ უსი­ა­მოვ­ნოა. ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ნულ­ზე აქვთ... რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ჩემ­მა მე­უღ­ლემ მომ­სა­ხუ­რე­ბა და­უ­წუ­ნა და პირ­და­პირ უთხრეს, ოკუ­პან­ტებს ტყუ­ი­ლად არ გე­ძა­ხი­ა­ნო... ასე რომ, თუ ადა­მი­ანს სურს სი­ცო­ცხლით და ჯან­მრთე­ლო­ბით გა­რის­კოს შე­უძ­ლია, აფხა­ზეთ­ში წა­ვი­დეს..." - წერს სო­ლო­ნი­ცი­ნი.

რუ­სე­თის კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქის, ნა­ტა­ლია სალ­ნი­კო­ვას თქმით, დე­და­მი­სი და მისი მე­გო­ბა­რი ისე მო­ა­ტყუ­ეს, რომ იქ ჩას­ვლის სურ­ვი­ლი არას­დროს გა­უჩ­ნდე­ბათ...

"მარ­ტში, აფხა­ზეთ­ში და­ჯავ­შნეს Холодная речка-ში ნო­მე­რი. თან­ხა გა­და­ი­ხა­დეს და თით­ქოს, ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­ა­ფორ­მეს. თუმ­ცა ერთი თვის შემ­დეგ გა­არ­კვი­ეს, რომ ამ პან­სი­ო­ნატ­მა სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა, მხო­ლოდ Речка და­ი­ტო­ვა. დე­ტა­ლე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად გა­დავ­რე­კეთ და სრუ­ლი­ად სხვა ად­მი­ნის­ტრა­ტორ­მა გვი­პა­სუ­ხა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა, ის ჯავ­შა­ნი და­ი­ვი­წყეთ, თან­ხაც ანუ­ლი­რე­ბუ­ლია და ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლახ­ლა უნდა გა­ი­ა­რო­თო... სა­უ­ბა­რია 100 ათას რუბ­ლზე, ორი კვი­რის თან­ხა­ზე. მას შემ­დეგ კი­დევ ერთხელ შე­იც­ვა­ლა, ახლა იგი­ვე მი­სა­მარ­თით, ოღონდ პან­სი­ო­ნატ Нарт-ის სა­ხე­ლით" - იხ­სე­ნებს სალ­ნი­კო­ვა.

კი­დევ ერთი დამ­სვე­ნე­ბე­ლი ალექ­სან­დრა ჩუ­რი­კო­ვა ამ­ბობს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებს აღე­ბი­ნებ­დათ მათი ჩაც­მუ­ლო­ბა, წა­რა­მა­რა შე­ნიშ­ვნას აძ­ლევ­დნენ მათ ხმა­ურ­ზე, ქცე­ვა­ზე და ახ­სე­ნებ­დნენ, რომ აფხა­ზეთ­ში არი­ან და არა სა­დღაც ტუნ­დრა­ში

თუმ­ცა, ზოგი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ზო­გი­ერ­თი დამ­სვე­ნე­ბე­ლი თა­ვად ეძებს პრობ­ლე­მას და რო­დე­საც ამ გან­წყო­ბით სად­მე ჩა­დის, ნაკლს ყველ­გან იპო­ვის.

"არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ იმ ქვე­ყა­ნა­ზე ვსა­უბ­რობთ, სა­დაც 30 წე­ლია არც ომია და არც მშვი­დო­ბა... თა­ვი­ან­თი წი­ნა­პი­რო­ბე­ბის, პლუს მენ­ტა­ლო­ბის კვა­ლო­ბა­ზე, ძა­ლი­ან კარ­გად არის ყვე­ლა­ფე­რი. თქვენც ტრან­სპორ­ტსა და ქუ­ჩა­ში ნუ ივ­ლით სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით, პა­ტი­ვი ეცით მათ ადათს..." - წერს კი­დევ ერთი რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ დავ­ბრუნ­დი აფხა­ზე­თი­დან, ვი­ნა­ნე და მეტ­ჯერ მსგავს სი­სუ­ლე­ლეს არ გა­ვა­კე­თებ. ძლივს მო­პო­ვე­ბუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა ჩა­ვიშ­ხა­მე და ამ კრი­ზი­სის დროს მოგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხა წყალ­ში გა­დავ­ყა­რე... ორ­ჯერ მე­ტად არის ფა­სე­ბი გაზ­რდი­ლი. ბა­რა­თით ვერ­სად ვერ გა­და­იხ­დი, ქე­შად უნდა გქონ­დეს ფული. ხურ­დის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე შე­გარ­ცხვე­ნენ, არას­დროს აქვთ წვრი­ლი ფული და სულ ცდი­ლო­ბენ ნა­მუს­ზე შე­გაგ­დონ და თან­ხა და­გა­ტო­ვე­ბი­ნონ..." - წერს ეკა­ტე­რინ­ბურ­გე­ლი იანა პა­კუ­ლე­ვა.

მთა­ვა­რი ფოტო: 93.RU

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-------
2

ძაანაც კარგი.ეგრე მოგიხდებათ,ამდენი წლების განმავლობაში სულ წერენ უარყოპიდ კომენტარებს აფხაზეთსზე და მაინც იქ მიერეკებით.

დავითი
29

აფხაზებს მედიდური ქცევა უყვართ, და ტურიზმი თუ უნდათ პატარა უნდა დაოკდნენ. ჩვენი არ იყოს, აბა კომპიუტერს ჩვენ ვერ ვაკეთებთ და ავტომობილს, ერთი არის ტურიზმი, ხოდა თუ გინდა ტურიზმი ჩამოსულ სტუმარს უნდა ასიამოვნო აბა რავა გინდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თუ ადამიანს სურს, სიცოცხლით გარისკოს, შეუძლია აქ წავიდეს... აქვთ ამბიცია, რომ მათ ველურ ტრადიციებს მოვერგოთ" - აფხაზეთი რუსი ტურისტების კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

"თუ ადამიანს სურს, სიცოცხლით გარისკოს, შეუძლია აქ წავიდეს... აქვთ ამბიცია, რომ მათ ველურ ტრადიციებს მოვერგოთ" - აფხაზეთი რუსი ტურისტების კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ყოველ წელს ტურისტულ სეზონზე ოკუპირებულ აფხაზეთის მოსახლეობა რუსი დამსვენებლების კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა.

"ერთი და იგივე პრობლემები, გაზრდილი ფასები და აგრესია, ამბიციები, რომ ისინი სამოთხეში ცხოვრობენ და მათ ველურ ტრადიციებს ყველა უნდა მოერგოს..." - ამბობენ ისინი.

რუსული გამოცემები ყოველწლიურად აქვეყნებენ დამსვენებლების განწყობებს აფხაზური კურორტების შესახებ...

ngs.ru-ს ცნობით, ისინი ესაუბრნენ იმ ადამიანებს, ვინც უკვე იყო აფხაზეთში, ან ახლაც იქ არის...

"მკითხველების ნაწილი კომენტარებში წერს, რომ კრასნოდარის მხარის კურორტებთან შედარებით, ფასები, ბუნება და ზღვა ბევრად უკეთესია... სხვების თქმით, იქ ერთხელ იყვნენ, ინანეს და მეტჯერ წასვლის სურვილი არ აქვთ..." - წერს გამოცემა.

"აფხაზეთი თავის ავთენტურობით საინტერესოა, ოღონდ მათთვის ვინც, ყველაფერს არის შეჩვეული, უპრეტენზიოა და ფულიც გადასაყრელი აქვს... ოღონდ ეს ჩვენთვის არ არის, იქ დასვენება ველური ბუნების მოყვარულებს ვურჩევდი" - წერს სამარელი ივან კისელევი.

კიდევ ერთი მათგანი იგორ სოლონიცინი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში ისვენებდა. ის ამბობს, რომ იქ ადლერიდან ჯობია გაფრენა, ვიდრე 2,5 დღე-ღამის განმავლობაში გზაში იყო...

"ფასი, იგივეა, თუმცა, თავად აფხაზეთში ე.წ. მაღალი კლასის კვების ობიექტებსა და სასტუმროების გარდა, თითქმის ვერსად გაატარებთ პლასტიკურ ბარათს. პრობლემაა ფულის გადაცვლა, კერძოდ დოლარიდან რუბლზე, ყველგან ცდილობენ, მოგატყუონ ან ისეთ ფასში გიცვლიან, რომ ზარალში ხარ....

ახლა ჩამოგითვლით ადგილებს, რომლებიც მოვინახულეთ - რიწა, ახალი ათონი, ბიჭვინთა, გაგრა, სოხუმი, ალპური მდელოები... ექსკურსიები ყველგან ძვირია, ყველგან აგრესიულად, აგდებულად შეგვხდნენ. რამის გაკრიტიკებისთანავე თავს გვესხმოდნენ - გვეუბნებიან, ყელში ამოვიდა თქვენი დამცირება, იმიტომ გვაკრიტიკებთ, რომ გინდათ ყველაფერი რუსეთს გადავცეთო, თუ არ მოგწონთ, ნუ ჩამოდიხართო... ერთი გასვლა, თავის კვებით, ტრანსპორტით ლამის ასი ათასი რუბლი გვიჯდებოდა. ჩემი დასკვნაა - აფხაზეთში წასვლა არის ფულის ზედმეტი ხარჯვა, მით უფრო, რომ ვერ დაისვენებ.

ადგილობრივების დამოკიდებულება მკაფიოდ უსიამოვნოა. ინფრასტრუქტურა ნულზე აქვთ... რამდენიმე ადგილას ჩემმა მეუღლემ მომსახურება დაუწუნა და პირდაპირ უთხრეს, ოკუპანტებს ტყუილად არ გეძახიანო... ასე რომ, თუ ადამიანს სურს სიცოცხლით და ჯანმრთელობით გარისკოს შეუძლია, აფხაზეთში წავიდეს..." - წერს სოლონიცინი.

რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქის, ნატალია სალნიკოვას თქმით, დედამისი და მისი მეგობარი ისე მოატყუეს, რომ იქ ჩასვლის სურვილი არასდროს გაუჩნდებათ...

"მარტში, აფხაზეთში დაჯავშნეს Холодная речка-ში ნომერი. თანხა გადაიხადეს და თითქოს, ყველაფერი სამართლებრივად გააფორმეს. თუმცა ერთი თვის შემდეგ გაარკვიეს, რომ ამ პანსიონატმა სახელი შეიცვალა, მხოლოდ Речка დაიტოვა. დეტალების დასაზუსტებლად გადავრეკეთ და სრულიად სხვა ადმინისტრატორმა გვიპასუხა, ხელმძღვანელობა შეიცვალა, ის ჯავშანი დაივიწყეთ, თანხაც ანულირებულია და ყველაფერი ხელახლა უნდა გაიაროთო... საუბარია 100 ათას რუბლზე, ორი კვირის თანხაზე. მას შემდეგ კიდევ ერთხელ შეიცვალა, ახლა იგივე მისამართით, ოღონდ პანსიონატ Нарт-ის სახელით" - იხსენებს სალნიკოვა.

კიდევ ერთი დამსვენებელი ალექსანდრა ჩურიკოვა ამბობს, რომ ადგილობრივებს აღებინებდათ მათი ჩაცმულობა, წარამარა შენიშვნას აძლევდნენ მათ ხმაურზე, ქცევაზე და ახსენებდნენ, რომ აფხაზეთში არიან და არა სადღაც ტუნდრაში

თუმცა, ზოგი ირწმუნება, რომ ზოგიერთი დამსვენებელი თავად ეძებს პრობლემას და როდესაც ამ განწყობით სადმე ჩადის, ნაკლს ყველგან იპოვის.

"არ დაგვავიწყდეს, რომ იმ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, სადაც 30 წელია არც ომია და არც მშვიდობა... თავიანთი წინაპირობების, პლუს მენტალობის კვალობაზე, ძალიან კარგად არის ყველაფერი. თქვენც ტრანსპორტსა და ქუჩაში ნუ ივლით საცურაო კოსტიუმით, პატივი ეცით მათ ადათს..." - წერს კიდევ ერთი რუსი ინტერნეტმომხმარებელი.

"რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი აფხაზეთიდან, ვინანე და მეტჯერ მსგავს სისულელეს არ გავაკეთებ. ძლივს მოპოვებული შვებულება ჩავიშხამე და ამ კრიზისის დროს მოგროვებული თანხა წყალში გადავყარე... ორჯერ მეტად არის ფასები გაზრდილი. ბარათით ვერსად ვერ გადაიხდი, ქეშად უნდა გქონდეს ფული. ხურდის დაბრუნებაზე შეგარცხვენენ, არასდროს აქვთ წვრილი ფული და სულ ცდილობენ ნამუსზე შეგაგდონ და თანხა დაგატოვებინონ..." - წერს ეკატერინბურგელი იანა პაკულევა.

მთავარი ფოტო: 93.RU