კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსახლეობას ვამშვიდებ..." - როგორია "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების მაჩვენებელი საქართველოსა და მსოფლიოში: რას აცხადებს ამირან გამყრელიძე
"მოსახლეობას ვამშვიდებ..." - როგორია "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების მაჩვენებელი საქართველოსა და მსოფლიოში: რას აცხადებს ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ერთ და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ზე მეტი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კი­დან დიდი ხა­ნია, რაც გა­წე­რი­ლია და და­ა­ვა­დე­ბა შემ­დგომ­ში არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

"გლო­ბა­ლუ­რად რის­კის დონე გახ­ლავთ სა­შუ­ა­ლო. უფრო მეტი შემ­თხვე­ვა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენ ჯერ კი­დევ მა­ის­ში, რო­დე­საც პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და, და­ვი­წყეთ მზა­დე­ბა ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით. პირ­ვე­ლი, გა­ეგ­ზავ­ნა ცირ­კუ­ლა­რი შე­სა­ბა­მი­სი გან­მარ­ტე­ბე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო ქსელს, რომ გაძ­ლი­ერ­დეს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა გა­მო­ნაყ­რით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბებ­ზე და ეს ასე არის, უკვე და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვაა იყო ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩვენ­თან გა­მო­საკ­ვლე­ვად. ხაზს ვუს­ვამ, რომ ამ 10-დან მხო­ლოდ ერთი და­დას­ტურ­და, 9 უარ­ყო­ფი­თია. ასე­ვე, გა­ვაძ­ლი­ე­რეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ჩვენ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­გორც პსრ ტექ­ნო­ლო­გი­ით, ისე გე­ნუ­რი სექ­ვე­ნი­რე­ბით დავ­სვათ ეს დი­აგ­ნო­ზი. სწო­რედ ამ მე­თო­დე­ბით, 10 სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვი­დან 9 უარ­ყო­ფი­თია და ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. პა­ცი­ენ­ტი უკვე კარ­გა ხა­ნია გა­წე­რი­ლია. ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი გავ­ლი­ლია, ანუ შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბა აღარ ყო­ფი­ლა. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კლა­სი­ფი­კა­ცით, ჩვენ შევ­დი­ვართ პირ­ველ ჯგუფ­ში, სა­დაც და­ა­ვა­დე­ბა არ იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ან თუ იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, 21 დღე უკვე გა­სუ­ლია“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, "სა­პა­ნი­კო არა­ფე­რი არის, რად­გან აღ­ნიშ­ნულ და­ა­ვა­დე­ბას სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა არ ახა­სი­ა­თებს“.

"მო­სახ­ლე­ო­ბას ვამ­შვი­დებ, რომ არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა. ეს და­ა­ვა­დე­ბა ძი­რი­თა­დად მსუ­ბუ­ქი ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს, თვით­გან­კურ­ნე­ბა ახა­სი­ა­თებს 3-4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. როცა სა­ჭი­როა მკურ­ნა­ლო­ბა, ტარ­დე­ბა ან ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ ან სტა­ცი­ო­ნა­რულ პი­რო­ბებ­ში, ძი­რი­თა­დად, ინ­ფექ­ცი­უ­რი პრო­ფი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, ისიც ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ და მხო­ლოდ სიმპტო­მუ­რად“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იქსი
7

რათქმაუნდა ბატონო ამირან თქვენი ინტერესის სფერო კოვიდია და მის გარშემო არსებული ფინანსები !!!!!! რა ვერ გაძეხი ??????????!!!!!!!!!!!

ირინა
5

ჯერა ახლა ამისი ვინმეს კიდევ რამე? და მთავარი იცით რა არის? მგონი თვითონ ჯერ კიდევ სჯერა თავისი თავის და თავისი ნაბჟუტურევის, ის სად ყავს ორი კაკლის საბერტყი ჯოხი.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"მოსახლეობას ვამშვიდებ..." - როგორია "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების მაჩვენებელი საქართველოსა და მსოფლიოში: რას აცხადებს ამირან გამყრელიძე

"მოსახლეობას ვამშვიდებ..." - როგორია "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების მაჩვენებელი საქართველოსა და მსოფლიოში: რას აცხადებს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, საქართველოში "მაიმუნის ყვავილის“ ერთ დადასტურებულ შემთხვევაზე მეტი არ გამოვლენილა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი კლინიკიდან დიდი ხანია, რაც გაწერილია და დაავადება შემდგომში არ გავრცელებულა.

"გლობალურად რისკის დონე გახლავთ საშუალო. უფრო მეტი შემთხვევა ევროპის ქვეყნებშია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ჯერ კიდევ მაისში, როდესაც პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, დავიწყეთ მზადება ამ საკითხთან მიმართებით რამდენიმე მიმართულებით. პირველი, გაეგზავნა ცირკულარი შესაბამისი განმარტებებით სამედიცინო ქსელს, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე და ეს ასე არის, უკვე დაახლოებით 10 სავარაუდო შემთხვევაა იყო ამ ხნის განმავლობაში წარმოდგენილი ჩვენთან გამოსაკვლევად. ხაზს ვუსვამ, რომ ამ 10-დან მხოლოდ ერთი დადასტურდა, 9 უარყოფითია. ასევე, გავაძლიერეთ ლაბორატორიული ზედამხედველობა და ლაბორატორიული შესაძლებლობები, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც პსრ ტექნოლოგიით, ისე გენური სექვენირებით დავსვათ ეს დიაგნოზი. სწორედ ამ მეთოდებით, 10 სავარაუდო შემთხვევიდან 9 უარყოფითია და ერთი დადასტურებული. პაციენტი უკვე კარგა ხანია გაწერილია. ინკუბაციური პერიოდი გავლილია, ანუ შემდგომი გავრცელება აღარ ყოფილა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცით, ჩვენ შევდივართ პირველ ჯგუფში, სადაც დაავადება არ იყო დადასტურებული ან თუ იყო დადასტურებული, 21 დღე უკვე გასულია“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, "საპანიკო არაფერი არის, რადგან აღნიშნულ დაავადებას სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს“.

"მოსახლეობას ვამშვიდებ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს დაავადება ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითგანკურნება ახასიათებს 3-4 კვირის განმავლობაში. როცა საჭიროა მკურნალობა, ტარდება ან ამბულატორიულ ან სტაციონარულ პირობებში, ძირითადად, ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში, ისიც ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომურად“,-განაცხადა გამყრელიძემ.