სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბანაკი "თეთრი სამარე" სამშობლოს "მოღალატეთა" ცოლებისთვის და რეპრესირებული ქალების გაშენებული ვაშლის ბაღი
ბანაკი "თეთრი სამარე" სამშობლოს "მოღალატეთა" ცოლებისთვის და რეპრესირებული ქალების გაშენებული ვაშლის ბაღი

25 დე­კემ­ბე­რი იდგა... იმ დი­ლით ეთერ­მა სა­ა­ხალ­წლოდ სოფ­ლი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ამა­ნა­თი მი­ი­ღო: ჩურ­ჩხე­ლე­ბი, სი­მინ­დის ფქვი­ლი, ყვე­ლი და ცოტა ღვი­ნო. ოთხი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი რომ და­ა­ძი­ნა, მა­შინ­ღა შე­უდ­გა ნო­ბა­თის ამო­ლა­გე­ბას. დაღ­ლი­ლო­ბას რას და­ე­ძებ­და, როცა ამ ამა­ნა­თის წყა­ლო­ბით იმე­დი­ა­ნად ხვდე­ბო­და ახალ წელს... უცებ კარ­ზე ძლი­ე­რი კა­კუ­ნის ხმა გა­ის­მა. ვი­ღაც ისე გა­მე­ტე­ბით აბ­რა­ხუ­ნებ­და მუშტს, რომ აკ­ვან­ში მწო­ლი­ა­რე 9 თვის შო­თი­კო­საც კი გა­ეღ­ვი­ძა და ტი­რი­ლი მორ­თო. კარი ოჯა­ხის უფ­როს­მა გა­ა­ღო და სახ­ლში შავ ქურ­თუ­კებ­ში ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი შეც­ვივ­დნენ. იმ ღა­მეს ოჯა­ხი შო­რე­ულ ყა­ზა­ხეთ­ში, ჩიმ­კენ­ტში გა­და­ა­სახ­ლეს...

ნავ­თლუ­ღის სად­გურ­ში უამ­რა­ვი ხალ­ხი შეკ­რე­ბი­ლი­ყო. გამ­ცი­ლებ­ლებ­სა და გა­და­სახ­ლე­ბუ­ლებს შო­რის მე-8 პოლ­კი ჩა­ა­ყე­ნეს და ახ­ლობ­ლებს მათ­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. ირ­გვლივ ტი­რი­ლი­სა და გო­დე­ბის ხმა ის­მო­და... თო­თხმე­ტი დღე ია­რეს სა­ქონ­ლის გა­და­საყ­ვა­ნი ვა­გო­ნე­ბით სი­ცი­ვე­სა და ყინ­ვა­ში, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, გზა­ში 9 თვის შო­თი­კო გე­ლო­ვა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. დე­დას მკერ­დი­დან ააგ­ლი­ჯეს ჩვი­ლი და სარ­კმლი­დან გა­და­აგ­დეს. ეთერს შო­თი­კოს სახ­სოვ­რად მხო­ლოდ პა­ტა­რა კოვ­ზი დარ­ჩა, რომ­ლი­თაც ბავ­შვს წა­მალს ას­მევ­და... იქ, სა­დაც "ხალ­ხის მტრე­ბი" გა­ამ­წე­სეს, არც შუქი იყო, არც წყა­ლი.

  • მას შემ­დეგ, რაც შსს-ს არ­ქი­ვე­ბი გა­იხ­სნა, იმ დრო­ის სი­სას­ტი­კი­სა და უსა­მარ­თლო­ბის შე­სა­ხებ კი­დევ უფრო მეტი გახ­და ცნო­ბი­ლი. შსს-ს სა­არ­ქი­ვო სამ­მარ­თვე­ლომ 1937-38 წლებ­ში რეპ­რე­სი­რე­ბულ ქალ­თა შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც გა­და­ი­ღო, სა­დაც ცრემ­ლი­თა და სის­ხლით და­წე­რი­ლი ბა­რა­თე­ბის ნა­წი­ლი მოხ­ვდა.

ქა­ლე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის მი­ზე­ზი ხში­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ხდე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, ოლია მესხს გა­და­სახ­ლე­ბა მი­უ­სა­ჯეს იმ მი­ზე­ზით, რომ კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცი­ა­ზე იხუმ­რა. რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ქა­ლის მო­გო­ნე­ბებ­ში კი ვკი­თხუ­ლობთ:

"ბა­ნაკ­ში ყოფ­ნი­დან 5 თვეს 22 ქალი კვლავ დაგ­ვა­პა­ტიმ­რეს და ტომ­სკში დაგ­ვაბ­რუ­ნეს, სა­დაც ბრა­ლად დაგ­ვდეს ტუ­ხა­ჩევ­სკის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა. შე­მაგ­დეს ოთახ­ში და სტა­ლი­ნის სუ­რა­თის წინ, ხის უზურ­გო სკა­მის კი­დე­ზე დამ­სვეს. უძ­რავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში თა­ვა­წე­უ­ლი უნდა ვმჯდა­რი­ყა­ვი. მო­მი­ჩი­ნეს ორი სამ­ხედ­რო მცვე­ლი, რომ­ლე­ბიც თვალ­ყურს მა­დევ­ნებ­დნენ, თვა­ლი არ მო­მე­ცი­ლე­ბი­ნა სტა­ლი­ნის სუ­რა­თის­თვის. მა­ს­მევ­დნენ მხო­ლოდ წყალს, არ მაძ­ლევ­დნენ საკ­ვებს. წა­მე­ბის მე­სა­მე დღეს და­მე­წყო პირ­ღე­ბი­ნე­ბა. ჯა­რის­კა­ცებს ხელ­მო­კი­დე­ბუ­ლი გავ­ყავ­დი სა­პირ­ფა­რე­შო­ში. მე-4 თუ მე-5 დღეს და­მე­წყო ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი - სტა­ლი­ნის სუ­რა­თი გაქ­რა, მის ნაც­ვლად გაჩ­ნდა კიბე, რო­მელ­ზეც თეთრ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი დები ჩა­მო­დი­ოდ­ნენ. გა­ღი­მე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი, რად­გან მათ­ში მხსნე­ლებს ვხე­დავ­დი. მცვე­ლებს ეგო­ნათ, რომ შე­ვი­შა­ლე. ვე­ცო­დე­ბო­დი და როცა ოთა­ხი­დან გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გა­დი­ო­და, უფ­ლე­ბას მაძ­ლევ­დნენ, თავი და­მე­ხა­რა და სკამ­ზე სრუ­ლად მოვ­თავ­სე­ბუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა ია­ტაკ­ზე მეჩ­ვე­ნე­ბო­და ბაფ­თი­ა­ნი ბავ­შვე­ბი. მცვე­ლებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ სა­ბო­ლო­ოდ გავ­გიჟ­დი... წა­მე­ბის მე-7 თუ მე-8 დღეს სკა­მი­დან გად­მოვ­ვარ­დი. გა­მომ­ძი­ე­ბელს ჩექ­მის წვე­რით შე­უ­მოწ­მე­ბია, ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი თუ არა და უბ­რძა­ნე­ბია ჩემი სა­კან­ში გა­დაყ­ვა­ნა".

ქალ­თა ბა­ნა­კის ყო­ფი­ლი ტე­რი­ტო­რია ყა­ზა­ხეთ­ში, სა­დაც ახლა მუ­ზე­უ­მია

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ქა­ლე­ბის წა­მე­ბის მრა­ვალ ხერ­ხს მი­მარ­თავ­დნენ, რათა მათ ჩა­უ­დე­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ეღი­ა­რე­ბი­ნათ. მა­გა­ლი­თად, ზამ­თარ­ში სა­კან­ში უშ­ვებ­დნენ ორ­თქლს, შემ­დეგ კი იქა­უ­რო­ბას ყი­ნავ­დნენ. "ხე­ლებს შე­მიკ­რავ­დნენ, ჯი­ბე­ებ­ში შა­ქარს ჩა­მიყ­რიდ­ნენ და ვირ­თხე­ბით სავ­სე ოთახ­ში მიშ­ვებ­დნენ, ვირ­თხე­ბი სულ ზედ დამ­დი­ოდ­ნენ" - ვკი­თხუ­ლობთ კი­დევ ერთ ჩვე­ნე­ბა­ში. ერთ-ერთ პა­ტი­მარ ქალს თურ­მე თმის ღე­რე­ბი სა­თი­თა­ოდ და­აგ­ლი­ჯეს. ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი კი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წა­მე­ბა ყო­ფი­ლა. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი პა­ტიმ­რის თვალ­წინ მა­გი­დას ტკბი­ლე­უ­ლო­ბით ავ­სებ­და, მი­უჯ­დე­ბო­და სუფ­რას და იწყებ­და ჭა­მას, თან პა­ტიმ­რის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ქორ­წი­ნე­ბის პირ­ველ ღა­მე­ზე გარ­ყვნი­ლე­ბას ჰყვე­ბო­და...

ერთ დროს სტა­ლინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რის, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ნეს­ტორ ლა­კო­ბას ცო­ლის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­სას­ტი­კეს მი­მარ­თავ­და - სა­რია ლა­კო­ბას სცე­მეს მა­ჯის­სიმ­სხო მათ­რა­ხით, რო­მე­ლიც მავ­თუ­ლე­ბი­ა­ნი ბუ­ნი­კე­ბით ბო­ლოვ­დე­ბო­და. შე­აგ­დეს წყლი­თა და ვირ­თხე­ბით სავ­სე სა­კან­ში, ქა­ლის თვალ­წინ სცე­მეს მის შვილს ისე, რომ ბი­ჭუ­ნას პი­რი­დან, ცხვი­რი­დან და ყუ­რე­ბი­დან სის­ხლი თქრი­ა­ლით მოს­დი­ო­და. სა­რი­ას ღრი­ა­ლი შინ­სა­ხკო­მის მთელ შე­ნო­ბა­ში ის­მო­და. სა­რია ცე­მის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა...

1938 წელს აკ­მო­ლინ­სკში, ჩრდი­ლო­ეთ ყა­ზა­ხეთ­ში გა­იხ­სნა ქალ­თა ბა­ნა­კი, სა­დაც სას­ჯელს სა­ქარ­თვე­ლო­დან რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი იხ­დიდ­ნენ. აკ­მო­ლა თეთრ სა­მა­რეს ნიშ­ნავს. სხვაგ­ვა­რად ამ ბა­ნაკს "ალ­ჟირ­საც" უწო­დებ­დნენ, რო­მე­ლიც ასე იშიფ­რე­ბო­და - Акмолинский лагерь жен изменников Родины. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს ეს ბა­ნა­კი აღარ არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ­სე­ბობს მათ მიერ გა­შე­ნე­ბუ­ლი ვაშ­ლის ბაღი. ქა­ლებს აკ­მო­ლინ­სკში 600 ვაშ­ლის ნერ­გი და­ურ­გავთ. იმ წელს კურ­დღლებ­მა ნერ­გე­ბის ფეს­ვე­ბის ჭამა და­ი­წყეს. ბა­ნა­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ე­მუქ­რა პა­ტიმ­რებს, თუ ერთი ნერ­გი მა­ინც გა­ფუჭ­დე­ბო­და, რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლებს დახ­ვრეტ­დნენ. ქა­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, სა­კუ­თა­რი მცი­რე ულუ­ფი­დან პური გა­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ კურ­დღლე­ბის­თვის. ისი­ნი ნარ­გა­ვე­ბის ქვეშ დებ­დნენ პურს და მღრღნე­ლე­ბი ფეს­ვებს აღარ ეკა­რე­ბოდ­ნენ. ასე გა­დარ­ჩა ვაშ­ლის ბაღი.

ბაღი და რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლთა მე­მო­რი­ა­ლი ქალ­თა ბა­ნა­კის ყო­ფილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე

აკ­მო­ლინ­სკში ქა­ლე­ბი ბზი­სა და თი­ხის­გან ხე­ლით ზელ­დნენ მა­სას, ყა­ლიბ­ში დებ­დნენ, ახ­მობ­დნენ ბლო­კე­ბად და აშე­ნებ­დნენ ბა­რა­კებს, კრეჭ­დნენ ცხვრებს, ხა­რე­ბით ხნავ­დნენ მი­წას და ას­წლო­ვან ხე­ებს ჭრიდ­ნენ. თა­ვი­სუ­ფალ დროს კი მო­ნატ­რე­ბუ­ლი შვი­ლე­ბის­თვის ცო­ცხის ჩხი­რე­ბის­გან თო­ჯი­ნებს ამ­ზა­დებ­დნენ. თეთ­რე­ულს არ­ღვევ­დნენ და იმ ძა­ფით, ხის­გან გა­მოთ­ლილ ჩხი­რებ­ზე სა­მოსს უქ­სოვ­დნენ...

1937-38 წლებ­ში ე.წ. "ტრო­ი­კის" მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 573 ქალი იყო რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი. 163-ს მი­ე­სა­ჯა დახ­ვრე­ტა. ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი 19 წლის ვერა ვა­რა­ზაშ­ვი­ლი იყო.

ლელა ჯი­ყაშ­ვი­ლი

ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ა­ნის" არ­ქი­ვი­დან

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ასეთი სისასტიკე როგორ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა. სულით ხორცამდე შემძრა.

ვერსად ვერ ვიპოვე ჩემი ბებოს და პაპას მონაცემები.

არჩილ ხუციშვილი დახვრეტილი და ნინა დემეტრაშვილი, გადასახლებული

ლულუ
0

საშინელება,ტკივილი და ტანჯვა წიად ხვდათ ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ბანაკი "თეთრი სამარე" სამშობლოს "მოღალატეთა" ცოლებისთვის და რეპრესირებული ქალების გაშენებული ვაშლის ბაღი

ბანაკი "თეთრი სამარე" სამშობლოს "მოღალატეთა" ცოლებისთვის და რეპრესირებული ქალების გაშენებული ვაშლის ბაღი

25 დეკემბერი იდგა... იმ დილით ეთერმა საახალწლოდ სოფლიდან გამოგზავნილი ამანათი მიიღო: ჩურჩხელები, სიმინდის ფქვილი, ყველი და ცოტა ღვინო. ოთხი მცირეწლოვანი შვილი რომ დააძინა, მაშინღა შეუდგა ნობათის ამოლაგებას. დაღლილობას რას დაეძებდა, როცა ამ ამანათის წყალობით იმედიანად ხვდებოდა ახალ წელს... უცებ კარზე ძლიერი კაკუნის ხმა გაისმა. ვიღაც ისე გამეტებით აბრახუნებდა მუშტს, რომ აკვანში მწოლიარე 9 თვის შოთიკოსაც კი გაეღვიძა და ტირილი მორთო. კარი ოჯახის უფროსმა გააღო და სახლში შავ ქურთუკებში ჩაცმული მამაკაცები შეცვივდნენ. იმ ღამეს ოჯახი შორეულ ყაზახეთში, ჩიმკენტში გადაასახლეს...

ნავთლუღის სადგურში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. გამცილებლებსა და გადასახლებულებს შორის მე-8 პოლკი ჩააყენეს და ახლობლებს მათთან გამომშვიდობების უფლებას არ აძლევდნენ. ირგვლივ ტირილისა და გოდების ხმა ისმოდა... თოთხმეტი დღე იარეს საქონლის გადასაყვანი ვაგონებით სიცივესა და ყინვაში, მაღალი ტემპერატურის გამო, გზაში 9 თვის შოთიკო გელოვანი გარდაიცვალა. დედას მკერდიდან ააგლიჯეს ჩვილი და სარკმლიდან გადააგდეს. ეთერს შოთიკოს სახსოვრად მხოლოდ პატარა კოვზი დარჩა, რომლითაც ბავშვს წამალს ასმევდა... იქ, სადაც "ხალხის მტრები" გაამწესეს, არც შუქი იყო, არც წყალი.

  • მას შემდეგ, რაც შსს-ს არქივები გაიხსნა, იმ დროის სისასტიკისა და უსამართლობის შესახებ კიდევ უფრო მეტი გახდა ცნობილი. შსს-ს საარქივო სამმართველომ 1937-38 წლებში რეპრესირებულ ქალთა შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღო, სადაც ცრემლითა და სისხლით დაწერილი ბარათების ნაწილი მოხვდა.

ქალების დაპატიმრების მიზეზი ხშირად წარმოუდგენელი, აბსურდული ბრალდებები ხდებოდა. მაგალითად, ოლია მესხს გადასახლება მიუსაჯეს იმ მიზეზით, რომ კოლექტივიზაციაზე იხუმრა. რეპრესირებული ქალის მოგონებებში კი ვკითხულობთ:

"ბანაკში ყოფნიდან 5 თვეს 22 ქალი კვლავ დაგვაპატიმრეს და ტომსკში დაგვაბრუნეს, სადაც ბრალად დაგვდეს ტუხაჩევსკის ორგანიზაციის წევრობა. შემაგდეს ოთახში და სტალინის სურათის წინ, ხის უზურგო სკამის კიდეზე დამსვეს. უძრავ მდგომარეობაში თავაწეული უნდა ვმჯდარიყავი. მომიჩინეს ორი სამხედრო მცველი, რომლებიც თვალყურს მადევნებდნენ, თვალი არ მომეცილებინა სტალინის სურათისთვის. მასმევდნენ მხოლოდ წყალს, არ მაძლევდნენ საკვებს. წამების მესამე დღეს დამეწყო პირღებინება. ჯარისკაცებს ხელმოკიდებული გავყავდი საპირფარეშოში. მე-4 თუ მე-5 დღეს დამეწყო ჰალუცინაციები - სტალინის სურათი გაქრა, მის ნაცვლად გაჩნდა კიბე, რომელზეც თეთრ სამოსში გამოწყობილი დები ჩამოდიოდნენ. გაღიმებული ვუყურებდი, რადგან მათში მხსნელებს ვხედავდი. მცველებს ეგონათ, რომ შევიშალე. ვეცოდებოდი და როცა ოთახიდან გამომძიებელი გადიოდა, უფლებას მაძლევდნენ, თავი დამეხარა და სკამზე სრულად მოვთავსებულიყავი, მაგრამ ახლა იატაკზე მეჩვენებოდა ბაფთიანი ბავშვები. მცველებმა ჩათვალეს, რომ საბოლოოდ გავგიჟდი... წამების მე-7 თუ მე-8 დღეს სკამიდან გადმოვვარდი. გამომძიებელს ჩექმის წვერით შეუმოწმებია, ცოცხალი ვიყავი თუ არა და უბრძანებია ჩემი საკანში გადაყვანა".

ქალთა ბანაკის ყოფილი ტერიტორია ყაზახეთში, სადაც ახლა მუზეუმია

გამომძიებლები ქალების წამების მრავალ ხერხს მიმართავდნენ, რათა მათ ჩაუდენელი დანაშაული ეღიარებინათ. მაგალითად, ზამთარში საკანში უშვებდნენ ორთქლს, შემდეგ კი იქაურობას ყინავდნენ. "ხელებს შემიკრავდნენ, ჯიბეებში შაქარს ჩამიყრიდნენ და ვირთხებით სავსე ოთახში მიშვებდნენ, ვირთხები სულ ზედ დამდიოდნენ" - ვკითხულობთ კიდევ ერთ ჩვენებაში. ერთ-ერთ პატიმარ ქალს თურმე თმის ღერები სათითაოდ დააგლიჯეს. ყველაზე საშინელი კი ფსიქოლოგიური წამება ყოფილა. გამომძიებელი პატიმრის თვალწინ მაგიდას ტკბილეულობით ავსებდა, მიუჯდებოდა სუფრას და იწყებდა ჭამას, თან პატიმრის პირად ცხოვრებაზე, ქორწინების პირველ ღამეზე გარყვნილებას ჰყვებოდა...

ერთ დროს სტალინთან დაახლოებული პირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის, ნესტორ ლაკობას ცოლის მიმართ გამოძიება ჩვენების მისაღებად წარმოუდგენელ სისასტიკეს მიმართავდა - სარია ლაკობას სცემეს მაჯისსიმსხო მათრახით, რომელიც მავთულებიანი ბუნიკებით ბოლოვდებოდა. შეაგდეს წყლითა და ვირთხებით სავსე საკანში, ქალის თვალწინ სცემეს მის შვილს ისე, რომ ბიჭუნას პირიდან, ცხვირიდან და ყურებიდან სისხლი თქრიალით მოსდიოდა. სარიას ღრიალი შინსახკომის მთელ შენობაში ისმოდა. სარია ცემის შედეგად გარდაიცვალა...

1938 წელს აკმოლინსკში, ჩრდილოეთ ყაზახეთში გაიხსნა ქალთა ბანაკი, სადაც სასჯელს საქართველოდან რეპრესირებული ქალები იხდიდნენ. აკმოლა თეთრ სამარეს ნიშნავს. სხვაგვარად ამ ბანაკს "ალჟირსაც" უწოდებდნენ, რომელიც ასე იშიფრებოდა - Акмолинский лагерь жен изменников Родины. საბედნიეროდ, დღეს ეს ბანაკი აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს მათ მიერ გაშენებული ვაშლის ბაღი. ქალებს აკმოლინსკში 600 ვაშლის ნერგი დაურგავთ. იმ წელს კურდღლებმა ნერგების ფესვების ჭამა დაიწყეს. ბანაკის ხელმძღვანელობა დაემუქრა პატიმრებს, თუ ერთი ნერგი მაინც გაფუჭდებოდა, რეპრესირებულებს დახვრეტდნენ. ქალებმა გადაწყვიტეს, საკუთარი მცირე ულუფიდან პური გაენაწილებინათ კურდღლებისთვის. ისინი ნარგავების ქვეშ დებდნენ პურს და მღრღნელები ფესვებს აღარ ეკარებოდნენ. ასე გადარჩა ვაშლის ბაღი.

ბაღი და რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი ქალთა ბანაკის ყოფილ ტერიტორიაზე

აკმოლინსკში ქალები ბზისა და თიხისგან ხელით ზელდნენ მასას, ყალიბში დებდნენ, ახმობდნენ ბლოკებად და აშენებდნენ ბარაკებს, კრეჭდნენ ცხვრებს, ხარებით ხნავდნენ მიწას და ასწლოვან ხეებს ჭრიდნენ. თავისუფალ დროს კი მონატრებული შვილებისთვის ცოცხის ჩხირებისგან თოჯინებს ამზადებდნენ. თეთრეულს არღვევდნენ და იმ ძაფით, ხისგან გამოთლილ ჩხირებზე სამოსს უქსოვდნენ...

1937-38 წლებში ე.წ. "ტროიკის" მიერ საქართველოში სულ 573 ქალი იყო რეპრესირებული. 163-ს მიესაჯა დახვრეტა. ყველაზე უმცროსი 19 წლის ვერა ვარაზაშვილი იყო.

ლელა ჯიყაშვილი

ჟურნალ "ისტორიანის" არქივიდან