უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე და ისინი არ გატყდებიან შიგნიდან, როგორც ეს არაერთხელ მოხდა, მაგრამ ახლა არა! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, პირად საუბრებში ოკუპანტებიც კი აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებს.
"ხვალ მნიშვნელოვანი, სიმბოლური კვირა იწყება. კვირა, როდესაც ჩვენ პირველად აღვნიშნავთ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს, 28 ივლისს. პირველად, ასეთი სასტიკი ომის დროს. დონბასში რვაწლიანი ომის შემდეგ, მაგრამ ჩვენ აღვნიშნავთ. მიუხედავად ყველაფრისა, იმიტომ რომ უკრაინელებს ვერ გატეხენ. მხოლოდ მათ, ვინც არ იცის ისტორიის ჭეშმარიტება და ვერ გრძნობს მის მნიშვნელობას, შეუძლია, ჩვენზე თავდასხმა გადაწყვიტოს. ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა გამოიარა, იმის შემდეგ, რაც ჩვენ ვისწავლეთ საუკუნეების განმავლობაში, უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე და ისინი არ გატყდებიან შიგნიდან, როგორც ეს არაერთხელ მოხდა, მაგრამ ახლა არა! ახლა ერთიანობის შენარჩუნება, გამარჯვებისთვის ერთობლივი მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, რომელსაც ჩვენ ყველა აუცილებლად შევასრულებთ და ამიტომ, ჩვენ შევძლებთ იმას, რაც წინა თაობებმა ადრე ვერ გააკეთეს. ეს ეხება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩვენს თავდაცვას, ჩვენს კურსს ერთიანი ევროპისკენ, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ და ჩვენს უნარს, გავხდეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სახელმწიფო. ახლა არავინაა, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება. არიან მხოლოდ ისინი, ვინც კამათობენ იმაზე, თუ როგორ მიაღწიონ ამას. ოკუპანტებიც კი აღიარებენ, რომ გავიმარჯვებთ. ჩვენ გვესმის ეს მათ საუბრებში მუდმივად, თუ რას ეუბნებიან საყვარელ ადამიანებს, როდესაც მათ უკავშირდებიან. ამიტომ, ჩვენ არ ვანელებთ ტემპს და როგორც ყოველ დღე ხუთი თვის განმავლობაში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მტერს მაქსიმალური დანაკარგი მივაყენოთ და რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ უკრაინისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
ჩვენ “უჟე” რუსები ვართ?! ნუ მიმალავთ,ამ დღეს დიდი ხანია ველი.
არ ვიცოდი უკრაინის ნატოში მარიონეტად შეკვეხების სურვილი რუსეთის საზღვართან ამერიკული ბირთვულ ქობინებიანი რაკეტების განსათავსებლად და ქვეყნის დამოუკიდებლობა თუ ერთი და იგივე იყო.